ვაკეში, ეზოში დაკლული ცხვარი და ძაღლის ერთგულების ამბავი
font-large font-small
ვაკეში, ეზოში დაკლული ცხვარი და ძაღლის ერთგულების ამბავი
ბავშვობის დროინდელი მოგონებები...

მოგეხსენებათ, ბავშვის ფსიქიკა ძალიან სათუთია. რამდენიმე ადამიანს ბავშვობის დროინდელი იმ მოგონებების მოყოლა ვთხოვეთ, რომელმაც მათ ცხოვრებაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა...


"მოსალოდნელი წინააღმდეგობების უშიშრად მიღება ვისწავლეთ"
GzaPress
ლალი მოროშკინა:
- როცა 5 წლისამ სკოლის კარი შევაღე, მახსოვს ჩემი შიშჩამდგარი თვალები და პედაგოგები, რომლებიც სკოლაში დამხვდნენ. მინდა, ჟურნალ "გზის" მკითხველებმა იცოდნენ, რომ არსებობს ფანტასტიკური პედაგოგი - შალვა ამონაშვილი, რომელმაც არაჩვეულებრივი მეთოდი მოიფიქრა (პირველი ექსპერიმენტული სკოლა დავამთავრე და ეს მეთოდი პირველად იქ განხორციელდა): ბავშვებს დასჯის, "ორიანების", ჩხუბის, სასწავლო წიგნების გარეშე გვასწავლიდნენ, ანუ ეს იყო სწავლა ზღაპრებით, გაფერადებული სურათებით, თამაშ-თამაშით... რეალურად, საქართველოს მსოფლიო დონის პედაგოგი - შალვა ამონაშვილი ჰყავს, რომელმაც ეს მეთოდი დანერგა. საერთოდ, სკოლასთან პირველი შეხება სტრესულია. ამ დიდმა პედაგოგმა შეძლო, რომ ჩვენ ლამაზად მივიღეთ ის, რაც სტრესული უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ალბათ ამიტომაც, ჩვენი სკოლიდან "წამოვიდნენ" პრემიერები, პრეზიდენტები, მინისტრები, ძალიან წარმატებული ადამიანები - საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და მოსალოდნელი წინააღმდეგობების უშიშრად მიღება ვისწავლეთ.

"ვაკეში, ეზოში ცხვარი დაკლეს..."
GzaPress
ნანიკო ხაზარაძე:
- პირველი, რაც გამახსენდა, ბავშვობის დროინდელი მძიმე მოგონებაა, რომელმაც ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა: მახსოვს, მცირე ასაკის ვიყავი, როცა ვაკეში, ადამიანებმა ეზოში ცხვარი დაკლეს, მე კი ფანჯრიდან ვუყურებდი. გავშტერდი... ბოლომდე ვუყურე... მას მერე, როცა ნანახი გავაანალიზე და ნელ-ნელა ამაზე ფიქრი დავიწყე, საბოლოოდ იქამდე მივედი, რომ ხორცს თითქმის არ ვჭამ. ვეგეტარიანელობის ფილოსოფიას არ მივდევ. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ იშვიათად, 3 წელიწადში ერთხელ თუ შევჭამ ხორცს. თან, ეს ინტერვალი ნელ-ნელა იზრდება...

"ამის თქმის ჩემი მცდელობა წარმოუდგენელ სიცილს იწვევდა"
GzaPress
ლიზა ვადაჭკორია:
- მამაჩემი სამხედრო მფრინავი იყო. რუსეთში ვცხოვრობდით (იქ დავიბადე). ქართული არ ვიცოდი. მშობლები ერთმანეთს ქართულად ესაუბრებოდნენ, შვილებთან - რუსულად ლაპარაკობდნენ. ბუნებრივია, საქართველოში ხშირად ჩამოვდიოდით, რადგან დედ-მამას სამშობლო ენატრებოდა. სულ თვითმფრინავით დავფრინავდით. პირველი, რაც ახლა გამახსენდა, თვითმფრინავით ერთ-ერთი რეისი იყო: მაშინ ძველი, საბჭოთა თვითმფრინავით - "ტუ 134"-ით ვმგზავრობდით, რომელიც დიდად უსაფრთხო არ იყო. არ ვიცი, უამინდობის თუ ტურბულენტობის ბრალი გახლდათ, მაგრამ თვითმფრინავის ჯანჯღარი მახსოვს. გული მერეოდა, ცუდად ვიყავი... მერე თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა... დიდი აურზაური იყო. დედაჩემის სიმამაცემ შიში არ გვაგრძნობინა, მაგრამ ცუდად რომ ვიყავი, ეს შეგრძნება ბოლომდე შემრჩა. მიუხედავად იმისა, რომ მამა მფრინავია, თვითმფრინავით მგზავრობის ძალიან მეშინია, არ მიყვარს. თუმცა, ეს ის მოგონება არ არის, რომელმაც ჩემს ცხოვრებაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა: როგორც აღვნიშნე, მშობლები ერთმანეთს ქართულად ესაუბრებოდნენ, ჩვენ კი - რუსულად, რითიც დიდი შეცდომა დაუშვეს. როცა საქართველოში დავბრუნდით, ქართული არ ვიცოდი. როდესაც ნათესავებთან წამიყვანეს, რა თქმა უნდა, იქ ჩემი თანატოლებიც იყვნენ - ბიძაშვილები, მამიდაშვილები... ისინი დამცინოდნენ, რადგან ქართულად სასაცილოდ ვლაპარაკობდი. წარმოიდგინე, შემეძლო მეთქვა, - "ჩამიდევი ეს კარმანში" (იცინის). მთავარი დაცინვა ის იყო, რომ ყველა მეუბნებოდა, - აბა, თქვი, ბაყაყი წყალში ყიყინებსო. ამის თქმის ჩემი მცდელობა წარმოუდგენელ სიცილს იწვევდა... ეს ერთი მხრივ, მწყინდა, მაგრამ თან - ძალიან მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ქართულად ლაპარაკის, წერის სწავლას შევძლებდი. გლდანში ვცხოვრობდი. იქ მეზობლებს - ლია და ნატო ანთიძეებს დავუმეგობრდი. ქართულ ენას ისინი მასწავლიდნენ. "მასწავლებლობანას" თუ "სკოლობანას" ვთამაშობდით. მეუბნებოდნენ, - ჩვენ მასწავლებლები ვიქნებით, შენ კი - მოსწავლეო. მიხსნიდნენ, რომელი ასო-ბგერა როგორ დამეწერა, გამომეთქვა... მახსოვს, "კურდღლის" ნაცვლად, "ყურდღელს" ვამბობდი და შეცდომას მისწორებდნენ (იცინის)... ისეთი მონდომებული ვიყავი, რომ თამაშ-თამაშით ქართულად წერა მასწავლეს. შემდეგ ჩოხატაურში, სოფელ ბჟოლიეთში წამიყვანეს. გურიაში უკვე წერა კი არა, ლაპარაკიც დავიწყე, თან - იცი, როგორ? მოი, ცა-მეთქი, ვამბობდი (იცინის). თბილისში რომ დავბრუნდი, დედაჩემი სახტად დარჩა - ეს "გარუსებული" ბავშვი უცებ, ძალიან გურული გახდიო (იცინის)... მოკლედ, ქართული ენის სწავლა მიზნად დავისახე და წიგნების ქართულად კითხვა დავიწყე. ასე მგონია, რომ პროფესიაშიც შევდექი, თუმცა ახლაც მეუბნებიან, - რაღაც აქცენტი მაინც გაქვსო. ვფიქრობ, ბარიერი გადავლახე. ჩემს ბავშვობაში სიტყვა "ბულინგს" არ იყენებდნენ, მაგრამ ალბათ, ქართული ენის უცოდინარობის გამო, ბულინგის მსხვერპლი ვიყავი... სხვათა შორის, ლია ანთიძე დღეს პედაგოგია - ბავშვებს 39-ე სკოლაში ასწავლის, პრაქტიკა კი - ბავშვობაში, ჩემზე გაიარა (იცინის).

"მაშინ მივხვდი, ერთგულება რა იყო"
GzaPress
გია გოგიშვილი:
- ბავშვობაში, სოფელში ძაღლი მყავდა. ბერკა ერქვა. ძალიან ლამაზი, მელიისფერი ძაღლი იყო. უბრალოდ, ერთხელ სახლთან მოვიდა და შემოგვეჩვია. შაბათ-კვირას, როცა სოფელში ჩავიდოდით და ეზოში სუფრას გავშლიდით, ბერკა იჯდა და სუფრას არ ეკარებოდა - კარგი ძაღლი იყო... ოჯახის წევრებმა, ამ შემოჩვეული ძაღლის მოშორება გადაწყვიტეს. მაშინ მცირეწლოვანი ვიყავი და ამ გადაწყვეტილების მიღებისას, საქმეში ვერ ვერეოდი. ჩვენი სოფლიდან (მარანი, აბაშის რაიონი) ბერკა ავტომობილით წაიყვანეს და ფოთში, სადღაც დატოვეს. გული ძალიან დამწყდა... წარმოიდგინეთ, ფოთიდან ძაღლი უკან დაბრუნდა, სახლს მოაგნო. მივხვდი, ერთგულება რა იყო... მოკლედ, ბერკა ფოთიდან მოვიდა და დაჯდა. მას ვიღა შეეხებოდა? ღრმა სიბერემდე ჩვენთან იყო. ამბობდნენ, ძაღლის წესს არ დაარღვევს - ეზოდან გავა, სახლში არ მოკვდებაო... ასეც მოხდა... მისი სიკვდილი ძალიან განვიცადე...

"გული მწყდება, რომ მათგან უფრო მეტი არ ვისწავლე"

ქეთი წიქვაძე:
- მთელი ჩემი ოჯახი - ბებია, ბაბუა, დეიდები, მათი მეგობრები და კიდევ უამრავი ადამიანი - მგონი, მთლიანად ძლიერი შთაბეჭდილება იყო ჩემს ცხოვრებაში! იმწამს ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა ვიხსენებ, ბებია-ბაბუის სახლში როგორ მარტივად ხდებოდა გენიოსების სტუმრობა, მათი მოსმენა, მათთან ურთიერთობა... ახლა გული მწყდება, რომ მათთან ერთად უფრო მეტი დრო არ გავატარე, მათგან უფრო მეტი არ ვისწავლე. ბავშვმა რაც შევძელი, მოვახერხე (იღიმის)...

"დამამცირა, დამაკნინა, შეურაცხყოფა და ტკივილი მომაყენა"

GzaPressგია ჯაჯანიძე:
- მეორე თუ მესამე კლასის მოსწავლე ვიყავი. ერთი გოგო მიყვარდა. დავწერე: "ნ+გ=შ" და წერილი ამ გოგონას მივეცი, მან კი მასწავლებელს მიუტანა. მასწავლებელმა დაფასთან გამიყვანა. ყვირილით მკითხა - "ნ" ვინ არისო? ვუპასუხე. - "გ" ვინ არისო? - მე ვარ-მეთქი, - "+" რას ნიშნავსო? - მიმატებას, შეერთებას-მეთქი. - "შ" რას ნიშნავსო? - შეყვარებულს-მეთქი, - ვთქვი და ხელი სახეში მთხლიშა, მთელი კლასის წინაშე!.. ეს ეპიზოდი კარგად მახსოვს. ყველაზე საოცარი იცი, რა არის? ხომ ასე დამამცირა, დამაკნინა, შეურაცხყოფა და ტკივილი მომაყენა, არა? მიუხედავად ამისა, თურმე, გულში სიყვარული ისე ღრმად მქონია, რომ მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ!..
- იმ გოგონასთან ურთიერთობა როგორ განვითარდა?
- არაფერი ყოფილა, დამავიწყდა. უბრალოდ, ახლა რომ მკითხეთ, გამახსენდა...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მისი ლექციები ნამდვილი ფეიერვერკი იყო"
თვითიზოლაციაში დაკლებული კილოგრამები
მოცეკვავე, რომელიც საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიცნო
ყოველთვის ვცდილობ, სხვა ადამიანის მდგომარეობაში შევიდე
"თურმე ეს ის გოგო ყოფილა, ვისაც წლები ველოდი..."
"როცა შეგნება მოიკოჭლებს, იქ ძალა უნდა ჩაანაცვლო"
რას ფიქრობენ ცნობილები თვითიზოლაციის დამრღვევ პირებზე
"შვილი შენი გაგრძელება, შენი დარგული ხეა"
როგორ ახერხებენ ქალები კაცების გამოშტერებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი