"ადამიანი ცხოველზე მეტად მადლიერი ვერასოდეს არის..."
font-large font-small
"ადამიანი ცხოველზე მეტად მადლიერი ვერასოდეს არის..."
ვინ უპირებს სამეფო პითონის შინ მიყვანას ნინო ლეჟავას?

მსახიობ ნინო ლეჟავას შინ 1 კატა - მაცი და 2 ძაღლი - ლუსი და ლაქი ჰყავს. ლუსი იმ 4 ლეკვიდან ერთ-ერთია, რომლებიც ხრამში გადასაყრელად მდედრობითი სქესის გამო გაიმეტეს, ლაქი კი ავტომობილით გაჭყლეტას მსახიობმა გადაარჩინა...


- ცხოველების მიმართ გულთბილი დამოკიდებულება ბავშვობიდან გამიჩნდა, რადგან მთელ ჩემს ოჯახს ცხოველები ძალიან უყვარდა. როდესაც შინ ასეთი ჯანსაღი დამოკიდებულებაა - ძაღლზე, კატაზე თუ სხვა ცხოველის შესახებ ცუდს არ ამბობენ, უსაფუძვლო შიში ბავშვსაც არ უჩნდება და მის გულში თავიდანვე სიყვარული ინერგება. ჩემს შვილებსაც ასე ვზრდი. მაგალითად, მირჩევნია, უბრალოდ მითხრან, - დედა, აი, მინდორში არსებულ ყველა ყვავილს გჩუქნიო, ვიდრე მომიწყვიტონ და მომიტანონ, რადგან ყვავილიც ცოცხალია: როცა მოწყვეტ, დაჭკნება, მოკვდება... ამიტომ ჯობია, მინდორში იყოს. ქოთნის ყვავილი კიდევ სხვა თემაა... შვილებსაც ასე ვზრდი, რომ ყველა და ყველაფერი უყვარდეთ: ქუჩაში საბრალო ძაღლი თუ კატა რომ მიდის, საჭმელი უნდა ვუყიდოთ, ვაჭამოთ... როცა უსუსურთან დამოკიდებულება ბავშვს სწორად აქვს ნასწავლი, სამომავლოდ, ადამიანთანაც სათანადოდ, კეთილად მოიქცევა.
- თქვენთვის პირველი ოთხფეხა ან ფრთოსანი მეგობარი "ვინ" იყო?
- ბავშვობაში მომცრო ზომის თუთიყუშები - მაშიკო და მიშიკო მაჩუქეს. გალიაში ჩიტების გამომწყვდევა არ მიყვარს. გალიის კარი თითქმის მუდმივად ღია ჰქონდათ. ვაკონტროლებდი, რომ ოთახის ფანჯარა არ გამეღო და არ გაფრენილიყვნენ. ოთახში დაფრინავდნენ, გალიაში საჭმელად შედიოდნენ ხოლმე. საღამოს კარს ვუკეტავდი და ოთახის ფანჯრებს ვხსნიდი... მერე დაბერდნენ. ერთი მოკვდა, მეორემ კი - "ცოლის" გარდაცვალება ვერ გადაიტანა და თავი მოიკლა: კედლებს სპეციალურად ეხეთქებოდა, ვერაფრით გავაჩერეთ... აი, ჩიტებმაც კი როგორი განსაკუთრებული სიყვარული იციან. მახსოვს, სკოლაში საკონტროლო ვერ დავწერე, ისეთ დღეში ვიყავი - ტირილით გავსკდი და საკონტროლო წერიდან "მომხსნეს". კიროვის ბაღში, ჭადრაკის სახლის უკან დავმარხე. ის ადგილი დღესაც მახსოვს... მერე, პირველ ვაჟზე ორსულობისას, ქუჩაში პუდელი ამეკიდა. მუცელზე მახტებოდა. რა თქმა უნდა, შინ წამოვიყვანე, გავზარდე... პეპი დავარქვით. მისი გაჩუქება მომიხდა, რის გამოც, ძალიან ვინერვიულე. ვთქვი, რომ სახლში საერთოდ არაფერს მოვიყვანდი, რადგან როცა რამე მოსდით, "გადაყოლა" ვიცი ხოლმე... ახლა კატა და 2 ძაღლი მყავს...
მეგობრის კატის კნუტი, თურქული ანგორა "ვიშვილე". მაცი დავარქვი. უკვე 5 წლის არის. შემდეგ, "ფეისბუკზე" პოსტი ვნახე, რომ დუშეთის ხრამთან გადაყრილი ლეკვები ჩუქდებოდა. 4 ლეკვი იმიტომ გადაყარეს, რომ დედლები იყვნენ. ჩემნაირმა "გიჟმა", ცხოველების მოყვარულმა ოთხივე წამოიყვანა, დაასტერილა, დაამუშავა, პასპორტი აუღო... ერთ-ერთი ლეკვი ისეთი საბრალო თვალებით იყურებოდა, რომ ჩემმა ქმარმა მითხრა, - მოდი, მოვიყვანო. ბავშვებს ლეკვი სიურპრიზად დავახვედრეთ. სიხარულისგან წიოდნენ და კიოდნენ... ლუსი დავარქვით. პოინტერის მეტისი გახლავთ. 2 წლის არის.
მეორე ძაღლს რაც შეეხება, კახეთის გზაზე მოვდიოდი, ტრასაზე ძალიან პაწაწუნა, შავი წერტილი ჩანდა. მე და ჩემი მეგობარი მანქანიდან "გადმოვფრინდით" და ძუნძგლიანი, ტილიან-რწყილიანი ლეკვი წამოვიყვანეთ. ლეკვმა 2 ღამე ჩემს გულზე რომ დაიძინა, მორჩა, ვეღარ გავაჩუქე, ისეთ დღეში ჩავვარდი - ძალიან შემიყვარდა! აცრები ჩავუტარეთ და ყველაფერი გავუკეთეთ, რაც საჭირო იყო. ასე შემრჩა ლაქი ანუ იღბლიანი. დღემდე მადლიერი თვალებით მიყურებს. ლაბრადორის მეტისია. დაბადების დღე 12 აგვისტოს, ჩემი მესამე ბიჭის დაბადების დღეზე აქვს (იცინის).
GzaPress
- ოთხფეხა მეგობრების დაბადების დღეებს აღნიშნავთ ხოლმე?
- კი, სახლის პირობებში, რა თქმა უნდა. თან, ახლა პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები უნდა დავიცვათ. ამიტომ, ლაქის დაბადების დღე ძაღლთა ცენტრში ვერ გადავუხადე. სახლში აღნიშვნით შემოვიფარგლეთ, რადგან ძაღლები ვერც სოციალურ დისტანციას დაიცავენ და ვერც ნიღაბს გაიკეთებენ (იცინის).
- ეჭვიანები არ არიან?
- არა, რადგან ლაქი რომ მოვიყვანე, ძალიან პატარა იყო, თან - მამალი. ლუსიმ დედობრივი ინსტინქტი გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ სტერილური მაჩუქეს: ლაქის ეფერებოდა, ლოკავდა, ბანდა... ახლა ლაქი ლუსის ჰბაძავს: სადაც ლუსი დაჯდება, ლაქიც იქ ჯდება, ვისაც ლუსი დაუყეფს, ლაქიც მას უყეფს და ა. შ. მათ ძალიან ვუყვარვარ. უბრალოდ, ისე არ ეჭვიანობენ, რომ ერთმანეთი დაგლიჯონ, მაგრამ როცა ერთს ვეფერები, მეორეც თავს მადებს - მეც მომეფერეო.
- კატა მაცის ძაღლებთან როგორი ურთიერთობა აქვს?
- ნელ-ნელა შეეგუა. თუ კარგ ხასიათზეა, ზოგჯერ ძაღლებს უფლებას აძლევს, ცხვირი ცხვირთან მიადონ, მაგრამ თუ ძალიან "შეუჩხიკინეს" (ძაღლებს თამაში უნდათ, თავად კი "დასტოინი" კატაა - უკვე 5 წლის "ბიჭია"), ბრიუს ლის ილეთით იგერიებს: მიაუო, - იძახის და თათს თავში ჩასცხებს ხოლმე, ოღონდ კლანჭებს კეცავს, არ კაწრავს (იცინის).
- ბევრი დრო მიაქვს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვას?
- ძალიან ბევრი - არა, რადგან ეს ისეთი ძაღლები არ არიან, რომ ენერგია აუცილებლად დახარჯონ, 2-3 საათის განმავლობაში არბენინო, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩემზე "ტყდება", რასაკვირველია - სხვებს მხოლოდ მათი მოფერება უნდათ. ამიტომ დილა-საღამოს მე ვასეირნებ. თუ საღამოს არ მცალია, მეუღლე მეხმარება - სხვა გზა არ აქვს... ძაღლებს კორპუსის უკან, ეზოში დილა-საღამოს ვარბენინებ.
- ოჯახში ვინმეს ხომ არ გაუპროტესტებია, როცა შინ მესამე ცხოველი მიიყვანეთ?
- არა. ერთადერთი, მითხრეს, - როგორ უნდა მიხედო, მათი აცრა ხომ მაინც ძვირი ჯდებაო? იცით, რა? ჩათვალეთ, ჩემს გამოსაკვებ რაციონს გადავდებ, თქვენ არ მოგაკლებთ და ჩემსას მას მოვახმარ. ასე რომ, დამშვიდდით-მეთქი. ვეღარაფერს მეუბნებიან (იღიმის).
- თქვენს ოთხფეხა მეგობრებზე სრულფასოვნად ზრუნვა რთულია?
- რთული არის, მაგრამ იოლი არაფერია: ქოთნის ყვავილსაც კი მოვლა უნდა - პერიოდულად, სასუქი სჭირდება, რათა ფესვები დაიცვან და ა.შ. ყველაფერს მოვლა უნდა, რაც იზრდება, ვითარდება, მერე კი ბერდება და კვდება. რის მიმართაც სიყვარულს გრძნობ, ამ სიყვარულით უნდა მოუარო. "იმიტომ, რომ მყავდეს" - ამ "თემაში" ცხოველის აყვანა არ შეიძლება. მაგალითად, ჩემს მეორე ბიჭს ყველანაირი ცხოველი ძალიან უყვარს, მათ შორის - რეპტილიები, რაც იშვიათია. გველების შესახებ ყველაფერს იკვლევს. ძალიან უნდა, რომ პატარა, მაგრამ სამეფო პითონი ჰყავდეს, რომელიც 1 მეტრზე მეტი სიგრძის არ იზრდება. ფულს აგროვებს, რომ როცა თავისი ოთახი ექნება, ეს პითონი იყიდოს და ტერარიუმი გაუკეთოს. მას ამას ვერ დავუშლი, რადგან ძალიან უყვარს. რაც უყვარს და შეუძლია, რომ კონტაქტი ჰქონდეს, უნდა ჰყავდეს, მაგრამ ერთი რამ კი ვუთხარი: - პითონს ცოცხალ თაგვს ვერაფრით ვაჭმევ-მეთქი. ის თაგვიც მიყვარს და მეცოდება... რომ მიხვდა, ცოცხალ თაგვს თავადაც ვერ აჭმევდა, ინფორმაცია ქექა, ქექა და აღმოაჩინა, რომ თურმე, არსებობს ადგილი, სადაც გაყინული თაგუნიები იყიდება, მაგრამ ვუთხარი, რომ გაყინულსაც ვერ ვაჭმევ... რაც უნდა, ის ქნას, არ ვუშლი. როცა პითონს ამოიყვანს, მოვეფერები ხოლმე. მეტი რა ვქნა?
- შინ ცხოველები ოინებს გიწყობენ?
- კი. საღამოს ატყდებიან და "დაჭერობანას" თამაშობენ: ერთი იატაკიდან ლოგინზე ახტება. ამ ხტუნვა-ხტუნვაში ავეჯს გასწევს ხოლმე. მათი ჭიდაობის გამო, ძილის წინ, ავეჯის გადაზიდვის სერვისივით ვარ - ფეხით მივწევ-მოვწევ, გავასწორებ... ყველაფერი გადაჯიჯგნილი აქვთ. რას ვიზამთ? ეპატიებათ - ცანცარები არიან.
- დასასვენებლად თან მიგყავთ?
- კი. კატა და ძაღლი სოფელში ერთად მყავდნენ. შარშანწინ ქობულეთშიც კი გავასეირნე, მაგრამ ახლა უკვე მანქანაც რომ აღარ მყავს და მეორე ძაღლიც მყავს, "მარშრუტკის" ნაცნობი მძღოლის "შებმა" მომიწევს, რომ ჩემი ოთხფეხა მეგობრები სოფელში წამაყვანინოს. სიღნაღის რაიონში, ქვემო მაღაროში სახლი 6 წლის წინ ვიყიდე. დასასვენებლად სამივეს - მაცის, ლუსის და ლაქის იქ წაყვანა პრობლემა არ არის, ზღვაზე წასვლა კი მორიგეობით მოგვიწევს, რადგან სახლში, სადაც ვისვენებთ, დიასახლისსაც თავისი ძაღლი ჰყავს. ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ მე ხომ მაქვს ნამუსი, სირცხვილის შეგრძნება? ჩემი კატით და 2 ძაღლით ნამდვილად ვერ ჩავადგები. რაღაცნაირად, "ვიმორიგევებთ", ალბათ - ჯერ ერთ "პატოკს" წავიყვან ზღვაზე (იცინის)... მოკლედ, რამეს მოვიფიქრებთ.
- ყველაზე ხანგრძლივი დროით რამდენი ხნით დაგიტოვებიათ თქვენი კატა და ძაღლები?
- ძაღლი და კატა მაქსიმუმ, 1 კვირით დამიტოვებია, როცა გასტროლი მქონია. ლაქი განსაკუთრებულად ბედნიერია, რომ ავტომობილით გაჭყლეტას გადავარჩინე. ძაღლის ბედი აქვსო, მის შესახებაა ნათქვამი, რადგან მე შემხვდა... ჯერჯერობით, 2 დღეზე მეტხანს უჩემობა არ უგემია. აუცილებლად ჩემს ლოგინზე წევს და მელოდება. მისი ბრჭყალებისგან ტანსაცმელი სულ ჩამოკონკილი მაქვს...
- თქვენთან სძინავთ?
- მორიგეობენ: ვინც დაასწრებს, ჩემს ფეხებთან ის წვება. როცა ადგება, გასეირნება მოუნდება, მეორე ჩაენაცვლება... ზოგჯერ ორივე ერთადაც წვება. გააჩნია, როგორ მოეპრიანებათ.
- რამე მიზეზის გამო, სამეზობლოს თქვენი ცხოველების ბინაში ყოფნა ხომ არ გაუპროტესტებია?
- არა, სხვას არ ვაწუხებ. ჯიბეები პარკით მაქვს გატენილი: ჩემი ძაღლის მოსაქმებულს ყოველთვის ვკრეფ, სხვების მსგავსად არ ვტოვებ. რაც თავად არ მსიამოვნებს, იმას არ გავაკეთებ, რასაკვირველია. რადგან ეზოა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ძაღლის სიბინძურეებით სხვა უნდა შევაწუხო.
- რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც მიუსაფარი ცხოველების მიმართ კეთილგანწყობილი არ არის?
- იმას, რომ ძალიან ბევრ რამეს კარგავენ, განსაკუთრებით - ერთგულების, მადლიერების, გულთბილი დამოკიდებულების და სიყვარულის შეგრძნებას. ადამიანობა მხოლოდ ის არ არის, რომ ვიღაცას თავი მაგარ ტიპად მოაჩვენოს - რა მაგარი ტიპია და სხვებს როგორ ეხმარება. თუკი უსუსური, გაჭირვებული ადამიანის დახმარება შეიძლება, ასევე, ცხოველის დახმარებაც შეიძლება. სამწუხაროდ, ადამიანი ცხოველზე მეტად მადლიერი ვერასოდეს არის, მერწმუნეთ...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი