"შეიძლება ჩოხიანები ვართ, მაგრამ ამ ჩოხის იქით რა იმალება, მთავარი ეს არის"
font-large font-small
"შეიძლება ჩოხიანები ვართ, მაგრამ ამ ჩოხის იქით რა იმალება, მთავარი ეს არის"
დრომოჭმული სტერეოტიპები და ახალი თაობის ღირსება

ის ყოველთვის ელეგანტური და მოხდენილია. მოსწონს, როდესაც ფორმაშია და ყველა ქალს ურჩევს, არ მოდუნდნენ, გარეგნობას მიხედონ. თვითონ ამას მაინც ახერხებს, თუნდაც, ყველაზე დაძაბული დღის რეჟიმი ჰქონდეს. ჩვენი სტუმარია პიარტექნოლოგი და მწერალი ლალი მოროშკინა, რომელსაც თანამედროვე ქალების პრობლემებსა და საფიქრალზე ვესაუბრეთ.


- თაობები ერთმანეთს ცვლიან და ყველაფერი იცვლება. რა მოგწონთ დღევანდელი ახალგაზრდების აზროვნებაში?
- ყველაფერი მომწონს, რაც ახალ თაობასთან არის დაკავშირებული. ჩემი თაობის ე.წ. სიწმინდეები იმდენად იყო გაუკუღმართებული და გაცრეცილი, იმდენი ხავსი გახლდათ დაგროვილი, მიხარია, ახალი თაობა ყველაფერს თავის სახელს რომ არქმევს. პატარა გოგო აუცილებლად უნდა გათხოვილიყო და მთელი ცხოვრება სამზარეულოში ეტრიალა, რადგან მიიჩნეოდა, რომ მამაკაცი გახლდათ ყველაფრის თავიდათავი. ქალის ინიციატივა ჩვენთან ყოველთვის ისჯებოდა და ზოგჯერ, ახლაც ისჯება. გადახედეთ საქმიან, რეალიზებულ ქალებს, რომლებმაც რაღაცას მიაღწიეს, პრაქტიკულად ყველა მარტოა. რთულია მამაკაცთან ერთად, რომელსაც თავისი შეხედულებები აქვს, კარიერა ააწყო. ძნელია მას აუხსნა, რომ საღამოს, გვიან, შეიძლება საქმიანი შეხვედრა გქონდეს, რომ სხვა ქვეყანაში უნდა გადაფრინდე, რადგან იქ აუცილებელი შეხვედრა გაქვს. ეს გთრგუნავს და მოთმინების ძაფი სადღაც მაინც წყდება...
- თუმცა, თანამედროვე გოგონები ასეთ შეზღუდვებს აღარ ემორჩილებიან.
- საბედნიეროდ, ასეა. ახალმა დროებამ ისიც მოიტანა, რომ მამაკაცი ოჯახს მარტო ვეღარ ინახავს. მას ქალის მხარში დგომა სჭირდება. ახალგაზრდა ოჯახებში ეს ყველაფერი გააცნობიერეს და ფუნქციებიც თანაბრად გადაინაწილეს. წარსულს ჩაჰბარდა დრო, როცა ქალი თხოვდებოდა და მერე შეეძლო არაფერი ეკეთებინა, რადგან მეუღლის ან მისი ოჯახის კმაყოფაზე უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს კარგია. დღეს ახალგაზრდა ოჯახმა თვითონ უნდა იზრუნოს, როგორ გადაიხადოს ბინის ქირა, რადგან დედამთილთან და მამამთილთან თითქმის არავინ ცხოვრობს. ვფიქრობ, ესეც ძალიან კარგია. მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა მეუღლის მშობლებთან, მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ტელევიზორში რას უყურონ, სახლში როგორი ავეჯი შეიტანონ და როგორ განკარგონ თავიანთი ბედი.
- საბედნიეროდ, საქართველოში მოტაცების ტრადიციაც დაივიწყეს, როცა გოგონა იძულებული იყო სრულიად უცხო მამაკაცთან გაეტარებინა მთელი ცხოვრება...
- გეთანხმებით, ეს საშინელება იყო. როდესაც არასრულწლოვანს იტაცებ, ეს უკვე დანაშაულია. ეს - არქაული, საშინელი წესია, ბავშვის ტრავმირება და იმ პატარა გოგონას ცხოვრების არევა - სულერთია, როგორ დამთავრდება მოტაცება, ქორწილით თუ განშორებით. როგორ შეიძლება შენი ცხოვრების თანამგზავრად იქცეს ადამიანი, როცა ყველაზე მთავარს არ ეკითხები - უნდა თუ არა შენი ცოლი გახდეს?! ჩემს თაობაში ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ: თუ გარეგნობა ხელს გიწყობდა, დიდი შანსი იყო, რომ სკოლას ვერ დაამთავრებდი ან - მშობლებს ხელჩაკიდებული უნდა ეტარებინე ყველგან.
- თუმცა, მოტაცების შედეგად კარგი ოჯახებიც იქმნებოდა...
- ეს იშვიათი გამონაკლისი იყო. თითოეული ადამიანი ხომ ცალკე ბიოქიმიური წარმონაქმნია. სუნამოც კი ყველას სხვადასხვანაირი მოსწონს. როცა ორი ბიოლოგიური ინდივიდი ერთმანეთს უნდა შეერწყას, მათ ბევრი რამ უნდა ჰქონდეთ საერთო. უამრავი განქორწინება ხდება იმის გამო, რადგან ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ ეგუება. ოჯახი თავიდან ინარჩუნებს ცრუმორჩილებას, რომელიც ჩვენი, კავკასიური სენია. ოღონდაც ვინმემ რაიმე არ თქვას, ოღონდ მეზობელმა არ გაგვკიცხოს და საკუთარი ინტერესები უკანა პლანზეა გადასული. მიუხედავად ამისა, თანდათან იწყება განცალკევება, მეუღლეები ნელ-ნელა სხვადასხვა ოთახში გადადიან, სხვადასხვა ცხოვრება აქვთ და ბოლოს ასეთი ოჯახი იშლება. მე ჩემს თავზე გამოვცადე ამ ე.წ. ტრადიციის მავნე გავლენა: 15-16 წლის ვიყავი, პირველი ოჯახი რომ შევქმენი და არც ჩემი ნებით მომხდარა ეს. ამიტომ, ძალიან მომწონს, რომ მოტაცება სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიას მიაკუთვნეს. კარგია, რომ ამ საუკუნეში ძალიან ბევრი ახალგაზრდა გაცილებით სერიოზულად ეკიდება ოჯახის შექმნას.
- როგორც ჩანს, თქვენც გაუწიეთ ანგარიში საზოგადოების აზრს.
- დიახ, როდესაც პირველი ოჯახი შევქმენი, ბევრ რამეს გავუწიე ანგარიში, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მშობლები უფრო პრინციპულად რომ ჩარეულიყვნენ და იმაზე არ ეფიქრათ, ვინმემ რამე არ თქვასო, ჩემი ცხოვრება გაცილებით სრულფასოვანი იქნებოდა. ურთულესია, როცა არავინ არაფერს გეკითხება, როცა შენთვის უცხო ადამიანები მანქანაში ჩაგტენიან და მეორე დღეს აღმოჩნდება, რომ შენი ცხოვრება სხვებმა უკვე განსაზღვრეს... საბედნიეროდ, ძალიან შემიწყვეს ხელი მშობლებმა, უნივერსიტეტი და ასპირანტურა რომ დამემთავრებინა, მაგრამ ჩემ ირგვლივ ბევრი ნიჭიერი გოგონას ბედი აირია. მათ სწავლა სურდათ.
GzaPress
- როგორ ახერხებენ ხელოვნურად შექმნილი ოჯახების შენარჩუნებას?
- ხშირად ისინი მეუღლეები მხოლოდ პასპორტში ან იუსტიციის სახლის საბუთებში არიან, მათ ოჯახში კი მუდმივი დაძაბულობაა. როცა დედ-მამა სულ კინკლაობს და ჩხუბობს, ასეთ ოჯახში ბავშვებიც უბედურები იზრდებიან... ძალიან მომწონს ახალგაზრდა წყვილები, რომლებმაც რაღაც პერიოდი ერთად იცხოვრეს, ერთმანეთს შეეჩვივნენ და მერე დაგეგმეს ბავშვის გაჩენა. ყველაფერს დაფიქრება უნდა. ხომ შეიძლება ოჯახის შექმნას და შვილის გაჩენას ახალგაზრდები მომზადებულები შეხვდნენ, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით? ზოგჯერ სიამოვნებით ვუყურებ, როგორ ზრდიან ჩემი შვილი და რძალი თავიანთ შვილებს და ვიცი, ამას რამხელა თანხა და ძალისხმევა სჭირდება.
- სამწუხაროდ, მომრავლდნენ ოჯახები, სადაც ქმარი ღალატობს, ცოლი კი მოღალატე ქმარს "რქებს ადგამს". რას უნდა დავაბრალოთ ეს სიყალბე?
- ეს ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც არაფერი იმალება. ამიტომ, გულში მჯიღის ცემა და ეკლესიასთან სანთლებით ხელში სურათების გადაღება ასეთ დროს ამორალურ ქმედებად მიმაჩნია, მით უმეტეს, როცა ყველამ იცის, რა ხდება მათ ცხოვრებაში. სიყალბეს ყველაფერი სჯობს. თუ მეორე ნახევარი შენი მეგობარი არ არის, მასთან ცხოვრება არ ღირს. ადამიანი იმასთან უნდა იყოს, ვინც მართლა უყვარს. ყალბ ურთიერთობას ყველაფერი სჯობს - ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავზე.
- ქალბატონო ლალი, მშვენივრად გამოიყურებით. თავს როგორ უვლით?
- კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყველანაირი კოსმეტოლოგიური ჩარევისა, იქნება ეს შედარებით მარტივი თუ რთული, ბიოქიმიური ან ქირურგიული პროცედურა. რაც ბუნებამ მოგცა, ვარჯიშით, სწორი კვებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა შეინარჩუნო. არასდროს ვყოფილვარ მკაცრ დიეტაზე, არ ვიტარებ არანაირ პროცედურას, მაგრამ ჩემი ასაკისთვის მგონი, ნორმალურად გამოვიყურები. ყოველდღიურად ფეხით 3-4 კილომეტრს მაინც დავდივარ - ეს აუცილებელია. სხვათა შორის, პლასტიკურ ქირურგიასაც არ ვწყალობ. ბევრი სიმპათიური ქალი, რომელიც ადრე ძალიან მომწონდა, ქირურგიულმა ჩარევამ უარესობისკენ შეცვალა. თითქოს, ყველა ერთმანეთს დაემსგავსა და ამ მშვენიერმა ქალებმა ინდივიდუალობა დაკარგეს.
- ე.ი. დაბერილი ტუჩები და ხელოვნური მკერდი არ მოგწონთ?
- როგორ შეიძლება მოგწონდეს, როცა ყველას ერთნაირი ცხვირი ან ტუჩები აქვს? არ შეიძლება პატარა გოგონებს ბოტოქსს ან პლასტიკურ ოპერაციებს რომ უკეთებენ. ბოტოქსს იწყებ 5 მილიგრამით, მერე ადიხარ 50-ზე, 100-ზე და ა.შ. ამას წინასწარ არავის ეუბნებიან. მიხვალ, დაგარჭობენ ნემსს და არ გეკითხებიან, იყო თუ არა ეს შენთვის საჭირო. იგივე შეიძლება ვთქვა სოლარიუმზეც. სოლარიუმის უკუჩვენება ხალებია: თუ 2 ხალზე მეტი გაქვს, სოლარიუმი მავნებელია. ხალი იგივე კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც სოლარიუმში აუცილებლად გამრავლდება. მიდიან ეს ახალგაზრდა გოგონები, უამრავ პროცედურას იკეთებენ და ზოგჯერ ყველაფერი ცუდი შედეგით მთავრდება. ევროპაში ამ ტიპის კოსმეტიკური ჩარევა დიდი ხანია მოდიდან გადავიდა. ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეიძლება ასეთ "გადაბუშტულ" ადამიანებს შეხვდე, რუსეთია. ევროპელები კი ცუდ ტონად მიიჩნევენ, როცა ვინმე ცდილობს "პანელის ქალს" დაემსგავსოს.
- XXI საუკუნემ კიდევ ერთი სტერეოტიპი დაამსხვრია: აღარავის უკვირს ოჯახები, სადაც ცოლი ქმარზე უფროსია.
- თანამედროვე ცხოვრებაში 10-წლიანი სხვაობა არაფერია. შეიძლება შენი სიმპათია უმცროსი იყოს, მაგრამ გაცილებით ჩამოყალიბებული და ღირსეული, ვიდრე შენი ტოლები არიან. თანაც, ჩემი თაობის მამაკაცები ან ომებსა და კონფლიქტებს შეეწირნენ, ან - ცუდ ფორმაში არიან. ეკონომიკური სიდუხჭირე კაცზე ძალიან მოქმედებს, ამას ბევრმა დაუმატა სასმელი, ნარკოტიკები და ჩვენ მივიღეთ ხალხი, რომელიც დეგრადირებულია. ქალებმა კი მოახერხეს თავის ხელში აყვანა, ცხოვრების აწყობა და თავის მოვლაც. საქართველოში ქალები უფრო მყარად დგანან ფეხზე, ვიდრე მამაკაცები. შედეგად, ჩვენ მივიღეთ მამაკაცების კატეგორია, რომელიც არაფერს წარმოადგენს, არაფერი შეუძლია, არაფერი გააჩნია და შეუძლია მთელი დღე ლუდის ბოთლით ხელში, ქუჩაში იყანყალოს. მომრავლდნენ ჰომოსექსუალები, რომლებიც ამას არც მალავენ. ეს დრომ მოიტანა, ჩვენი რეალობაა და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ასაკი აქ მხოლოდ ციფრებია... კარგია, რომ ეს დრომოჭმული შეხედულებები თანდათან წარსულს ჰბარდება, ახალი თაობა ყალბ ფასადს და ყალბ ურთიერთობებს უარყოფს. გულში მჯიღის ცემა და იმის მტკიცება, რომ ჩოხიანები ვართ, არაფერს ნიშნავს. შეიძლება ჩოხიანები ვართ, მაგრამ ამ ჩოხის იქით რა იმალება, მთავარი ეს არის.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ბევრი ადამიანი ხაფანგს დაგიგებს, გეტკინება, მაგრამ ყველაფერი უნდა გადალახო"
"მამამისმა მისი ემოციების ამსახველი ვიდეო გამომიგზავნა..."
"უხერხულია, როგორ შეიძლება, ეს შეკითხვა უცხო ადამიანს დაუსვა"
"მადლობა ღმერთს, რომ ვახერხებ, სცენას არ მოვწყდე!"
"კერძს რომ ვაკეთებ, ვეფერები, გულში ვლოცულობ"
რომელი ცუდი თვისება გამოასწორა ვერიკო ტურაშვილმა და რატომ არ სჭირდება სხვებისგან შენიშვნები?
ვინ უწინასწარმეტყველა მომავალი წარმატებები გელა გნოლიძეს
როგორ აქცია ხათუნა კობახიძემ თავისი ჰობი წარმატებულ ბიზნესად
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი