"რთულია, მგლების ხროვაში ღირებულებები შეინარჩუნო, მაგრამ არა შეუძლებელი"
font-large font-small
"რთულია, მგლების ხროვაში ღირებულებები შეინარჩუნო, მაგრამ არა შეუძლებელი"
რა აბედნიერებს მანიკა ასათიანს

ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები არაერთხელ მოგვიშველიებია საკუთარი აზრის განსამტკიცებლად ან პირიქით, სხვათა ნააზრევის გასაბათილებლად. ბევრჯერ თუ ვეთანხმებით და ვიზიარებთ ამ სიბრძნეებს, ბევრჯერ საპირისპიროს ვფიქრობთ. ჩვენი ახალი რუბრიკის პირველი რესპონდენტი ტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანია.


- "ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი" (ოთარ ჭილაძე).
- ბავშვობის წლები სინანულს არა, მაგრამ მონატრებას ნამდვილად მაგრძნობინებს, მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის ვარ და არც ისე შორეულ წარსულში არ არის ის ხანა. მეგობრები ხშირად ვიხსენებთ ძველ ამბებს. ზომიერად ცელქი და დამჯერი ბავშვი ვიყავი, რატომღაც დღეს უფრო აქტიური და ჯიუტი ვარ.
- "მუსიკაში, როგორც ჭადრაკში, დედოფალი უძლიერესია, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც მეფეს აქვს" (შუმანი).
- შეიძლება ჭადრაკსა და მუსიკაში ასე იყოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, არა მგონია. ჩემი აზრით, თანაბრად მნიშვნელოვანია მეფეცა და დედოფალიც.
- "ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა - ეს შეუძლებელია! მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, წყენა, სიყვარული... მეგობრობა კი - არა!" (ოსკარ უაილდი).
- ამ გამონათქვამს ნამდვილად არ ვეთანხმები. მე მყავს ძალიან კარგი და ერთგული მეგობარი მამაკაცები, თუნდაც, ჩემი მეუღლის მეგობრები. მეგობრობას სქესი არ აქვს.
- "ერთი ქალი არასდროს აღიარებს მეორის მშვენიერებას" (გოტფრიდ ლესინგი).
- ზოგადად, ესთეტი ვარ, ვაფასებ მშვენიერებას, ვგიჟდები ლამაზ ადამიანებზე და სულაც არ მიჭირს სხვების სილამაზის აღიარება. გამიმართლა, ბევრი ლამაზი გოგოა ჩემ გარშემო. პირადად მე, კომპლიმენტი ქალისგან უფრო მსიამოვნებს, ვიდრე მამაკაცისგან. ქალი რომ გეუბნება, არაჩვეულებრივად გამოიყურებიო, ე.ი. მართლაც ასეა.
- "ქვრივად დარჩენა სჯობია, ზარმაცი კაცის ყოლასა" (ადიღეური აფორიზმი).
- ქვრივად დარჩენა რომ სჯობია, ამაშიც ვერ დავეთანხმები ვერავის. სიზარმაცე განუკურნელი სენი არ არის. თუ მეორე ნახევარი ზარმაცი გყავს, შეგიძლია, "მოქაჩო" შენკენ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩემს შემთხვევაში, საქმე სხვაგვარადაა - ჩემი მეუღლე ზარმაცის საპირისპირო ვარიანტია. ზარმაცი ჩემზე უფრო ითქმის, ვიდრე ბექაზე.
- "არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს" (ვოლტერი).
GzaPress - ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს ან ცუდი საქციელი ვერ შევაჩნიო და შენიშვნა არ მივცე.
- "სიყვარული ახსნა-განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება საქმეები" (ერიხ მარია რემარკი).
- აი, ამ გამონათქვამს კი 100%-ით ვეთანხმები. ვინც ზედმეტად აფიშირებს თავის ცხოვრებაზე, მეორე ნახევარს სახალხოდ სადღეგრძელოებს უძღვნის, სხვის დასანახავად გამოხატავს გრძნობებს, არ მომწონს და არ მწამს ასეთი სიყვარულის. სიყვარული ურთიერთობებში, საქმით უფრო გამოიხატება, ვიდრე სიტყვებით. ზოგადად, არ მიყვარს საჯაროდ სიყვარულის ახსნა. შეიძლება, დედას ან შვილს ვუთხრა საჯაროდ, რომ მიყვარს, ეს სულ სხვა რამეა.
- "შეყვარებული მამაკაცი უგონოა, ქალი კი მაშინაც ეჭვიანია, როცა შეყვარებული არაა" (კანტი).
- ეჭვიანობა თანდაყოლილი მანკივითაა. საერთოდ არ ვარ ეჭვიანი და არც მესმის ეჭვიანი ადამიანების. როცა საბაბს გაძლევს ვინმე, მაშინ კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ როცა უმიზეზოდ ეჭვიანობენ და სცენებს აწყობენ, ეს მიკვირს...
- "მაჩვენე შენთვის პატივსაცემი ადამიანი და მივხვდები, როგორი ხარ შენ" (თომას ჯონ კარდაილი).
- ასეა, ვისაც მეგობრად ირჩევ, რაღაცნაირად მასში საკუთარ თავსაც ხედავ და შეიძლება, ამის მიხედვითაც იმსჯელო ვინმეზე, როგორია. ოჯახის წევრები და მეგობრები არიან ის ადამიანები, ვინც ჩემს განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ.
- "მოღალატე მეგობარი ყველაზე საშიში მტერია" (ჰენრი ფილდინგი).
- პატარ-პატარა უსიამოვნო შემთხვევები ყველას ცხოვრებაში ყოფილა. ერთხელ თუ გიღალატებს და გაგწირავს, მეორედაც ასე მოიქცევა. თანდათან გამოცდილებას იძენ და შეცდომებიც იშვიათად მოგდის. ვცდილობ, ერთგული ადამიანები მყავდეს გვერდით, თუმცა არასდროს იცი, რა მოხდება.
- "განრისხებულმა კაცმა არც უნდა ილაპარაკოს, არც უნდა იმოქმედოს" (პითაგორე სამოსელი).
- თეორიულად მისაღებია და სწორია, რადგან გამწარებულმა შეიძლება ისეთი რამ თქვა, რასაც მერე ინანებ, მაგრამ რთულია, განრისხებულმა თავი შეიკავო. დრო გჭირდება, ცეცხლი რომ ჩაქრეს. მაშინ გვერდით უნდა გყავდეს ადამიანი, ვინც ამას შეგაძლებინებს. განრისხებულ მანიკას იშვიათად თუ ნახავთ.
- "თავის ქებას ისა სჯობს, ვინმე სხვამ შეგაქოს" (დემოკრიტე).
- შექება ნამდვილად სასიამოვნოა, მაგრამ საკუთარი თავის ქება კომპლექსებთან და ქედმაღლობასთან ასოცირდება. ნამდვილად არ მომწონს, დავდგე და ვილაპარაკო, მე როგორი კარგი ვარ. თუ ჩემს არყოფნაში შემაქებს ვინმე, ეს სასიამოვნოა.
- "თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა" (გოდერძი ჩოხელი).
- ადამიანები ისე ვართ "მოწყობილები", რომ ყველაფრის გადატანა შეგვიძლია და ყველაფრისთვის მზად ვართ. არასასიამოვნოა, როცა ისეთ საზოგადოებაში ხვდები, ვისი მსოფლმხედველობაც მისაღები არ არის შენთვის, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თვითონაც მგლად გადაიქცე და ფასეულობებს უღალატო? სამწუხაროდ, ბევრ მგელს ვიცნობ (იცინის). მართლაც რთულია, მგლების ხროვაში ღირებულებები შეინარჩუნო, მაგრამ არა - შეუძლებელი.
- "მიჰყევი შენს გზას და ადამიანებმა, რაც ენებოთ, ის ილაპარაკონ" (დანტე ალიგიერი).
- ეპატაჟური არ ვარ და იშვიათად გამიგია ჭორები ჩემზე. ჭორი ისეთი რამეა, ერთი კაცი რომ იტყვის, 10 სხვას დაამატებს. სხვებზეც რომ მეუბნებიან რამეს, ყურადღებას არ ვაქცევ, სერიოზულად არ აღვიქვამ.
- "ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი" (ილია ჭავჭავაძე).
- ბოდიში მომიხდია და სხვისგანაც მიმიღია. პატიება არ მიჭირს. შეიძლება, ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ მიმტევებლები უნდა ვიყოთ. ბოღმიანების მეშინია...
- "პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმიტომ, რომ ბევრი რამ დაივიწყოს" (ბერნარდ შოუ).
- უზომოდ ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს - დღეს თუ არა, ხვალ ყველაფერს მოევლება. შესაბამისად, სიცილი ჩემი ცხოვრების თანმდევია.
- "ფული არ გაგაბედნიერებთ. მე ახლა 50 მილიონი მაქვს და ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როცა 48 მილიონი მქონდა" (არნოლდ შვარცენეგერი).
- "მილიონებს" თუ ამოვიღებთ, მაშინ ვეთანხმები იმაში, რომ ბედნიერება ფულში არ არის. ბედნიერება ჩვენს ემოციებშია, გრძნობებში, ურთიერთობებში. ფულით კი ვერ იყიდი ყველაზე ფასეულ რამეს.
- "ყველამ იცის, რომ სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ რაკი შორსაა, არავინ ფიქრობს ამაზე" (არისტოტელე).
- მიფიქრია სიკვდილზე, როგორ არა, მაგრამ რაკი ნეგატიური ფიქრები სტრესს იწვევს, ვცდილობ "ავისხლიტო".
- "ბედნიერება არის გასრულებული მოვალეობა" (იოჰან გოტლიბ ფიხტე).
- ბედნიერება და მოვალეობა სხვადასხვა რამ არის. ჩემი აზრით, ბედნიერება ყველაფერშია, უბრალოდ, უნდა გქონდეს სურვილი და ნიჭი, ის შეამჩნიო. მე ვცდილობ, საუკეთესო და კარგი დავინახო.
- "ცხოვრების გზაჯვარედინზე დგომისას საგზაო ნიშნები არ არსებობს" (ჩარლი ჩაპლინი).
- არავინ ვიცით, ვის რა გველის - ახალ-ახალი შანსი, გამოწვევა, მოულოდნელობა... თვითონვე ქმნი ამ საგზაო ნიშნებს და ირჩევ, რა გზით წახვიდე - პირდაპირ, გზიდან გადაუხვიო თუ უბრალოდ, გაჩერდე ზებრაზე.
- "ოცნების ახდენის შესაძლებლობის გამოა ცხოვრება საინტერესო" (პაულო კოელიო).
- ასეცაა, თუმცა რეალისტი ვარ და ოცნება ნაკლებად მიყვარს. თუ მიზანსა და ოცნებას გავაერთიანებთ, მაშინ საინტერესოა. ხმამაღლა არასდროს ვაჟღერებ ჩემს ოცნებებს.
- "20 წლის შემდეგ უფრო მეტად იმედგაცრუებული იქნები იმით, რაც არ გააკეთე, ვიდრე იმით, რაც გაკეთებული გაქვს" (ჯექსონ ბრაუნი).
- ზოგჯერ სიზარმაცე გვძლევს და გვიან ვხვდებით, რომ რაღაც ვერ მოვასწარით. ამიტომაც, დრო არ უნდა დავკარგოთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, მუდმივად განვითარებასა და წინსვლაზე ვიყოთ ორიენტირებულები.
- "ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს - უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პურს, უფრო მეტიც, ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვლეს, სიცივეს, სიღატაკეს, მაგრამ სულიერ სიღატაკეს ვერასდროს შეეგუება" (ნოდარ დუმბაძე).
- აი, ეს სიტყვებიც სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ფულში არ არის ბედნიერება; სულიერი საზრდო ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. სწორედ ადამიანები და მათთან ურთიერთობა მავსებს. თუ ვინმეს რამე სჭირდება და თუნდაც მცირედით დახმარებას შევძლებ, ეს მაბედნიერებს.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მისი ლექციები ნამდვილი ფეიერვერკი იყო"
თვითიზოლაციაში დაკლებული კილოგრამები
მოცეკვავე, რომელიც საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიცნო
ყოველთვის ვცდილობ, სხვა ადამიანის მდგომარეობაში შევიდე
"თურმე ეს ის გოგო ყოფილა, ვისაც წლები ველოდი..."
"როცა შეგნება მოიკოჭლებს, იქ ძალა უნდა ჩაანაცვლო"
რას ფიქრობენ ცნობილები თვითიზოლაციის დამრღვევ პირებზე
"შვილი შენი გაგრძელება, შენი დარგული ხეა"
როგორ ახერხებენ ქალები კაცების გამოშტერებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი