"აქ ყველაფერი ფულზე იცვლება და იყიდება"
font-large font-small
"აქ ყველაფერი ფულზე იცვლება და იყიდება"
რა არ მოსწონს დღევანდელობაში გივი სიხარულიძეს

გივი სიხარულიძე ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მწვავე, ეპატაჟური გამოსვლებით არის ცნობილი. მას თავისი შეხედულება აქვს იმაზე, თუ რით დავიმსახურეთ ყველა უბედურება, რომელიც ბოლო თვეებში საქართველოში დატრიალდა.


- ძველებს აქვთ ნათქვამი: მიწაში როგორ თესლსაც ჩააგდებ, ისეთსავე ნაყოფს მიიღებო. გადავხედოთ, რამხელა სიბინძურითა და ბოროტებით არის სავსე ჩვენი საზოგადოება და ყველაფერი ნათელი გახდება - რაც დავთესეთ, იმას ვიმკით! ყველამ თავის თავში უნდა ეძებოს იმის მიზეზი, თუ რატომ გაზარდა დაუნდობელი, მკვლელი და გახრწნილი შვილი. მეტი რა გითხრათ?!
- თუმცა, არც ერთ მშობელს არ სურს ცუდი შვილი ჰყავდეს.
- არც ერთს, მაგრამ თვითონ რომ არის ბოროტი და შვილსაც ცუდ მაგალითს აძლევს? რას ხედავენ ყოველდღიურად ჩვენი ბავშვები? ისინი ცხოვრობენ გახრწნილ ქვეყანაში, სადაც არც სინდის-ნამუსს აქვს ფასი, არც - სიყვარულს და არც - ერთგულებას! აქ ყველაფერი ფულზე იცვლება და იყიდება. რაღა უნდა ვთქვა, როცა ამ უძველეს, ქრისტიანულ ქვეყანაში ჰომოსექსუალები გამოდიან და აღლუმებს აწყობენ, რომ კაცის კაცზე ან ქალის - ქალზე ქორწინება დაკანონდეს? რომელ სულიერებასა და ტრადიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ვიღაც უზნეო, გადაგვარებული ადამიანები ჭკუას გვარიგებენ? ჩოხაში გამოწკეპილი ბიჭები ერთმანეთზე რომ ქორწინდებიან, ეს არის უძველესი ტრადიციების და კულტურის ქვეყანა?!
- თქვენი აზრით, რატომ მოძლიერდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ბოლო წლებში?
- დიდი დაკვირვება არ სჭირდება, რომ ეს ყველაფერი მცირერიცხოვანი ერების გადაგვარების მიზნით ხდება, მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ ქართველი ერი მცირე არ არის, ის მცირერიცხოვანია. მცირე ის არის, ვისაც ვეშაპივით მსოფლიოს დაპყრობა სურს და ვინც მთელი მსოფლიო გადააჯიშა. სწორედ ასეთებს უნდათ, ჩვენი ახალგაზრდების ფსიქიკა შეცვალონ და ქართველები თავის ჭკუაზე ატარონ.
- ბატონო გივი, ბოლო ხანებში მომხდარ მკვლელობებზე რას გვეტყვით?
- კონკრეტულ საქმეებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა. ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი, ეს სასამართლომ უნდა გამოიძიოს და გაარკვიოს. სხვების მსგავსად, მეც ბედნიერი ვიქნები, თუ სიმართლე დადგინდება, მაგრამ გული იცით, რატომ მტკივა? - ადრე ჩხუბიც ხდებოდა, კამათიც, მაგრამ ასე სადისტურად ადამიანის მოკვლა შეიძლება?! ეს გადაგვარებული ქართველები რაღაცნაირი, ველური ფორმებით იბრძვიან, სხვადასხვა დაჯგუფება ერთმანეთს უპირისპირდება და ამის გამო ხდება ამდენი უბედურება! ადამიანებს კომუნისტების დროსაც კლავდნენ, გამსახურდიას დროსაც, მაგრამ საკვირველია, ახალგაზრდებმა ასეთი სადისტური მეთოდები საიდან ისწავლეს?!
GzaPress- როგორ ფიქრობთ, საიდან ისწავლეს?
- მეც ისე ვფიქრობ, როგორც ბევრი სხვა: ყველაფერი ჩვენი საბედისწერო შეცდომების ბრალია. ჩვენ იმ ერის შვილები ვართ, რომელიც ბავშვებს ერთმანეთთან ქიშპსა და სიძულვილში ზრდის. რატომ გვიკვირს, რომ ეს ბავშვები ადრე თუ გვიან ერთმანეთს ხოცავენ? აღარ არსებობს მოვალეობის გრძნობა და ოჯახის პატივისცემა. როცა დედა მთელ დღეებს გარეთ, ქუჩაში ატარებს, შინ ნასვამი, გალეშილი ბრუნდება და "ჩეფჩიკიანი" ქმარი ოვაციებით ხვდება, ასეთ ოჯახში მაგარი ბიჭები და გოგოები ვერ გაიზრდებიან. როცა ოჯახში მამას მამის ადგილი არ უკავია და დედას - დედისა, ასეთი ოჯახი კარგ შვილებს ვერ აღზრდის. ყველაფრის თავიდათავი კი ის არის, რომ საქართველოში ეროვნული იდეოლოგია გაქრა, აღარ არსებობს. მარტო "ბერბიჭაშვილების" აზროვნება და მათი იდეებია პოპულარული - ისეთი ხალხის იდეები, რომლებმაც ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ყველაზე საუკეთესო, რჩეული მამულიშვილების სისხლში გვაქვს ხელები გასვრილი და კარგი რა მოგვივა? - მერაბ კოსტავა მოვაკვლევინეთ, ზვიად გამსახურდია მოვაკვლევინეთ, გია ჭანტურია მოვაკვლევინეთ, ზურაბ ჭავჭავაძე მოვაკვლევინეთ... ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება! აი, როგორი "ბედნიერი ერის" შვილები ვართ! ჩვენი მოძმეების სისხლი გვცხია ხელებზე და სიკეთეს რატომ ველით? კომუნისტების დროს ეკლესია-მონასტრები დავანგრიეთ, სააკაშვილის დროს, ეკლესიის კარიბჭე სატვირთო მანქანით შევანგრიეთ და ეს ყველაფერი ქართველების ხელით გაკეთდა. ნათქვამია: ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილებიო და ჩვენც ზუსტად ასეთ სიტუაციაში ვართ.
- ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა, რომ ჩვენი ტელევიზიები პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას დაუფარავად ავრცელებენ...
- აბა, ამ ტელევიზიებს რა უნდა ვუთხრა? - ჯერ დააკვირდით, როგორი ხალხი მუშაობს, როგორი მანერები აქვთ, არაფერი ეროვნული და ქართული ამ ხალხში არ შეინიშნება. 24 საათი უწესობისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწევიან - ეს არის ქართული მედია? კიდევ გავიმეორებ: ეს - სახელმწიფო აღარ არის, ეს არის ფულზე გაყიდული, ერთი მუჭა ქვეყანა, რომელსაც პატრონი აღარ ჰყავს. ძალიან ცუდ დღეში ვართ ქართველები - გადაგვარების, უფსკრულის პირას ვდგავართ, სულ ცოტა გვაკლია, რომ ხელი გვკრან და გადავიჩეხოთ!
- არჩევნები ახლოვდება. ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. თქვენ როგორი განწყობით ხვდებით ოქტომბერს?
- არც ამ არჩევნების მჯერა და არც - მისი მონაწილე პარტიებისა. პირდაპირ გეტყვით: არჩევნებზე მისვლასაც არ ვაპირებ. რატომ? - ჩემთვის ყველა პარტია ჩემი ქვეყნის მოღალატეა, რომელიც მარტო თავის ბედნიერებაზე ფიქრობს და არა - სამშობლოზე. ამ პარტიებს, თავიანთი რეიტინგების გარდა, არაფერი ადარდებთ. თუმცა, მიუხედავად ამგვარი განწყობისა, მომავლის იმედი მაინც არ დამიკარგავს. ერთ ძველისძველ ლექსს შეგახსენებთ: "კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოწყდებიან, ჯავრი შესჭამონ მტრისანი" - ეს სიტყვები ქართველი კაცის დაწერილია. არ შეიძლება ამ სიტყვების ავტორი პესიმისტი ყოფილიყო. არ შეიძლება ვინმე მოერიოს ქვეყანას, რომელსაც მერაბ კოსტავა, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, შოთა რუსთაველი ჰყავდა! ვიღაც გახრწნილი "მასონჩიკები" ჩვენს ხალხს ასე იოლად ვერ დაჯაბნიან და ვერ გადააგვარებენ. ასე რომ, ცვლილებების იმედი მეც მაქვს, მიუხედავად დღევანდელი სიტუაციისა.
- თქვენი აზრით, ვის შეუძლია ამჟამინდელი სიტუაცია შეცვალოს?
- შეცვლის მხოლოდ ისეთი ადამიანი, რომელიც ვაკეში, ვერაზე ან რუსთაველზე, ფუფუნებაში კი არ ცხოვრობს, - სადღაც, ღრმა სოფელში ან გარეუბანში, გაჭირვებულ ოჯახშია გაზრდილი. კაცი, რომელიც მერაბ კოსტავასავით მართალი და პატიოსანი იქნება ან - ქეთევან დედოფალივით თავდადებული ქართველი ქალი, რომელიც ამ სულგაყიდულ პოლიტიკოსებს ყველაფრის გამო პასუხს მოსთხოვს. საბედნიეროდ, ასეთი გოგო-ბიჭები უკვე წამოიზარდნენ. საქართველო სუფთა ადამიანებმა უნდა მართონ და არა - ფულზე გაყიდულმა, გადაგვარებულმა ვაი-პოლიტიკოსებმა. დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა პასუხს მოსთხოვს მოღალატე ქართველებს, რომლებმაც თავისი სამშობლო, ღირსება და პატიოსნება ფულზე გაცვალეს. ეს თაობა თავისი მართალი გულით აუცილებლად მოერევა სიბინძურეს, რომელიც ჩვენ ირგვლივ ტრიალებს. ამიტომაც გვჭირდება ახალი სისხლი, ახალი ძალა, რომელიც საზოგადოებრივ ასპარეზზე სუფთა ხელებით მოვა და საქართველოს გადაარჩენს!
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი