"ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, პოლიტიკაში არ წავიდოდი"
font-large font-small
"ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, პოლიტიკაში არ წავიდოდი"
ვისთან არ სჭირდება თამაში და ნიღბის ტარება პაატა გულიაშვილს

არცთუ ისე დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პაატა გულიაშვილი "რუსთავი 2"-ზე დაბრუნდა და მაყურებლის გახალისებას ახლა "ანეკდოტების შოუთი" შეეცდება. ეს ის სფეროა, რომელშიც თავს კარგად გრძნობს. წლებია, ამ მიმართულებით მუშაობს და ფიქრობს, რომ ხალასი იუმორი პოლიტიკით გაჯერებულ ტელევიზიებსა და ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია, გადაცემის რეიტინგი კი ამის ნათელი დადასტურებაა. ვინ ენატრება ყველაზე მეტად, რის გამო იღებს საყვედურებს, რას არ გააკეთებს არასდროს, არანაირი თანხის სანაცვლოდ და რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


- დაბადების თარიღი...
- ...1978 წლის 22 მაისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. პირველი როლი 3 წლისამ შევასრულე, თელავის თეატრში ინანიშვილის პიესა დადგეს, ბავშვი დასჭირდათ და... მსახიობობის გარდა, სხვა სურვილი არც არასდროს მქონია, სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვიღლები. ოჯახის წევრები მთხოვენ, დავისვენო, მათთან ერთად ვიყო. ხალხისგან ყოველთვის სითბოს ვგრძნობ. მიხარია, როცა სხვას კარგ ხასიათზე ვაყენებ, ჩემი სატელევიზიო გამოსვლებით, როლებით კინოსა თუ სერიალში.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შევიტანდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...ბევრი წარმატება მქონდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რუსთაველის თეატრის დასში მისვლა და რობერტ სტურუასთან შეხვედრა იყო. იმ დასში მოხვედრა, სადაც გენიოსები თამაშობდნენ.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ადამიანს, რომელიც უკვე ვახსენე. ამასთან ერთად, ყოველთვის ბევრს ვშრომობდი. თავდაუზოგავი შრომის გარეშე, წარმატება არ მოდის. ვთვლი, რომ საკუთარი შრომით ყველა საკუთარ თავსა და მომავალს "ჭედავს". როგორც კი დაიჯერებ, რომ მაგარი ხარ, შენი პროფესიონალიზმიც იქ მთავრდება.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს მეუღლე, შვილები, დედა, და, ნათესავები, ახლობლები... ეს ადამიანები ჩემს ყოველდღიურობას ავსებენ, ისინი ყველაზე კარგად მიცნობენ, მათთან თავს კარგად ვგრძნობ, თამაში არასდროს მჭირდება.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ახალი აღმოჩენები გავაკეთო. არ მინდა, ერთ ადგილზე გავჩერდე. ღმერთმა ჯანმრთელობა მომცეს და ვიცი, არც არასდროს გავჩერდები. მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც წლების განმავლობაში და ახლაც მხარში მიდგას.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...იუმორის გრძნობა, ამას ბევრჯერ უშველია.
GzaPress
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...არ ვიცი, რამდენად გამოვასწორებ, მაგრამ მაინც გეტყვი: ხშირად მიწევს დალევა, სულ ვცდილობ, თავი ავარიდო, მაგრამ მეგობრებს უარს ვერ ვეუბნები.
- დაშვებული შეცდომები...
- ...ვცდილობ გამოვასწორო.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...როგორ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა ვაპატიო, როგორ უნდა შევძლო სიკეთის გაკეთება.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...სულ მინდა, დიდხანს და ჯანმრთელად მყავდნენ ისინი, ვისთანაც დიდი სიყვარული მაკავშირებს. ძალიან მინდა, ჩემი შვილების ბედნიერებას მოვესწრო, დავლაგდე, დავწყნარდე, დავმშვიდდე. მინდა, ჩემი პროფესია დაფასდეს, ისევე, როგორც ყველა სხვა პროფესია და ყველას ღირსეული მომავალი გვქონდეს.
- ვიბნევი...
- ...როცა ჰგონიათ, რომ ძალზე თავისუფალი ადამიანი ვარ, არ ვარ მორიდებული. ზოგჯერ ჩემგან წარმოუდგენელ სითამამეს ითხოვენ და ამ დროს, ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის, რამდენად მორიდებული ვარ. სცენაზე პირველი გამოსვლისას, ყოველთვის წარმოუდგენლად ვღელავ, ვერ აღგიწერ, როგორ ვნერვიულობ. ზედმეტად ემოციური ადამიანი ვარ.
- ვნანობ...
- ...ბევრ რამეს, მაგრამ ვერ ვიტყვი.
- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ, როცა...
- ...წონასწორობას ვკარგავ, როცა უსამართლობას ვაწყდები, გულიც ძალიან მტკივა. ნახევრად კახელი ვარ, ნახევრად - იმერელი. სიფიცხეც მჩვევია, უცებ აღელვებაც ვიცი, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, საკუთარ თავს ვაკონტროლებ. მაქსიმალურად ვცდილობ, არასდროს არავის ვაწყენინო.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...შინ, საკუთარ სახლში. 2 კვირაა არ ვყოფილვარ, გასტროლზე ვარ და ლამის გავგიჟდე.
- მეზარება...
- ...დილით ადრე ადგომა და შვებულებიდან სამსახურში დაბრუნება.
- სიყვარული - ეს...
- ...ჩემი ცოლი, შვილები და მამის მონატრებაა... სიყვარულია ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი განცდა, ჯანმრთელობაც სიყვარულია - სიცოცხლის სიყვარული.
- მაკვირვებს...
- ...ხეპრე (ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ სხვაგვარად ვერ აგიხსნი), უტაქტო ადამიანები. მაკვირვებს გაუნათლებელი პიროვნება, სატელევიზიო ეთერში რომ გამოდის და გვმოძღვრავს.
- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...თეატრმა.
- ვრისკავ...
- ...ყოველთვის.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...გურმანობაა. გემრიელ საჭმელზე უარს ვერ ვამბობ. როცა მეუბნებიან: "დიეტა დაიცავი", "წონა გაგექცა", ვარჯიში, ცურვა და მსგავსი რამეები არ შემიძლია, არ გამომდის.
- ვამაყობ...
- ...მამაჩემით. ბედნიერი ვარ, ჩემს ქალაქში, მამას სახელობის ქუჩაზე რომ ვცხოვრობ. ეს მისი შვილიშვილებისთვისაც საამაყო იქნება.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ვერ ვიტან, მრცხვენია, აღარ ვიცი, რა ვქნა. სიხარული? ხომ გითხარი, ძალიან მორიდებული ვარ-მეთქი. შეიძლება მსიამოვნებს, მაგრამ თავს უხერხულად უფრო ვგრძნობ.
- მეშინია...
- ...ღალატის.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...ვერ ვიცლი მეგობრებისთვის, ჩემი უახლოესი ადამიანებისთვის. ხანდახან დარეკვა და დღესასწაულის მილოცვაც კი მავიწყდება. ძალიან ბევრს ვმუშაობ და ეს ამის ბრალია.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...არაფერს, მხოლოდ წონაში დავიკლებდი.
GzaPress- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ინგლისური ენა.
- ვიტყუები, როცა...
- ...საჭიროა, როცა ტყუილი სიმართლის თქმაზე მეტად საჭიროა და ზუსტად ვიცი, არავის ვნებს.
- თავისუფლება არის...
- ...ჩემი ქვეყანა. ძალიან მინდა, ამ ქვეყანაში ყველამ ერთად ბედნიერად ვიცხოვროთ და რაც მთავარია, თითოეული ჩვენგანი თავისუფალი იყოს.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...პოლიტიკაში არ წავიდოდი.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...არის ქვეყნები, სადაც არ ვითამაშებ.
- მენატრება...
- ...მამა.
- ბედისწერა...
- ...არსებობს, მე ამის მჯერა.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ვწერ. საერთოდ, მარტოობა არ მიყვარს, მით უმეტეს, ხანგრძლივი დროით. წერის დროს სხვა "სამყაროში" გადავდივარ.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...როცა თელავის თეატრის ხელმძღვანელად ვინიშნებოდი, ბატონ რობერტ სტურუას ვუთხარი, ასეთი ამბავია და თქვენ რას მეტყვით-მეთქი? პირველ რიგში, ადამიანებს გაუფრთხილდი, მათ, ვინც თეატრი შექმნეს, მერე შეატყობ, ვის უყვარს თეატრი და ვის - არა. ვისაც არ უყვარს, ის თავისით წავაო. ეს სიტყვები სულ მახსოვს და ვცდილობ, გავითვალისწინო.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...ჩემი მაყურებელი ძალიან მიყვარს. ვიცი, სწორედ მათი დამსახურებაა, სხვადასხვა პროექტში რომ მეძახიან. ჩემს სიმღერებს ინტერნეტში უამრავი ნახვა აქვს, არადა, მომღერალი არ ვარ, გულის ჭიას ვახარებ. ამ სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მაგრძნობინებენ. ჩემი შემოქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ მისი უდიდებულესობა მაყურებელი. რომ არა ეს სიყვარული, ამ საქმეში ჩემს წარმატებაზე ლაპარაკი ძალიან რთული იქნებოდა. სულ ვცდილობ, მაყურებელი ჩემი იუმორით, ჩემი როლებით, ჩემი შემოქმედებით ბედნიერი გავხადო...
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი