ნოდიკო ტატიშვილის აქამდე უცნობი პროფესია
font-large font-small
ნოდიკო ტატიშვილის აქამდე უცნობი პროფესია
"ახლა ამ დიპლომს მშობლები ინახავენ და ამაყობენ"

ნოდიკო ტატიშვილი ქართველმა საზოგადოებამ მისი წარმატებული მუსიკალური საქმიანობით გაიცნო, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მას კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო პროფესია აქვს.


- მუსიკალური სასწავლებლის შემდეგ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის მოხელის ფაკულტეტი წარჩინებით დავამთავრე, თუმცა ამ განხრით ერთი დღეც არ მიმუშავია. სხვათა შორის, ეს ბევრმა არ იცის და უკვირთ, - გვეგონა, შენ მხოლოდ სიმღერა შეგიძლიაო. მუსიკა და სიმღერა ჩემთვის სულ სხვა რამაა, ჩემი პროფესია, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც არსებობისთვის გვჭირდება ჟანგბადი, წყალი, საკვები, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუსიკა ჩემთვის. ეს ის პროფესიაა, რომელიც მიყვარს და ამით ვცხოვრობ. გადაღების, ჩაწერის პროცესი, რეპეტიციები ჩემზე დადებითად მოქმედებს. სცენაზე გასვლას ყველაზე დიდ სიამოვნებას ვადარებ. ჩემი სოლო კონცერტი პირველად 2012 წელს ჩატარდა, მაშინ 25 წლის ვიყავი, მეორე კი - 30 წლის ასაკში. ამ დროს, რასაკვირველია, ღელავ, ფილარმონია გადავსებულია, ყველა ბილეთი გაყიდულია, ორკესტრი სცენაზე გელოდება, დარბაზში - ხალხი, ნერვიულობ და ტაშის ხმა რომ გესმის, ეს ისეთი ნეტარებაა, ყველაფერი გავიწყდება. ამას არაფერი შეედრება.
- ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული პროფესიით სადმე გიმუშავიათ?
- არასდროს და სურვილიც არ მაქვს. მართლა კარგი კურსი და ჯგუფი შემხვდა, ყველა კარგად სწავლობდა, რადგან, თუ გინდა, სახელმწიფო მოხელე გახდე, რაღაცის სათავეში იყო, მაგრად უნდა ისწავლო. ასეც გახლდათ. მართლა კარგად ვსწავლობდი, პირველი კურსის შემდეგ, სტიპენდიაც დამენიშნა. მაშინ ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტის წევრი ვიყავი და მაესტროს გასტროლებზე დავყავდით, ამიტომ გამოცდებს წინასწარაც ვაბარებდი. კარგი იყო ეს ყველაფერი. ახლა ამ დიპლომს მშობლები ინახავენ და ამაყობენ, თუმცა, ყველაზე მეტად მაინც იმით ამაყობენ, რომ სცენაზე ვდგავარ და ვმღერი.
GzaPress
- შემოსავალი ალბათ სახელმწიფო მოხელეებს მეტი აქვთ, არა? ამის გამო მაინც, გული ხომ არ გწყდებათ?
- ამას ვერ ვიტყვი. შესაძლოა, ერთ კორპორაციულ საღამოზე შესრულებულ სიმღერაში მათი მთელი თვის ხელფასი ავიღო... ყოველ შემთხვევაში, სადმე მუშაობა, სახელმწიფო სტრუქტურა იქნება ეს თუ არასახელმწიფო, რაიმე თანამდებობა ჩემთვის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. გეგმური გრაფიკით სადმე სიარული არ შემიძლია, დილის 9-ზე რომ უნდა მიხვიდე, კაბინეტში იჯდე და საღამოს შვიდზე წამოხვიდე. ხელოვანი ხალხი ვერ იტანს ჩარჩოებს, შებოჭილობას. როცა მეუბნებიან, რომ კონცერტი 8 საათზე უნდა დაიწყო და ათზე დაასრულო, არა მაქვს პრობლემა, მაგრამ სადმე კაბინეტში რომ "გამომსვა" და კარგ სავარძელში ჩამსვა, პიჯაკი ჩამაცვა, თავისი ჰალსტუხით - ამას ალბათ ვერაფრით შევეგუები, რადგან, რა ცოდნა და გამოცდილებაც მაქვს, მენეჯერული, ორგანიზებისა თუ პროდიუსინგის თვალსაზრისით, მირჩევნია, საკუთარ თავსა და მეგობრებზე გამოვიყენო. ამიტომაც არ ყოფილა ჩემი მიზანი არც ერთი თანამდებობა და პოლიტიკაში წასვლა ხომ საერთოდ, აბსურდია. ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. საქართველოში ეგ პრობლემა გვაქვს: ყველამ რომ ის აკეთოს, რაც იცის და უყვარს, მაგარი იქნება!
- ნოდიკო, შემოქმედებითი კუთხით რა სიახლეებია?
- ახალი სიმღერის ჩაწერა სულ მალე დასრულდება, შემდეგ კი კლიპს გადავიღებთ. ჩემი გადაცემაც - "რას ფიქრობს საქართველო" - წარმატებით გადის ეთერში. მაისისთვის კი ბათუმში, მუსიკის ცენტრში ჩემი სოლო კონცერტი იგეგმება, სადაც ალექსანდრე ბასილაიას პროექტი მიმაქვს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
თაკო ჩარკვიანი მამასა და მის მეგობრებზე
როდის დაემსგავსა ნუკი კოშკელიშვილი 75 წელს გადაცილებულ ქალს?
ნინა ლორთქიფანიძის ყველაზე დიდი ოცნება
ლევან ჯავახიშვილის ცხოვრების წესად ქცეული ჰობი
"არსებობს საინტერესო როლები, მაგრამ საოცნებო როლი არასოდეს მქონია"
ვის ამხნევებდა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ემოციური ლალი ბადურაშვილი
"...სიბნელეში ვიწექი, საკვებს არ ვიღებდი, სულ მის საფლავზე დავდიოდი"
"ბნელი" ადამიანი უნდა ვიყო, რომ მისი შენიშვნები ვერ გავიგო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი