"სელფებსა და მაკიაჟის კეთებაში შეჯიბრებას სჯობს, წიგნების კითხვაში შევეჯიბროთ"
font-large font-small
"სელფებსა და მაკიაჟის კეთებაში შეჯიბრებას სჯობს, წიგნების კითხვაში შევეჯიბროთ"
საბნის ქვეშ, ფარნის შუქზე წაკითხული წიგნების გემო

თათა გიორგობიანი ემოციური ადამიანია, თუმცა სოციალურ ქსელში ემოციების გამოხატვა არ იზიდავს: ამჯობინებს, საკუთარი განცდების შესახებ დღიურში წეროს... ძველი ჩანაწერების კითხვა ახსენებს, როგორ გაიზარდა, საკუთარ თავში რა ცვლილებები აღმოაჩინა... როგორც გვითხრა, ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა უფრო მოსწონს, ვიდრე წერა, ემოციების გამოსახატავად კი მაინც მუსიკას ამჯობინებს.


- წიგნის კითხვა ბავშვობიდან მიყვარს. ძილის დრო რომ დგებოდა, ხშირად კითხვას საბნის ქვეშ, ფარნის შუქზე ვაგრძელებდი, რის გამოც, მერე ცოტათი, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა შემექმნა.
- საკუთარი სურვილით პირველად რომელი წიგნი შეარჩიე წასაკითხად?
- "ტომ სოიერის თავგადასავალი". სადღაც ყური მოვკარი, რომ ტომ სოიერი "ცუდი ბავშვი" იყო, უცნაურ ნივთებს აგროვებდა (იღიმის)... "ცუდი ბავშვის" იმიჯი მომეწონა და გადავწყვიტე, წამეკითხა... მაშინ ამ ნაწარმოებმა ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა... შემდეგ, წასაკითხ წიგნებს ოჯახი მირჩევდა, ასევე - მეგობრებიც... მერე უკვე სოციალური ქსელებიც გაჩნდა - ჯგუფებში ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით. წინათ, სასურველი წიგნი ხშირად არ იშოვებოდა. ამიტომ ლიტერატურული ნაწარმოები ხელიდან ხელში გადადიოდა. ეს საინტერესო იყო, რადგან წიგნის გვერდებზე ვიღაცების მიერ ფანქრით მინაწერი აზრები გვხვდებოდა... დღეს წიგნის შოვნის პრობლემა აღარ არის: წიგნების მაღაზიების ქსელები გაჩნდა, ელექტრონულადაც თითქმის ყველა ნაწარმოები ხელმისაწვდომია, თუმცა, მაინც სხვანაირი რიტუალია, როდესაც უშუალოდ ფურცელს ეხები და წიგნის სუნს გრძნობ. ამიტომ ყოველთვის მირჩევნია, ნაწარმოები წიგნიდან წავიკითხო, ვიდრე ელექტრონულად.
GzaPress
- "ტომ სოიერის თავგადასავლის" გარდა, ბავშვობაში რომელი შთამბეჭდავი ნაწარმოებები წაგიკითხავს და თუ ფიქრობ, რომ მათ პატარები აუცილებლად უნდა ეზიარონ?
- მგონია, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს: "პეპი გრძელი წინდა", "მერი პოპინსი", "ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა". ბავშვის ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს?! ეს ნაწარმოებები კი ბავშვის სამყაროს კიდევ უფრო საოცარს ხდის... ქართველებს ნოდარ დუმბაძის არაჩვეულებრივი ლექსები და მოთხრობები გვაქვს. პირადად მე, მისი ლექსები ძალიან მომწონდა.
- მოზარდობისას რა სახის ლიტერატურა გიტაცებდა?
- ფსიქოლოგიური მასალებით და ეზოტერიკით დავინტერესდი. ჩემთვის ეს დიდი სიახლე იყო. იმ პერიოდში წავიკითხე "ოსტატი და მარგარიტა", ასევე - ვადიმ ზელანდის "რეალობის ტრანსერფინგი". ფსიქოლოგიურმა ლიტერატურამ ისე "ჩამითრია", რომ მგონი, სამომავლოდ, ჩემს ინტერესს პროფესიულ ასპექტშიც განვიხილავ... ვნახოთ.
- თუ შეგიძლია, ისეთი ნაწარმოებები დამისახელე, რომლებმაც შენს მსოფლმხედველობაზე განსაკუთრებულად იმოქმედა.
- ასეთი რამდენიმეა: ვიქტორ ჰიუგოს "საბრალონი", დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები" და თანამედროვე მწერლის - მიშელ უელბეკის "პლატფორმა", რომელიც ახლახან წავიკითხე. "პლატფორმაში" საკმაოდ ბევრ საკითხზეა საუბარი. აქცენტი თანამედროვე საზოგადოების სნეულებებზეა გაკეთებული - ისეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე, როგორებიცაა ტერორიზმი, ტურიზმის განვითარება და იმაზე, რომ გლობალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ სხვადასხვა კულტურულ ჯგუფად იყოფა და კულტურული სხვაობა უდანაშაულო ადამიანს ანადგურებს...
- ამჟამად რას კითხულობ?
- სტენდალის "წითელ და შავს". დიდად მოხიბლული არ ვარ. კარგი წიგნია, მაგრამ ჯერჯერობით, სიუჟეტი ცოტათი დუნედ ვითარდება...
- სტენდალის "წითელი და შავი" ახლა რატომ შეარჩიე?
- დიდი ხანია, პროექტის - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - ფარგლებში გამოცემულ წიგნებს "მივყვები". "წითელი და შავი" ამ პროექტით გამოცემული 24-ე წიგნია და "მივადექი". მინდა, ორმოცდაათივე წიგნი წავიკითხო.
- თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედებას აქტიურად ეცნობი?
- ქართველი ავტორების შემოქმედებიდან გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" ძალიან მიყვარს. ბესიკ ხარანაულის და თეა თოფურიას ლექსები მომწონს. სხვათა შორის, დედაჩემიც - ნატალია ზარნაძე მწერალია. ფანტასტიკური ჟანრის ლექსების კრებულში - "კარს მიღმა" მისი რამდენიმე ლექსია შესული. 2015 წელს, "წეროს" კონკურსანტების 10 საუკეთესო მოთხრობას შორის, ნატალია ზარნაძის მოთხრობაც შეარჩიეს. დედას გარკვეული შეთავაზებები საზღვარგარეთიდანაც ჰქონდა...
- მისი ნაწარმოებების შესახებ რას გვეტყვი?
- მისი ნაწარმოებები ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და ბედნიერებაზეა შექმნილი - საკუთარ ბედნიერებას თავად ადამიანი როგორ აღიქვამს, შემდეგ კი - სოციუმი და სამყარო... ძალიან საინტერესოა. ყველას ვურჩევ, წაიკითხოს.
- წიგნის წერის სურვილი თავად თუ გაგჩენია?
- წინათ ვწერდი. ბავშვობაში ჩემ მიერ დაწერილი პირველი ლექსი ეს იყო: "აი, აი, ტრამვაი" (იცინის). მაშინ 1 წლის ვიყავი, ძლივს ვლაპარაკობდი...
- მერე შენი პოეტური ნიჭი როგორ განვითარდა?
- ნოველებსაც ვწერდი, მაგრამ ჩემთვის ვიტოვებდი. ლიტერატურას რაც შეეხება, კითხვა უფრო მიზიდავს, ვიდრე წერა, ემოციებს კი მუსიკით გამოვხატავ: კლავიშზე, გიტარაზე ვუკრავ... ჩემი სიმღერების ტექსტს, მელოდიას, ყველაფერს თავად ვქმნი.
- შენთვის სამაგალითო რომელი ლიტერატურული პერსონაჟია?
- "ძმები კარამაზოვებიდან" ბერი ზოსიმე ძალიან "სუფთა" ადამიანი იყო. ადამიანს ზუსტად იმას ეუბნებოდა, რაც იმ კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო იყო, რომ ეთქვა...
- ასაკისთვის შეუსაბამო ნაწარმოები თუ წაგიკითხავს?
- არა. მაგალითად, დოსტოევსკის ნაწარმოების წაკითხვა ადრეულ ასაკში მინდოდა, მაგრამ დედამ მითხრა, - ჯერ ცოტა ადრეა, ვერ გაიგებ, მოდი, სხვა რაღაცები წაიკითხეო... გვერდით კარგი მრჩეველი მყავს (იღიმის). ვიდრე რომელიმე წიგნს წავიკითხავდი, ჯერ დედას ვეკითხებოდი რჩევას...
GzaPress
- მოდურობის გამო, რომელიმე ნაწარმოები წაგიკითხავს?
- ასეთი ორჰან ფამუქის "თოვლი" იყო, რომელსაც მთელი თბილისი მიაწყდა (იცინის). პაულო კოელიოს შემოქმედებაც ამიტომ წავიკითხე... პრინციპში, რატომაც არა?! სელფების გადაღებასა და მაკიაჟის კეთებაში შეჯიბრებას სჯობს, ერთმანეთს წიგნების კითხვაში შევეჯიბროთ.
- წიგნი რთული სიტუაციის დაძლევაში დაგხმარებია?
- რა თქმა უნდა. მგონია, ადამიანი მაინც საკუთარი გამოცდილებით "იზრდება", მაგრამ არის დეტალები, როცა წიგნში წაკითხულს იყენებ - არ ჩქარობ, სიტუაციას აკვირდები... ამ მხრივ, ფსიქოლოგიურ და ეზოტერიკულ ლიტერატურას გამოვყოფ. საუბარში ვადიმ ზელანდის "რეალობის ტრანსერფინგი" ვახსენე, რომელმაც მაიძულა, ბევრი რამისთვის სხვა თვალით შემეხედა...
- მშობლიურის გარდა, წიგნებს რომელ ენაზე კითხულობ?
- ინგლისურად. რუსული ცოტათი მიჭირს. "ჰარი პოტერი" პირველი წიგნია, რომლითაც ინგლისურ ენაზე ლიტერატურის კითხვას ვიწყებთ: თან - გავარჯიშებაა, თან - საინტერესო ნაწარმოებია. ყველასთვის საყვარელი წიგნების სერიაა, რომლებიც ფილმადაც გვინახავს. ბავშვობაში ჯერ ეკრანიზაცია ვნახე. ჩემზე ისეთი ძლიერი ზეგავლენა მოახდინა, რომ შემდეგ წიგნიც წავიკითხე... არის შემთხვევები, როცა ან ლიტერატურული ნაწარმოებია უკეთესი, ან - მისი ეკრანიზაცია. "ჰარი პოტერის" შემთხვევაში, ორივე კარგია. მაგალითად, "ანა კარენინას" რაც შეეხება, წიგნი უფრო ღრმა და დეტალურია. მისი ეკრანიზაციის ნახვისას შეგრძნებებში თითქოს ისე "ღრმად ვერ შედიხარ", როგორც წიგნის კითხვისას...
- "გზის" მკითხველებს რომელი წიგნების წაკითხვას ურჩევ?
- დოსტოევსკის "ძმებ კარამაზოვებს" და მიშელ უელბეკის "პლატფორმას". ნიცშე ძალიან მიყვარს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ კარგია, როცა მხატვრული ლიტერატურის გარდა, ადამიანი სხვადასხვა სახის ლიტერატურას, სხვადასხვა ჟანრს ეცნობი...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"იქ ისეთი ხალხი ცხოვრობს, ყველა ადგილი ზეპირად იციან"
მსახიობი, რომელიც ემოციებს აგროვებს
ვინ უპროტესტებს სოფო ბედიას მეუღლესთან ჩახუტებას
"ყველაფერი ისე ტრიალდება, შურისძიებას ჩემს სახელს არ ვაწერ"
რას ფიქრობენ პლასტიკურ ქირურგიაზე ყველაზე მოხდენილი, ლამაზი ქალები?
"სულ ვცდილობ, საბოდიშო საქმე არ გავაკეთო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი