როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა? მეთოდი, რომელსაც ნანუკა გულუას დედა იყენებდა
font-large font-small
როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა? მეთოდი, რომელსაც ნანუკა გულუას დედა იყენებდა
"დათა თუთაშხია" ჩემი სამაგიდო წიგნია, შეუცვლელია

ნანუკა გულუა ამბობს, რომ ძალიან კარგი მეხსიერება აქვს - ყველა წიგნის შინაარსი ახსოვს, რომელიც წაუკითხავს, რადგან წიგნებში წაკითხული ძლიერი შთაბეჭდილებებით ავსებს...


- ახლა ჩემს ცხოვრებაში წიგნი ფუფუნების საგანია. ის ჩემთვის დასვენებასა და უკვე კორონასთან ასოცირდება (იცინის).
- კარანტინის პერიოდი, წიგნების კითხვისთვის გამოიყენე?
- როცა ადამიანს კითხვა გიყვარს, წიგნში წაკითხულიდან მიღებულ ემოციას ვერაფერი გიცვლის. კითხვა გენატრება, მაგრამ ამისთვის ვერ იცლი... დაგროვებული მქონდა ნაწარმოებები, რომელთა გაცნობაც მსურდა. კარანტინის პერიოდი, ამისთვის გადასარევად გამოვიყენე!
- რომელ ნაწარმოებებს გაეცანი?
- ელიფ შაფაქის "ევას სამი ქალიშვილი" ძალიან მაინტერესებდა, რადგან ხშირად განიხილავდნენ და წავიკითხე. "მზესუმზირა წიგნია": გონების ძლიერ დაძაბვას არ ითხოვს, მსუბუქი წასაკითხია... ასევე, თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა" ძალიან საინტერესოა: ლამის ჭკუიდან ვიყავი გადასული, რადგან ყველას წაკითხული ჰქონდა, მე კი ვერ ვახერხებდი. კარანტინის პერიოდში ამოვისუნთქე - ძალიან კმაყოფილი ვარ. მთელი კვირა, როცა ვკითხულობდი, მართლა პერსონაჟების ცხოვრებით ვიცხოვრე. მინდა, ავტორი შევაქო - გადასარევად წერს!..
- ანუ ამ წიგნების წაკითხვა მათი პოპულარობის გამო გადაწყვიტე?
- ჰო, ეს 2 წიგნი მაინტერესებდა. ასევე, Gამე ოფ თჰრონეს ვნახე. "ჩემი ცოლის დაქალებში", სცენარშიც რამდენჯერმე მეწერა, ჩემი პერსონაჟი ტონის რომ ეუბნება, - სენსეი ლანისტერი ხომ არ გგონივარო? არადა, გონზე არ ვიყავი, რაზე იყო ლაპარაკი... მოკლედ, კმაყოფილი ვარ, რომ ეს პერიოდი ასე ნაყოფიერად გამოვიყენე - გავგიჟდი, სერიალი ისე მომეწონა! ისე, ცოტა ვერ გავიგე, სენსეი ლანისტერს რატომ მიმამსგავსეს, კი დამწყდა გული...
GzaPress
- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები გიზიდავს?
- ფილმების მოყვარული არ ვარ. იშვიათად ხდება, რომ ფილმს ვუყურო - არ შემიძლია... ისევ და ისევ მგონია, რომ ამისთვის დრო არ მაქვს. ერთადერთი, კინოთეატრში სიამოვნებისთვის თუ ვუყურებ, ბატიბუტის და გაზიანი სასმლის თანხლებით... რომ დავჯდე, წაკითხულის მერე ეკრანიზაციები ვნახო და გული წამივიდეს, ასე არასოდეს ხდება...
- მსახიობიც ხარ - "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობ. ლიტერატურული პერსონაჟის განსახიერების სურვილი თუ გაგჩენია?
- ძალიან მიხარია, რომ მსახიობად მომიხსენიებ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია იცი: პროფესიით მსახიობი არ ვარ. არასოდეს მქონია ამბიცია, რომ რომელიმე პერსონაჟის როლი კინოში თუ თეატრში შემესრულებინა. ამას დიდი თეატრალური განათლება, ცოდნა სჭირდება, რომელიც სამწუხაროდ, არ მაქვს. ამიტომ ამაზე ოცნება ნამდვილად არ შემიძლია... კასტინგებში არ ვმონაწილეობ. ბევრი შემოთავაზება მიმიღია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მსახიობის საქმეა. როლის შესრულებას კიდევ სხვა უნარები სჭირდება, რომლის დაუფლების შანსიც ხელიდან გავუშვი, სამწუხაროდ.
- ის მაინც გვითხარი, შენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი ვინ არის?
- მაინც ის გაინტერესებს, ვის განვასახიერებდი (იცინის), არა? კარგი, ანა კარენინა "ვიქნებოდი". ჩემს უახლოეს მეგობარს - ნატა ბერეჟიანს სპექტაკლებში რომ ვუყურებ, მის მიერ შესრულებულ როლებს რომ ვაკვირდები და საერთოდ, მის დამოკიდებულებას ვხედავ, თუ როგორ უნდა შედგეს როლი, მართლა მშურს, რომ ეს ყველაფერი არ მისწავლია - არ მქონდა ფუფუნება, თეატრალურ ფაკულტეტზე მესწავლა, როლები განმესახიერებინა და დავუფლებოდი ტექნიკას, თუ როგორ "კეთდება" როლი. ეს რომ ვერ შევძელი, დანაკარგად მივიჩნევ, მაგრამ არა უშავს...
- გახსოვს, დამოუკიდებლად პირველად რომელი წიგნი წაიკითხე?
- მგონია, რომ ჩემი თაობის ყველა ბავშვმა წიგნების დამოუკიდებლად კითხვა "ტომ სოიერის თავგადასავლით" დაიწყო. ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ - ჩემი პირველი წიგნიც "ტომ სოიერის თავგადასავალი" იყო... კარგად მახსოვს, წიგნების კითხვა როგორ შემიყვარდა (შეიძლება, ეს მშობლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყოს): დედაჩემმა მითხრა, - შეგიძლია, რომ აირჩიო: ან ახლა 3 საათი ითამაშო, მერე კი 3 საათი წიგნი წაიკითხო, ან - ჯერ 1 საათი წაიკითხო, 3 საათი კი ითამაშოო. სხვა არჩევანი არ მქონდა. 3 საათი თამაში და 3 საათი კითხვა არ მხიბლავდა. ამიტომ 1 საათს წიგნის კითხვაში ვატარებდი, შემდეგ კი ვთამაშობდი... წიგნების კითხვა ასე ნაძალადევად დავიწყე... შემდეგ ადამიანი ამ პროცესს ისე ეჩვევი, შინაარსში "შედიხარ" და კითხვა გიყვარდება, რომ წიგნის კითხვის ხანგრძლივობას ზრდი, თავად ინტერესდები... ეს მეთოდი - 1 საათი კითხვა და 3 საათი თამაში - კარგად ჭრის და ნელ-ნელა წიგნი გიყვარდება. ჩემს შემთხვევაში, ასე მოხდა. თან, დაუმორჩილებელი, ცელქი ბავშვი ვიყავი (იღიმის)... ჩემ მიერ წაკითხულ პირველ წიგნთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები დიდად არ მახსოვს - ადრეულ ბავშვობაში იყო, მაგრამ მახსოვს, როცა სკოლიდან საზაფხულო არდადეგები გვეწყებოდა, ლიტერატურის მასწავლებელი რამდენიმე წიგნის წაკითხვას გვავალებდა, რომელსაც ჩვენი ასაკისთვის შესაფერისად მიიჩნევდა. არდადეგებიდან სკოლაში დაბრუნებული კლასელები წაკითხულის შესახებ ჰყვებოდნენ, მსჯელობდნენ... აუცილებლად გარიყული და "მცირე" იყავი, თუკი ამ დიალოგსა და დისკუსიაში არ ჩაერთვებოდი... მერე უკვე ერთმანეთს ვეკითხებოდით, ვინ რა წაიკითხა, ვის რა მოეწონა და ა.შ. თუკი რომელიმე ნაწარმოებში ცოტათი ინტიმი იყო, ამაზე ჩუმად ვსაუბრობდით... დღეს წასაკითხ წიგნებს მეგობრები მირჩევენ ან რომელიმე ნაწარმოები პოპულარული ხდება და ახალი მწერლის შემოქმედება მაინტერესებს... ვგიჟდები ძველ ავტორებზეც და ახლებზეც - ქართველები გენიალურად წერენ!.. ყველაფერი მაინტერესებს და მინდა, საქმის კურსში ვიყო, მაგრამ როგორც აღვნიშნე, წიგნის კითხვა დასვენების და ფუფუნების საგნად იქცა...
- ასაკისთვის შეუსაბამო ლიტერატურული ნაწარმოები წაგიკითხავს?
- ასეთი რაღაცებიც ყოფილა, ჩემო კარგო (იცინის)... პატარა ვიყავი, როცა "თამაში ჭვავის ყანაში" წავიკითხე. შინაარსობრივად კარგად ვერ ვიგებდი, მაგრამ იმ ინტიმურ დეტალების გამო გაბრუებულები ვიყავით. მახსოვს, ეს პირველი წიგნი იყო, რომლის შესახებაც გვითხრეს, - ჯერ არ წაიკითხოთ, თქვენთვის არ შეიძლებაო. რაც არ შეიძლებოდა, ის ხომ აუცილებლად შესაძლებელი უნდა გაგვეხადა (იღიმის)? "თამაში ჭვავის ყანაში" ჩვენთვის "ჩუმად" წასაკითხი წიგნი იყო...
- მოზარდობისას შენზე ყველაზე ძლიერი ზეგავლენა რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა?
- ნაწარმოებს რომ ვკითხულობდი, პერსონაჟები აუცილებლად მიყვარდებოდა. ფაქტობრივად, ისეთი წიგნი არ მახსენდება, რომელსაც ვკითხულობდი და მასში აღწერილს არ განვიცდიდი, ვგრძნობდი... მახსოვს, "უცნობი ქალის წერილი" რომ წავიკითხე, დიდხანს ძლიერი ზეგავლენის ქვეშ ვიყავი... აუცილებლად წასაკითხ წიგნებს შორის სტენდალის "წითელი და შავი" იყო: ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა წაიკითხა, რის გამოც შეაქეს. გაჯიბრებასავით იყო, რომ ჩვენც აუცილებლად უნდა წაგვეკითხა. ამ წიგნისგან მიღებული შთაბეჭდილებებიდან დიდხანს ვერ გამოვდიოდი...
- რომელიმე წიგნის წაკითხვა გინანია?
- სხვათა შორის, იყო წიგნები, რომელთა კითხვაც დამიწყია, მაგრამ ვეღარ გამიგრძელებია, რადგან გული ცუდად გამიხდა... ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, "მძიმედ" წასაკითხი წიგნები ჩემთვის არც ერთ ასაკში მომხიბვლელი არ ყოფილა. წიგნის კითხვისგან სიამოვნება უნდა მივიღო. თუ გონება მეძაბება, შინაარსის მიყოლა მიჭირს, ასეთ შემთხვევაში, არ ვკითხულობ. წიგნს რომ კითხულობ, ვერ უნდა დადო - სულ უნდა გაინტერესებდეს. ის შინაარსი, სადამდეც კითხვა შეწყვიტე, ქვეცნობიერად, მთელი დღე უნდა მიგყვებოდეს და ერთი სული გქონდეს, კითხვა განაგრძო... ყველაფერში ასეთი აზარტული ვარ. თუ წიგნი მთელი დღე არ მახსოვს და "არ მეძახის", რომ წავიკითხო, მისი კითხვა არ დამისრულებია... ვეთანხმები მოსაზრებას, რომ წიგნის კითხვას აზრი მაშინ აქვს, თუ რაღაცას ცოტათი სხვა თვალით შეგახედებს, მსოფლმხედველობას შეგაცვლევინებს... ნებისმიერი წიგნი, რომელსაც ვკითხულობ, თითო ნაბიჯით მაკეთილშობილებს.
- სამაგიდო წიგნი გაქვს?
- თუ ძალიან სუბიექტური არ ვიქნები, გეტყვი, რომ ჩვენი "დათა თუთაშხია" ჩემი სამაგიდო წიგნია, შეუცვლელია! მისი შინაარსი თუ ნებისმიერი ეპიზოდი გენიალურია! ხშირად გადამიკითხავს, რომ გარკვეული ეპიზოდები მეხსიერებაში უფრო დეტალურად აღმედგინა, ესეების საწერად გამომიყენებია...
- შინ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვს?
- ზუგდიდში, ჩემს სახლში 14-15 ოთახია. თითოეული ოთახის კედელზე წიგნებს დიდი სტენდი აქვს დათმობილი, რადგან ჩემი მშობლები წიგნების კითხვაზე გიჟდებოდნენ! ახლა ჩვენს ბიბლიოთეკას მე და ჩემი და თანამედროვე, ლამაზ-ლამაზ და ფერად-ფერად წიგნებს ვამატებთ...
- აღნიშნე, რომ თანამედროვე ავტორების შემოქმედება გაინტერესებს. განსაკუთრებულად რომელ ავტორს, ნაწარმოებს გამოარჩევ?
- ბუღაძე, ტურაშვილი, ბაბლუანი... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. სალომე ბენიძე არაჩვეულებრივი გოგოა - გენიალურად წერს!.. აი, ახლა ჩემი მეგობარი მეუბნება - ანა კორძაია-სამადაშვილის "ზინკა ადამიანი" "შოკი" წიგნიაო! მეც მაინტერესებს, ასეთი "შოკი" რა არის. წავიკითხოთ და განვიხილოთ...
- მოიცლი კითხვისთვის? კარანტინი დასრულდა, ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება...
- უკვე ვხვდები, რომ სამწუხაროდ, ვერ მოვიცლი. ყველა იმ ახალგაზრდის მშურს, რომელსაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ბევრი წიგნის წაკითხვა შეუძლია. ეს დრო, ეს შანსი არაფრით არ უნდა დაკარგონ! ვნანობ, ყველა წუთს, ყველა წამს, როდესაც წიგნის კითხვას არ ვუძღვნიდი თავს. როცა უკვე ხვდები, რომ წიგნის კითხვა თუნდაც, შინაგანი სამყაროსთვის გჭირდება, ისე ხდება, რომ ამისთვის უკვე დრო აღარ გრჩება... ამიტომ დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, რადგან წიგნს ვერაფერი ცვლის - ამხელა სიამოვნებას, ცოდნას, თავდაჯერებას, საუბრის მანერის დახვეწას სხვა ვერაფრიდან იღებ... თუმცა, "ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნს - "ზინკა ადამიანი" მაინც წავიკითხავ - უკვე გადაშლილ-გამზადებული მაქვს (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვინ უპროტესტებს სოფო ბედიას მეუღლესთან ჩახუტებას
"ყველაფერი ისე ტრიალდება, შურისძიებას ჩემს სახელს არ ვაწერ"
რას ფიქრობენ პლასტიკურ ქირურგიაზე ყველაზე მოხდენილი, ლამაზი ქალები?
"სულ ვცდილობ, საბოდიშო საქმე არ გავაკეთო"
რატომ მიიჩნევს უშედეგოდ სამედიცინო ნიღბის ტარებას მსახიობი?
იაკო ჭილაიას ბედნიერება, უცნაური შიში და მონატრება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი