ასრულებული ოცნებები და საზოგადოების მცდარი წარმოდგენა
font-large font-small
ასრულებული ოცნებები და საზოგადოების მცდარი წარმოდგენა
ამჟამად, ჩემი ოჯახი რეალურად, მე და ჩემი მეუღლე ვართ

ანდრია გველესიანის ცხოვრებაში თეატრს უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა, უფრო მეტიც - მსახიობი და მომღერალი ამბობს, რომ თეატრის გარეშე ყოფნა, ცოტა არ იყოს, გაუსაძლისი გახდა. სამაგიეროდ, მუსიკის სფეროში გააქტიურდა...
საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ მსახიობი და მომღერალი გარეგნობაზე განსაკუთრებულად ზრუნავს, თუმცა ანდრიამ გაგვიმხილა, რომ ცხოვრებაში სახის კრემიც კი არ გადაუსვამს კანზე, მანიკიურსა და პედიკიურზე რომ არაფერი ვთქვათ...


"ოცნებების ასრულება სერიალების და ფილმების მიხედვით მინდოდა"
- მგონია, რომ ჩემი ოცნებები რეალობად ვაქციე. იცი, როგორი ბავშვი ვიყავი? ოცნებების ასრულება სერიალებისა და ფილმების მიხედვით მინდოდა. მაგალითად, სერიალი "მეხანძრეები" რომ გადიოდა, მსურდა, მეხანძრე ვყოფილიყავი, "ექიმები" რომ გადიოდა, ექიმობა მინდოდა, "მაშველები" ყურებისას - მაშველად მუშაობა (იცინის)... საბოლო ჯამში, საკუთარი თავი მსახიობობას დავუკავშირე, რაც ნამდვილად, ყველა პროფესიას მოიცავს... მუსიკას და მუსიკოსობას რაც შეეხება, 6-7 წლის ასაკში რომ გაგეჩერებინე და არჩეული პროფესიის შესახებ გეკითხა, გეტყოდი, რომ აუცილებლად მომღერალი ან მუსიკოსი გამოვიდოდი, ანუ ესეც თავიდანვე მინდოდა... ერთადერთი, სულ ვამბობ, - შეუმდგარი სპორტსმენი ვარ-მეთქი, რადგან სპორტის ბევრი სახეობით ვიყავი დაკავებული. თითქმის ყველაფერში წარმატებით ვასპარეზობდი, ყველაზე მეტად - ალბათ, ცურვასა და ფეხბურთში. ცოტათი ვნანობ, სპორტს რომ არ "გავყევი". საბოლოო ჯამში, ჩემი ცხოვრება მაინც ხელოვნებას დავუკავშირე.
GzaPress
"საკუთარ თავს უცხო თვალით რომ შევხედე, მეზედმეტა"
- რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ ჩემს გარეგნობაზე დიდად მზრუნველი ვარ. ერთადერთი, სპორტის მიმართ სიყვარულის გამო, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, თორემ კონკრეტული დიეტები არ დამიცავს, სახის კანის მოსავლელად რამე მეთოდებს არ ვიყენებ და ა.შ. ცხოვრებაში კანზე კრემი არ გადამისვამს. ერთ-ერთ გადაღებაზე პედიკიურის თუ მანიკიურის შესახებ მკითხეს. სასაცილო იყო (იცინის). არ ვიცი, ჩემ შესახებ ასეთი წარმოდგენა რატომ აქვთ, მაგრამ რეალურად, თავს განსაკუთრებულად არ ვუვლი. ჯერჯერობით, ნორმალურად ვარ. იმედია, არც მომავალში დამჭირდება... ისედაც, მგონია, რომ კაცს ბუნებრიობა შვენის. ალბათ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებსაც ბუნებრივი მამაკაცები უფრო მოსწონთ, ვიდრე რაღაცნაირი "პლასტმასის ფიგურები".
- როგორი რეჟიმით ვარჯიშობ?
- ჩემი პროფესიის გამო, სამწუხაროდ, დიდი ხანია, სტაბილურად არ ვვარჯიშობ. ერთადერთი, ვარჯიშის რეჟიმი კარანტინის დროს დავასტაბილურე, რადგან პრინციპში, სხვა გზა არც იყო - ყველანი შინ ვისხედით... ვფიქრობ, ვარჯიში კვირაში 4 დღე გამომდის. თუ არ ვირბინე ან რამე ფიზიკური აქტივობით არ დავკავდი, მერე ენერგია სად წავიღო, არ ვიცი. შესაბამისად, ასე თუ ისე, ვარჯიში მაინც მიწევს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ისე ინტენსიურად ვვარჯიშობ, როგორც წინათ. ვარჯიშიც ბუნებრივად, დაუგეგმავად გამომდის.
- ზედმეტ წონას არასოდეს შეუწუხებიხარ? თუნდაც - ბავშვობაში...
- რაც თავი მახსოვს, არასდროს, პირიქით - წონაში მომატების პრობლემა უფრო მქონდა. მახსოვს, თავდაპირველად, როცა სპორტდარბაზში ვარჯიში დავიწყე, გამხდარი ვიყავი. სულ მინდოდა, წონაში მომემატებინა. ერთი პერიოდი, კუნთების მასა მქონდა დიდი. საკუთარ თავს უცხო თვალით რომ შევხედე, ძალიან მეზედმეტა. ახლა "ნორმას ვიჭერ", რადგან მგონია, რომ ეს ყველაფერი ხელოვანს ბოდიბილდინგში არ უნდა გადაგეზარდოს. კვებას რაც შეეხება, ისედაც ჯანსაღი საკვები მიყვარს. დიეტა არასოდეს დამიცავს. უბრალოდ, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრს ვჭამ. ალბათ, ესეც მშველის.

"მინდა, ჩემი პირველი მუსიკალური ალბომი გამოვიდეს"
- დღევანდელი დილა საკმაოდ საინტერესოდ დავიწყე, რადგან ერთ-ერთ გადაცემაში ჩემი ბენდის პრეზენტაცია მქონდა. დიდი ხანია, ამ მუსიკოსებთან ვთანამშრომლობ. უბრალოდ, ბენდის სახეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ვაძლევდი (კორპორაციული საღამოები, შეკვეთილი კონცერტები...). ახლა, რაკი ჩემს საავტორო სიმღერებზე ვმუშაობ, ბენდიც აღვადგინე. ეს ბიჭები პროფესიონალები არიან. ჩემს საავტორო სიმღერებს რაც შეეხება, უკვე მეოთხე სიმღერა შეემატა, რომელიც მეუღლესთან - მაიკოსთან "გავადუეტე". არ ვიცი, წლის ბოლომდე როგორ მოვასწრებ, მაგრამ მინდა, რაც შეიძლება მალე ჩემს 4 სიმღერას კიდევ 3 მივამატო და ჩემი პირველი მუსიკალური ალბომი გამოვიდეს (ჩემი საავტორო სიმღერებით), თან - რა თქმა უნდა, ჩემს ბენდთან თანამშრომლობით.

"ეს ყველაფერი გაუსაძლისი გახდა"
- როგორც მსახიობს, თეატრის სცენა მენატრება. ძალიან კარგი სპექტაკლისთვის ვემზადებოდით - ახმეტელის თეატრში "კარმენს" ვდგამდით. COVID 19-ის გამო, როგორც ყველას, ჩვენც გაჩერება მოგვიხდა. დიდი იმედი მაქვს, რომ საშინელებათა ჟანრის ფილმის მსგავსი ეს ამბავი მალე დასრულდება, თეატრს დავუბრუნდებით და მაყურებლები ისევ გვეყოლება. ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, გაუსაძლისი გახდა... პროფესიული მიმართულებით ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი დოზით თეატრი იყო, მუსიკასთან ერთად. დღე და ღამე რეპეტიციას რომ გადიხარ, თითქმის ყოველდღე სპექტაკლებში თამაშობ, უცებ კი ეს ყველაფერი შეწყდება, დიდ დარტყმას იღებ... თან, თეატრში მრავალფეროვანი რეპერტუარი გვქონდა. მუსიკისა და დრამის თეატრშიც ვთამაშობდი (მიუზიკლში - "სამგროშიანი ოპერა")... ეს ყველაფერი რომ შეწყდა, ჩემზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ იცი, რა არის? მუსიკისთვის ცოტა მეტი დრო დამრჩა და ამ საკითხს მივხედე. შემთხვევით არაფერი ხდება. ალბათ, ესეც საჭირო იყო.
GzaPress
"ბავშვობიდან დამოუკიდებლად ვარ - ბებიასთან ვიზრდებოდი"
- ოჯახი კარიერულ ასპარეზზეც დიდ მოტივაციას მაძლევდა. საერთოდ, ოჯახში ბევრნი ვართ, მაგრამ ამჟამად, ჩემი ოჯახი რეალურად, მე და ჩემი მეუღლე ვართ. ისიც მსახიობია. თეატრშიც ერთად ვართ. ერთმანეთთან ურთიერთობის ნაკლებობას არ განვიცდით... და-ძმას, მშობლებს რაც შეეხებათ, მათ ნახვას ხშირად ვერ ვახერხებ, თუმცა კორონავირუსმა ამ ამბავზე დადებითად იმოქმედა: დრო მოგვეცა, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დრო გაგვეტარებინა.
- დიდმა ოჯახმა ერთად ბოლოს როდის ივახშმეთ?
- ალბათ - ჩემს ქორწილში (იცინის). მშობლებისგან ცალკე ვცხოვრობ. ბავშვობიდან დამოუკიდებლად ვარ - ბებიასთან ვიზრდებოდი... საერთო ვახშამი და მსგავსი რაღაცები დიდად არ მჩვევია. ყველას ცალ-ცალკე ვნახულობ ხოლმე.

"თავი ყველაზე მდიდარი მგონია"
- ჩემს სამეგობრო წრეში თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელია. მყავს მეგობრები სკოლიდან, უბნიდან, თეატრიდან, მუსიკის სფეროდან... მიხარია, როცა მეგობრების შესახებ მეკითხებიან, რადგან თავი ყველაზე მდიდარი მგონია. პირველ კლასში, სკოლის მერხთან ვისთან ერთადაც ვიჯექი, იმ ადამიანებთან დღემდე ვმეგობრობ. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია: ადამიანი ბევრად ძლიერი ხარ და რაღაცნაირად, ცოტათი "წინ დგახარ", რადგან მეგობრობის ფასი ბავშვობიდან იცი. ჩემთვის მეგობრობა პირველია, რადგან მგონია, ნებისმიერი ურთიერთობის ფუძე სწორედ ეს არის.

"მეუღლეს საჩუქარი მივუძღვენი, მაგრამ საჩუქარი საკუთარი თავისთვის გამომივიდა"
- ჯესის ყველა იცნობს - გადაცემებში ხშირად მიმყავს. მაიკოს დაბადების დღესაა დაბადებული. ოჯახში ძაღლი სულ გვყავდა (ბავშვობიდან). შემდეგ, კარგა ხანს აღარ გვყოლია. უცებ, შინ ძაღლის მოყვანა რომ დავაპირე, 11 აპრილს დაბადებული კანე-კორსოს ჯიშის ლეკვის შესახებ ინფორმაციას წავაწყდი. მაშინვე წამოვიყვანე - მეუღლეს მივუძღვენი, მაგრამ საჩუქარი საკუთარი თავისთვის გამომივიდა, რადგან ჯესის ყველგან თან ვატარებ. ძალიან გაიზარდა - დინოზავრისხელაა, მაგრამ მაინც ყველგან დამყვება. მის გარდა, ჰასკიც გვყავს მაიკოს ოჯახში, ასევე - თუთიყუში... მოკლედ, ცხოველების დიდი მოყვარული ვარ.

დასვენება, გართობა...
- სივრცე მიყვარს. ქალაქიდან რომ გავდივარ, ავტობანს "შევუერთდები" და მუსიკა მაქვს ჩართული, ამ დროს უკვე ვისვენებ და უფრო დიდი დასვენებისთვის ვემზადები... მოგზაურობის დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა (როგორც უცხო ქვეყნებში, ასევე - საქართველოში). ჩემთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება მეგობრებთან ერთად, ქალაქგარეთ ან თუნდაც სახლის პირობებში დროს ტარებაა... რადგან ჩემი ბენდი ისევ "მოიქოქა", შემოთავაზებებს ველოდებით. რამდენიმე მოლაპარაკებას უკვე ვაწარმოებთ. ბენდის გარდა, რაღაც ღონისძიებები ცალკეც მაქვს დაგეგმილი... სავარაუდოდ, ერთი კვირით ზღვაზე დავისვენებ. შემდეგ ჩემს საყვარელ, ულამაზეს სოფელ წევაში (იმერეთი) ავალ. მერე რაჭაში, სვანეთში გავემგზავრები... აუცილებლად, ჩემს საყვარელ ადგილებში დავისვენებ...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი