"ეს უპასუხისმგებლო საქციელია, რაც ცოტათი ტერორიზმს ჰგავს"
font-large font-small
"ეს უპასუხისმგებლო საქციელია, რაც ცოტათი ტერორიზმს ჰგავს"
რას ფიქრობენ ცნობილები თვითიზოლაციის დამრღვევ პირებზე

მსოფლიო პანდემიას ებრძვის. კორონავირუსით უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. ჯერჯერობით საქართველო წარმატებით ახერხებს, რომ ქვეყანაში ეპიდაფეთქება არ მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი კვლავ უპასუხისმგებლოდ იქცევა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და სხვების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რეკომენდაციები ყველგან - ტელევიზიაში, რადიოში, ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიასა და სოციალურ ქსელში ქვეყნდება, საქართველოში, აუცილებელი თვითიზოლაციის დარღვევაში პოლიციამ 200-მდე ადამიანი ამხილა და კარანტინში გადაიყვანა... შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე ადამიანს აზრი ვკითხეთ...


"სახლის პირობებში ვვარჯიშობ"

ჯულიანა ბარ-გნარი:
- მიმაჩნია, რომ ადამიანების მიერ თვითიზოლაციის წესების დარღვევა დიდი უპასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, მათივე ოჯახის წევრების და ასევე, სრულიად საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს, საქართველოს მთავრობას, რომ საფრთხეს დროულად მიაქციეს ყურადღება. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად დასრულდება. პირადად მე, ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა არ შემიძლია: მოძრაობა და ვარჯიში ყოველთვის მჭირდება. ალბათ, თვითიზოლაციის პირველი კვირა ჩემთვის ცოტათი უფრო რთული იყო, მაგრამ შემდეგ, ადამიანი ცდილობ, საინტერესო რაღაცები მოძებნო, რითიც დაკავდები. ბევრი საინტერესო წიგნი აღმოვაჩინე, რომელთა წასაკითხადაც მანამდე ვერ ვიცლიდი. ასევე, რა თქმა უნდა, სახლის პირობებში ვვარჯიშობ. ეს აუცილებელია, რომ ტონუსში ვიყო. ვფიქრობ, ვარჯიში ნებისმიერ ადამიანს უკეთეს ხასიათზე დააყენებს. ინტერნეტში ვარჯიშების ამსახველი უამრავი ვიდეოა გამოქვეყნებული, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერს შეუძლია.
- შენს მოსწავლეებს ონლაინრეკომენდაციები მიეცი, რომ ისინიც ტონუსში იყვნენ?
- ჩემი მოსწავლეები, მით უმეტეს - უფროსი ასაკობრივი ჯგუფის გოგონები, ისედაც ძალიან აქტიურები არიან. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვკონტაქტობთ, ერთმანეთს ვამხნევებთ, დღის განმავლობაში ვსაუბრობთ, თუ ვინ რას აკეთებს, დროს როგორ ატარებს... ონლაინგაკვეთილები არ გვაქვს, მაგრამ რადგან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა, 21 აპრილამდე ვერ გავძლებთ - ჩვენი სტუდიის და ყველა იმ ბავშვისთვის, ვინც თვალ-ყურს გვადევნებს, მე და ოთო რამე საინტერესოს მოვიფიქრებთ...

"ყველანაირად უნდა ეცადო, არ დაინფიცირდე"
GzaPress
გივი სიხარულიძე:
- ასეთი ორგანიზება (როგორც დღეს ჩვენი მთავრობა იქცევა) და რაც აქ ხდება, არც ერთ ქვეყანაში არასოდეს მინახავს. ის ხალხი, ვინც თვითიზოლაციის წესებს არღვევს, მიმაჩნია, რომ კი არ უნდა გაასამართლონ, არამედ როგორც არანორმალურები, სასწრაფოდ საგიჟეთში უნდა ჩასვან. ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. ისინი ცუდი ადამიანები არ არიან. შეშლილები, გონებრივად დაავადებულები არიან. ამასთან დაკავშირებით, სხვა აზრი არ მაქვს... მე ყოველთვის კუს ტბაზე დავდიოდი, ვვარჯიშობდი... ახლა იქ სიარულს შევეშვი. სახლში ვარ. გარეთ მხოლოდ საჭიროების გამო (მაგალითად, თუ საჭმლის ყიდვა დამჭირდა) გავდივარ. იცი, რა? შეიძლება, ყველაზე მეტად ის ადამიანი დაავადდეს, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებულ ყველა წესს იცავს, მაგრამ ეს ღვთის ნება იქნება, ხოლო თუ სპეციალურად ხელს შეუწყობ, რომ დაავადდე, ეს უკვე ეშმაკის ნებაა. "რაც გიწერია, ვერ ასცდები", მაგრამ ადამიანი ყველანაირად უნდა ეცადო, არ დაინფიცირდე.

"რამდენიმე სერიის გადაღება კარანტინშივე მოხდება"
GzaPress
ირაკლი საღინაძე:
- ვინც კარანტინის და აუცილებელი იზოლაციის წესს არღვევს, ის უპასუხისმგებლოა. მისი საქციელი ცოტათი ტერორიზმს ჰგავს: საკუთარი საქციელით სხვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნი. ეს არასწორია, რა თქმა უნდა... პირადად მე, ადამიანებთან კომუნიკაცია შეზღუდული მაქვს. ძირითადად, სახლში ან ოფისში ვარ (საქმის გამო). სხვაგან საერთოდ არ დავდივარ. ამ შემთხვევაში, საკუთარ უსაფრთხოებაზე ვზრუნავ.
- სპეციალურ სერიებზე - "ჩემი ცოლის დაქალები - კარანტინში" რას გვეტყვით?
- უსაფრთხოების გამო, სერიალზე მუშაობა შეწყვეტილია. ახლახან მოგვივიდა იდეა, რომ "ჩემი ცოლის დაქალების ბაზაზე", ასე ვთქვათ, მცირე ნოველები გადავიღოთ, რომლის თემაც, თავისთავად, კარანტინია: კონკრეტულ ლოკაციას ავირჩევთ, სადაც ჯგუფი ჩაიკეტება. უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა პირობა დაცული იქნება. რამდენიმე სერიის გადაღება კარანტინშივე მოხდება. პირველი, ცალკე, დამოუკიდებელი, საერთო დრამატული ხაზიდან "ამოგლეჯილი" სერიები იქნება. უბრალოდ, სერიალის პერსონაჟები იმ სიტუაციაში იქნებიან, რომელშიც ახლა მთელი ქვეყანა ვართ. ახლა საორგანიზაციო საკითხებზე ვმუშაობთ. სიმართლე გითხრათ, 100%-იანი პასუხი ჯერ არ მაქვს, რა, როდის და როგორ იქნება...

"წყნარად ვკითხულობთ და სახლში ვჟღურტულებთ"
GzaPress
ნინო შავგულიძე:
- ასეთ ადამიანებს, ვინც თვითიზოლაციის წესებს არღვევენ ან ცხოვრებაზე ხელი აქვთ ჩაქნეული და ჰგონიათ, რომ აზრი არაფერს აქვს, რის გამოც ისინი გულით მებრალებიან, ან - მართლა ვერ იაზრებენ, რა ხდება. როცა იცი, შენი გარეთ გასვლა სხვა ადამიანისთვის საფრთხის შემცველია, რატომ უნდა მოგინდეს, მაინც გახვიდე და სხვა დააზარალო? ეს არ მესმის... ან შეგნებულად ბოროტი განზრახვა აქვთ, ან უბრალოდ, გაუაზრებლად იქცევიან ასე... ჩავთვალოთ, რომ გაუაზრებელი ქმედებაა... მართალია, სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს და მთელ მსოფლიოში მომხდარ სამწუხარო ფაქტებს მძიმედ აღვიქვამ, მაგრამ პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს დრო სიმშვიდისა და დასვენების პერიოდია, როცა შეგვიძლია, ბევრი წიგნი წავიკითხოთ, ბევრ ახალ ფილმს ვუყუროთ, სიახლეს გავეცნოთ... უამრავი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა, რომ განვვითარდეთ, საკუთარ თავს რაღაც ახალი შევძინოთ... წყნარად ვკითხულობთ და სახლში ვჟღურტულებთ (იღიმის)...

"აუცილებელი თვითიზოლაციის დამრღვევებს პატიმრობა უნდა მიესაჯოთ"
GzaPress
ცირა კობიაშვილი:
- 5 დღე სახლში ყოფნას ვეღარ გავუძელი და ჩემი სახლის ეზოში, ნახევარი საათით გამოვედი, რომ ცუდად არ გავხდე და რაღაცნაირად, განვიტვირთო. შორს არსად მივდივარ. ხალხს არ ვხვდები. ისედაც არ არის იმის საშუალება, რომ ხალხმრავალ სიტუაციებში ვიყოთ. როგორც თითქმის ყველა, მეც ვცდილობ, მთავრობის რეკომენდაციები დავიცვა. არსად მიმოგზაურია, თავსაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ დღეს საჭიროა, მაქსიმალურად ვეცადოთ, სახლში ვიყოთ. იმ ადამიანების საქციელი, ვინც აუცილებელი თვითიზოლაციის წესებს არღვევენ, გაუმართლებელია. მათ პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ. შექმნილ სიტუაციას ცოტა სერიოზულად უნდა შეხედონ, რადგან ყველაფერი თითოეული ადამიანის საქციელით განისაზღვრება: ფაქტობრივად, ერთი ადამიანის ქმედებაზეა აგებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები... რაღაცნაირად, თავი ხელში უნდა აიყვანონ. შეიძლება აუცილებელი თვითიზოლაციის წესებს იმიტომ არღვევენ და ასე "განებივრებული" იმიტომ არიან, რომ ქრონიკული დაავადება არ აწუხებთ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება. ყველა თუ ისე მოიქცევა, როგორც თვითიზოლაციის დამრღვევები იქცევიან, ეს ძალიან ცუდ რამეს გამოიწვევს... ჩემი აზრით, აუცილებელი თვითიზოლაციის დამრღვევებს პატიმრობა უნდა მიესაჯოთ. ასეთი პირების მიმართ მაქსიმალური სიმკაცრის გამოჩენაა საჭირო. თითოეული ადამიანის მიერ მთავრობის რეკომენდაციების დაცვით დისციპლინა იქმნება, რის საფუძველზეც სასურველ შედეგებს ველით. ჩვენი ქვეყანა პანდემიას წარმატებით უმკლავდება. იმედია, ასე გაგრძელდება...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ბევრი ადამიანი ხაფანგს დაგიგებს, გეტკინება, მაგრამ ყველაფერი უნდა გადალახო"
"მამამისმა მისი ემოციების ამსახველი ვიდეო გამომიგზავნა..."
"უხერხულია, როგორ შეიძლება, ეს შეკითხვა უცხო ადამიანს დაუსვა"
"მადლობა ღმერთს, რომ ვახერხებ, სცენას არ მოვწყდე!"
"კერძს რომ ვაკეთებ, ვეფერები, გულში ვლოცულობ"
რომელი ცუდი თვისება გამოასწორა ვერიკო ტურაშვილმა და რატომ არ სჭირდება სხვებისგან შენიშვნები?
ვინ უწინასწარმეტყველა მომავალი წარმატებები გელა გნოლიძეს
როგორ აქცია ხათუნა კობახიძემ თავისი ჰობი წარმატებულ ბიზნესად
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი