"ვერ ვიპოვე საკუთარ თავში ძალა, რომ მამას ყველაფერი ავუხსნა"
font-large font-small
"ვერ ვიპოვე საკუთარ თავში ძალა, რომ მამას ყველაფერი ავუხსნა"
რატომ ნანობს ლიზა ქისტაური თავის სიყვარულს

ლიზა ქისტაური წლებია, დედასა და შეყვარებულთან ერთად ბელგიაში ცხოვრობს. იცნობს ბევრ ქართველ ტრანსგენდერს, რომლებიც საქართველოდან წავიდნენ და ევროპის ქვეყნებს შეაფარეს თავი. ლიზა თვლის, რომ ახლა საქართველოში შედარებით ნაკლები აგრესიაა და იმედი აქვს, რომ საზოგადოება მათ მიიღებს ისეთებად, როგორებიც არიან.


"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან

- რამდენი წლისამ გააცნობიერე, რომ გინდოდა ყოფილიყავი ლიზა და არა გიორგი ქისტაური?
- ეს ბავშვობიდან ვიცოდი. მაქვს ფოტოები, 4-5 წლის ასაკში გადაღებული, სადაც კაბები მაცვია, მაკიაჟის კეთებაც ადრეული ასაკიდანვე მომწონდა.
- ამის გამო ოჯახის წევრები არ ღიზიანდებოდნენ?
- არა. თავიდან ამას იღებდნენ, როგორც ბავშვურ თამაშებს. დედაჩემის გაღიზიანება მოჰყვა იმ ფაქტს, ფეხები რომ გავიპარსე. მერე სახლიდან გაქცევა გადავწყვიტე, მისი პროტესტი თავიდან რომ ამერიდებინა, მაგრამ უკან დამაბრუნა.
- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს დედასთან?
- დედასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასთან ერთად ვარ ბელგიაში. მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ ვცხოვრობთ, მე და დედა ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს.
GzaPress
- მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს? რთულია კაცისთვის ტრანსგენდერ შვილს შეეგუოს.
- მე მამასთან გავიზარდე, დედა ემიგრანტი იყო და ხშირად ვერ ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას, ამიტომ მამაჩემის წინაშე ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. მამა ხშირად მირეკავს და მეუბნება, - მოდი, დავსხდეთ და ვისაუბროთ, როგორც მამა-შვილმაო, მაგრამ მე ამისთვის მზად არ ვარ. ვერ ვიპოვე საკუთარ თავში ის ძალა, რომ მივიდე, მის წინ დავჯდე და ყველაფერი ავუხსნა, თუმცა მამას ეს ძალიან უნდა.
- რას საქმიანობ ბელგიაში, როგორია შენი ცხოვრება?
- არაფერს ვსაქმიანობ. უკვე სამი წელია, შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობ. ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, არაფრით განსხვავებული. ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ოპერაცია გაკეთებული, მან ასეთი შემიყვარა.
- მკერდის ოპერაცია ხომ გაიკეთე?
- დიახ, მხოლოდ მკერდის ოპერაცია გავიკეთე და ესეც ჩემმა შეყვარებულმა გამიკეთა. მე ისეთიც მომწონდა ჩემი თავი, როგორიც ვიყავი, თუმცა ვაპირებ განვითარებას. სრულყოფილებამდე ბევრი პროცედურა მაქვს გასავლელი.
- მომავალში გიხილავს საზოგადოება თეთრი კაბით?..
- რეალისტი ვარ და ამაზე არ ვფიქრობ. არ ვოცნებობ თეთრ კაბასა და შვილებზე. ჩვენ, ორივე, ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობთ. გადაწყვეტილი გვაქვს, ეს ურთიერთობა მალე დავასრულოთ და ორივემ ჩვენი გზით გავაგრძელოთ სიარული.
- უახლოესი გეგმები როგორია?
- დაახლოებით ერთ თვეში საქართველოში ვბრუნდები. მინდა გავიკეთო ოპერაცია, ჩავიტარო სხვა პროცედურებიც, რაზეც უკვე ვისაუბრე. მინდა, თავის რეალიზება მოვახდინო. ბოლო სამი წელია, დაპაუზებული ვარ. ჩემს შეყვარებულთან ერთად ვერ ვახერხებ განვითარებას - მას ასეთი ვუყვარვარ, მაგრამ მე მეტი მჭირდება.
- როგორ გგონია, საქართველოში დაბრუნებულს საზოგადოება მიგიღებს?
- რა თქმა უნდა, მიმიღებენ. მე მყავს ბევრი მეგობარი, ვარ ძალიან თავისუფალი ადამიანი, არასოდეს ვთამაშობ და არ ვარ ყალბი. ამას საზოგადოება ხედავს და თუ წლების წინ ჩემ მიმართ მოდიოდა დიდი აგრესია, დღეს ეს აგრესია შემცირდა. საზოგადოებამ მიმიღო, როგორც ლიზა, მაგრამ მათ არ დავიწყებიათ გიორგი და მესმის, ეს არ არის იოლი, ასე მალე ლიზად ვერ მიმიღებენ.
GzaPress
- არის შემთხვევები, "გიორგიდ" რომ მოგმართავენ?
- კი, ხშირად მომიხსენიებენ, როგორც გიორგის, მაგრამ ეს არ მაღიზიანებს. ჩემი ბრძოლით მივაღწევ, რომ ყველა ადამიანისთვის ვიყო ლიზა და არა - გიორგი.
- რას ფიქრობ საქართველოში მყოფ ტრანსგენდერ ქალებზე?
- ვფიქრობ, ბევრად მეტი ძალა უნდა იპოვონ და შეეცადონ, საკუთარი თავის რეალიზება მოახერხონ საზოგადოებაში. მესმის, ხალხს უჭირს ჩვენი მიღება, მაგრამ მაინც უნდა ვიბრძოლოთ. თუ გადაწყვეტ, ამ გზას დაადგე, კარგად უნდა გაიაზრო, რა გელოდება. მე ბევრად ადვილად მიმიღეს, ვიდრე სხვები. არასოდეს არავის ვუცემივარ და არ მქონია ისეთი მძიმე დღეები, როგორიც მათ აქვთ. 17 წლის ვიყავი, როდესაც "ლიზა ქისტაური" დავაწერე ჩემს "ფეისბუკ"-გვერდს. ჯერ კიდევ პატარა გახლდით, მაგრამ ვიცოდი და მზად ვიყავი იმისთვის, რაც ამას მოჰყვებოდა.
- ყოფილა დღეები, როდესაც იგრძენი, რომ დაიღალე?
- ახლაა ასეთი დღეები. ვგრძნობ, ამ ურთიერთობამ დამღალა და მინდა, მალე დასრულდეს. ძალიან მგრძნობიარე ვარ და ვნანობ, რომ შემიყვარდა. თავიდან ნამდვილად ბედნიერი ვიყავი და თავს ნამდვილ ქალად ვგრძნობდი, მაგრამ ახლა დავიღალე. ამოვწურეთ ეს ურთიერთობა და მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა ბარგს ჩავალაგებ და საქართველოში წავალ...
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"იქ ისეთი ხალხი ცხოვრობს, ყველა ადგილი ზეპირად იციან"
მსახიობი, რომელიც ემოციებს აგროვებს
ვინ უპროტესტებს სოფო ბედიას მეუღლესთან ჩახუტებას
"ყველაფერი ისე ტრიალდება, შურისძიებას ჩემს სახელს არ ვაწერ"
რას ფიქრობენ პლასტიკურ ქირურგიაზე ყველაზე მოხდენილი, ლამაზი ქალები?
"სულ ვცდილობ, საბოდიშო საქმე არ გავაკეთო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი