"სამსახურში კონფლიქტი მქონდა, რასაც ჩემი ცრემლები მოჰყვა"
font-large font-small
"სამსახურში კონფლიქტი მქონდა, რასაც ჩემი ცრემლები მოჰყვა"
რის გამო იღებს საყვედურს მეუღლისგან ნანიკო ხაზარაძე

სახელი, გვარი: ნანიკო ხაზარაძე.
ასაკი: 47 წლის.
განათლება: აქვს 3 დიპლომი - მსახიობის, მხატვრისა და ლინგვისტის.
ამჟამინდელი საქმიანობა: ტელე-რადიოწამყვანობა.
განტვირთვის საუკეთესო საშუალება: ჩუმად ჯდომა.
ცხოვრების დევიზი: "ყველაფერი არის კარგად".


- რომელი მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობთ?
- სიგარეტის მოწევას თავი დავანებე. ახლა ჭარბ წონას ვებრძვი: შეიძლება, არ მეტყობა (ალბათ ძალიან გამხდარი ვიყავი), მაგრამ 8 კილოგრამი მოვიმატე... ჭამა ძალიან მიყვარს.
- რომელი საკვები პროდუქტია თქვენს მაცივარში ყოველთვის?
- კვერცხი.
- ფიქრობთ, რომ თქვენი შვილისთვის სამაგალითო დედა ხართ?
- არა მგონია, რომ სამაგალითო ვარ, თუმცა მგონი, ცუდი დედაც არ ვარ.
- თქვენ და თქვენს შვილს რა 3 საერთო თვისება გახასიათებთ?
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა და გულწრფელობა.
- თქვენს საყვარელ ფილმში რომელ მსახიობს ჩაანაცვლებდით?
- დროსთან ერთად, ჩემი საყვარელი ფილმები სულ იცვლება. საერთოდ, ერთი ამოჩემებული ცხოვრებაში არაფერი მაქვს... არავის ჩავანაცვლებდი - ფილმის ყურება და ამით ტკბობა მიყვარს. არასოდეს ვფიქრობ, რომ ვინმეს ნაცვლად, იქ მე ვიყო...
- საკვებთან დაკავშირებული რომელი ფარული საფრთხის შესახებ შეიტყვეთ გადაცემაზე - "საიმედო რეკომენდაცია" მუშაობისას, რამაც ძალიან გაგაკვირვათ?
- მაგალითად, ის შევიტყვე, რომ 1 ჭიქა გაზიან სასმელში 11 კოვზი შაქარია, რამაც ძალიან დამაბნია, გამაოცა... გაზიანი სასმელების დიდი მოყვარული არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, არასოდეს დავლევ.
- ბედნიერებისგან ბოლოს როდის იტირეთ?
- ვტირი ბედნიერებისგან? ესეც არ ვიცი (იცინის). დღის განმავლობაში ბევრჯერ მიგრძნია, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ ამ შეგრძნებას ცრემლი არ ახლავს ხოლმე...
GzaPress
- მაშინ ის გვითხარით, ბოლოს როდის იტირეთ?
- სამსახურში კონფლიქტი მქონდა, რასაც ჩემი ცრემლები მოჰყვა, ოღონდ - დაახლოებით ერთი წლის წინ.
- გრძელი თმის ნოსტალგია დაგუფლებიათ?
- არასოდეს და ეჭვი მაქვს, არც დამეუფლება, რადგან მოკლე თმა ისეთი კომფორტულია (მიმაჩნია, ძალიან მიხდება კიდეც), რომ არა მგონია, გრძელი ვარცხნილობის ნოსტალგია გამიჩნდეს.
- ყველაზე ხშირად, მეუღლე რის გამო გსაყვედურობთ?
- ხმა ამოიღეო (იცინის). საერთოდ, ჩუმად ყოფნის მოყვარული ვარ. ხანდახან, სახლში ეს ჩუმად ყოფნა ძალიან მიგრძელდება. მსაყვედურობს, - ხმა ამოიღე, მე რომ არ გელაპარაკო, საერთოდ არ ილაპარაკებო. მთავარი პრობლემა ეს არის.
- რომელ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება, ადამიანმა თქვენგან კომპეტენტური რჩევა მიიღოს?
- რჩევების მიცემა არ მიყვარს და არასოდეს არავის ვაძლევ. არც ერთ სფეროში და არც ცხოვრებისეულ საკითხებში კომპეტენტურად არ მივიჩნევ თავს. თუ რამეს მეკითხებიან, ვპასუხობ, რომ არ ვიცი. კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით თუ რაიმე პირადი გამოცდილება მაქვს, ვუზიარებ. რჩევის მიცემა არ მიყვარს ან ვინ ვარ, რო (იღიმის)?..
- შვილთან გაუცხოების პერიოდი თუ გქონიათ და როგორ დაგიძლევიათ?
- გარდატეხის ასაკში? არა, არ მქონია... ასეთი რამ შვილთან რატომ უნდა დაგემართოს, არ ვიცი.
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?
- ახალგაზრდა ქართველი ავტორის - ივა ფეზუაშვილის "ფსკერის სახარება". ძალიან სასიამოვნო რომანია.
- ადამიანებს ადვილად უმეგობრდებით?
- არა. ვინც მყავს, ბევრი წელია, მყავს.
- თქვენი ქმედებების განმსაზღვრელი მთავარი ღირებულება რა არის?
- გულწრფელობა.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვინ უპროტესტებს სოფო ბედიას მეუღლესთან ჩახუტებას
"ყველაფერი ისე ტრიალდება, შურისძიებას ჩემს სახელს არ ვაწერ"
რას ფიქრობენ პლასტიკურ ქირურგიაზე ყველაზე მოხდენილი, ლამაზი ქალები?
"სულ ვცდილობ, საბოდიშო საქმე არ გავაკეთო"
რატომ მიიჩნევს უშედეგოდ სამედიცინო ნიღბის ტარებას მსახიობი?
იაკო ჭილაიას ბედნიერება, უცნაური შიში და მონატრება
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი