რით ხიბლავდა სკოლის დირექტორს "ოროსანი" ნოდარ სიმსივე
font-large font-small
რით ხიბლავდა სკოლის დირექტორს "ოროსანი" ნოდარ სიმსივე
"ბნელი" ადამიანი უნდა ვიყო, რომ მისი შენიშვნები ვერ გავიგო"

სახელი, გვარი: ნოდარ სიმსივე.
ასაკი: 32 წლის.
პროფესია: მსახიობი.
ამჟამინდელი საქმიანობა: სპორტული კომენტატორი.
ჰობი: "ფლეისთეიშენის" თამაში.
ცხოვრების დევიზი: პროფესიული ცოდნის გაღრმავება.

- საკუთარ თავს კარგად იცნობთ?
- კი, საკუთარ თავს "მოხარშულს" ვიცნობ. ექსტრემალურ თუ პოზიტიურ სიტუაციებშიც კი, ჩემი თავისგან არაფერი მაკვირვებს - ვიცი ემოციები როგორ ვმართო. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ისე კარგად მაქვს შესწავლილი, რომ ჩემთვის მოულოდნელი აღარაფერია ხოლმე.
- საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა გქონიათ?
- არასოდეს. თავმდაბალი და კეთილშობილი ადამიანის როლს არ ვთამაშობ. უბრალოდ, მიღწეულით არასოდეს ვკმაყოფილდები, პირიქით - მიღწეული ჩემთვის უკვე ჩავლილი ეტაპია. სულ ვცდილობ, მეტი რამ გავაკეთო... ეს პასუხი ჩემი ცხოვრების დევიზსაც - გავლილი ეტაპის დავიწყებასა და ახლის შექმნას - მოიცავს. ასე რომ, სპექტაკლი იყო, კინოგადაღება თუ ყოველდღიური საფეხბურთო რეპორტაჟები, მიღწეულით არასოდეს დავკმაყოფილებულვარ. დღემდე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საფეხბურთო რეპორტაჟს პირველად ვუძღვები - თითოეულ მატჩს ისე ვუდგები, როგორც ახალ საქმეს.
- იღბლიანი ხართ?
- ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, რადგან, სადაც სამუშაოდ მივედი (რადიო, საფეხბურთო კლუბი, გადასაღები მოედანი), ყველგან გამიმართლა: ყოველთვის დადებითი გარემო და კეთილგანწყობილი თანამშრომლები მხვდებოდნენ. იმის გამოც ბედნიერი ვარ, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ: ის ოცნება ავისრულე, რაც ბავშვობაში მინდოდა - მსახიობი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. რაც ყოველთვის მიყვარდა და გონებაში მქონდა, იმ გზას დავადექი. ბავშვობის ამ ოცნების ასრულება ასმაგად "გემრიელია", რადგან არც სამსახიობო და არც სპორტის სფეროში გვერდით არავინ მყოლია, რომ ჩემთვის "ხელი წაეკრა"... რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი თავისი გამოცდილებით დამეხმარა და მიმიღო. მათ შორის ყველაზე მთავარი დიმიტრი ობოლაძეა, რომელმაც ახალი გამოწვევებისკენ "წამიყვანა": მასთან ერთად, სპორტული გადაცემა, ფეხბურთის რეპორტაჟები მიმყავს. ეს ორივესთვის უსაყვარლესი საქმეა... ბევრ საინტერესო ადამიანთან ვიმუშავე და ვმუშაობ.
GzaPress
- დიმიტრი ობოლაძისგან შენიშვნებს იღებთ?
- რა თქმა უნდა, ჯერ - მისი ასაკიდან გამომდინარე, მერე - დიდი პროფესიული გამოცდილება აქვს. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უზრდელი, "ბნელი" ადამიანი უნდა ვიყო, რომ მისი შენიშვნები ვერ გავიგო და არ გავითვალისწინო.
- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავით?
- ძალიან ცუდი, "ოროსანი", რასაც იმას არ ვაბრალებ, რომ 90-იან წლებში სწავლის დონე მაღალი არ იყო, თუმცა გარკვეულწილად, ალბათ ამ ფაქტორმაც იმოქმედა. ქვეყანაში არეულობა იყო, არავის არაფრისთვის ეცალა, მაგრამ მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ჩემს კლასში ისეთი ადამიანებიც იყვნენ, ვინც მართლა კარგად სწავლობდნენ. პირადად მე, უბრალოდ, ზარმაცი ვიყავი. კლასიდან კლასში თეატრალური წარმოდგენების, ფეხბურთის მატჩების წყალობით გადავდიოდი. სკოლაში სწავლა იმ ორმა საყვარელმა საქმემ დამასრულებინა, რასაც დღეს ვაკეთებ. მართალია, მაშინ რეპორტაჟებს არ ვუძღვებოდი, მაგრამ ფეხბურთს ვთამაშობდი. ამ მხრივ, სკოლის დირექტორი ჩემით მოხიბლული იყო.
- ბოლოს როდის და რომელი წიგნი წაიკითხეთ?
- მოუცლელობის გამო, წიგნის კითხვას დღეს იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ, რამდენსაც წინათ ვუთმობდი. მაგალითად, პიესის კითხვას რომ ვიწყებდი, "ერთი ამოსუნთქვით" ვასრულებდი. ახლა ვეღარ ვახერხებ, რომ ბევრი ვიკითხო, თუმცა დღე ისე არ გავა, 2 ფურცელი მაინც არ წავიკითხო, რადგან ტვინს კვება სჭირდება. ისეთი პროფესია მაქვს, წიგნი თუ არ იკითხე და ტვინი არ გამოკვებე, არაფერი გამოვა. ბოლოს აკა მორჩილაძის "სანტა ესპერანსა" წავიკითხე. ძალიან მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, როგორიც აკა მორჩილაძეს აქვს აღწერილი, - იმ პატარა კუნძულზე, რომელიც ადრე ჩვენ გვეკუთვნოდა, ახლა კი თურქეთის ტერიტორიაზეა... მაგარი ნაწარმოებია. ყველას ვურჩევ, წაიკითხოს... ახლა კოტე მახარაძის მემუარებს - "ორი ბატონის მსახური" ვკითხულობ. ძალიან მსიამოვნებს...
- როგორი შეყვარებული ხართ?
- შეყვარებულისგან როგორც ვგრძნობ და მეუბნება, კარგი შეყვარებული და უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, მეუღლე ვარ. შეკითხვა მომეწონა, რადგან ეგ ამოცანა მაქვს, რომ მთელი ცხოვრება შეყვარებული ვიყო. ვიქნები კიდეც - ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, ფორმალობა - "ცოლქმრობა" არ მომწონს, მაღიზიანებს.
- შეყვარებულები ერთმანეთს მოფერებით რას ეძახით?
- (იცინის) სოციალურ ქსელში ფოტოების კომენტარებიდანაც ჩანს, რომ ერთმანეთს "ვუვუს" ვეძახით.
- რას ნიშნავს?
- ერთხელ, როცა საჭესთან იჯდა, როგორც ბავშვს, ისე გავეხუმრე, მოვეფერე - ვუ, ვუ-მეთქი. მეტსახელიც აქედან წამოვიდა. სხვათა შორის, ძალიან მომწონს.
GzaPress
- როდის ბილწსიტყვაობთ?
- ძალიან უნდა გავბრაზდე, რომ ბილწი სიტყვა ვთქვა, მაგრამ მაშინაც კი - მოჭარბებულად ბილწ სიტყვებს არ ვიყენებ.
- რამ შეიძლება ასე ძალიან გაგაბრაზოთ?
- პირველ რიგში, ტყუილმა. მატყუარა, უზრდელი, თავხედი ადამიანები არ მიყვარს. შეიძლება ადამიანის შინაგანმა პროვინციალიზმმა (თუნდაც პირადად ჩემკენ მომართული არ იყოს) გამაღიზიანოს, წონასწორობიდან გამომიყვანოს.
- ბოლოს დედამ რის გამო გისაყვედურათ?
- ღამით ჭამის გამო. ძალიან მსუნაგი ვარ...
- მოულოდნელად მილიონი დოლარი რომ მიიღოთ, როგორ გაანაწილებდით, თქვენს ცხოვრებას როგორ წარმართავდით?
- პირველ რიგში, საკუთარი სპორტული ტელევიზია მექნებოდა. ასევე, რომელიმე საფეხბურთო კლუბს ჩავიბარებდი, აკადემიებს გავხსნიდი და სპორტის განვითარებაზე ვიზრუნებდი.
- თქვენი საყვარელი სპორტსმენი ვინ არის?
- იყო, არის და იქნება რაულ გონსალეს ბლანკო, რომელიც აქტიური მოთამაშე აღარ არის. მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი გახლავთ.
- მსახიობი უკეთესი ხართ თუ კომენტატორი?
- პირადად მე, ორივეში თავს კომფორტულად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ თეატრში არ ვმუშაობ (კინოგადაღებების დაწყებას ველოდები), მაინც მიმაჩნია, რომ ორივე სფეროში ერთნაირი დონის შემოქმედი ვარ. ვერ გამოვყოფ - მსახიობობა და კომენტატორობა ჩემთვის ერთი ცნებაა.
- სამუშაოდ რომელი კინოჟანრია "თქვენი"?
- დიდი გამოცდილება არა მაქვს. "ჰეროკრატია" დრამაც იყო, ტრაგედიაც, კომედიურ დეტალებსაც შეიცავდა... ნებისმიერ ჟანრში მუშაობას სიამოვნებით ვცდიდი, რადგან ამის აზარტი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებიან - იუმორისტულ ჟანრში უფრო გხედავთო... მსახიობმა ყველაფერი უნდა სცადო. მერე რა გამოვა, ეს მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს. კონკრეტულ ჟანრს ვერ გამოვყოფ, მაგრამ სახასიათო, დასამახსოვრებელ კინოგმირს სიამოვნებით "გავაკეთებდი".
- ყველაზე უკეთ რომელ ცეკვას ასრულებთ?
- ვერც ერთს (იცინის). ჩემნაირი უნიჭო მოცეკვავე, რომელიც ოთხეულში მოხვდა, "ცეკვავენ ვარსკვლავებს" არ ახსოვს. მეუხერხულება, ცეკვაზე რა მეთქმის?!. პროექტში ყველაზე მეტად, "ფლამენკოს" შესრულებისას ვისიამოვნე, რადგან ესპანეთი, მისი კულტურა მიყვარს. თან, ხოაკინ კორტესის წინაშე ვიცეკვე.
- ცხოვრებაში თქვენი მოტივატორი რა ან ვინ არის?
- რა თქმა უნდა, ის ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდითაა. წინათაც ვიცოდი, რა მინდოდა, მაგრამ ახლა ისიც ვიცი - ვისთვის და რისთვის უნდა ვიყო ყოველთვის ფორმაში.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რამ გაუადვილა დათა ჩაჩუას ვაჟიკოს როლის შესრულება
როგორი ურთიერთობა აქვს ქმრის ოჯახთან ხატია წერეთელს
სოფიკო ჭიაურელისგან მიღებული რჩევაა, რომელსაც კახა ახვლედიანი დღემდე ითვალისწინებს
"ყველა ტკივილს და განსაცდელს თავიდან გავივლიდი"
რატომ შეწყვიტა უდიდესი წარმატებით დაწყებული კინოკარიერა ასმათ ქანდაურიშვილმა
რჩევები მოზარდებს, რომლებსაც მშობლებისგან კონტროლი სამარცხვინოდ მიაჩნიათ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი