ვინ იცვამს ოთო ფოლადაშვილის სამოსს?
font-large font-small
ვინ იცვამს ოთო ფოლადაშვილის სამოსს?
"სულ ვცდილობ, საბოდიშო საქმე არ გავაკეთო"

წარმატებული მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი შარშან ამ დროს, პროექტ "ყველაზე ძლიერში" რთული და მოულოდნელი დაბრკოლებების გადალახვას ცდილობდა, საბოლოოდ კი - გაიმარჯვა. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, "ყველაზე ძლიერი" ოთო კარანტინის შემდეგ როგორ ფორმაშია...


- კარანტინის მერეც "ყველაზე ძლიერად" გრძნობ თავს?
- კარანტინისას ვარჯიში უფრო აქტიურად დავიწყე, რადგან საერთოდ, დროის ნაკლებობას განვიცდი: მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს ვასწრებ, დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათი არ მაკმაყოფილებს და უფრო მეტი საქმის მოსწრება მინდა. ძალზე დატვირთული რეჟიმი მაქვს. ადამიანმა ერთი დღე ჩემთან ერთად რომ იაროს, ბოლოს შეიძლება, დაეცეს, ვერ გაძლოს... კარანტინისას საშუალება მომეცა, დანაკლისი შემევსო: შინ პატარა სატრენაჟორო დარბაზი მოვიწყვე, მაგრად ვვარჯიშობდი, ფორმაში ვარ... ბევრ რამეს სახლიდან ვაკეთებდი: სტუდია ონლაინგაკვეთილების რეჟიმზე გადავიყვანეთ, უნივერსიტეტიც ონლაინლექციებზე გადავიდა და მაგისტრატურის სწავლას სახლიდან ვაგრძელებდი, ანუ ისევ დატვირთული რეჟიმი მქონდა, ოღონდ - სახლში (იცინის). მოკლედ, საშუალება მქონდა, მევარჯიშა, მესწავლა, საკუთარი თავის განვითარება არ შემეწყვიტა... ახლა, როცა ქვეყანა საგანგებო სიტუაციაში აღარ არის, იზოლაციაში არ ვიმყოფებით, თავს ჯანსაღად ვგრძნობ.
- ცხოვრების ამ ეტაპზე, შენს ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევ?
- რთული კითხვაა. ერთის გამოყოფა გამიჭირდება... გარკვეულ ეტაპზე, სხვადასხვა მიზანი მაქვს. ვხვდები, რომ მთელი ცხოვრება ჩემი მიზნები იცვლება - მივაღწევ, ახალი მიზანი "მოდის"... ამჟამად, რომელ კონკურსებშიც ვმონაწილეობდი, ყველაფერში გავიმარჯვე. ახლაც ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერიდან მოვდივარ, იქაც მოვიგე (იცინის). თუნდაც, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ორჯერ გამარჯვება ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, არა? ასევე - "ყველაზე ძლიერიც" მნიშვნელოვანი პროექტი იყო. გარდა ამისა, მოცეკვავეებს შიდა ჩემპიონატები ხომ გვაქვს? იქაც არაერთი თასი მიმიღია. ვფიქრობ, მჩქეფარე ცხოვრება მაქვს. ჩემი წარმატებებით კმაყოფილი ვარ (იღიმის)... ყველაზე დიდ მიღწევად მაინც ურთიერთობებს მივიჩნევ.
- შენ და ჯულიანა ბარ-გნარს რა საერთო და განმასხვავებელი თვისებები გახასიათებთ?
- ჯულიანაც მიზანდასახული, შრომისმოყვარე ადამიანია, ძლიერი ნებისყოფა აქვს. ისე, რადიკალურად განსხვავებულები ვართ: შეიძლება, განსხვავებული გემოვნება გვქონდეს - პირობითად, მას სხვა კერძი მოსწონდეს, მე - სხვა. თავად ჯული აღნიშნავს, რომ ის უფრო "რბილია", თუმცა მე მკაცრად მაინც არ მივიჩნევ...
- ბოლოს როდის და რის გამო მოიხადე გულწრფელი ბოდიში?
- არ მახსოვს, რადგან სულ ვცდილობ, საბოდიშო საქმე არ გავაკეთო, შეცდომა არ დავუშვა, მით უმეტეს - ურთიერთობაში. ურთიერთობებს ძალიან ვუფრთხილდები.
- როგორი ბავშვი იყავი?
- როგორც მეუბნებიან, ძალიან კარგი (იცინის): ინტერესის ბევრი სფერო მქონდა. ხშირ შემთხვევაში, მშობლები ჩემს ინტერესს მიკმაყოფილებდნენ: თუ კარატეზე სიარული მომინდებოდა, კარატეს წრეზე შემიყვანდნენ, თუ ფეხბურთის მიმართ ინტერესი გამიჩნდებოდა - ფეხბურთზე და ა.შ. ბავშვობიდან მიზანდასახული ვიყავი. ჭკვიანი, გამორჩეულად საყვარელი ბავშვი გახლდით. ჩემ გარშემო სულ დადებითი აურა ტრიალებდა. იმავდროულად, ხიფათიანი ვიყავი: შეიძლება, ეზოში 10 ადამიანი ვმდგარიყავით, მაგრამ რაღაც სწორედ მე დამმართოდა. ჩემს თავს სულ ხიფათი იყო: უბრალოდ, წაქცევა იქნებოდა, ხიდან ჩამოვარდნა თუ ავტოფარეხიდან გადმოვარდნა, ყველაფერი მე მემართებოდა. წინათ, "ჭიაკოკონობა" იმართებოდა - ბავშვები ცეცხლს ვახტებოდით. ერთხელ ცეცხლშიც ჩავვარდი... მოკლედ, არაფერს ვაშავებდი, მაგრამ ბევრი რამე მემართებოდა.
- ვინ არის ადამიანი, ვინც შენზე დღესაც ძლიერ ზეგავლენას ახდენს?
- საერთოდ, ადამიანების ზეგავლენის ქვეშ არ ვექცევი. ოჯახი მაძლიერებს, ყველა სიტუაციაში მხარში მიდგას, მაგრამ ჩემზე ზეგავლენას არავინ და არაფერი ახდენს. როცა რჩევა-დარიგებას ეხება საქმე, ბევრს ვუსმენ, მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ.
- ბავშვობაში რის გამო კინლაობდით შენ და შენი და?
- ოჰ, ყველაფერზე ვკამათობდით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებში ერთმანეთს ვგავართ, ბევრ რამეში განსხვავებულებიც ვართ, თუნდაც - ინტერესის სხვადასხვა სფერო გვაქვს, ჩვენი მიზნებისკენ სხვადასხვანაირად მივდივართ... ძირითადად, ბავშვობაში ვკამათობდით, მაგრამ ასეთი შემთხვევები ახლაც არის: მაგალითად, გავიღვიძე, სოციალურ ქსელში შევედი და ჩემი დის ფოტოებს გადავაწყდი - მივხვდი, ჩემს ტანსაცმელში გამოწყობილი პოზირებდა. ამის გამო ვეჩხუბე, რა თქმა უნდა - ხუმრობით (იცინის); შინ ბევრი საათი მაქვს. ხანდახან შევნიშნავ, რომ რომელიმე ფოტოზე აღბეჭდილ ჩემს დას მაჯაზე ჩემი საათი უკეთია და ა.შ.
GzaPress
- შენი ხასიათის თვისებებიდან რა არ მოგწონს?
- მგონია, რომ უარყოფითი თვისება ყველას აქვს. უბრალოდ, ამას ვერ გაგიმხელ, ეს მხოლოდ მე უნდა ვიცოდე. ვფიქრობ, ყველა ადამიანი თავის უარყოფით თვისებას საკუთარ თავში ებრძვის. არ არის საჭირო, ამის შესახებ ყველამ იცოდეს, ჩემთვის დავიტოვებ (იცინის).
- წლევანდელი ზაფხული როგორი წარმოგედგინა?
- ზაფხულობით საქართველოს ბევრ ადგილს ვსტუმრობ, საზღვარგარეთაც ხშირად მივდივარ, მოგზაურობა მიყვარს. ვხვდები, ეს ყველაფერი წელს არ იქნება. ჯერ მთელი საქართველო და მსოფლიო ვიყოთ კარგად, ჯანმრთელად, ეს კორონავირუსი გადავაგოროთ, მსოფლიოში "გამოიდაროს" და მერე, ჩემს არდადეგებსაც მივხედავ (იღიმის). დიდ გულისწყვეტას არ განვიცდი - მთავარია, ჯანმრთელები ვიყოთ და მშვიდობა იყოს, კორონავირუსი მოვიშოროთ...
- ვაქცინისთვის რას დათმობდი?
- ამ სფეროდან ისე შორს ვარ, რომ არა მგონია, ვაქცინის შექმნისთვის ექიმებს ჩემი დახმარება დასჭირდეთ (იცინის). საერთოდ, ჩემი ოჯახის, მეგობრების ჯანმრთელობა ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულად ვერ გეტყვი, რას დავთმობდი. თუმცა, ნამდვილად ძალიან ბევრ რამეს გავიღებდი, რომ ყველანი კარგად ვიყოთ, პანდემიით გამოწვეული სტრესის ქვეშ აღარ ვიმყოფებოდეთ...
- ბოლოს ვინ და რა გაჩუქა?
- ჩემმა მეგობარმა საქართველოში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს საგზური მაჩუქა - როცა გინდა, დაისვენეო. მაისურიც მაჩუქეს, "ყველაზე ძლიერის" მუზარადის გამოსახულებით.
- ხშირად საყვედურს ვისგან იღებ?
- არავისგან (იცინის). საყვედური ბოლოს როდის მივიღე?.. თან, ამ პანდემიის პერიოდში ჩემთვის ვის ეცალა, ერთმანეთს რას ვუშავებდით? შესაბამისად, ვერავინ ვერაფერს მისაყვედურებდა... საერთოდ, ვცდილობ, ისე არ მოვიქცე, რომ საყვედური მივიღო. ეტყობა, მაგ ასაკში აღარ ვარ (იცინის).
- ვინ არის ადამიანი, რომელსაც ყოველდღე ეხმიანები?
- ისეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ ყოველდღე ვიღაცებს ვერ ვეხმიანები, თუმცა, მეგობრებთან სისტემატური ურთიერთობა მაქვს... ყველაზე ხშირად მაინც ოჯახის წევრებთან ვურთიერთობ, რადგან სულ ვინტერესდები, როგორ არიან, მათმა დღემ როგორ ჩაიარა... მოკლედ, ყოველდღიური ურთიერთობა დედ-მამასთან მაქვს.
- ბოლოს რომელმა მოვლენამ მიიქცია შენი ყურადღება?
- კორონავირუსის პანდემიამ. მთელი მსოფლიოს ნიუსები მხოლოდ ამ თემას ეხებოდა იყო ორიენტირებული. ისე, საკუთარ ცხოვრებაზე იმდენად ვარ კონცენტრირებული, რომ სხვა ამბავი არ გამიგია, რომელსაც განვიხილავდი და ბევრ დროს დავუთმობდი...
- ბოლოს რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრე?
- თვითმფრინავს თუ არ ჩავთვლით, ავტობუსით ვიმგზავრე ბარსელონაში. ეს შარშან იყო. რაც სრულწლოვანი გავხდი, ავტომობილი ვიყიდე და მას შემდეგ, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ მიმგზავრია.
- როდის ბილწსიტყვაობ?
- არასოდეს (იცინის). მგონია, ნებისმიერ სიტუაციაში თავის გაკონტროლება შემიძლია. ალბათ, ბილწი სიტყვები გაბრაზებულს მითქვამს, მაგრამ წონასწორობას ისე იშვიათად ვკარგავ, არ მახსოვს, ეს როდის მოხდა...
- შენთვის ცხოვრებაში მთავარი ფასეულობა რა არის, რაც შენს საქციელს განსაზღვრავს?
- პირველ რიგში, ღირსება. ჩემს ღირსებას არასოდეს შევლახავ. უღირს საქციელს არ ჩავიდენ. საერთოდ, ყველა საქმეს თუ ღირსეულად გავაკეთებთ, მგონი, შედეგი არ დააყოვნებს...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"სამას მეტრზე გადავისროდი ანკესს და 10-12 ცალი თევზი გამომქონდა"
"ჩემს ცხოვრებაში ზღაპრები, დაუჯერებელი ამბები მომხდარა"
რამ გაუადვილა დათა ჩაჩუას ვაჟიკოს როლის შესრულება
როგორი ურთიერთობა აქვს ქმრის ოჯახთან ხატია წერეთელს
სოფიკო ჭიაურელისგან მიღებული რჩევაა, რომელსაც კახა ახვლედიანი დღემდე ითვალისწინებს
"ყველა ტკივილს და განსაცდელს თავიდან გავივლიდი"
რატომ შეწყვიტა უდიდესი წარმატებით დაწყებული კინოკარიერა ასმათ ქანდაურიშვილმა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი