რატომ დასრულდა მარიტა ჯანაშიას და ჯეჯი გომელაურის 7-წლიანი რომანი?
font-large font-small
რატომ დასრულდა მარიტა ჯანაშიას და ჯეჯი გომელაურის 7-წლიანი რომანი?
"თითქმის 4 თვეა, რაც მე და ჯეჯი ერთად აღარ ვართ"


გარკვეული პერიოდი მარიტა ჯანაშია ფართო საზოგადოების წინაშე არ ჩნდებოდა. მოდის კვირეულის წინა სეზონიც გამოტოვა, თუმცა უკვე სამოდელო სფეროში გააქტიურებასაც აპირებს, ტელევიზიაში კი, წლის დასაწყისიდან უკვე წამყვანის ამპლუაშია... გარდა ამისა, "პალიტრა L"-ის წიგნების ყდების დიზაინერიც გახლავთ. მარიტასთან ჩვენი ინტერვიუს თემა მხოლოდ საქმიანი სიახლეები არ ყოფილა: მარიტა ჯანაშიას და ნიკო გომელაურის ვაჟის - ჯეჯის 7-წლიანი რომანი დასრულდა...


- შენი ცხოვრების რეჟიმი დილის გადაცემის წამყვანობამ მნიშვნელოვნად შეცვალა?
- დიახ. იმ თვალსაზრისით შეცვალა, რომ ძალიან ადრე ვიღვიძებ. ჯერჯერობით, ცოტათი მიჭირს, თუმცა სასიამოვნოა. ძალიან მნიშვნელოვანია, სამსახურში ისეთი გარემო იყოს, რომ ადამიანს იქ მისვლა გიხაროდეს.
- ისეთ სამსახურში გიმუშავია, სადაც მისვლა დიდად არ გიხაროდა?
- კი. საერთოდ, ბევრგან მიმუშავია (მათ შორის - ბანკშიც, თუმცა იქ მუშაობა მიყვარდა). კონკრეტულად სამსახურს ვერ დავასახელებ, მაგრამ მქონია შემთხვევები, როცა დილით გაღვიძება არ მინდოდა. ვერ ვიტყვი, რომ სამსახურში წასვლა არ მიხაროდა. უბრალოდ, სამუშაო გარემო უნდა გსიამოვნებდეს. ასეთ დროს არაფერი გეზარება - დილით გაღვიძებაც და დაღლილობაც სასიამოვნო ხდება. როცა ისეთ საქმეს აკეთებ, რომელიც ბევრ რამეს (შენს შინაგან სამყაროს, ხასიათს, გემოვნებას...) აცდენილია, მაშინ უკვე დაბრკოლება ჩნდება - გინდა, რომ ეს დღე თუ ეს კვირა მალე "გადაგორდეს". მნიშვნელოვანია, რომ სამსახური მართლა მეორე სახლივით იყოს.
- რა მიზეზის გამო გიმუშავია ისეთ სამსახურში, სადაც მისვლა არ გიხაროდა?
- ადამიანებს ბევრი მიზეზი გვაქვს, რატომაც ვმუშაობთ: პროფესიული ზრდა, შემოსავალი, კარიერული განვითარება... არსებობს სამსახურები, სადაც მხოლოდ შემოსავლის გამო მუშაობენ. ჩემს შემთხვევაში ალბათ, ყველაფერი ერთად იყო.
- ახლა, როგორც ტელეწამყვანს, რესპონდენტისთვის შეკითხვების დასმა უკვე თავად გიწევს. ინტერვიუერის ამპლუა როგორია?
- ძალიან საინტერესოა. თან, ადამიანებთან საუბარი ტელევიზიის მიღმაც მიყვარს, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ადამიანების, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების გაცნობა, მათთვის შეკითხვების დასმა, რის შესახებაც პასუხები მაინტერესებს, ძალიან მიყვარს. საუბრისას უამრავი შეკითხვა იბადება. დილის და შუადღის გადაცემები ჩემთვის საინტერესო ამიტომაც არის, რომ დადგმული არაფერია - "ცოცხალი" პროცესია: საუბრის საფუძველზე ჩნდება კითხვები, ხუმრობები...
GzaPress
- ტელევიზიაში როგორ მოხვდი?
- ბებიაჩემს - მარინას დაურეკეს, მის შესახებ სიუჟეტის მომზადება სურდათ. ლაპარაკ-ლაპარაკში, "სასხვათაშორისოდ" ჰკითხეს: ტელეწამყვანი გოგო გვჭირდება. გუნდი გვყავს, მხოლოდ 1 გოგო გვაკლია. ვერაფრით ვიპოვეთ. ისეთ გოგოს ხომ არ იცნობთ, ვინც შეიძლება ტელეწამყვანად გამოდგესო? მარინამ ვიღაც-ვიღაცები ჩამოთვალა და ასევე, უთხრა: ვაიმე, მგონი, ჩემი შვილიშვილიც დაინტერესდება. ხომ არ დაუკავშირდებითო?.. თავდაპირველად, მომერიდა, მაგრამ ბოლოს ტელევიზიაში მაინც მივედი და რამდენიმე სინჯის შემდეგ ამიყვანეს.
- პირველი ტელეეთერი გაიხსენე და ასევე, გვითხარი - საკუთარ თავს როგორ აფასებ?
- ეთერში ჩემი პირველი გასვლა ცოტათი რთული ამბავი იყო: მაუწყებლობა 13 იანვარს დაიწყო, მე კი 2 იანვარს, ცნობილი "B" ტიპის ვირუსის გამო, ლოგინში ჩავწექი. ავადმყოფობა გამიხანგრძლივდა. ისე მოხდა, რომ გადაცემის პირველი კვირა გამოვტოვე. ეთერში რომ გავედი, უკვე გამოჯანმრთელებული ვიყავი, მაგრამ ავადმყოფობამ სისუსტე დამიტოვა - ცოტათი გაბრუებული გახლდით... საბოლოო ჯამში, პირველი ეთერის კვალობაზე, მაინც "ვაჟკაცურად" ვიყავი. საკუთარ ნამუშევარს თავად ვერ შევაფასებ, მაგრამ ყოველი გადაცემიდან რაღაც ახალს ვსწავლობ.
- ტელეეკრანზე საკუთარი თავის ცქერა ხომ არ გიჭირს? ძირითადად, მსახიობებისგან მსმენია, რომ ეკრანზე საკუთარი თავის ხილვისას იძაბებიან.
- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საკუთარი თავის ცქერა არ მიჭირს, არ ვიძაბები. უბრალოდ, ჩემი ხმა არ მიყვარს. ვიდეო, ტელევიზია ცოტათი ხმას ხომ გვიცვლის, არა? ამიტომ ჩემი ხმა რაღაცნაირად, ყურში მხვდება. ალბათ, ამასაც მივეჩვევი.
- ბებიას - ქალბატონ მარინას შენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს?
- ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ის ჩემი თანაწამყვანიცაა - შუადღის გადაცემაში მარინაც მუშაობს: მუშაობა რომ დავიწყე, იდეა გაჩნდა - ბებია და შვილიშვილი ეთერში ერთად რატომ არ უნდა დასხდნენო? რეალურად, ქართულ ტელესივრცეში ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. გადაწყვიტეს, რომ საინტერესო იქნებოდა. ასე რომ, შუადღის ეთერი მე და მარინას ერთად მიგვყავს. არ იცი, როგორ ნერვიულობს: გადაცემის წინაღამეს არ სძინავს. ეთერში გასვლამდე, 2 საათით ადრე ღელვას, ნერვიულობას, ბორგვას იწყებს, მაგრამ ჩემი აზრით, საქმე კარგად გამოსდის - წამყვანის ამპლუაში მარინა კარგია... რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში მას დიდი ადგილი უჭირავს: გარდა იმისა, რომ ბებიაჩემია, სხვათა შორის, კარგი მრჩეველიც გახლავთ - ჩემი ცხოვრების რთულ პერიოდში "არაბებიურად", მეგობარივით დამიდგა გვერდით. ზუსტად ისეთი რჩევები მომცა, როგორსაც კარგი მეგობარი მომცემდა. თავადაც გაკვირვებული ვიყავი. ფაქტობრივად, მარინა თავიდან აღმოვაჩინე.
- გადაცემაზე მუშაობისას, ეთერს მიღმა, შენსა და ბებიას შორის რა ხდება?
- ეთერს მიღმა ისეთი დაძაბულები ვართ, რომ ეთერში უნდა შევიდეთ, ვსხედვართ და ველით, ყურში როდის ჩაგვძახებენ - 10 წამია ეთერამდეო (იცინის). ჯერჯერობით, სანამ ადაპტაციას გავივლით, ცოტათი ვნერვიულობთ. თან, რომ ვიცი, მარინა როგორ ნერვიულობს, მეც ვღელავ, - ვაიმე, ბევრი არ ინერვიულოს-მეთქი.
- გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თითქოს სწავლაში "ჩაერთე", ფართო საზოგადოების წინაშე არ ჩანდი...
- რეალურად, ვსწავლობდი კიდეც - გრაფიკული დიზაინის სწავლა დავიწყე და ამ პროფესიაში აქტიურად ჩავერთე... ცოტა ხნის წინ, როცა ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, ნაცნობებმა მკითხეს, - სად გაქრი, რატომ აღარ ჩანდიო? მივხვდი, რომ მართლა გავქრი. ვერ ვხვდები, ეს ყველაფერი რატომ მოხდა - თითქოს დროც გამომეპარა, რაღაცებს ჩამოვშორდი, მაგრამ მთავარია, ახლა დავბრუნდი (იღიმის).
- მახსოვს, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდი...
- კი, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე, თუმცა ჩემთვის სამწუხარო რეალობაა, რომ მსახიობს მეორე პროფესიაც სჭირდება, რადგან სამსახიობო სფერო ისეთი მდგრადი (მატერიალური თვალსაზრისით) არ არის, რომ თუნდაც, გადასახადების გადახდა, რაღაცების ყიდვა შევძლოთ. რეალურად, ეს პროფესია, რომელიც ადამიანს სიგიჟემდე გიყვარს, საშუალებას არ გაძლევს, რომ საყოფაცხოვრებო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნიუანსები მოაგვარო... სატელევიზიო სფერო მსახიობსაც უხდება, მოდელსაც, ჟურნალისტსაც. ეს მაინც ხელოვნების სფეროა. ხშირად - არა, მაგრამ გამიგონია, - მსახიობები ტელეწამყვანები რატომ ხდებიანო? ჩემი აზრით, პირიქით - კარგია, როცა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ტელეწამყვანები ხდებიან. წამყვანის ამპლუაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ხილვა და მათი მოსმენა ჩემთვის ძალიან საინტერესოა... თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, მაშინვე გრაფიკული დიზაინი ვისწავლე. ეს ჩემი კიდევ ერთი პროფესია გახდა, რადგან ძალიან მიყვარს. მის მიმართ ინტერესი თავიდანვე მქონდა, მაგრამ მერე, უბრალოდ, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე, თუმცა სწავლისთვის გვიანი არასდროს არის. 28 წლის ვარ, მაგრამ ადამიანი 38 წლისაც რომ იყო, მაინც უნდა ისწავლო... პროფესიის შეცვლა გვიანი არასდროს არის. ეს რჩევა მათთვისაა, ვინც ამბობს, - ნეტავ, თავის დროზე ჩამებარებინაო. რატომ უნდა ჩაგებარებინა "თავის დროზე"? ეს ახლა გააკეთე.
- ფართო საზოგადოების წინაშე რომ არ ჩანდი, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც ხომ არ იყო, რომ პირად ცხოვრებას მეტ დროს უთმობდი?
- ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო...
GzaPress
- როგორც ვიცი, შენ და ჯეჯი გომელაური ერთად აღარ ხართ...
- თითქმის 4 თვეა, რაც მე და ჯეჯი ერთად აღარ ვართ. ამჟამად, მარტო ვარ. პირადი ცხოვრება არ მაქვს - ჩემი პირადი ცხოვრება სამსახურია.
- შეიძლება გკითხო - რა გახდა ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობის დასრულების მიზეზი?
- სამწუხაროდ, 7 წლის განმავლობაში ისე ვერ მოხდა, რომ ერთად გვეცხოვრა. ეს ყველაფერი ძალიან გაიწელა. შემდეგ სიტუაცია დაიძაბა... თუმცა ჯეჯი ძალიან კარგი ადამიანია და მის მიმართ ყოველთვის კარგად განწყობილი ვიქნები. მგონია, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება - ალბათ, ასე იყო საჭირო, რომ ეს ყველაფერი ახლა დასრულებულიყო და არა - ვთქვათ, კიდევ ცოტა ხანს "გვეწვალებინა" ურთიერთობა და მერე დამთავრებულიყო. ალბათ, ასე ჯობია.
- თქვენი შერიგების შანსი არის?
- ჯეჯის ნაცვლად, ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ამ ეტაპზე, ამას არც განვიხილავ და ამაზე არ ვფიქრობ, რომ შეიძლება, შევრიგდეთ. არა, შერიგების შანსი არ არის, რადგან ალბათ, როცა რაღაც სრულდება, უკან აღარ უნდა მივბრუნდეთ. თავს ვერაფერზე დავდებ, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია - ყველამ წინ უნდა ვიაროთ.
- ამ ურთიერთობამ რა გასწავლათ?
- ის, რომ რაც გვიყვარს და ვინც გვიყვარს, უნდა გავუფრთხილდეთ; პატარა პრობლემები, რომლებიც მარტივად მოგვარდება, არ უნდა "გავაპრობლემოთ"; სისულელეების გამო არ უნდა ვიჩხუბოთ; აუცილებელია, წყვილმა ყველაფერზე ისაუბროს - გულში არ უნდა ჩაიხშოს, რისი მოგვარებაც შეიძლება, თორემ მერე გროვდება, გროვდება და პატარ-პატარა დაგროვებული პრობლემები დიდ მოუგვარებელ პრობლემად იქცევა, რაც ყველაფერს ანგრევს. ამიტომ წყვილებს ვურჩევ, ხშირად ისაუბრონ...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"შვილი შენი გაგრძელება, შენი დარგული ხეა"
როგორ ახერხებენ ქალები კაცების გამოშტერებას
თაკო ჩარკვიანი მამასა და მის მეგობრებზე
როდის დაემსგავსა ნუკი კოშკელიშვილი 75 წელს გადაცილებულ ქალს?
ნინა ლორთქიფანიძის ყველაზე დიდი ოცნება
ლევან ჯავახიშვილის ცხოვრების წესად ქცეული ჰობი
"არსებობს საინტერესო როლები, მაგრამ საოცნებო როლი არასოდეს მქონია"
ვის ამხნევებდა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ემოციური ლალი ბადურაშვილი
"...სიბნელეში ვიწექი, საკვებს არ ვიღებდი, სულ მის საფლავზე დავდიოდი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი