რომელი "უზრდელი წიგნი" წაიკითხა გია ჯაჯანიძემ?
font-large font-small
რომელი "უზრდელი წიგნი" წაიკითხა გია ჯაჯანიძემ?
"ჩემს ცხოვრებაში ზღაპრები, დაუჯერებელი ამბები მომხდარა"

გია ჯაჯანიძე უკვე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გახლდათ, როცა ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა და ასეც მოიქცა: 42 წლის სტუდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დილიდან დღის 2 საათამდე ლექციებს ესწრებოდა, საღამოს კი თეატრალურ უნივერსიტეტში ლექტორის ამპლუაში გვევლინებოდა. ფილოსოფიას საკუთარი შვილის თანატოლებთან ერთად სწავლობდა. შედეგად, ახალგაზრდებთან ურთიერთობა ისე იდეალურად ისწავლა, რომ მის ლექციებზე დასასწრებად თავისუფალი მსმენელები მიდიოდნენ კონსერვატორიიდან, სამხატვრო აკადემიიდან, უნივერსიტეტიდან... ლექტორობის პარალელურად, სტუდენტად ყოფნამ "ახალგაზრდების ენაზე" საუბარი ასწავლა. მოგვიანებით შეიტყო, რომ სტუდენტებთან ურთიერთობის ამ მეთოდის შესახებ, თურმე, პარიზში არსებულ სპეციალურ სკოლაში ასწავლიდნენ, თუმცა თავის დროზე, გია ჯაჯანიძემ ამის შესახებ არც კი იცოდა... ტელეწამყვანის დღე ისე არ გაივლის, რომ წიგნი არ წაიკითხოს – ეს უკვე მისი ჩვევაა...


- სპეციალურად დრო მაქვს გამოყოფილი, რომ დღეში წიგნის 10-20 გვერდი მაინც წავიკითხო. თუ "შემიტყუა", მეტსაც ვკითხულობ. ჯერ ერთი, ეს ჩვევად მექცა, მეორეც - ინფორმაციები მინდა... წიგნის კითხვისას ვისვენებ. მაგალითად, ინტერნეტში წიგნი არასოდეს წამიკითხავს - ვერ ვკითხულობ. წიგნს უნდა შევეხო და ისე წავიკითხო.
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?
- ძირითადად, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ წიგნებს ვკითხულობ, მაგრამ ბოლოს, ახლა უკვე მეორედ, ვლადიმირ მეგრეს "ანასტასიას" ვკითხულობ. პირველად დაახლოებით 10 წლის წინ წავიკითხე. ძალიან საინტერესოა - მისტიკურია და მკითხველი რაღაცას სწავლობ... საერთოდ, პარალელურ რეჟიმში, რამდენიმე წიგნს ვკითხულობ ხოლმე.
- სხვადასხვა ჟანრის წიგნებს?
- რა თქმა უნდა. რომანებს ვეღარ ვკითხულობ, რადგან ცხოვრებაში ისეთი ამბები მოვისმინე და გავიარე, უკვე ისეთი რომანი აღარ მხვდება, რომ დავინტერესდე... ცხოვრებაში ციკლები მაქვს: მაგალითად, ბავშვობიდან 20 წლამდე ზღაპრებს ვკითხულობდი. 15 წლის ვიყავი, როცა "ტრისტანი და იზოლდა" წავიკითხე, ასევე - ალექსის ბუვიეს "იზა". შექსპირის "რომეო და ჯულიეტას" წაკითხვისას ისე ვტიროდი, ვერ წარმოიდგენთ!.. კარგა ხანს რომანებს ვკითხულობდი, შემდეგ მოთხრობებზე გადავედი. მოზარდობისას შტეფან ცვაიგის ყველა ნაწარმოები წავიკითხე. ძალიან მიყვარდა თომას მანი, რაბინდრანათ თაგორი, განდი... "ჭრელი" განათლება მაქვს მიღებული - ყველა სფეროს მოვედე.
- ზღაპრების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორ გაგიჩნდათ?
- ცალხელა ბაბუა მყავდა. ძალიან კარგად მახსოვს, ასეთ ზღაპარს მიყვებოდა - "მიქელ ვაშლიშვილი". ეს ზღაპარი არსად წამიკითხავს, მხოლოდ ბაბუასგან მომისმენია... 6 წლამდე მიყვებოდა "მიქელ ვაშლიშვილის" ზღაპარს და არ სრულდებოდა. აი, კითხვის სიყვარული საიდან შემომრჩა, როცა გითხარით, დღეში 10 გვერდი მაინც უნდა წავიკითხო-მეთქი... მოკლედ, ეს ზღაპარი 4 წელი გაგრძელდა. საოცარი სიუჟეტი ჰქონდა: ყოველ საღამოს ასე სრულდებოდა - კეთილი ბოროტზე იმარჯვებდა და ბაბუა ახალ პერსონაჟს "შემოაგდებდა" ხოლმე... როცა ბაბუა მომიკვდა, ისე ძალიან მინდოდა, ზღაპარი ვინმეს გაეგრძელებინა, რომ მისი მოგონება თავად დავიწყე - ძილის წინ, ზღაპრის სიუჟეტს გონებაში ვთხზავდი, რათა ჩამძინებოდა... რა საოცარია, როცა "ათას ერთი ღამე" პირველად წავიკითხე - არ სრულდებოდა ბაბუაჩემის ზღაპარივით... 7 წლისა ასო-ასო ვკითხულობდი - ჩვენს ბავშვობაში ნული კლასი არ იყო. 8 წლის ვიყავი, როცა გამართულად წაკითხვა შემეძლო. აი, ზღაპრების კითხვა მაშინ დავიწყე და შემიყვარდა...
- ვინმე მიმართულებას გაძლევდათ, რა წაგეკითხათ?
- ძალიან განათლებული ბებია მყავდა. კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. 13-14 წლის ვიყავი, როდესაც "ჩოჩარა" წავიკითხე, რომელიც იმ დროს "უზრდელ წიგნად" მიიჩნეოდა. დედა, რომ ვკითხულობდი, გაშტერებული ვიყავი!.. ვისაც ეს წიგნი წაკითხული ჰქონდა, გარყვნილად ითვლებოდა. ჩუმად, მალულად ვკითხულობდი...
- ასაკისთვის შეუსაბამო წიგნების კითხვამ თქვენზე უარყოფითი კვალი დატოვა?
- არა... საერთოდ, იცი, ტვინი როგორ მაქვს მოწყობილი? მთელი ცხოვრება თუკი რამე სულიერი სიმდიდრე და წარმატება მივიღე, ეს ბოროტმა და უზნეო ადამიანებმა მომცეს. ყველაფერი სწორედ მათი წყალობით მოვიპოვე, რადგან ზუსტად ვიცოდი, როგორი არ უნდა ვყოფილიყავი. ბოროტს, შურიან და გულღრძო ადამიანებს ვუმადლი ყველაფერს, თუკი რამე გამაჩნია.
GzaPress
- შინ მდიდარი ბიბლიოთეკა გაქვთ?
- დიდი ბიბლიოთეკა მქონდა. გამუდმებით წიგნებს ვყიდულობდი. დაახლოებით 47 წლის ვიყავი, როცა ერთ რამეს მივხვდი: ბიბლიოთეკა რისთვისაა საჭირო, თუ ადამიანმა წიგნი არ წაიკითხა? ვინმე რამე საინტერესო წიგნს რომ მთხოვდა, ვჩუქნიდი. ახლაც კარგ წიგნს რომ წავიკითხავ, ახალგაზრდას ვჩუქნი.
- სამაგიდო წიგნი ხომ არ გაქვთ?
- არა. წასაკითხად გამზადებული წიგნები თავთან მიდევს და ვკითხულობ ან ჰამაკში ჩავჯდები და იქ ვეცნობი...
- პოეზიას რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?
- იყო პერიოდი, როცა მხოლოდ ლექსებს ვკითხულობდი. 22 წლის ვიყავი, როცა "პირველ არხზე" გადაცემაში - "პაემანი" კადრს მიღმა, ლექსებს ვკითხულობდი... შემიძლია, ამ 2 სიტყვით შემოვიფარგლო: "მიყვარს პოეზია". როგორც კი ადამიანი ახსნას დაიწყებს, როგორ უყვარს პოეზია, მისი უკვე აღარ მჯერა. პოეზია ჩუმად უნდა გიყვარდეს - გულში, სულში... ყველაზე უინტერესო ადამიანიც კი ჩემთვის პოეზიაა.
- არსებობს ისეთი წიგნი, რომელიც მიიჩნევა, რომ ყველა ადამიანს წაკითხული უნდა ჰქონდეს, მაგრამ არ წაგიკითხავთ?
- ერთადერთი, რაც არ ვინანე, რომ მოდას ავყევი და წავიკითხე, კოელიოს "ალქიმიკოსი" იყო. ვერ ვიტყვი, მსგავსი არაფერი წამიკითხავს-მეთქი, მაგრამ მომეწონა. კოელიოს ბევრი ნაწარმოები წავიკითხე... ახლა ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლეს" ვკითხულობ - შუა ნაწილამდე ვარ მისული... ძალიან კარგად წერს. უბრალოდ, ცხოვრებაში ბევრი რამ მაქვს გავლილი და წაკითხული...
- სხვა თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედებას აქტიურად ეცნობით?
- ძალიან აქტიურად - არა, მაგრამ ვეცნობი, რადგან "ჩვენები" არიან და მინდა, გავეცნო, როგორ აზროვნებენ, როგორ წერენ, რა აინტერესებთ... საერთოდ, კითხვა მიყვარს, მაგრამ რაღაცები ძნელად მომწონს. ნაწერმა უნდა მიმიზიდოს. სხვათა შორის, ზოგიერთ წიგნს საოცარი ენერგეტიკა აქვს. ნაკითხი ხალხი არ მიყვარს, განათლებულებს ვაფასებ. ადამიანები კითხულობენ, ავტორების გვარ-სახელებს, თემებს იზეპირებენ, რომ თქვან, რა წაიკითხეს... პირადად მე, მინდა, თუ რამეს წავიკითხავ, იქიდან რაღაც ღირებული მივიღო და ვისწავლო. უბრალოდ, "მშრალი" ინფორმაციის მიღება არ მსურს.
- როგორ ფიქრობთ, განსაკუთრებული ენერგეტიკა რომელ წიგნს აქვს?
- "ანასტასიას". რომ ვკითხულობ, მგონია, ვბედნიერდები... წარმოიდგინეთ, ტაიგაში ცხოვრობს ქალი, რომელიც გვასწავლის, ჯანმრთელად, საღად როგორ ვიცხოვროთ და მცენარეებთან დაკავშირებით, ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც ნახევარზე მეტი, თავად მაქვს გაკეთებული. რომ ვკითხულობდი, შოკში ვვარდებოდი, როგორ ერთი ერთში ჰგავდა ერთმანეთს ყველაფერი...
- თქვენს ცხოვრებაზე, აზროვნებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა?
- რომანების კითხვისას უბრალოდ ვიგებ, რა მძაფრია სიყვარული, მეგობრობა, როგორი ამბები ხდება... სწავლას რაც შეეხება, ცხოვრებამ უფრო მეტი მასწავლა. რა თქმა უნდა, მერე წაკითხულს ვადარებ ხოლმე - როგორი არანორმალურად საინტერესო ცხოვრება გავიარე... განათლებას რაც შეეხება, სხვათა შორის, 42 წლის ვიყავი, როცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულკტეტზე ჩავაბარე... ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ვარ. საერთოდ, ჩემი განათლება, ის ფაქტი, რომ ხელოვნების შესახებ სტატიებს ვწერდი, ჩემმა შოუებმა "გადაყლაპა" - ასეთი სამსახური მაქვს. იყო პერიოდი, როდესაც ხელოვნება ნელ-ნელა კვდებოდა (90-იან წლებში). ამიტომ ჟურნალისტურ საქმიანობას მივყავი ხელი, შოუებზე "გადავერთე", სამუშაოდ სხვა მიმართულება ავირჩიე... საკმაოდ საინტერესო დისერტაცია დავიცავი - "ზნეობრივი გმირები ქართულ ფილმებში და თეატრში" (გიგა ლორთქიფანიძის შემოქმედება). ვწერდი სტატიებს, ვარ 2 წიგნის ავტორი... 2 ცხოვრება მაქვს: ერთი - ჩემი განათლება, რომელსაც აფიშირებას არ და ვერ ვუკეთებ, მეორე კი - ტელევიზია, შოუ, იუმორი და ა.შ.
- 42 წლისამ უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაბარება რატომ გადაწყვიტეთ?
- მინდოდა მცოდნოდა, დასაწყისში რა უნდა წამეკითხა, რადგან როცა არეულად და შეუსაბამო გარემოში რაღაცას კითხულობ, შეიძლება, დრო ტყუილად დაკარგო. რა თქმა უნდა, ბევრი რამ, რასაც მერე გვასწავლიდნენ, წაკითხული მქონდა, მაგრამ მსურდა განათლება მიმეღო.
- რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟი განსაკუთრებულად ხომ არ გგავთ?
- არა. მხოლოდ გარკვეული დეტალებით...
- ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერაზე არ გიფიქრიათ?
- არა, მაგრამ ახლა ვამთავრებ ჩემს წიგნზე მუშაობას - მალე გამოიცემა. ის თანამედროვე ფსიქოლოგიის შესახებაა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ სწორად, ანუ რაღაცას რომ ინატრებ ან ჩაიფიქრებ, თუ სწორად ჩაიფიქრებ, აუცილებლად ახდება, რადგან ჩემს ცხოვრებაში ისეთი ზღაპრები, დაუჯერებელი ამბები მომხდარა, რომ ვერც კი ვყვები!..
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი