რატომ დაითრგუნა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებული წარმატებული ქართველი მოცეკვავე?
font-large font-small
რატომ დაითრგუნა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებული წარმატებული ქართველი მოცეკვავე?
ძალიან მაგარი მოცეკვავეები იყვნენ, რომლებთან შერკინებაც რთული იყო

ნიჭიერი მოცეკვავე - თეონა წიწაკიშვილი ქართველ მაყურებლებს სატელევიზიო პროექტიდან - "შენ შეგიძლია ცეკვა" დაამახსოვრდა. რამდენიმე წლის წინ, თეონა ერთ-ერთ რუსულ შოუში მონაწილეობდა და ნახევარფინალშიც მოხვდა. მის წარმატებას საზოგადოებისგან დიდი გამოხმარება მოჰყვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველოში დაბრუნებული მოცეკვავე ისე დათრგუნვილა, თურმე, ცეკვისთვის თავის დანებებასაც კი აპირებდა... დღეს მიიჩნევს, რომ ადამიანმა ის უნდა აკეთო, რაც გიყვარს, ოღონდ - ხარისხიანად და უნდა განვითარდე კიდეც. ასეთ შემთხვევაში, საქმე შემოსავალსაც მოიტანს. უბრალოდ, ამაზე არ უნდა იფიქრო...


- თეონა, როგორ ხარ?
- კარგად. ოჯახის წევრები "ვკარანტინობთ": ვდიასახლისობ, ერთმანეთს ვესიყვარულებით... ნელ-ნელა ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება, თუმცა ჯერჯერობით, გარეთ იშვიათად გავდივართ - ბავშვს თუ გავასეირნებთ ხოლმე...
- პანდემიამ მნიშვნელოვანი გეგმები ჩაგიშალა?
- კი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის შესახებაც ჯერ ვერაფერს ვიტყვი... მალე განვახორციელებ. ეს საქართველოს და ცეკვას უკავშირდება.
- კარანტინის პერიოდში ონლაინგაკვეთილებს ატარებდი?
- კი, რამდენჯერმე ჩავატარე, ოღონდ - პირადად ჩემს მოსწავლეებთან, სოციალურ ქსელში საჯაროდ "ლაივი" არ ჩამირთავს. კარანტინის დროს, ზოგი მოსწავლე ძალიან "მოშვებული" იყო და გაკვეთილიც ეზარებოდა, ზოგი კი პირიქით, მოძრაობებს დიდი ამბით იმეორებდა, შემდეგ კი ვიდეოს მიგზავნიდა, რომელსაც სოციალურ ქსელში, ჩვენს გვერდზე ვაქვეყნებდით.
- თეონა, რამდენიმე წლის წინ, რუსულ შოუში მონაწილეობდი. ქართველი მაყურებლების მოსალოდნელ რეაქციაზე თუ იფიქრე, ვიდრე მონაწილეობას გადაწყვეტდი? საზოგადოებას დიდად არ მოსწონს, როცა ქართველი ხელოვანები ოკუპანტ ქვეყანაში კონცერტებს მართავენ...
- სიმართლე გითხრა, იმ დროს იმდენად ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი, რომ ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. რუსეთში ჩემი განვითარებისა და მომავლისთვის მივდიოდი. ორსულობის განმავლობაში, ამ პროექტს ვუყურებდი. მერე ბავშვი გავაჩინე, ფორმაში ჩავდექი და მას შემდეგ ზუსტად ვიცოდი, რომ რუსეთში უნდა წავსულიყავი. პოლიტიკურ საკითხებში ხელოვანები არ ვერევით.
- რას ელოდი შოუსგან?
- საერთოდ, რუსეთში უძლიერესი მოცეკვავეები არიან. რა თქმა უნდა, ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, არც წავიდოდი, მაგრამ პროექტში ამდენ ეტაპს თუ წარმატებით გადავლახავდი, ნამდვილად არ მეგონა. ვფიქრობდი, მე ხომ ცეკვის რამე განსაკუთრებული სკოლა არ დამიმთავრებია? მხოლოდ ჰიპ-ჰოპით ვის ვჭირდები-მეთქი (იცინის)? საქართველოდან გამგზავრებამდე ენერგიით დამუხტული ვიყავი, ვვარჯიშობდი. იქ, გარკვეული ეტაპის მიღწევის შემდეგ, ფული უნდა გადაიხადო, რომ შემდეგ ეტაპებზე გადაგიყვანონო. უცებ ვიფიქრე - იქ არც ნაცნობი მყავს, არც ბევრი ფული მაქვს-მეთქი, მაგრამ სიმართლე გითხრა, ეს აზრი მოვისმინე თუ არა, ერთ ყურში შევუშვი, მეორიდან - გამოვუშვი, რადგან როცა ადამიანმა იცი, რა გინდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებ, არ არსებობს, არ გამოგივიდეს (იღიმის).
- ხალხისგან როგორ რეაქციას ელოდი და როგორი მიიღე?
- დიდად არც მეცალა, რომ კომენტარები წამეკითხა - ძირითადად, ჩემი მეუღლე აკვირდებოდა, რას წერდნენ... არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან მგულშემატკივრობდნენ, მამხნევებდნენ, რის გამოც მადლობელი ვარ. ყველაზე დიდ მხარდაჭერას ოჯახისგან ვგრძნობდი. შოუში მონაწილეობისას, ერთი პერიოდი, დანებებას ვაპირებდი - აღარ შემიძლია, წამოვალ-მეთქი, რადგან რეალურად, ყველაფერი ძალიან რთული იყო... სხვათა შორის, საქართველოშიც და რუსეთშიც რამდენიმე მოცეკვავისგან ვიგრძენი, რომ რაღაც არ მოსწონთ, მაგრამ ვერ მივხვდი - რა: ჩემი წარმატება, განვითარება თუ ცეკვის სტილი?.. ბევრმა მოცეკვავემ მხარიც დამიჭირა. ამის გამო, მადლიერი ვარ.
GzaPress
- რუსულ შოუში მიღწეული წარმატება საქართველოში თუ წაგადგა?
- საქართველოში - დიდად არა. აქ უფრო პროექტიდან - "შენ შეგიძლია ცეკვა" მიცნობენ, რადგან რუსულ შოუს ქართველების მცირე ნაწილი უყურებს. შემოთავაზებებსაც რუსეთიდან უფრო ხშირად ვიღებდი, მაგრამ იქ წასვლა არ მინდა... თავდაპირველად, ნიადაგს ვამზადებდი, რომ საცხოვრებლად რუსეთში გადავსულიყავით, მაგრამ შოუს დასრულების მერე, როცა უკვე რუსეთის ქალაქებში ტური (კონცერტებს ვმართავდით) დამეწყო, გავაცნობიერე: უხეშად რომ ვთქვათ, იქ ფული იშოვება, მაგრამ საცხოვრებლად ჩემს საქართველოს არაფერი მირჩევნია - ჩემი სახლი აქ არის, ჩემი ახლობლები აქ არიან... მოკლედ, რუსეთში განვითარებისთვის წავედი და განვითარებული ჩამოვედი.
- კონკრეტულად, რა დისკომფორტს გიქმნიდა რუსეთში ცხოვრება?
- ჯერ ერთი, იქ ძალიან მაგარი მოცეკვავეები იყვნენ, რომლებთან შერკინებაც რთული იყო. პლუს, მარტო რომ ხარ და ამას გრძნობ, ძნელია... მე და ჩემმა მეუღლემ რუსეთში 3 თვე ძლივს გავძელით. შესაბამისად, იქ წლობით ან სამუდამოდ ვერ გადავსახლდებოდით...
- კონცერტზე რუსი მაყურებლები, ვინც ტელეეკრანიდან გიცნობდნენ, როგორ გხვდებოდნენ?
- საერთოდ, რუსები ემოციებს მკაფიოდ გამოხატავენ: წივილ-კივილით, ჟივილ-ხივილით... ხომ იცი, ჰოლივუდის ვარსკვლავების გამო, ხალხი სახეს რომ იხოკავს? ჰოდა, ზუსტად ეს თემა "გაიჩითა" (იცინის). კონცერტის შემდეგ ფანებს ვხვდებოდით. თავდაპირველად, არ მომწონდა, რომ ჩემ გამო წიოდნენ, კიოდნენ, ელეთმელეთი მოსდიოდათ. მერე მივხვდი, რომ კონცერტზე ზუსტად იმიტომ მოდიოდნენ, რომ ჩემთან ახლო კონტაქტი, ჩემი პირისპირ ნახვა უნდოდათ - ფულს ამის გამო იხდიდნენ, თორემ ცეკვის ნომრებს ტელევიზორშიც უყურებდნენ... მერე უკვე კულისებში აღარ ვიმალებოდი, რადგან ძალიან პოზიტიური მაყურებლები იყვნენ, ძლიერ ენერგიას გვაძლევდნენ, რომ სხვადასხვა ქალაქში კონცერტი გაგვეგრძელებინა და რთულ რეჟიმს გავმკლავებოდით.
რუსეთიდან დაბრუნებულს ძალიან გამიჭირდა: იქ აქტიურად ვმუშაობდი, აქ კი უცებ გავჩერდი, რადგან ჩემი სამუშაო სფერო კუს ნაბიჯებით მიდის წინ... ისე დავითრგუნე, რომ ცოტა ხნით, დეპრესიაშიც ვიყავი. მერე, ჩემმა მეუღლემ კიდევ ერთხელ მხარი დამიჭირა და ცეკვის სტუდია გავხსენით. ეს ყველაზე პოზიტიური ამბავი იყო! ყველაფერი თავიდან დავიწყე. ამ ეტაპსაც წარმატებით გავდივართ, რადგან ბევრი მოსწავლე გვყავს. მათ მოვწონვარ, მეც მომწონს ისინი... წინ დიდი და კარგი გეგმების განხორციელება გველის.
- კარანტინმა დიდი ფინანსური ზარალი მოგაყენა?
- ამ სიტუაციამ ყველა დააზარალა, მათ შორის - მეც, მაგრამ მშივრები არ ვიხოცებით. სტუდია ჩვენი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო. ჩემი მეუღლე, მოცეკვავის გარდა, დიჯეიც არის. მოკლედ, კარანტინის პერიოდში, ჩვენი სამუშაო სფეროები ცოტათი გვერდზე გადავდეთ, მაგრამ მშობლები გვყავს, რომლებიც გვეხმარებოდნენ. ცოტა დანაზოგიც გვქონდა...
- თეონა, როგორც ვიცი, ერთ-ერთ კომპანიასთან თანამშრომლობ, რომელიც ე.წ. ფუნქციურ საკვებს უწევს რეკომენდაციას, თუმცა ამ პროდუქციის შესახებ ნეგატიური შეფასებებიც მომისმენია დაზარალებული ადამიანებისგან...
- ეს არის სწორი კვების ანალოგი, რომელსაც გამოხმაურება არასწორი ფორმით მოჰყვა. 2 წელზე მეტია, ფუნქციური საკვებით მეც ვიკვებები და ჩემი ოჯახიც. საშიში არაფერია. ექსპერტიზის დასკვნებიც, ISO 2000 სერტიფიკატიც გვაქვს. პროდუქციის სიჯანსაღეში დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, რეკომენდაციას არც გავუწევდით. უბრალოდ, ჯერ ექიმთან კარგად უნდა გამოიკვლიო, ადამიანს რომელიმე პროდუქტზე ალერგია ხომ არ აქვს ან მაგალითად, კუჭთან დაკავშირებული პრობლემა ხომ არ აწუხებს?ექიმების დახმარებით, მერე უკვე ფუნქციურ, "ჭკვიან" საკვებს, შესაბამის კურსს თუ კვების რეჟიმს ვურჩევთ...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"იქ ისეთი ხალხი ცხოვრობს, ყველა ადგილი ზეპირად იციან"
მსახიობი, რომელიც ემოციებს აგროვებს
ვინ უპროტესტებს სოფო ბედიას მეუღლესთან ჩახუტებას
"ყველაფერი ისე ტრიალდება, შურისძიებას ჩემს სახელს არ ვაწერ"
რას ფიქრობენ პლასტიკურ ქირურგიაზე ყველაზე მოხდენილი, ლამაზი ქალები?
"სულ ვცდილობ, საბოდიშო საქმე არ გავაკეთო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი