"3 წელია, საცურაო კოსტიუმი არ მიყიდია"
font-large font-small
"3 წელია, საცურაო კოსტიუმი არ მიყიდია"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"

"სამსახური მაქვს თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, სექტემბრის დადგომისთანავე სამუშაო განწყობა მექმნება", - გვითხრა მსახიობმა ანანო სირბილაძემ, რომელსაც საზაფხულო არდადეგების და იმ გაურკვეველი სიტუაციის შესახებ ვესაუბრეთ, რომელშიც დღეს სკოლის მოსწავლეების მშობლების უმეტესობა იმყოფება...


- ანანო, როგორ ხარ?
- ძალიან კარგად. დამშვიდებული ვარ, რადგან კორონავირუსის ძალიან აღარ მეშინია. მგონია, სიტუაციაც და ხალხიც დამშვიდდა. ახლა უკვე თბილისში დავბრუნდი. სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას ველოდებით - მოგეხსენებათ, ჩემი შვილი მოსწავლეა. საერთოდ, როგორც კი სექტემბერი დგება, დასვენების განწყობა მიქრება - ტვინი პირდაპირ სამუშაო რეჟიმზე გადადის. ასე მგონია, სექტემბერში კანიც კი მითეთრდება (იცინის).
- სერიალი "იდეალური დედა" ეთერში აგვისტოშიც გადიოდა. საზაფხულო არდადეგები როდის დაიწყე?
- სერიალის წინა სეზონებისგან განსხვავებით, მესამე სეზონის გადაღება ზაფხულში მიმდინარეობდა. ყველა კაბა, რომლის ჩაცმაც მინდოდა, თამამად მოვირგე (იცინის). მუშაობისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველანაირ წესს ვიცავდით: თუ სიუჟეტი კაფეში ვითარდებოდა, გადაღება ღია ცის ქვეშ გვქონდა; ვცდილობდით, სტაფის წევრებთან სოციალური დისტანცია დაგვეცვა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩაკეტილობის მერე, სამუშაო რეჟიმს ყველანი მონატრებული ვიყავით - მაგარი განწყობით ვმუშაობდით. გადაღებები ივლისის შუა რიცხვებისკენ დავასრულეთ, მაგრამ თვე-ნახევარი დასასვენებლად მეყო - გადასარევი იყო!
- სერიალში შენი კაბებით იმოსებოდი?
- ჩემი კაბებითაც, მაგრამ უმეტესად, ჩვენი მხატვრის მიერ შერჩეული კაბები მეცვა. ის ძალიან ნიჭიერი გოგოა. უკვე ყველას სტილი ზუსტად იცის. ამბობს ხოლმე, - გოგო, "ელენეს კაბა" ვნახე, ვიყიდიო (იღიმის)...
- შენი და ელენეს (შენი პერსონაჟის) ჩაცმის სტილი ერთმანეთს ემთხვევა?
- იცი, რა, ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ოფისში ვმუშაობდი და დრესკოდი მქონდა - ქვედაბოლო, პერანგი, კლასიკური ფეხსაცმელი უნდა მცმოდა. რომ არ მოგატყუო, ახლა სულ სპორტული სამოსით დავდივარ, ბოტასებს და "ჰუდებს" თითქმის არ ვიხდი, რადგან ასე თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ იმ ძველ სამსახურს თუ გავიხსენებ, მაშინდელ ჩემს სტილთან ელენეს ჩაცმულობა "ძალიან ახლოსაა".
- საზაფხულო გარდერობის განახლება თუ გჩვევია?
- კი. ჩემს სახლში ეს საკითხი დიდი პრობლემაა: შინ ისე არ მივდივარ, რომ რაღაც ახალი არ ვიყიდო. როცა მეკითხებიან, ჩემი ჰობი რა არის, ვპასუხობ, - შოპინგი-მეთქი, რადგან ახალი ტანსაცმელი ისე მიყვარს და მაბედნიერებს, რომ მაღაზიებში დღეგამოშვებით მაინც მივდივარ. შეიძლება ყოველდღე - არა, მაგრამ ხშირად, რაღაც ახალს ვყიდულობ, მით უმეტეს - ზაფხულში. ზამთარში ადამიანი ისე ხარ განწყობილი, რომ მთავარია, თბილად და კარგად იყო, ზაფხულში კი შოპინგი ჩემი სენია! თუკი სადმე ფერადს, თხელი ქსოვილისგან შექმნილს და "ქიქინას" ვნახავ, ყველაფერს ვყიდულობ (იცინის).
GzaPress
- საცურაო კოსტიუმების მიმართაც ასეთი დამოკიდებულება გაქვს?
- საცურაო კოსტიუმი ძალიან მომწონს, მაგრამ ალბათ, 3 წელია, ახალი არ მიყიდია, რადგან ერთს რომ მოვირგებ, სანამ ძალიან არ მომწყინდება, ვერ ვცვლი. რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, ახალი მიყიდია, მაგრამ მთელი სეზონი ძველი საცურაო კოსტიუმით გამიტარებია. როცა მოვირგებ, მერე მგონია, რომ ახალი ისე არ მიხდება, როგორც ძველი. "ჩაციკლული" ვარ, რომ შავი საცურაო კოსტიუმი ვიყიდო, რომელიც სხეულს მინიმალურად ფარავს. ასეთში გამოწყობილი თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან თანაბარი რუჯი მიყვარს.
- სად დაისვენე შენს საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა?
- კახეთში, რამდენიმე სასტუმროში, სადაც აუზია. ასევე, აუზებზე ვირუჯებოდი. ბოლოს ბათუმში, შვილთან ერთად გავემგზავრე. ღვთის წყალობით, კარგი ამინდი დაგვემთხვა... სხვათა შორის, ყველა დაწესებულებაში კორონავირუსთან დაკავშირებულ წესებს მკაცრად იცავდნენ. მგონი, ბათუმში ყველაზე მეტი სამედიცინო ნიღაბი მე ვიყიდე, რადგან თან წაღება სულ მავიწყდებოდა... თბილისის ზოგ მარკეტში, ნიღბის გარეშე მისულ მომხმარებელს მაინც უშვებენ, მაგრამ ამ მხრივ, ბათუმში ძალიან მოწესრიგებულები იყვნენ... მთაში წასვლაც მინდოდა, მაგრამ რაღაცნაირად, ეს დასვენება მეყო. ისე, საზღვარგარეთ გამგზავრებაც მსურდა, მაგრამ აბა, როგორ წავიდოდი?
- შვილთან ერთად დასვენება კომფორტულია?
- კი. ჩემი შვილი უკვე 12 წლის არის. დღევანდელი 12 წლის ბავშვები უკვე დიდი გოგოებივით იქცევიან. თითქოს დაქალთან ერთად ვისვენებდი - იშვიათად გვახსენდებოდა, რომ დედა-შვილი ვიყავით. საერთოდ, კლუბური გართობა არ მიყვარს. ჩემთვის კომფორტია, თუ საღამოს კაფეში დავჯდები და მუსიკას მოვუსმენ. განტვირთვის ეს სტილი ჩემს შვილსაც აკმაყოფილებს - ერთმანეთს კომფორტი შევუქმენით... მეგონა, ბათუმში ბევრი ხალხი იქნებოდა, რადგან ქვეყნიდან ვერავინ გავიდა, მაგრამ თურმე (ჩემი ფეისბუკის" ანგარიშის "ნიუსფიდით" თუ ვიმსჯელებ), მთაშიც ბევრი ადამიანი წასულა. მოკლედ, ქართველები მთელ საქართველოში "გავიშალეთ" - როგორც იქნა, ვნახეთ, როგორი ქვეყანა გვაქვს... ზღვაზე ჩემი ყოფნისას უცებ, იაკო ჭილაია (თავისი ოჯახით) და ნინო შავგულიძეც ჩამოვიდნენ. პლაჟზე რომ გავედით, ხომ წარმოგიდგენია, რაც იქ მოხდა? თუკი ვინმე ბავშვი იყო, ყველასთან ფოტო გადავიღეთ (იცინის)... გადაღებების მიღმა ერთმანეთს რომ ვხვდებით, ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ოჯახის წევრს ვხვდები, ოღონდ - სხვა გარემოში. მართლა ძალიან კარგი იყო...
- არის ადგილი, სადაც სტუმრობა შენი საზაფხულო არდადეგების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ხოლმე?
- ზღვა... საერთოდ, ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს, მაგრამ სანაპიროზე ჯდომა, ზღვის სივრცის ცქერა, მოლივლივე ტალღები, გარუჯვა ისე მამშვიდებს, რომ ჩემთვის ეს განტვირთვის კარგი საშუალებაა. სულ მეუბნებიან, - ზღვაზე რომ მოდიხარ, ბარემ წყალში შედიო (იცინის). მთაც მიყვარს, მაგრამ ზაფხული ზღვის გარეშე არ მინდა - ყოველ ზაფხულს ზღვაზე აუცილებლად უნდა წავიდე - ამ დღეს ველოდები ხოლმე. ხომ იცი, ბათუმში რომ შედიხარ, მარჯვნივ გაიხედავ და უკვე ზღვაა. ამ დროს გული მიჩქარდება, ისე მინდა, სანაპიროზე მალე გავიდე. ჩემთვის ზღვის სპეციფიკური სურნელის შესუნთქვაც დიდი სიამოვნება და განტვირთვაა.
- ცურვა იცი?
- კი. რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი ოჯახი რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდა. იქ ჩემი ძმა სპორტის თითქმის ყველა სახეობაზე შეიყვანეს, რომ უქმად ყოფნისთვის დრო არ დარჩენოდა და არ მოგვეწყინა. მე გარეთ ველოდი ხოლმე. ამიტომ, იძულებული გახდნენ, ცურვაზე მეც შევეყვანე. ცურვა მაგრად ვისწავლე. წარმოიდგინე, "კუპალნიკებს" ვიცვამდით და ვცურავდით, გარეთ გამოსულებს კი სიცივე, თოვლი და უბედურება გვხვდებოდა... ცურვით ძალიან დავინტერესდით, რადგან სხვა საინტერესო იმ ქალაქში არაფერი ხდებოდა. სხვათა შორის კარატეზეც დავდიოდი. ისე კარგად ვჩხუბობდი, რომ ახლა ვინმემ არ გამაბრაზოს, თორემ (იცინის)!..
GzaPress
- არ გიფიქრია, სპორტის რომელიმე სახეობას ბოლომდე დაუფლებოდი?
- სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სტუდიაში დავდიოდი. ამას ბევრი დრო, ვარჯიში, ენერგია სჭირდებოდა. მოცეკვავეებს თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ სპორტსმენებზე ნაკლები ტანი, კუნთები არ აქვთ. ვაპირებდი, სამეჯლისო-სპორტულ ცეკვას "გავყოლოდი". შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. სპორტსმენმა დღეში 5-6 საათი უნდა ივარჯიშო. თან, ტანვარჯიშზეც დავდიოდი... მივხვდი, რომ ან "იქით" უნდა ვყოფილიყავი, ან - "აქეთ". რაკი ორივე საქმეს ბევრი დრო და ენერგია სჭირდებოდა, სპორტის მიტოვებამ მომიწია, თორემ ცეკვა ნამდვილად ძალიან მიყვარდა, თან - კარგად გამომდიოდა, მაგრამ მსახიობობა ვეღარ დავთმე...
- ანანო, შვილისთვის სასკოლო სამოსს როგორ არჩევ?
- ამჟამად, ქეთას (ჩემს შვილს) მწვანე, აფრიკული ნაწნავები აქვს. თუკი რამე "ჰუდი" მაქვს, ყველაფერს იცვამს. ვეხუმრები - ზაფხული ჯერ არ გასულა, "ჰუდებს" ნუ იცვამ-მეთქი, მაგრამ აცვია. ჩაცმის განსხვავებული სტილი აქვს. როგორც იცი, ჰიპ-ჰოპზე დადის, სულ ცეკვავს, ყოველდღე ვარჯიშობს და ისე იცვამს, როგორც მის მასწავლებლებს აცვიათ. ახლა აღარ ვიცი, სად როგორი სამოსი ვუყიდო. როცა პატარა იყო, ვყიდულობდი და მოვუტანდი ხოლმე... ახლა ქუჩაში ერთად რომ მივდივართ, მე ძალიან გამოპრანჭული გოგო ვარ ხოლმე, ქეთა კი გვერდით მომყვება - გოგოა თუ ბიჭი, ვერ გაიგებ (იცინის).
- სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების წესების დაცვაზე რას ფიქრობ?
- ყველანი ძალიან დაბნეულები ვართ, რადგან არ ვიცით, ეს როგორ მოხდება. შესვენებაზე ბავშვები დისტანციას როგორ დაიცავენ? რადგან მთავრობა ქვეყანაში ნორმალურ სიტუაციას ინარჩუნებს, მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც გამოსავალს იპოვის, რომ ბავშვებიც უსაფრთხოდ იყვნენ და მშობლებიც მშვიდად ვიყოთ.
- როგორც ვიცი, ქეთა კერძო სკოლაში დადის. ვირუსისგან დასაცავად დამატებითი რეკომენდაციების დაცვა სკოლებისთვისაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეს სწავლის საფასურზე ხომ არ აისახა?
- ჯერჯერობით, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ გამორიცხული არ არის: ჯერ დეზინფექცია რამდენჯერაა საჭირო? ასევე - ბავშვებისთვის სადეზინფექციო ხსნარები... მგონი, ბოლომდე თავადაც არ იციან, რა როგორ იქნება. ვნახოთ...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
ვისთან არ სჭირდება თამაში და ნიღბის ტარება პაატა გულიაშვილს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი