ზურა ჯავახიას ახალი გამოწვევა, იდუმალი ადგილები და მსგავსება პერსონაჟთან
font-large font-small
ზურა ჯავახიას ახალი გამოწვევა, იდუმალი ადგილები და მსგავსება პერსონაჟთან
"ბევრი საინტერესო ამბავი ხდება"

პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების გამო, ბებიასთან მიდის, იქ ხანგრძლივი დროით დარჩენას და მიუზიკლის დადგმას გეგმავს. ეს ბავშვობასთან, შესაბამისად, იმდროინდელ განცდებთან დაბრუნებაა. მაყურებლისთვის ბავშვობის სცენები ცოცხლდება. ყველაზე მნიშვნელოვანია შეხვედრა პირველ სიყვარულთან. ეს ახალი სერიალის - "თესეას" მთავარი ამბავია, პარალელურად კი არაერთი საინტერესო სიუჟეტი ვითარდება. სერიალში მთავარ როლს მსახიობი და მუსიკოსი ზურა ჯავახია ასრულებს. ინტერვიუები არ უყვარს, მაგრამ მაინც გვთანხმდება და გვიამბობს, როგორ მოხვდა ამ როლზე, რა საერთო აქვს საკუთარ პერსონაჟთან, როგორია მისი რეაქცია, როცა სხვები რაღაც მისთვის სასურველს უკრძალავენ?


- ზურა, "ფორმულა კრეატივთან" მრავალწლიანი თანამშრომლობა გაკავშირებთ, "ჩემი ცოლის დაქალების" მუსიკას ქმნით. ამჯერად სერიალის მთავარ როლში როგორ აღმოჩნდით?
- როდესაც "თესეას" გადაღება გადაწყდა და შესარჩევ ტურზე მივედი, თავდაპირველად მეგონა, ისევ მუსიკაზე უნდა მემუშავა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ასეთ ავანტიურაზე უნდა წავსულიყავი. მას შემდეგ, რაც შემოქმედებითი ჯგუფი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, გადაწყდა, გიორგის როლი უნდა შემესრულებინა. ძალიან ვღელავდი, წლებია მუსიკალური მიმართულებით ვმუშაობ, აღარ მითამაშია, თუმცა პროფესიით მსახიობი ვარ. არაჩვეულებრივმა მხატვრობამ, მუსიკამ, რეჟისორმა და მთლიანად გადამღებმა ჯგუფმა ხელი შემიწყო, რომ ჩემში ეს მღელვარება დამეძლია და პროცესში ჩავრთულიყავი.
- პირველი დღე გადასაღებ მოედანზე როგორი იყო?
- დასაწყისი უჩვეულო გახლდათ. მაშინ ძირითად შემადგენლობას არც ვიცნობდი, იყო გაუცხოებაც, მაგრამ ჯგუფის მხარდაჭერით, ძალიან ვეცადე, რეჟისორისთვის იმედი არ გამეცრუებინა. გადასაღებ მოედანზე პირველი დღე ძალიან ბევრი ემოციის ნაზავი იყო. ბოლოს გავშინაურდი. პროფესიონალები მუშაობენ და მათ მაგრძნობინეს, საშიში აღარაფერი იყო. უნდა აღვნიშნო მსახიობების თავდაუზოგავი მუშაობა, გუნდის ნებისმიერი წევრის თავგანწირვა. ის დრო და რესურსი, რომელიც ამ სერიალში ჩავდეთ, მგონია, შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
- გადაღებები სად გქონდათ?
- რამდენიმე ქალაქში ვიყავით: სენაკი, ფოთი, წალკა, ახალქალაქი, გორი, რუსთავი, თბილისი. ჩვენი გადაღებები კორონას პერიოდს დაემთხვა. ამან, რა თქმა უნდა, ხელი შეგვიშალა. პირველი სეზონის გადაღებები რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ. სანამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა, ფოთში ვიყავით, ვიღებდით, სიტუაცია თანდათან დაიძაბა, ქალაქები ჩაიკეტა, ამიტომ იძულებული გავხდით, თბილისში დავბრუნებულიყავით, თან ისე, რომ წარმოდგენა არ გვქონდა, გადაღებების განახლებას როდის შევძლებდით. სერიალის გადაღება ოქტომბრის ბოლოს დავიწყეთ, ამინდმა ხელი შეგვიწყო.
- როდესაც სცენარს გაეცანით, ყველაზე მეტად, რამ მოგხიბლათ, ამ სერიალის მთავარ ღირებულებად რას მიიჩნევთ?
- თავისუფლებას. სურვილი იმის, რომ აუცილებლად უნდა გააკეთო ის, რისი გაკეთებაც გინდა - მთავარი მესიჯი მაინც ეს არის. ჩემს გმირს უნდა დადგას მიუზიკლი "ვეფხისტყაოსანი", მაგრამ ამ მთავარი ხაზის პარალელურად, დამატებით ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი ხდება.
GzaPress
- თქვენს პერსონაჟზე რას გვეტყვით, გიორგი ვინ არის?
- ამ ბიჭის ცხოვრება ისე წავიდა, რომ ან ყველაფერი ახლიდან უნდა დაეწყო, ან უინტერესო გარემოში, უძრაობაში უნდა დარჩენილიყო, სადაც ბედი კარგს არაფერს უქადდა. მომავალში მის ცხოვრებაში რა და როგორ მოხდება, მაყურებელი დროდადრო გაიგებს.
- თქვენს პერსონაჟს რაც უფრო მეტად უშლიან მიუზიკლის დადგმას, სურვილი უფრო მეტად უმძაფრდება. ეს თვისება რეალურ ცხოვრებაშიც გაქვთ?
- რა თქმა უნდა, მაქვს (იცინის). რაც უფრო მეტად მიშლიან, იმის გაკეთება უფრო მინდება. გარდა ამისა, ამ პერსონაჟთან სხვა ბევრი საერთოც მაქვს.
- მაგალითად?
- მეც მაქვს ამოჩემებული ადგილები, სადაც პერიოდულად მისვლა მინდება. იქ არაფერს ვდგამ, მაგრამ ფიქრისთვის კარგი ადგილია, საკრალური, იდუმალი. მიზანდასახულიც ვარ. მიმაჩნია, როცა მართალი ხარ, უნდა იბრძოლო და "გოლი გაიტანო".
- თქვენ მიერ ამოჩემებული ადგილი, სად არის?
- თიანეთში, სოფელ ღულელებში.
- თქვენი პერსონაჟის მსგავსად, ბავშვობის პერიოდზე ხშირად გეფიქრებათ?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ბავშვობიდან მოვდივართ, მაშინ მიღებული ენერგია მოგვყვება. სულ გვახსოვს ბავშვობის ადგილები და გვინდა იქ დავბრუნდეთ.
- რას იტყვით სოფო გორელაშვილზე, თქვენ პარტნიორები ხართ.
- სოფო არაჩვეულებრივი პარტნიორია, პირველი სცენა მასთან მქონდა. სოფოს დიდი სამსახიობო გამოცდილება აქვს და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ის ძალიან დამეხმარა, თამაში გამიადვილა. მსახიობებმა სამეგობრო წრე შევკარით, რაზეც დიდი ცდა არ დაგვჭირვებია, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა.
- რატომ "თესეა", ეს სიტყვა რას ნიშნავს?
- ეს გამოგონილი ქალაქია. მაყურებელი სერიალში ამოიცნობს სენაკის სადგურს, ფოთის პარკს და ადგილებს სხვადასხვა ქალაქიდან. თესეა საქართველოს მინი მოდელია. თავად ამ სიტყვის მნიშვნელობა საიდუმლოდ დავტოვოთ.
- როგორც მუსიკოსი, სერიალის მუსიკაზე რას გვეტყვით?
- მე და ნიკა ჩოხელი ვაკეთებთ მუსიკას "ჩემი ცოლის დაქალებისთვის". "თესეაში" რჩება ნიკა ჩოხელი, ის არაჩვეულებრივი მუსიკოსია, ჰყავს ბენდი. ნიკას მუსიკა ხასიათის განვითარებისთვის, გამოგონილი ქალაქის აღსაქმელად ძალიან გამომადგა, მუშაობის პროცესში დამეხმარა. ასევე, აღსანიშნავია ჯგუფი "წერილი", მათი სიმღერები პირველ სეზონზე აქტიურად იქნება. ამ ჯგუფის მუსიკას თავისებური და განსხვავებული ხასიათი შემოაქვს.
- გმადლობთ ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ!
- მადლობა თქვენ და მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშაობს.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"სახელმწიფო თანხასაც დაზოგავს და ჯაბას დედაც მადლიერი იქნება"
"სამას მეტრზე გადავისროდი ანკესს და 10-12 ცალი თევზი გამომქონდა"
"ჩემს ცხოვრებაში ზღაპრები, დაუჯერებელი ამბები მომხდარა"
რამ გაუადვილა დათა ჩაჩუას ვაჟიკოს როლის შესრულება
როგორი ურთიერთობა აქვს ქმრის ოჯახთან ხატია წერეთელს
სოფიკო ჭიაურელისგან მიღებული რჩევაა, რომელსაც კახა ახვლედიანი დღემდე ითვალისწინებს
"ყველა ტკივილს და განსაცდელს თავიდან გავივლიდი"
რატომ შეწყვიტა უდიდესი წარმატებით დაწყებული კინოკარიერა ასმათ ქანდაურიშვილმა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი