ნინო ოძელაშვილი: სჭირდებათ თუ არა კაცებს მოთვინიერება
font-large font-small
ნინო ოძელაშვილი: სჭირდებათ თუ არა კაცებს მოთვინიერება
"მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც მოვუგე"

პანდემიამ ევროპის ორგზის ჩემპიონსა და სამბოში მსოფლიოს ჩემპიონ ნინო ოძელაშვილს ბევრი გეგმა ჩაუშალა. ახლა დაკარგული დროის ანაზღაურებას ცდილობს და აქტიურად ვარჯიშობს ნოემბერში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. სპორტსმენს წარმატებებს ვუსურვებთ, მანამდე კი გავიგოთ, რომელ ცნობილ გამონათქვამებს ეთანხმება ის და რომელს - არა.


- "ქალიშვილის აღზრდა იგივეა, რაც საზოგადოების აღზრდა, რადგან საზოგადოება გამომდინარეობს ოჯახიდან, რომლის სული ქალია" (ჟიულ მიშლე).
- ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, თუმცა ერთია, რას მასწავლიდნენ და მეორე, მე რა მომწონდა. როგორც პატრიოტს, ისე მზრდიდნენ. გარდა ამისა, დედა მასწავლიდა საოჯახო საქმეების კეთებას, მამა კი ხშირად მავარჯიშებდა. რა თქმა უნდა, ოჯახზე, ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, შესაბამისად, აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს.
- "ახალგაზრდობა ნაკლია, რომელიც მალე გადის" (იოჰან ვოლფგანგ გოეთე).
- ახალგაზრდობა შეიძლება მალე გადის, მაგრამ ნაკლად ვერ მივიჩნევ. საერთოდ, ადამიანს ვაფასებ იმის მიხედვით, რამდენად პოზიტიურია, ემოციურია, მხიარულია. ვერიდები ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურ ენერგიას გამოსცემენ. მიზანდასახულობა - ეს ახალგაზრდობის მახასიათებელია, ურომლისოდაც წარმატებას ვერ მიაღწევ.
GzaPress
- "ერთადერთი გზა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა, არის - ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და აკეთო ის, რაც არ გინდა" (მარკ ტვენი).
- გემრიელობებსაც მივირთმევ და რაც მინდა, იმასაც ვაკეთებ. უბრალოდ, არ ვეწევი, არ ვსვამ, ძირითადად სპორტულად, ჯანსაღად ვიკვებები, თუმცა მიყვარს ტკბილეულობა.
- "რაც უფრო პრიმიტიულია ადამიანი, მით უფრო დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე" (რემარკი).
- ნამდვილად ასეა. უბრალოება დასაფასებელია და ამ თვისებით ბევრი ვერ დაიკვეხნის. რასაც უნდა მიაღწიო, უნდა გახსოვდეს, ვინ ხარ და რა გზა გაიარე. მგონია, ისეთივე უბრალო დავრჩები, როგორიც დღეს ვარ. ყოველთვის ვამბობ, ჯერ კიდევ არ მიმიღწევია მაქსიმუმისთვის და წინ ბევრი ბრძოლა მელის. ჯერ კიდევ ვსწავლობ ჭკვიანი ადამიანებისგან და მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, არასდროს მქონია საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა.
- "ვისაც შეცდომა არ დაუშვია, არასოდეს უცდია რაიმე ახალი" (აინშტაინი).
- შეცდომებზე უნდა ისწავლო, მაგრამ ზოგი ამასაც ვერ ახერხებს და დაშვებული შეცდომების გამოსწორებასაც არ ცდილობს. შეცდომებს ყველა ვუშვებთ და ვცდილობთ, აღარ გავიმეოროთ. არის რაღაცები, რასაც დღემდე ვნანობ - ყველაზე მეტად კი ვნანობ იმას, რომ გავთხოვდი. პროფესიულ კარიერაშიც, ისევე, როგორც ყველა სპორტსმენს, შეცდომები მეც დამიშვია და გული დამწყვეტია, რადგან შემეძლო, მეტისთვის მიმეღწია, კონკრეტულ სიტუაციაში რაღაც რომ არ შემშლოდა. თუმცაღა, ამან უფრო გამაძლიერა.
- "ნურასოდეს დააფასებ ფულს ნურც მეტად, ნურც ნაკლებად, ვიდრე ღირს, რადგან იგი კარგი მსახურია და ცუდი ბატონი" (ალექსანდრე დიუმა-უფროსი).
- მხოლოდ მაშინ ხარ მშვიდად, როცა ფული შენი შრომით გაქვს მოპოვებული. სიხარბე კარგი არ არის, ზომიერება უნდა დაიცვა. მიყვარს ფულის ხარჯვა ტკბილეულში (იცინის), ტანსაცმლისა და პარფიუმერიის ყიდვა. მომწონს, როცა ოჯახის წევრებისთვის საჩუქრებს ვყიდულობ და ვახარებ მათ. გულახდილად გეტყვით, საჩუქრებით ჩემი თავის გახარებაც მომწონს.
- "ქალის დიდი მოთხოვნილებაა, ვინმეს უყვარდეს, ვიდრე ვინმე უყვარდეს" (ზიგმუნდ ფროიდი).
- ბედნიერებაა, ვინც მოგწონს, იმ ადამიანს რომ უყვარხარ. შეიძლება ითქვას, გულცივი ვარ, ადვილად შეყვარება არ შემიძლია. ჩემს გულში მყარად რომ გაიდგას ვინმემ ფესვები, ბევრს უნდა ეცადოს. ძალიან უნდა ვუყვარდე, მაფასებდეს, უნდა გამომარჩიოს ყველასგან. მე ვისზეც არჩევანს შევაჩერებ, ის განსხვავებული იქნება, გამორჩეულად მეყვარება. ანალოგიურს ვითხოვ მისგანაც - უნდა იყოს ერთგული, პატიოსანი, მშრომელი, მიზანდასახული. ასეთ ადამიანს ვეძებ, მაგრამ ჯერ ვერ მიპოვია (იცინის). შეიძლება, ეს ჩემი ბრალიც არის, რადგან ადამიანებს ახლოს იოლად არ ვუშვებ, ძალიან ფრთხილი ვარ. რაკი ერთხელ უკვე ვიყავი გათხოვილი და არ გამიმართლა, ახლა უკვე თითოეულ ნაბიჯზე ვფიქრობ.
- "ყოველთვის, ყველა იდიოტის უკან დიდებული ქალი დგას" (ჯონ ლენონი).
- ჩემი აზრით, ქალები უფრო ძლიერები და ამტანები ვართ. ბევრი კაცი მინახავს, საპირისპიროდ რომ ფიქრობს და ამიტომ, ბევრ შეცდომასაც უშვებენ ქალთან ურთიერთობისას.
GzaPress
- "ზურგში დანას სწორედ ისეთი ადამიანი ჩაგცემს, რომლისთვისაც მზად ხარ, საფრთხის შემთხვევაში მკერდი მიუშვირო" (ელჩინ საფარლი).
- ასეც ხდება ხოლმე, ცხოვრებაა და ვერაფერს იზამ. ჩემს შემთხვევაშიც მომხდარა მსგავსი რამ - ვისგანაც არ მოველოდი, სწორედ მან მიღალატა. ეს საკმარისი აღმოჩნდა ჭკუის სასწავლებლად და იმისთვის, რომ ფრთხილად შევარჩიო მეგობრები. ტყუილის პატიება არ შემიძლია, პირდაპირი ვარ და ბევრი მეუბნება, ეს კარგი თვისება არ არისო.
- ქალი სიყვარულისგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება" (ერიხ მარია რემარკი).
- არასდროს არავინ მყვარებია ისე, რომ გავსულელდე ან დავჭკვიანდე (იცინის). სიყვარულით არ გავთხოვილვარ და ზუსტად არ ვიცი, ეს რა გრძნობაა. არც ისე პატარა ასაკში დავოჯახდი, 23 წლისა. სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია, მეორე ნახევარმა კარიერის გაგრძელების საშუალება მოგცეს და შენს საყვარელ საქმეზე უარი არ გათქმევინოს. ყველანაირად შეგიწყობ ხელს, იჭიდავებ და კარიერას გააგრძელებო, - მითხრა და ეს სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ეტყობა, ქართველი კაცი მაინც ვერ ეგუება ამ ყველაფერს. 20 წელი ვჭიდაობდი და ჩემს ოცნებებზე უარს ვერ ვიტყოდი. ამიტომ, როცა ეჭვიანობა დაიწყო, გაშორება გადავწყვიტე. ბედნიერი ვარ ჩემი წარმატებებით და არავის მივცემ უფლებას, ამ ბედნიერებაზე უარი მათქმევინოს.
- "ქალისა და კაცის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება" (ოტო ბისმარკი).
- ამდენი წელია, ნაკრებში ვარ და მყავს მეგობარი ბიჭები, რომლებიც, თუ რამე გამიჭირდება, დამეხმარებიან, მაგრამ ქალისა და მამაკაცის ახლო მეგობრობის მაინც არ მჯერა. კაცი მაინც კაცია და სხვანაირად შემოგხედავს.
- "არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასივებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო, ის მართლა ტირის" (ოტია იოსელიანი).
- კაცის გამო არასდროს მიტირია, თუმცა საერთოდ, გულჩვილი ვარ. შეიძლება, უცებ ამეტიროს, ოღონდ, როცა მარტო ვარ. არ მიყვარს, სხვებს დავანახვო ცრემლები. რამდენჯერმე მნახეს, ცრემლები რომ მომადგა და, გულჩვილი ყოფილაო, - თქვეს. წაგებასაც ღირსეულად ვხვდები. თუმცა მიტირია, როდესაც თითქმის მოგებული თამაში უიღბლობის გამო წამიგია. ევროპის თამაშებზე ოქრო რომ უნდა აიღო, 100%-ით ხარ გამარჯვებაში დარწმუნებული და ხელი ამოგივარდება, რთული გადასატანია. მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც მოვუგე იმ გოგოს, მაგრამ ძველ მარცხზე დღემდე გული მწყდება. კიდევ, დედას რომ გავანერვიულებ ჩემი სიჯიუტის გამო, მაშინაც მეტირება...
- "ქვრივად დარჩენა სჯობია, ზარმაცი კაცის ყოლასა" (ადიღეური აფორიზმი).
- ნამდვილად ასე მირჩევნია (იცინის). სპორტი არ მაძლევს მოდუნების საშუალებას, სიზარმაცე ჩვენს საქმეში დამღუპველია.
- "ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს" (პასკალი).
- ცოტა არ იყოს, შენიშვნები მწყინს ხოლმე, დედაჩემისგანაც კი. თვითონაც შემიძლია ნაკლის დანახვა და აღიარება, მაგრამ სხვისგან მაინც საწყენია. თავნება გოგო ვარ, თამამი ჩაცმაშიც, საქციელშიც, რის გამოც დედა ხშირად მსაყვედურობს. ბავშვობიდან ასე იყო - ნინო, ეს არ ჩაიცვა, ის არ ჩაიცვა, მაგრამ მაინც ჩემსას ვაკეთებ ხოლმე.
- "ქალებს მხოლოდ 3 რამ სჭირდებათ ცხოვრებაში: წყალი, საჭმელი და კომპლიმენტი" (კრის როკი).
- ბედნიერი ვიქნები, როცა შვილები მეყოლება. მინდა, 3 შვილი მყავდეს, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე და მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში, ოჯახში; მინდა, ახლობლები ჯანმრთელები და ბედნიერები მყავდეს - აი, რა მჭირდება ცხოვრებაში.
- "ღმერთმა ქალები კაცების მოსათვინიერებლად შექმნა" (ვოლტერი).
- რა კარგი გამოთქმაა (იცინის), ვეთანხმები. კაცებს დიდი წარმოდგენა კი აქვთ საკუთარ თავზე, მაგრამ ქალების გარეშე რა ეშველებოდათ? ვერც გაძლებდნენ ალბათ... სჭირდებათ მოთვინიერება, როგორ არ სჭირდებათ?!
- "იმისთვის, რომ გამოიყურებოდე ქალღმერთივით, საჭიროა 20 წუთი. იმისთვის, რომ გამოიყურებოდე ბუნებრივად, საჭიროა 3 საათი" (იანინა იპოჰორსკაია).
- ვიდრე სახლიდან გავალ, 3-4-ჯერ მაინც ჩავიხედავ ხოლმე სარკეში. ფორმაში ყოფნა მომწონს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის. ყველა ქალმა უნდა იზრუნოს გარეგნობაზე, თუმცა გადამეტებული არაფერი ვარგა, ბუნებრიობა უმჯობესია.
- "დრო, რომელიც გვაქვს, ცოტა კი არ არის, არამედ ბევრია, რომელსაც არ ვიყენებთ" (სენეკა).
- ჩემი მეგობარი ხშირად მეტყვის ხოლმე, დროის ფასი არ იცი, თორემ ყველაფერს სწრაფად გააკეთებდიო. მართლაც, სწრაფად გადის დრო და ბევრი რამის ნახვას, გაკეთებას ვერ ვასწრებთ. ვცდილობ, სწრაფი გავხდე და უფრო მეტი რამ მოვასწრო ცხოვრებაში...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"იქ ისეთი ხალხი ცხოვრობს, ყველა ადგილი ზეპირად იციან"
მსახიობი, რომელიც ემოციებს აგროვებს
ვინ უპროტესტებს სოფო ბედიას მეუღლესთან ჩახუტებას
"ყველაფერი ისე ტრიალდება, შურისძიებას ჩემს სახელს არ ვაწერ"
რას ფიქრობენ პლასტიკურ ქირურგიაზე ყველაზე მოხდენილი, ლამაზი ქალები?
"სულ ვცდილობ, საბოდიშო საქმე არ გავაკეთო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი