თაკო ჭანუყვაძე თავგადასავლების ძიებაში
font-large font-small
თაკო ჭანუყვაძე თავგადასავლების ძიებაში
"შეიძლება ვიღაცებისთვის ამოუცნობი ვიყო"

"ის მუდმივად თავგადასავლების ძიებაშია. საიმედო მეგობარია. შეგიძლიათ, თქვენი საიდუმლოებები თამამად ანდოთ. კონფლიქტის შემდეგ სინდისი ქენჯნის. უყვარს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი ძალების და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება. ფიცხი, პირდაპირი და ენამახვილია, ზოგჯერ ირონიული ტონით", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მსახიობ თაკო ჭანუყვაძის ზოდიაქოს ნიშანია.


- ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგიით ძალიან დაინტერესებული ვარ, პირადი ჰოროსკოპიც არასდროს შემიდგენია, თუმცა წაკითხული მაქვს და ვიცი, ჩემს ნიშანს როგორ ახასიათებენ.
- ადრეული ასაკიდანვე დამოუკიდებელი ხარ?
- დიახ. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც დამოუკიდებლად ვდგამდი ნაბიჯებს. ზოგადად, ასეთი ადამიანები მიყვარს და მომწონს. დამოუკიდებლობას ყველა ადამიანი პატარა ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს.
- "სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ცხენი ყველა დღესასწაულის მთავარი მოქმედი გმირია".
- მეგობრულ შეკრებებზე სულ ასე ხდება. ცხოვრება, სიცოცხლე ძალიან მიყვარს. ჩემთვის მთავარია, ყველა დღე დადებითად დაიწყოს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც უნდა შემხვდეს, სითბოს, სიყვარულს ვუზიარებ. ცხოვრება ბევრად სახალისო და ფერადია, როცა ყოველ წუთს თავად მართავ. ადამიანები ჩემგან დადებით ენერგეტიკას გრძნობენ.
- "ნიჭიერია, ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება და სხვადასხვა სფეროში საქმიანობაც შეუძლია".
- დღე-ღამეში 24 საათი არ მყოფნის. ერთდროულად იმდენ საქმეს ვაკეთებ, თავადაც მიკვირს, როგორ ვასწრებ. თეატრში სულ რეპეტიციები და სპექტაკლები მაქვს, პერიოდულად - სერიალის გადაღებები, შევქმენი ჩემი ტანსაცმლის ხაზი... ეს ყველაფერი დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ შრომა იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რაღაცნაირად ვასწრებ. მთავარი მონდომებაა, შეუძლებელი არაფერია.
- "საიმედო მეგობარია. შეგიძლიათ, თქვენი საიდუმლოებები თამამად ანდოთ".
- უმჯობესი იქნებოდა, ამ დახასიათებას ჩემი მეგობრები პასუხობდნენ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ერთგული და სანდო ვარ. სკოლის პერიოდის ამბებს რომ ვიხსენებ, მეცინება. მეგობრების საიდუმლოებებს ისე ვინახავდი, მერე ის ამბავი ყველამ რომ იცოდა, მაშინაც კი არ ვამბობდი.
GzaPress- "კონფლიქტის შემდეგ სინდისი ქენჯნის".
- სიტყვა "კონფლიქტი" მეჯავრება, ჩემს ხასიათში არანაირი დოზით არ არის. კონფლიქტურ სიტუაციაში ყოფნა არ შემიძლია. ოდესმე ვინმესთან უთანხმოება თუ მომივა და ჩავთვლი, რომ შემეშალა, ბოდიშის მოხდა არ გამიჭირდება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
- "მოსწონს ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ხალხთან უწევს ურთიერთობა".
- მართალია, ეს ჩემი პროფესიაა, ადამიანებთან ურთიერთობაზე ვგიჟდები, ამით ვცოცხლობ, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, ვგიჟდები და ვაფრენ.
- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ფულის შეგროვება არ შემიძლია, ხარჯვა მიყვარს, განსაკუთრებით სხვისთვის ხარჯვა მახარებს.
- უფულობამ დეპრესიაში შეიძლება ჩაგაგდოს?
- საერთოდ არ ვიცი, დეპრესია რა არის.
- მოგზაურობა გიყვარს?
- ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ხშირად ვერ ვახერხებ. ადამიანს მოგზაურობისას სხვა შეგრძნებები გიჩნდება, სხვა ემოციები ახლავს, ძალიან საჭიროა.
- "პირად ცხოვრებაში სტაბილური ურთიერთობები არ ხიბლავს".
- ვერ დავეთანხმები.
- "მუდმივად თავგადასავლების ძიებაშია".
- ცხოვრება თავგადასავალია, ძიებაში არ ვარ. უბრალოდ, ვიღებ იმ თავგადასავლებს, რომლებსაც ცხოვრება სხვადასხვა ეტაპზე მთავაზობს.
- შენი საყვარელი ფერები რომელია? ასტროლოგები თვლიან, რომ შემოდგომის ფერები გიყვარს.
- მკვეთრი ფერები მომწონს. მიყვარს ფირუზისფერი, იასამნისფერი და ლურჯი.
- "მის ხასიათში ერთმანეთს ერწყმის ბავშვური გულწრფელობა, გულუბრყვილობა, ბრძოლისუნარიანობა".
- ნებისმიერ ურთიერთობაში ბავშვივით გულწრფელი ვარ, ბრძოლისუნარიანიც (პაუზის შემდეგ), გულუბრყვილობაც მჩვევია.
- შენი მოტყუება ადვილია?
- კი, რადგან ყველა ადამიანი კარგი მგონია, ყველას ნათქვამის მჯერა, ყველას ვენდობი, ყველა მიყვარს...
- ამის გამო იმედგაცრუება გქონია?
- რა თქმა უნდა, მქონია, თან - არაერთხელ. მიმნდობი ხასიათის გამო, ხშირად მტკენია. ისეთი პროფესია მაქვს, ინტრიგა უცხო რამ არ არის. ძალიან მარტივი ადამიანი ვარ, არასდროს თავს არ ვითრგუნავ და არაფერზე ზედმეტად არ ვნერვიულობ, ყველაფერს მსუბუქად ვუყურებ.
- "მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ კომუნიკაბელურია, ხშირად განმარტოების სურვილი უჩნდება".
- ასე არ არის, მარტოობა არ მიყვარს.
- "თუ სადმე რაიმე სახის პროექტის წამოწყებაა საჭირო, მწვერვალია დასაპყრობი თუ რეკორდია მოსახსნელი, შეგიძლიათ ვერძს თამამად მიანდოთ."
- ამ ყველაფერში ის მეხმარება, რომ შრომა არასდროს მეზარება. როცა ადამიანი შენს საქმეში შესაძლებლობების მაქსიმუმს დებ, გიჩნდება პრეტენზია, ამბიცია, უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე ახვიდე. შეიძლება ყოველთვის მწვერვალზე ვერ იყო, მაგრამ ასვლის მცდელობაც კარგია.
- "მას ძალიან უყვარს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი ძალების და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება".
- ვერ დავეთანხმები, მგონია, რომ საქმე დასამტკიცებლად არ მაქვს, ისედაც ყველა ყველაფერს ხედავს და კარგად იცის, ვის რა შესაძლებლობები აქვს. მე ვიცი, რაც შემიძლია, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს ვინმეს უნდა დავუმტკიცო.
- "ის სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსს საკუთარი ნიჭი დაანახვოს".
- ეს ჩემი თვისება არ არის.
- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".
- უსამართლობაზე ჩემი რეაქცია ყოველთვის მძაფრია. შეიძლება ადამიანს სულაც არ ვიცნობდე, მაგრამ მის ჩაგვარას თუ შევესწარი, აუცილებლად გამოვესარჩლები. ასე არაერთხელ მოვქცეულვარ. მახსოვს, ერთ დღეს თეატრში მივდიოდი და დავინახე ქუჩაში, ერთ ბავშვს მასზე 2-3 წლით უფროსები ჩაგრავდნენ. არ ვიცი, კამათი რის გამო დაიწყეს, ჩავერიე, ამ ბავშვს ხელი მოვკიდე და თეატრში შევიყვანე, ველაპარაკე.
- "წყენას ადვილად ივიწყებს, საკმარისია ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს".
- პატიება ძალიან მარტივად შემიძლია, თუმცა იმასაც აქვს მნიშვნელობა, ვინ და რას მაწყენინებს. ბოღმიანი არ ვარ, გულში წყენას არ ვიტოვებ. ვაპატიებ, ვიმეგობრებ, მაგრამ დამოკიდებულება უნებურად მეცვლება.
- "სხვას ცრემლს არასდროს აჩვენებს".
- ძალიან სენტიმენტალური ვარ. შეიძლება სპექტაკლზეც ამეტიროს. პრობლემას ვერ ვხედავ - თუ მეტირება, ვიტირებ.
GzaPress- პირადი ამბის გამოც შეგიძლია ყველასთან იტირო?
- პირადი ამბის გამო, ჯერ არ მიტირია, იმედია მომავალშიც ასე იქნება.
- "ფიცხი და პირდაპირია".
- სიფიცხეზე მეტად, პირდაპირობა მჩვევია.
- "ის არ განეკუთვნება ადამიანების კატეგორიას, რომლებიც სხედან და ელიან, თავს ბედნიერება როდის დაატყდებათ. ურჩევნია, ბედნიერებისთვის იბრძოლოს".
- ვთვლი, რომ ბედნიერებისთვის ყველა უნდა იბრძოდეს.
- "თუ რამე ირწმუნა, მისი გადარწმუნება შეუძლებელია, მასში დონ კიხოტის სული ცხოვრობს".
- ანუ ჯიუტი ვარ? არა მგონია, ეს მთლად სიმართლე იყოს. თუ ვცდები, ვაღიარებ, პრობლემა არ არის.
- "სასიყვარულო ურთიერთობაში გულწრფელია, პარტნიორს არასდროს ატყუებს, არც თავს იტყუებს ილუზიებით".
- აი, ეს დახასიათება ძალიან ზუსტია.
- "ენამახვილია, ზოგჯერ ირონიულიც".
- ასეც ხდება, მაგრამ არასდროს ბოროტულად, ცინიზმი არ მიყვარს. შეიძლება მეგობარს ირონიულად, ზომიერების ფარგლებში გავეხუმრო, მაგრამ ეს მისთვის გულსატკენი არ უნდა იყოს.
- რა დროს ჯიუტდები?
- რაიმე თუ არ მომეწონა, მაშინ ვჯიუტდები. ერთი შემთხვევა გამახსენდა, რეპეტიციაზე გავჯიუტდი. აღმოჩნდა, რომ რეჟისორი არასწორად მომიდგა და მე ჩემი გავიტანე.
- ბევრისთვის მისი პიროვნება მთელი ცხოვრება გამოცანად რჩება.
- შეიძლება, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველასთან დისტანცია აქვს, ბოლომდე ახლოს არავის ვუშვებ. რადგან მიმნდობი ვარ, ეს თვისება ალბათ თავდაცვის ინსტინქტმა ჩამომიყალიბა, დრომ მასწავლა. ძალიან მომწონს ეს მდგომარეობა, ნაკლები ტკივილი და ნაკლები წყენაა, ამიტომ შეიძლება ვიღაცებისთვის ამოუცნობი ვიყო.
- საკუთარი ემოციების გამოხატვისას გულჩათხრობილი მეტად ხარ თუ ღია?
- ღია ვარ. ვერ ვხდები, ადამიანები ემოციის გაზიარების გარეშე როგორ ძლებენ, როგორ ცხოვრობენ?
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"შვილი შენი გაგრძელება, შენი დარგული ხეა"
როგორ ახერხებენ ქალები კაცების გამოშტერებას
თაკო ჩარკვიანი მამასა და მის მეგობრებზე
როდის დაემსგავსა ნუკი კოშკელიშვილი 75 წელს გადაცილებულ ქალს?
ნინა ლორთქიფანიძის ყველაზე დიდი ოცნება
ლევან ჯავახიშვილის ცხოვრების წესად ქცეული ჰობი
"არსებობს საინტერესო როლები, მაგრამ საოცნებო როლი არასოდეს მქონია"
ვის ამხნევებდა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ემოციური ლალი ბადურაშვილი
"...სიბნელეში ვიწექი, საკვებს არ ვიღებდი, სულ მის საფლავზე დავდიოდი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი