ვინ არის საქართველოში პოპულარული ირანელი მამაკაცი
font-large font-small
ვინ არის საქართველოში პოპულარული ირანელი მამაკაცი
ექსკლუზიური ინტერვიუ "კორონა-გმირთან"

შაჰაბ კარიმიზარე ის ირანელი მამაკაცია, რომელიც ერთი ვიდეოთი იმდენად პოპულარული გახდა, რომ უცხოური მედიასაშუალებების ყურადღებაც მიიქცია, საქართველოში კი ინტერნეტჰიტად იქცა ის მომენტი, თუ როგორ აბრუნებს პაციენტს კლინიკაში ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელი. ფოტოსა და "ლაივის" შაჰაბი აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდანაც გვიზიარებდა - თუ რა კარგად გრძნობს თავს საკარანტინო ზონაში და რა ბედნიერია, რომ კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
შაჰაბს ინტერნეტის მეშვეობით დავუკავშირდი და საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე. ორიოდე სიტყვით, ის თავისი საქმიანობის შესახებაც გვიამბობს.


- შაჰაბ, თქვენი "ლაივი" ვნახეთ აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან და ფოტოც. როგორც ჩანს, კარგად გრძნობთ მანდ თავს, ხომ?
- "ლაივების" გადაღება დიდად არ მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში დავდე. დიახ, ძალიან კარგ ოთახში ვცხოვრობ და აქაურობით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, შესანიშნავი პირობებია, საჭმელიც, სასმელიც, პერსონალი ხომ საერთოდ; ძალიან კარგი ექიმები არიან, კეთილი, ყურადღებიანი. პირადად მე, ძალიან მომწონს. უკვე კვირაზე მეტია, აქ ვარ. სავარაუდოდ, აბასთუმანს 12 მარტს დავტოვებ და თბილისში ჩამოვალ. წესით, რამდენიმე დღეში კვლავ ირანში უნდა დავბრუნებულიყავი. თუმცა, იმის გამო, რომ ცოტა გაცივებული ვიყავი, ექიმებმა იფიქრეს, რომ კორონავირუსი მქონდა, ტესტირება ბევრჯერ ჩამიტარეს და საბედნიეროდ, ვირუსი არ დადასტურდა, საკარანტინო ვადა კი ცხადია, უნდა გავიარო.
- ოთახიდან გასვლა და სხვა ადამიანებთან კონტაქტი ალბათ, აკრძალული გაქვთ, არა?
- დიახ, არ ვეკონტაქტებით, მხოლოდ ირანში მეგობრებს ინტერნეტით ვუკავშირდები.
- საქართველოში პირველად ხართ?
- დიახ, პირველად ვარ და ვფიქრობ, ძალიან კარგი ქვეყანაა, ლამაზი, თავისი ბუნებით, ხალხით. აქ კეთილი, ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ. მეც ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ აქ მომიწია ყოფნამ. როცა საქართველოში მოვდიოდი, სასტუმრო დავჯავშნე და იქ უნდა მეცხოვრა. თუმცა, ახლა აქ ვარ.
- გვიამბეთ, რას საქმიანობთ ირანში? რა პროფესიის ხართ? ოჯახი თუ გყავთ?
- ჩემი ქვეყანა - ირანი ძალიან მიყვარს, იქაც ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. მე ელექტროინჟინერი ვარ და ჩემი პროფესიით ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ. ორი ძმა მყავს, ოჯახში ხუთი წევრი ვართ. ერთი ძმა კომპიუტერის ინჟინერია, მეორე - ელექტროინჟინერი. მე მიყვარს ჩემი ოჯახი. მინდა, რომ ჩემმა ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხოს და ეს ეპიდემია მალე დასრულდეს. შესაძლოა, იქ ამის შემდეგ დავბრუნდე, ჯერ არ ვიცი. იქაც ძალიან კარგი, მართლაც პროფესიონალი ექიმები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ კორონას სათანადოდ შეებრძოლონ.
GzaPress
- დაოჯახებული ხართ? შვილები თუ გყავთ?
- არა, 30 წლის ვარ, უცოლო, ოჯახი ჯერ არ შემიქმნია.
- ქართველი გოგონები თუ მოგწონთ?
- იცით, რაშია საქმე? მე საქართველოში იმ ღირსშესანიშნაობების სანახავად ჩამოვედი, რომელიც გაქვთ - ტაძრები, ლამაზი ქუჩები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბაზარი - ამ ეტაპზე, ეს უფრო მნიშვნელოვანია და სიმართლე გითხრათ, დისკოთეკებითა და გოგონებით ჯერ არ დავინტერესებულვარ.
- აქ რომელიმე რესტორანში წასვლა და ტრადიციული ქართული კერძების დაგემოვნება თუ მოახერხეთ?
- დიახ, რესტორნის სახელი არ ვიცი, მაგრამ სადღაც ვიყავით, ქართული კერძებიც მივირთვი და ძალიან მომეწონა! როგორც გითხარით, აქაური კვებაც მომწონს. ვიცი, რომ თბილისი ძალიან ძველი ქალაქია, საქართველო კი ტრადიციული ქვეყანაა და მე ეს მხიბლავს.
- საქართველოში ერთი ვიდეოთი გახდით ცნობილი და პოპულარული, რომელიც უცხოურმა ტელეარხებმაც გააშუქეს. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
- გულახდილად გითხრათ, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის, რადგან სულაც არ მინდა ვიყო პოპულარული და ცნობილი. ეს გარკვეული დისკომფორტიცაა ჩემთვის, რადგან ძალიან ბევრ შეკითხვას მისვამენ, უამრავი მეგობრობის თხოვნა მომდის სოციალურ ქსელში და სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიღალე, რთულია. ქართველები მართლაც საოცარი ხალხი ხართ, კეთილი, სტუმართმოყვარე, მაგრამ ყველას ვერ ვუპასუხებ, ხომ გესმით ჩემი? მადლობელი ვარ მე იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მისი ლექციები ნამდვილი ფეიერვერკი იყო"
თვითიზოლაციაში დაკლებული კილოგრამები
მოცეკვავე, რომელიც საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიცნო
ყოველთვის ვცდილობ, სხვა ადამიანის მდგომარეობაში შევიდე
"თურმე ეს ის გოგო ყოფილა, ვისაც წლები ველოდი..."
"როცა შეგნება მოიკოჭლებს, იქ ძალა უნდა ჩაანაცვლო"
რას ფიქრობენ ცნობილები თვითიზოლაციის დამრღვევ პირებზე
"შვილი შენი გაგრძელება, შენი დარგული ხეა"
როგორ ახერხებენ ქალები კაცების გამოშტერებას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი