"ღმერთმა იმაზე მეტადაც კი დამასაჩუქრა, ვიდრე ვიმსახურებდი"
font-large font-small
"ღმერთმა იმაზე მეტადაც კი დამასაჩუქრა, ვიდრე ვიმსახურებდი"
"ყველა ტკივილს და განსაცდელს თავიდან გავივლიდი"

"როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს, ამ დროს სცენა ჩემი "წამალია", მშველის მუსიკაც", - ამბობს მსახიობი ლაშა გურგენიძე. რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რის გამო იღებს საყვედურებს, რა არის მისი ბედნიერება, ვინ ენატრება ყველაზე მეტად და რა თვისება მოსწონს საკუთარ ხასიათში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


- დაბადების თარიღი...
- ...1987 წლის 31 აგვისტო.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...კლოუნი და მსახიობი. 5-6 წლის ვიყავი, დედამ ცირკში რომ წამიყვანა. კლოუნი რომ გამოვიდა, მთელი დარბაზი სიცილით იგუდებოდა. დედა პროფესიით ექიმი იყო, ფსიქოლოგი. მთელი დარბაზისგან განსხვავებით, კლოუნის გამოსვლაზე ერთხელაც არ გამცინებია. ბუნებრივია, დედას ჩემი რეაქცია არ გამოჰპარვია. მკითხა, გრიმის გამო ხომ არ შეგეშინდაო? - არა-მეთქი. - აბა, რატომ არ გეცინებაო? ვუთხარი, რომ ის კლოუნი სევდიანი მეჩვენებოდა და მეც დავსევდიანდი. ამ ამბიდან ბევრი წელი გავიდა. ჩარლი ჩაპლინი ჩემი კერპია, ერთ დღეს მის ჩანაწერებში ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: "ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მთელ დედამიწას ვაცინებდი, მაგრამ ეს რა არის იმასთან შედარებით, რაც მე მიტირია". ამ ფრაზას თავის შვილს ეუბნება, მე კი ის კლოუნი გამახსენდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ვარ შემაწუხებელი, ვარ ძალიან "ბევრი". სულ მინდა, ადამიანებს დადებითი ემოციები გავუზიარო, ხანდახან მოზღვავებული ენერგიიდან გამომდინარე, დოზას ვერ ვგრძნობ, შეიძლება ის ადამიანი შევაწუხო. ზოგჯერ მეუბნებიან, კარგი, ნუ დაგვღალეო. არადა, თავიდან მოსწონთ და სიამოვნებას იღებენ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ერთადერთი, რასაც შევცვლიდი, ისაა, რომ სამედიცინო განათლების მიღებაში დროს არ დავკარგავდი და პირდაპირ თეატრალურში ჩავაბარებდი. ყველა იმ ტკივილს და განსაცდელს, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მქონდა, თავიდან გავივლიდი, რადგან ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება შემძინა, ბევრი რამ მასწავლა. მხოლოდ რამდენიმე არასწორ ნაბიჯს შევცვლიდი, რომლითაც ადამიანებს გული ვატკინე.
- ექიმობა...
- ...ჩემი გატაცება არ იყო, არადა რომ მემუშავა, დღევანდელთან შედარებით, კარგი შემოსავალი მექნებოდა. ახლა ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. კარგი იქნება, მსახიობებს იმდენი ანაზღაურება მაინც გვქონდეს, ყოფით პრობლემებზე არ გვეფიქრებოდეს და ჩვენს საქმეზე ვიყოთ კონცენტრირებული.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...მგონია, რომ წინ მელოდება. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. მაყურებლის სიყვარულსა და სითბოს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს და დადებითი ემოციით მავსებს, ამავდროულად მავალდებულებს, ჩემი საქმე უფრო კარგად ვაკეთო.
GzaPress
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს ორი საოცარი შვილი, ანო 12 წლის ხდება, ილია - 7-ის. მყავს ულამაზესი და უადამიანურესი მეუღლე და მაქვს სცენაზე დგომის საშუალება, საყვარელ პროფესიას ვემსახურები. ვთვლი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, ღმერთმა უხვად დამასაჩუქრა, იმაზე მეტადაც - ვიდრე ვიმსახურებდი.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...მიმტევებლობა, პატიების უნარი - ეს თვისება გამოვიმუშავე.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ასეთი ბევრია. სულ ვცდილობ, საკუთარ თავში ბევრ ისეთ რამეს მოვერიო, რაც არ მომწონს. ხშირად ადამიანებს ძალიან ვაწუხებ. არამიზანმიმართულადაც (და არა შეგნებულად) მიწყენინებია და ამას განვიცდი. ბოდიშს გააზრებისთანავე ვუხდი და ვუხსნი, ცუდად გამომივიდა. ხშირად სულსწრაფიც ვარ, ეს ძალიან არ მომწონს.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ვნანობ და ვცდილობ, იგივე აღარ გავიმეორო.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ალბათ ბევრი რამ ვისწავლე. ადამიანს ყოველთვის უნდა აპატიო, რადგან პატიებას თავადაც ვითხოვ.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...ჩემი მომავალი ჩემი შვილებია. მათ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ, როგორ გარემოში იცხოვრებენ, მათი მომავალი როგორი იქნება.
- ვიბნევი...
- ...იშვიათად. შეიძლება რაღაც სწორად ვერ გავიგო, მაგრამ სიტუაციას ალღოს მარტივად ვუღებ. "ბრინჯივით დაბნეულობა" არ მჩვევია.
- ძალიან მინდა..
- ...დედა ცოცხალი იყოს, ერთად ვიყოთ.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უსამართლობას, ადამიანთა ჩაგვრას. ხშირად მივსულვარ, ჩავრეულვარ, მოსალოდნელ უსიამოვნებას არ შევუშინებივარ.
- სიყვარული ეს...
- არის ღმერთი და თავგანწირვა. სიყვარული ღმერთივით უსასრულოა. დღემდე ვერავინ ახსნა, ისევე, როგორც ვერ აიხსნება და ვერ ამოიწურება სიტყვა "ღმერთი". ადამიანი ამ გრძნობისთვის შეიქმნა.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ძალიან პატარა ვიყავი, ემოციის გამოხატვა არ მიჭირდა. ერთხელ მივედი და ვაკოცე. მერე ვთამაშობდით, თითქოს ცოლ-ქმარი ვიყავით, ვითომ საყიდლებზე მანქანით მივდიოდით.
- ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარულის ამბავი დაიწყო...
- ...ჩვენ ერთმანეთი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით. მაშინ ორივეს ცხოვრებაში რთული პერიოდი გვქონდა. მას სიყვარულობანა ახალი დამთავრებული ჰქონდა. მე და ჩემი მეუღლე დაახლოებით 1 წლის დაშორებულები ვიყავით. ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, ჩავიკეტე, ერთჯერადი ურთიერთობებიც აღარ მიზიდავდა, ფლირტზე ლაპარაკი ზედმეტია. თაკოს სახით ჩემში თითქოს სხივი შემოვიდა, მაგრამ ამ სხივს, ჩემში ბარიერს ვახვედრებდი, ახალი ურთიერთობის დასაწყებად მზად არ ვიყავი, მერე ურთიერთობა თავისთავად აგვეწყო. დილა რომ თენდება და ხვდები, გენატრება, ეს შეგრძნება მეორე დილითაც თავს რომ გახსენებს, მერე სულ რომ გენატრება, გინდა ნახო, შენში ეიფორიაა... ორივემ გავაცნობიერეთ ჩვენს თავს რაც ხდებოდა, გავერკვიეთ გრძნობებში და დავქორწინდით.
- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...მუსიკამ, ფილმმა, სპექტაკლმა, სასიამოვნო ახალმა ამბავმა... როგორი მძიმე და რთული როლიც უნდა ვითამაშო, მერე თავს კარგად ვგრძნობ, თითქოს იმ ტკივილს ვიშორებ, სცენაზე ვტოვებ. მუსიკით ხომ ძალიან ავად ვარ. ვთვლი, რომ ხელოვნებაში ყველაზე ძლიერი განხრაა, მუსიკა ღმერთების ენაა.
- მაკვირვებს...
- ...ადამიანებში უწიგნურობა, ინტელექტის დაბალი ნიშნული. ამბობენ, არცოდნა არცოდვააო, მაგრამ ჩემი აზრით, არცოდნა ყველაზე დიდი ცოდვაა. მაკვირვებს, რომ ადამიანები ფიქრს ვერ მივეჩვიეთ. როდის უნდა ვისწავლოთ, ერთმანეთს შეურაცხყოფა რომ არ უნდა მივაყენოთ, არ დავჭამოთ, არ ვატკინოთ, გავუფრთხილდეთ. როგორ შეიძლება ადამიანმა ადამიანი სიტყვით, ქმედებით ისე გაიმეტოს, როგორც ჩვენ ვიმეტებთ. მაკვირვებს ურწმუნობა და მარაზმში გადასული ფანატიზმი. როგორ შეიძლება, ყოველდღე იატაკს თავს ურტყამდე, ამბობდე ფრაზებს, რომელსაც ლოცვას არქმევ და გულში არ ესაუბრებოდე ღმერთს, არ გჯეროდეს, რომ ის არსებობს. ღმერთის პოვნა ყველგან შეიძლება: დედაში, შვილში, ბგერაში, ფერში, მცენარეში...
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ზედმეტი ემოციურობა (ფიქრობს), მაგრამ არა, ამას სისუსტეს ვერ დავარქმევ, ეს ძალა უფრო მგონია (პაუზის შემდეგ). ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე, ჩემი შვილებია.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...მსიამოვნებს, მაგრამ მეუხერხულება. კარგის მოსმენა ყველა ადამიანს სიამოვნებს, მაგრამ მაქსიმალისტი ვარ და მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები, ამიტომ შექებას ვერ ვირგებ.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ემოციების კონტროლი.
- ვიტყუები, როცა...
- ...ვერ ვიტყუები, არ გამომდის. ყველა ხვდება. სიურპრიზის მოწყობაც რომ მინდოდეს, ხმის ინტონაცია, სახის გამომეტყველება ეგრევე მყიდის.
- თავისუფლება არის...
- ...საკუთარი თავის ფლობა. ეს არ არის ყველაფრის უფლება, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. თავისუფალი ხარ მაშინ, როცა ვნებებს არ ემონები და არა მაშინ - როცა თავს ყველაფრის უფლებას აძლევ. სამწუხაროდ, ერთმანეთში ხშირად ერევათ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ყველა ადამიანს, ვინც ჩემ გარშემოა, ყველანაირ პრობლემას მოვუგვარებდი, მათ კეთილდღეობაზე ვიზრუნებდი.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...საკუთარ სინდისს ვერ გადავაბიჯებ.
- მენატრება...
- ...დედა.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...იყავი ლაღი, ნურაფრის შეგეშინდება, ადამიანებს მიუტანე სიკეთე და გაუზიარე დადებითი ემოციები, - დედა სულ ამას მეუბნებოდა.
- დაბოლოს...
- ...ჩარლი ჩაპლინის სიტყვებით დავასრულოთ: "არასდროს ვყოფილვარ ანგელოზი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი ადამიანი".
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"სამას მეტრზე გადავისროდი ანკესს და 10-12 ცალი თევზი გამომქონდა"
"ჩემს ცხოვრებაში ზღაპრები, დაუჯერებელი ამბები მომხდარა"
რამ გაუადვილა დათა ჩაჩუას ვაჟიკოს როლის შესრულება
როგორი ურთიერთობა აქვს ქმრის ოჯახთან ხატია წერეთელს
სოფიკო ჭიაურელისგან მიღებული რჩევაა, რომელსაც კახა ახვლედიანი დღემდე ითვალისწინებს
რატომ შეწყვიტა უდიდესი წარმატებით დაწყებული კინოკარიერა ასმათ ქანდაურიშვილმა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი