"ყველაზე მეტად ჩახუტება მომენატრა"
font-large font-small
"ყველაზე მეტად ჩახუტება მომენატრა"
წულაძეების "საგანგებო მდგომარეობა", აღმოჩენები და კულინარიული ამბები

ბოლო 2 თვის განმავლობაში, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების რეჟიმი შეიცვალა. მოხდა ფასეულობების გადაფასება, იმ საკითხებზე დაფიქრება, რაზეც ადრე ყურადღებას ნაკლებად ვამახვილებდით. მსახიობი მანანა კოზაკოვა გვიამბობს, პანდემიის რეჟიმის პირობებში რა ხდებოდა და ხდება ოქროყანაში, ორი ხელოვანის ოჯახში...



- ჩვენ ყველამ ერთად ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. პანდემიამ სამყაროში ბევრი რამ შეცვალა, თითქოს დედამიწა გაჩერდა და ადამიანებს მოგვეცა საშუალება, დავფიქრებულიყავით, ყველაფერი გადაგვეფასებინა. ცელქი ბავშვი რომ დარბის, უეცრად დაიჭერ, შეაჯანჯღარებ, რათა გაჩერდეს, ამ უხილავმა ვირუსმა ასე შეგვაჯანჯღარა. ამ დღეებმა ბევრ რამეზე სხვაგვარად შემახედა, დამაფიქრა.
ჩვენ ოქროყანაში ვცხოვრობთ. ჩემთვის, ლევანისა და საერთოდ ყველა მსახიობისთვის, გაზაფხული პროფესიულად ყველაზე აქტიური პერიოდია, ამ დროს გვაქვს პრემიერები, გასტროლები, ყოველდღიური სპექტაკლები... რიტმი რომ გაქვს აკრეფილი და ყოველ საღამოს უნდა დაიხარჯო, ამ დროს გაჩერება მეტად მტკივნეულია. ცხოვრება დაპაუზდა. ბევრისგან მსმენია, რა კარგია, მარტო რომ დავრჩითო. ვერ ვიტყვი, რომ ამ დღეებმა ბედნიერება მომანიჭა. ყველაფერს თავის დოზა აქვს, მით უმეტეს, როცა შრომას ხარ მიჩვეული. მე და ლევანის ურთიერთობაში, საზღვარგარეთ ყოფნისას, ასეთი 2-თვიანი მარტო ყოფნები ყოფილა, უფრო დიდ იზოლაციაშიც ვყოფილვართ, სტუმრებისა და ახლობლების გარეშე. ამ მხრივ ჩვენთვის სიახლე არ იყო, მაგრამ არსებული ფონი დაძაბულ სიტუაციას, უფრო მუქ ფერებს სძენდა.
- თინათინი მოსვლას ახერხებდა?
- რამდენჯერმე მოვიდა და გაგვახარა. ახლა მის შემოქმედებით ცხოვრებაშიც პაუზაა, არადა, სულ დაკავებული იყო. პანდემიის პერიოდს ლევანისა და თინათინის დაბადების დღეები დაემთხვა, ერთმანეთზე მიჯრითაა - 18 მარტს და 2 აპრილს. სხვა რა გზა გვქონდა, ოჯახურად აღვნიშნეთ. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, აუცილებელი შემთხვევის გარდა, გარეთ არ გავდიოდით. პროდუქტზე მხოლოდ მე დავდიოდი, ასე ავირჩიეთ.
GzaPress
- ამ დღეებმა თქვენზე რა კვალი დატოვა, რა გადაფასებები გააკეთეთ? იყო რაიმე ისეთი, რაზეც აქამდე ყურადღებას არ ამახვილებდით და ამ დღეებმა სხვაგვარად დაგაფიქრათ?
- ასეთი უამრავი რამ იყო. თითოეული ჩვენგანი ბევრ ენერგიას ფუჭად ვხარჯავთ და ამ დროს გვგონია, რომ ძალიან საქმიანები ვართ. ხშირად ჩვენი ქმედებები რუტინულია. ვაბინძურებთ გარემოს, ბევრ რამეს ვაფუჭებთ. მანქანები რომ არ დადიოდნენ, ჰაერი 2 კვირაში გაიწმინდა. ხომ შეიძლება, დედამიწის ენერგია დავზოგოთ, გარემოს მეტად გავუფრთხილდეთ. ცხოვრება მართლა წუთისოფელია. მახსოვს, უფროსი თაობა რეპერესიების პერიოდს, სტალინის რეჟიმს როგორ იხსენებდა. ვთვლი, რომ ახლა ყველაზე რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. XXI საუკუნეა, პროგრესი, წინსვლები, დიდი მიღწევები მედიცინაში და უეცრად გამოჩნდა რაღაც უხილავი, რამაც დედამიწა დააპაუზა. ლევანი ამბობს ხოლმე, მიუხედავად ყველაფრისა, კაცობრიობა ამ მდგომარეობიდან დასკვნას მაინც ვერ გამოიტანს, ამ მოვლენასაც ისე დაივიწყებს, როგორც ბევრ სხვა დანარჩენ რამეს და ცხოვრებას ძველებურად გააგრძელებსო. მე კი მგონია, რომ ეს დღეები ბევრი ადამიანის ცხოვრებაში და აზროვნებაში გარდატეხას მოახდენს. ჩემში ნამდვილად მოახდინა.
ადრე სულ ვფიქრობდი, ცხოვრება თეატრის გარეშე როგორი იქნებოდა და ეს მდგომარეობა ვერ წარმომედგინა. სამწუხაროდ, ახლა ჩემი პროფესია ვიღაცებისთვის უმნიშვნელო გახდა. თურმე, უთეატრობა შესაძლებელი ყოფილა. არადა, მსახიობებს არ გვქონდა ავადმყოფობის უფლება, სცენაზე 40 გრადუსი სიცხითაც კი უნდა გავსულიყავით და გვეთამაშა.
- იმედია, სცენას მალე დაუბრუნდებით. საინტერესოა, ამ მდგომარეობის დადებითი მხარე რა არის?
- როცა ვიღაც გარდაგვეცვლება და ჩვენს თავს დიდი უბედურება ხდება, მაშინ ხომ ყველა იმაზე ვფიქრობთ, რა არის ცხოვრება. გარშემო დიდი დოზითაა აგრესია. როგორ შეგვიძლია, უმნიშვნელო დეტალის გამო, ერთმანეთს მარტივად ვაწყენინოთ? აი, ამ ყველაფერზე ახლაც დავფიქრდი. სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოვირჩევი, იქ არავის ვეკამათები, რადგან ვთვლი, რომ ყველა ადამიანს თავისი შეხედულება და თავისი "პეიზაჟი" აქვს. პოლემიკაში შესვლა არ მიყვარს. ახლა კი უეცრად მივხვდი, მთელი მსოფლიო ერთი დიდი ჯაჭვია, ადამიანები ამ ჯაჭვის რგოლები ვართ, ერთი პიროვნების არასწორი ქმედება, ახლოს მყოფი უამრავი ადამიანის დაინფიცირებას იწვევს. თურმე მნიშვნელოვან საკითხებზე, საკუთარი აზრის გამოთქმა და კამათი საჭირო ყოფილა. მე კი მოქალაქეობრივ პოზიციას სხვებს ნაკლებად ვუზიარებდი, ყოველთვის მერიდებოდა, არადა, აქტიური მოქალაქე უნდა იყო. ხომ შეიძლებოდა, ერთი ადამიანი მაინც სხვაგვარად დამეფიქრებინა.
- ამ ხნის განმავლობაში, პროფესიის გარდა, ყველაზე მეტად რა მოგენატრათ?
- ჩახუტება. ადრე ვამბობდი, ადამიანები ერთმანეთს ნახვისას ყოველდღე რომ კოცნიან, ეს რა საჭიროა-მეთქი? თურმე ხელის ჩაკიდება, შეხება მნიშვნელოვანი ყოფილა. როცა ამის საშუალება გვქონდა, ვერ ვხვდებოდი.
- მეგობრების მონატრებას როგორ უმკლავდებით?
- ონლაინ სულ ერთად ვიყავით, ვბჭობდით, ვლაპარაკობდით, ახლაც ასე ვართ. კიდევ კარგი, ინტერნეტი არსებობს, თორემ ეს დღეები მეტად გაუსაძლისი იქნებოდა.
- თქვენი ოჯახი კულინარიული ამბებით გამორჩეულია, ბევრი კულინარიული ექსპერიმენტი ჩაატარეთ?
- კი, კულინარია საინტერესო რამ არის. აღდგომას ახალი რეცეპტით ხაჭოს პასქა გამოვაცხვე და ძალიან მოგვეწონა. ლევანს ტკბილეული დიდად არ უყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს ჟელე, ბლომანჟე და მსგავსი რაღაცები ამოვიჩემეთ. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ხინკალიც გააკეთა.

- რატომ აღარ აკეთებდა?
- ამბობდა, ვინც ამზადებს, ის დაჩაგრულიაო. მე სამზარეულოში უნდა ვიტრიალო და სტუმრები შემდეგ და შემდეგ პარტიას დროულად ითხოვენო (იცინის). ერთხელ მოსკოვში ვიყავით. ლევანმა უგემრიელესი ხინკალი მოამზადა. ჩემმა და-ძმამ დანა ჩანგლით ჭამა და ამაზე ლევანი ლამის გაგიჟდა. მითხრა, ახლა მაგათ აუხსენი, რომ ეგრე არ უნდა მოიქცნენ. ამ ხინკალს თან გადავყევი და რაც მთავარია, ეგენი იმას ვერ იგებენო. საშინლად გაბრაზდა. ეს ამბავი წლების წინ მოხდა, მას შემდეგ ხინკალი ახლა პირველად გააკეთა.
ძალიან ვეცადე, წონაში არ მომემატებინა. ერთმა ფსიქოლოგმა თქვა, ამ რელობაში ადამიანებს მიზნები ნაკლებად აქვთ. საჭიროა თითოეულმა თქვენგანმა პატარ-პატარა მიზნები დაისახოთო. ჩემი მიზანი იყო, წონაში არ მომემატა. ცხადია, კორონაზე მაინც მეფიქრებოდა, ეს მთავარი თემა იყო. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, კორონასთან ბრძოლაში რაიმე ფორმით წვლილი მეც შემეტანა, გადამზადების კურსები გამევლო და ექიმებს, როგორც სანიტარი, დავხმარებოდი. გარედან ყურებამ ძალიან დამღალა. საერთოდ, სიკვდილზე საშინელება მისი მოლოდინია. ჰიჩკოკის შემოქმედება ხომ სულ ეს თემაა. გაურკვევლობა ყველაზე ცუდი რამ არის. ახლაც არ ვიცით, რა იქნება, როგორ იქნება, ეკონომიკა გაუძლებს? ჩვენ ხომ მდიდარი ქვეყანა არ ვართ.
- ამ პერიოდში, რაიმემ სასიამოვნოდ თუ გაგაოცათ?
- ახალგაზრდების აქტიურობა მომეწონა. მათი სახელები და გვარები არ ვიცი, მაგრამ დავინახე, ვიღაცა ქუჩაში დადიოდა და სპეციალური სითხით ბანკომატებს წმენდდა, ვიღაცას შეჭირვებულებთან სადილები მიჰქონდა, ვიღაცა ქუჩის ძაღლების გამოკვებაზე ზრუნავდა და ეს ყველაფერი ერთად ამაღელვებელი იყო. სულ ვეძებდი ასეთ ადამიანებს, რომ მათთვის მადლობა მაინც გადამეხადა.
ჩემს თაობაში ასეთი ახალგაზრდები ნაკლებად იყვნენ, ახლა მეტად წინ წასულები არიან. ჩვენ სულ გვერიდებოდა მსგავსი აქტივობების, არ გვინდოდა კომკავშირულობაში ჩაგვთვლოდა. ჩვენ თითქოს ისე გვზრდიდნენ, რომ ეს ჩვენი საქმე არ იყო. პირველად ოპენ აირ-ზე რომ ვიყავი, ახალგაზრდებმა საფერფლეები დაგვირიგეს, რათა ნამწვით ბუნება არ დაგვებინძურებინა. მაშინ მივხვდი, რამდენად კარგი თაობა მოდიოდა.
ამ დღეებში აღმოჩნდა, რომ კანონმორჩილებიც ვართ, დისტანციასაც ვიცავდით, მითითებებსაც ვასრულებდით. ვიღაც დამრღვევი, ყოველთვის ყველგან არის.
რაც ყველაზე ამაღელვებელია, ჩვენ ერთმანეთზე ზრუნვა გამორჩეულად შეგვიძლია, ეს ძალიან თვალში საცემი იყო.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვინ უპროტესტებს სოფო ბედიას მეუღლესთან ჩახუტებას
"ყველაფერი ისე ტრიალდება, შურისძიებას ჩემს სახელს არ ვაწერ"
რას ფიქრობენ პლასტიკურ ქირურგიაზე ყველაზე მოხდენილი, ლამაზი ქალები?
"სულ ვცდილობ, საბოდიშო საქმე არ გავაკეთო"
რატომ მიიჩნევს უშედეგოდ სამედიცინო ნიღბის ტარებას მსახიობი?
იაკო ჭილაიას ბედნიერება, უცნაური შიში და მონატრება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი