"სასაცილო გოგოს" პირველი სიყვარული და ყველაზე დიდი მოტივაცია
font-large font-small
"სასაცილო გოგოს" პირველი სიყვარული და ყველაზე დიდი მოტივაცია
"ჩვენი შეხვედრა ისეთი ემოციური იყო, აეროპორტში ყველა ტიროდა"

"ხშირად მსაყვედურობენ, ზედმეტად ალალი და მიმნდობი ხარო", - ამბობს მსახიობი ციაკო ფიფია. ვინ ენატრება ყველაზე მეტად, რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, როგორ გამოდის დაძაბული მდგომარეობიდან, რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში და როგორი ადამიანები აკვირვებენ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


- დაბადების თარიღი...
- ...1992 წლის 26 ივნისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. ფილმები ძალიან მიყვარდა და სულ მქონდა სურვილი, მეც ერთ-ერთი პერსონაჟი ვყოფილიყავი. ყველაზე მეტად წითელქუდობა მინდოდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ალალი და კეთილიაო. ამ ბოლოს დროს, იმ ადამიანებისგან, ვინც კარგად არ მიცნობს, ხშირად მესმის სიტყვები "სასაცილო გოგო". შესაძლოა, ასე იმიტომ მაფასებენ, რომ იუმორისტული შოუდან მიცნობენ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...იმავე გზას გავივლიდი, საერთოდ არაფერს შევცვლიდი, იმ შეცდომებსაც დავუშვებდი, რომლებიც დამიშვია, რადგან ვფიქრობ, რომ ადამიანი შეცდომებით და მისი შედეგებით ბევრ რამეს სწავლობს.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო სკოლაში, როცა სპექტაკლში "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" ვითამაშე. მაშინ 14 წლის ვიყავი და მთავარ როლში არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...დედაჩემს. ის ყოველთვის ყველანაირ წამოწყებაში მეხმარებოდა და მხარში მედგა. პროფესიით მსახიობი არ ვარ, სოხუმის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ეკოლოგი ვარ. დედა წლების განმავლობაში, საზღვარგარეთ ცხოვრობდა, დღესაც არ არის საქართველოში. ბაბუსთან ვიზრდებოდი და სწორედ მისი სურვილი იყო, ეს პროფესია ამერჩია. დედამ ყოველთვის ზედმიწევნით იცოდა, რა მინდოდა და დღეს რაიმეს თუ მივაღწიე, ეს პირველ რიგში, მისი დამსახურებაა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
GzaPress
- ...მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ნაკლები დრო დავკარგო სისულელეებში. სოციალურ ქსელში რომ შედიხარ და მთელი დღე სქროლავ, უდიდესი სისულელეა, მაგრამ უამისოდ მაინც ვერ ვძლებ.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ერთგულება.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ძალიან აფექტური ვარ, წონასწორობას ადვილად ვკარგავ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემში ხდება და სხვამ შეიძლება ვერც შემამჩნიოს. ემოციისგან ვერ ვიცლები, განცდებს ხმამაღლა ვერ გამოვხატავ და ეს ცუდია.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ადამიანები ზოგჯერ ვიმეორებთ. გამონაკლისი არც მე ვარ, მაგრამ ისეთი დიდი და მტკივნეული შეცდომები არასდროს დამიშვია, დღეს მწარედ რომ მახსენდებოდეს.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ის, რომ ცხოვრებაში უფრო ძლიერი უნდა ვიყო.
- პატიება შემიძლია...
- ...იმ შემთხვევაში, როცა ადამიანის კონკრეტული ქმედება ჩემი თავმოყვარეობის შემლახველი არ არის.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...საკუთარი თავი მზრუნველი დედის ამპლუაში წარმომიდგენია. მე ვიქნები დედა, რომელიც საკუთარი შვილისთვის ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს.
- ვიბნევი...
- ...როცა ქუჩაში მივდივარ და მაშტერდებიან. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს ძალიან ვეცნობი, თან ვერ ხვდებიან, ვერ იხსენებენ, საიდან და ამ დროს ძალიან უხერხული სიტუაცია იქმნება. როცა მცნობენ და სიყვარულს გამოხატავენ, ამ დროსაც რაღაცნაირად ვიბნევი. არადა, მინდა დავდგე და იმ ხალხის გასაგონად ვიყვირო, "მიყვარხართ!" ზოგჯერ ვფიქრობ, განა რა გავაკეთე, რომ ასეთი სიყვარული დავიმსახურე-მეთქი?!.
- ვნანობ...
- ...რომ ცურვა კარგად არ ვიცი. ეს გვიანი არც ახლაა, მაგრამ... წყალში ცოტა ხანს ვატარებ, სულ მზეს ვეფიცხები.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ჯანსაღ გარემოში, სადაც არ იქნება ვირუსი, საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და კომენდანტის საათი.
- საგანგებო მდგომარეობის პირობებში...
- ...ვერ ვიტყვი, რომ დიდად მოვიწყინე. აქამდე შვილთან ბევრ დროს ვერ ვატარებდი, ახლა სულ ერთად ვართ. კულინარიისადმი მისწრაფება და ინტერესი სულ მქონდა, მაგრამ ვერ ვიცლიდი. შინ ყოფნის დროს, ამ მიმართულებითაც მეტად განვვითარდი. სერიალებსაც ჩავუჯექი. წიგნების კითხვა დავიწყე. ვნანობ, რომ აქამდე ბევრი წიგნი არ მაქვს წაკითხული. ეს გარემო ჩემთვის დამთრგუნველი საერთოდ არ არის. პერიოდულად გადაღებებზეც გავდივარ. ჩინური ტორტის მომზადება ვისწავლე, უგემრიელეს "ფან ქეიქებს" ვამზადებ, "მადამ ბოვარი" კარგი გამომდის და კერძებს თავადაც ვიგონებ. ეს ყველაფერი ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს, რაც ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა.
- მეზარება...
- ...დილით ადრე ადგომა.
- სიყვარული - ეს...
- ...არის ყველაფერი ამ ქვეყანაზე. რომ არა სიყვარული, არაფერი იქნებოდა. საქმიდან დაწყებული, პირადი ურთიერთობებით დამთავრებული, სიყვარული უმნიშვნელოვანესი რამ არის.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ოჯახი შევქმენი. მეუღლე ჩემი პირველი სიყვარულია.
- ვრისკავ...
- ...იშვიათად, რადგან ფრთხილი ვარ.
- მაკვირვებს...
- ...ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და რეალურად, არასდროს არაფერი გაუკეთებია, შრომით არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევია.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
GzaPress
- ...ჩემს შვილს.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...არის ატრაქციონები. სიმაღლეზე ასვლის მეშინია, არადა, ამ დროს სიმაღლის შიში არ მაქვს. მე-10 სართულზე ვცხოვრობდი. "ეშმაკის ბორბალი" ნელ-ნელა რომ ადის, არ მსიამოვნებს, ვიძაბები, სულ მეშინია, რაღაც არ გაუფუჭდეს. ალბათ ესეც ჩემი ფრთხილი ბუნებიდან მოდის.
- ვამაყობ...
- ...ოჯახით.
- ბოლოს ვიტირე...
- ...გუშინ, ერთ-ერთ გერმანულ სერიალს ვუყურებდი და ამეტირა. ძალიან სენტიმენტალური ვარ, გული იოლად მიჩუყდება.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ვწითლდები, თან მიხარია, მიყვარს ეს მდგომარეობა. უბრალოდ, უხერხულობისგან აღარ ვიცი, რა ვთქვა, რა გავაკეთო.
- მეშინია...
- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის.
- ვმალავ...
- ...არაფერს. ძალიან ღია და გახსნილი ვარ. არაფერი დამალული არ მაქვს.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...ზედმეტად ალალი და მიმნდობი ხარო. რადგან თავად ერთგული ვარ, მგონია, რომ ყველას ეს თვისება აქვს. მქონდა შემთხვევა, უახლოესმა ადამიანმა გული ძალიან მატკინა.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...ცხვირს. სურვილი მაქვს კეხი მოვიშორო, მაკომპლექსებს, მაგრამ მეუბნებიან, ცხვირის ოპერაციით ინდივიდუალიზმს დაკარგავო, ამიტომ ვიკავებ თავს. იმ სფეროში, სადაც ვსაქმიანობ, ინდივიდუალიზმი აუცილებელია.
- ვუფრთხილდები...
- ...ოჯახს, ახლობლებს.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ცურვა.
- ვიტყუები, როცა...
- ...მჭირდება. (პაუზის შემდეგ) ახლა დავფიქრდი და ეს იშვიათად ხდება. ბავშვობაში მატყუარა ვიყავი, რაღაცებს ვიგონებდი. ერთხელ დედა ამის გამო ისე გამიბრაზდა და ისეთი სიტყვები მითხრა, ჩემს თავმოყვარეობას შეეხო. მას შემდეგ ტყუილის თქმას ყოველთვის მაქსიმალურად ვერიდები.
- თავისუფლება არის...
- ...თქვა ის, რასაც ფიქრობ. შენი აზრი, რაც უნდა განსხვავებული იყოს, ღიად ლაპარაკი მაინც შეგეძლოს. ადამიანი თავისუფალი თუ ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბედნიერი ბრძანდები.
- კარგი ინტუიციით...
- ...ვერ დავიკვეხნი.
- როცა მარტო ვარ...
- ...ინტერნეტში ვარ, რაც სამწუხაროა, ამას ჯობს, წიგნებს ვკითხულობდე.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებდი, ხანდაზმულებზე ვიზრუნებდი, პრობლემებს მოვუგვარებდი და ზუსტად ვიცი, ქუჩაში მცხოვრები ძაღლებისთვის კარგ თავშესაფარს გავხსნიდი.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...ფულზე არ გავიყიდები.
- მენატრება...
- ...დედაჩემი. ამერიკაში რომ წავიდა, 16 წლის ვიყავი. 10 წელი არ მყავდა ნანახი და შარშან ვნახე. ერთი თვის შემდეგ ისევ ამერიკაში დაბრუნდა. დედა რომ ჩამოვიდა, ჩვენი შეხვედრა ისეთი ემოციური იყო, აეროპორტში ყველა ტიროდა.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ვცდილობ "ვიშოპინგო". ფულს რომ ვხარჯავ, ბედნიერი ვხდები, დაძაბულობა მეხსნება.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ერთხელ დედამ მითხრა: ბევრი სიკეთე აკეთე, ადამიანების სიყვარული თუ გინდა დაიმსახუროო.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...თავისუფლებისთვის იბრძოლეთ!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვინ უპროტესტებს სოფო ბედიას მეუღლესთან ჩახუტებას
"ყველაფერი ისე ტრიალდება, შურისძიებას ჩემს სახელს არ ვაწერ"
რას ფიქრობენ პლასტიკურ ქირურგიაზე ყველაზე მოხდენილი, ლამაზი ქალები?
"სულ ვცდილობ, საბოდიშო საქმე არ გავაკეთო"
რატომ მიიჩნევს უშედეგოდ სამედიცინო ნიღბის ტარებას მსახიობი?
იაკო ჭილაიას ბედნიერება, უცნაური შიში და მონატრება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი