რა თრგუნავს და სად პოულობს სიმშვიდეს პოზიტიური პატრიკი?
font-large font-small
რა თრგუნავს და სად პოულობს სიმშვიდეს პოზიტიური პატრიკი?
"რუში ჩავვარდი..."

მხიარულმა, პოზიტიურმა 20 წლის პაატა ჭონიაშვილმა, იმავე პატრიკ ნოველსმა, საზოგადოებას "მასტერშეფში" მონაწილეობისას დაამახსოვრა თავი: პაატას კომენტარები შოუს განსაკუთრებულ ხიბლსა და ხალისს სძენდა... გადავწყვიტეთ გაგვერკვია, პოზიტიური პატრიკი ზაფხულს როგორ და ვისთან ერთად ატარებს, მის ცხოვრებაში რა შეიცვალა?..


- როგორ ხართ?
- კარგად. "ბლოგერ შოუს" გადაღებები გვაქვს. კარგად ვისვენებთ სხვადასხვა ადგილას...
- წლევანდელი ზაფხული სხვა საზაფხულო არდადეგებისგან განსხვავებულია?
- არა. ჩვეულებრივი ზაფხულია. უბრალოდ, ახლა უფრო მეტად ცხელა.
- თუნდაც, იმიტომ არ არის განსხვავებული, რომ უფრო მეტად პოპულარული ხარ?
- ჰო, ამ მხრივ თუ შევხედავთ - რა თქმა უნდა, განსხვავებულია: ბათუმში რომ ჩამოვდივარ, თავი ბიონსე მგონია, ოღონდ - მართლა (იცინის): ხალხი მცნობს. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რადგან ვგრძნობ, ადამიანებს როგორ ვუყვარვარ, რაც ძალიან მახარებს.
- თქვენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავენ?
- ძირითადად, ფოტოს მიღებენ, მეხუტებიან... სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ, დიდი სითბოთი და სიყვარულით მესალმებიან.
GzaPress
- ზღვაზე დასვენებას ამჯობინებთ თუ მთაში?
- იცით, რა, კონკრეტულ დროს რაც მსიამოვნებს, იმის მიხედვით ვისვენებ. მხოლოდ ზღვა ან მთა რომ მიყვარდეს, ასე არ არის, მაგრამ ჩემთვის საქართველოში განსაკუთრებული ადგილი, სადაც ყველაზე უკეთ ვისვენებ, ციხისძირში, ერთ-ერთ სასტუმროშია. ამ ადგილას ზღვაც არის, მთაც...
- გარუჯვა გიყვართ?
- არა, სიცხეზე ალერგია მაქვს.
- მიუხედავად ამისა, თქვენთვის ზაფხული მაინც ერთ-ერთი საყვარელი სეზონია?
- არა, ჩემთვის ზაფხული საყვარელი სეზონი არ არის. უფრო გარდამავალი პერიოდები - შემოდგომა და გაზაფხული მიყვარს. ჩემთვის ახალი წლის დღესასწაული ისეთი საყვარელია, რომ ახალი წლის გამო, ზამთარი მიყვარს. საერთოდ, სიცხე არ მომწონს. ეს ფაქტი ცოტათი დისკომფორტს მიქმნის.
- ზღვის სანაპიროზე დროს როგორ ატარებთ?
- 8-9 წელია, ზღვაში არ შევსულვარ. ერთადერთი, ციხისძირში ყოფნისას შევედი - იქ რიფებია და მომწონს. ისე, აუზი მირჩევნია.
- კარგად ცურავთ?
- ცურვა შემიძლია, მაგრამ ვერ ვიტყვი, ცურვით დიდ მანძილს ვიპყრობ-მეთქი.
- ზაფხულობით, დასასვენებლად გამგზავრებისას, წასაკითხ ლიტერატურას თუ არჩევთ ხოლმე?
- ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ კითხვა არ მიყვარს: მხედველობის პრობლემა მაქვს. კითხვისას თვალი ისე მეძაბება, რომ დიდი დისკომფორტი მექმნება - თავი მტკივდება... ინტერნეტში რაღაც პლატფორმა ვნახე, სადაც აუდიოწიგნებია. სხვათა შორის, რაღაც წიგნებს მოვუსმინე და მომეწონა. წიგნების მოსმენას კიდევ ვაგრძელებ, მაგრამ ფილმების ყურება უფრო მიყვარს.
- საზაფხულო გარდერობს აახლებთ ხოლმე?
- რა თქმა უნდა, ეს შეუქცევადი პროცესია: სულ რაღაცას ყიდულობ ადამიანი, სეზონურად გაცვია, "მიდის და მიდის"... ძირითადად, ზაფხულის და ზამთრის სამოსი ცალ-ცალკე განაწილებული არ მაქვს - ყველაფერი მაშინ მაცვია, როცა მინდა.
- ანუ შეიძლება, ზამთარში შილიფად ჩაცმულმა გაიაროთ ქუჩაში?
- ჰო. მაგალითად, ზამთარში, ყაზბეგში ყოფნისას მაისური მეცვა, გარედან - ქურთუკი.
- მაგალითად, საცურაო კოსტიუმების მოდას, საზაფხულო სამოსის მოდურ ტენდენციებს ყურადღებას აქცევთ?
- არა, საცურაო კოსტიუმებს დიდად არ ვიცვამ. ალბათ, ამას უფრო გოგონები აქცევენ ყურადღებას, რომელი და როგორი ჩაიცვან. ჩემი მეგობარი - გიგა უჩუვატოვი სტილისტია. ამიტომ, როცა ერთად შოპინგი გვიწევს, გიგა რაღაცებს ხშირად მირჩევს.
- ზაფხულის მოახლოებისას, სხეულის ფორმაზე განსაკუთრებულად თუ ზრუნავთ?
- სულ დიეტას ვიცავ - ზამთარში, ზაფხულში (იცინის)... სწრაფად ვსუქდები, მაგრამ კონკრეტულად ზაფხულისთვის ფორმაში ჩადგომაზე არ ვზრუნავ - ფორმაში ჩადგომა ისედაც მინდა, მაგრამ არ გამომდის. წონაში სწრაფად ვიკლებ, მაგრამ ჭამა ისე მიყვარს, რომ რაღაცებზე უარს ვერ ვამბობ, მაინც ვჭამ ხოლმე.
GzaPress
- ლაშქრობაში თუ ყოფილხართ?
- კარავში, ტყეში და საერთოდ, ისეთ ადგილებში, სადაც ცივილიზაცია არ არის, ვერ ვჩერდები, დისკომფორტი მექმნება. მაგალითად, თუ დენის წყარო არაა, იქ გაჩერება არ შემიძლია. ჩემთვის ეს საინტერესო და კომფორტული არ არის. ვიღაცებს კარავში ძილი და მსგავსი რაღაცები უყვართ, მაგრამ მე მათ კატეგორიას არ მივეკუთვნები. გარკვეულწილად, მთაც ამიტომ არ მიყვარს: მიუხედავად იმისა, რომ სიმშვიდე მომწონს, არ მიყვარს, როცა გარშემო ცოტა ხალხია, - ეს მთრგუნავს.
- ხალხმრავლობაში სიმშვიდის პოვნას როგორ ახერხებთ?
- ცოტა არ იყოს, რთულო თემაა, რომ ადამიანმა ხალხმრავლობაში სიმშვიდე იპოვო, მაგრამ ჩემთვის სიმშვიდე სწორედ ესაა - ამ დროს მშვიდად ვარ, როცა გარშემო ხალხია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შფოთვა მეწყება. ხალხმრავლობაში სიმშვიდე თავისთავად მეუფლება.
- თქვენი ერთი დღის მაგალითზე გვითხარით, როგორ ისვენებთ.
- მეგობრებთან ერთად ვარ. დილით ვიღვიძებ, შემდეგ თავის მოვლის რუტინაა. მერე სასაუზმოდ გავდივარ, მეგობარს ვნახავ, გავისეირნებ... ისევ სასტუმროში ვბრუნდები. შეიძლება, ფილმს ვუყურო. საღამოს სადმე გასართობად გავდივართ. მანამდე მეგობრებს ვნახულობთ. მაგალითად, დღეს ნათია დუმბაძის და მასტერის კონცერტზე მივდივართ... ამჟამად, ბათუმში ვართ. გონიოში გადასვლას ვაპირებთ, იქიდან კი - ისევ ციხისძირში.
- უფროსი ადამიანების მეთვალყურეობის გარეშე, ზაფხულში პირველად როდის დაისვენეთ?
- შარშან. ოჯახთან ერთად ვისვენებდი. შემდეგ ჯესი ჯეის კონცერტს დავესწარი, იქიდან კი - გადაღებებზე მარტო წავედი და დასვენებაც გავაგრძელე.
- უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ დასვენებას როგორი "გემო" ჰქონდა?
- საერთოდ, მარტო ყოფნა არ მიყვარს, ხმის გამცემი უნდა მყავდეს (იცინის). დედაჩემმა ისე გაგვზარდა, რომ ჩვენს არჩევანში არ ერეოდა, არ გვზღუდავდა, რაღაცების კეთებას არ გვიშლიდა. იმის გამო დისკომფორტი არასოდეს მიგრძნია, რომ ვიღაც თავზე მადგა და მიკონტროლებდა, რას ვაკეთებდი... თავისუფლად გავიზარდე. ამიტომ ვერ ვიტყვი, უფროსი ადამიანების მეთვალყურეობის გარეშე დასვენებას განსაკუთრებული "გემო" ჰქონდა-მეთქი, - ჩემთვის თითქმის იგივე იყო... ასე თუ ისე, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ადამიანს მაინც მეტი თავისუფლება გაქვს: ოჯახს აღარ ეუბნები, - გავდივარ და იცოდეთო...
- საკურორტო რომანი გქონიათ?
- არა, მსგავსი არაფერი მქონია და არც მაქვს.
- საზაფხულო არდადეგებისას თავს გადახდენილი რამე განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი ამბის შესახებ მოგვიყევით...
- მაგალითად, მზესუმზირების ბაღში მე, ლიკუნა ხაჭაპურიძე, გიგა უჩუვატოვი და ჩვენი მეგობრები გადაღებაზე ვიყავით. როცა გზის მხარეს გადმოვდიოდი, რუში ჩავვარდი და მთელი ფეხი ასხეპილი მქონდა... რუ გზასა და მზესუმზირის ბაღს შორის იყო. წყალში ფეხის ჩადგმის გარეშე, გზაზე ვერ გადახვიდოდი. ფეხი უკვე სველი მქონდა. არ ვიცი, რატომ მოვინდომე, რომ მეორედ არ დამსველებოდა და გავრისკე - ქვებზე აკურატულად ვადგამდი, მაგრამ ამისრიალდა, რუში ჩავვარდი და ნანგრევებს ჩამოვარტყი. მთელი ფეხი ჩაგლეჯილი მქონდა...
- ექიმის დახმარება დაგჭირდათ?
- არა. სერიოზული ჭრილობა არ მქონია, მხოლოდ ნაკაწრები იყო... უბრალოდ, დაცემისას ფეხი რომ დავიჟეჟე, ეგ მტკივნეული იყო...
- ამბობენ, მოგზაურობისას მეგობრების უკეთ შეცნობაა შესაძლებელიო.
- სხვათა შორის, ამის შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ გიგა ამბობს ხოლმე: ადამიანი "პაეზდკაში" "იტესტება". ერთმანეთთან 10 წლის მეგობრობაც რომ გაკავშირებდეთ, მერე კი დასასვენებლად ერთად წახვიდეთ, შეიძლება, დაშორდეთო. მართლა ასეა. კომფორტული ადამიანები არიან: გიგა, ლიკუნა, ანი ჩხეიძე... ჩემთვის იმედი ნამდვილად არ გაუცრუებიათ.
- ძალიან კარგი. პაატა, "მასტერშეფში" მონაწილეობის შემდეგ, თქვენს ცხოვრებაში რა შეიცვალა, პოპულარობის გარდა?
- სხვა არაფერი შეცვლილა.
- კულინარიაში თქვენს შესაძლებლობებს არ ავითარებთ?
- კი, რაღაცებს ვაპირებ. ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.
- მეგობრები ხომ არ "გჩაგრავენ" - კერძების მომზადებას სულ თქვენ ხომ არ გთხოვენ?
- არა, ეგ ავკრძალე: არავინ მითხრას, საჭმელი გააკეთე-მეთქი (იცინის)! თუმცა, ხანდახან მიწევს.
- დაბოლოს, რამე საზაფხულო კოქტეილის რეცეპტიც გაგვიმხილეთ, თუ შეიძლება...
- კენკრის ლიმონათის მარტივ რეცეპტს გეტყვით: ყინულებიან ჭიქაში დაჭრილ ლიმონს ჩავყრით (ლიმონის წვენის დამატებაც შეგვიძლია), გაზიან წყალს და კენკრის ჯემს დავუმატებთ და "ჰოუმმეიდ" ლიმონათი მზად გვექნება; თუ პიტნას ჩავაჭრით, უკეთესი გემო ექნება. სურვილის შემთხვევაში, ალკოჰოლის დამატებაც შეგვიძლია და "მოჰიტოს" მსგავს მშვენიერ ალკოჰოლურ გამაგრილებელ სასმელს მივიღებთ...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი