ვინ არის ნანკა კალატოზიშვილის ბედნიერების ვარსკვლავი
font-large font-small
ვინ არის ნანკა კალატოზიშვილის ბედნიერების ვარსკვლავი
"იღბლიანი ვარ"

"მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც მის ცხოვრებას ართულებს. პერიოდულად უმძაფრდება პესიმიზმი. თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, მისი მრისხანება საშინელებაა, სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერ გზად შემხვედრს ანადგურებს. უკიდურესად ცნობისმოყვარეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.


- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მეცნიერების მიმართ, ინტერესი მეტ-ნაკლებად მაქვს.
- ჯიუტი ხარ?
- ბავშვობაში საშინლად ჯიუტი ვიყავი. ასაკი რაც უფრო მომემატა, ამ თვისებამ ჩემს ხასიათში გამოკვეთილი ფორმა თანდათან დაკარგა. ოჯახში სიჯიუტით ბავშვობაშიც დიდად არ გამოვირჩეოდი, რადგან მიგებდნენ. ზოგადად კი, ეს თვისება ხასიათში იმდენად გამჯდარი იყო, რომ ერთხელ სათამაშო ვირი მაჩუქეს, - ძალიან საყვარელია, თან ხასიათით მას ჰგავხარო.
- "ერთი შეხედვით, თითქოს ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, ყველაფერი ძალუძს, მაგრამ ხშირად, საკუთარი სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო, უსუსურ სიტუაციებშიც ვარდება".
- რაც შეეხება ჩემს მორიდებულობას, ეკრანზე საკუთარ თავს ვერ ვუყურებ.
- რატომ?
- ამ დროს მრცხვენია თუ რა მჭირს, არ ვიცი. უცნაურია, მაგრამ კომპლიმენტების მიღებაც არ შემიძლია, ამ დროსაც მრცხვენია.
- როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ?
- ისეთი საოცარი შვილი მყავს, ცოტათი უხერხული იქნება, ვთქვა, ბედნიერ ვარსკვლავზე არ ვარ დაბადებული-მეთქი. დანის რომ ვუყურებ, ვერ აღვწერ, რა მემართება, ისაა ჩემი ბედნიერების ვარსკვლავი.
- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება გიჭირს?
- რჩევების მოსმენა მიყვარს, საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც საკუთარი შეხედულებისამებრ ვიღებ, მაგრამ სხვისი, მით უმეტეს, განსხვავებული აზრი, მაინც ყოველთვის მაინტერესებს.
- "ის მფლანგველია, იშვიათად ფიქრობს ხვალინდელ დღეზე".
- მართალია, ფულის შეგროვება არ შემიძლია. ისეთი შემოსავალიც არ მაქვს, რომ შეგროვება შევძლო, მაგრამ ვიცი ადამიანები, რომლებიც მცირე შემოსავლის მიუხედავად, თანხის გარკვეული ნაწილის გადანახვას ახერხებენ.
- "ჰყავს ბევრი ნაცნობი და ძალიან ცოტა ნამდვილი მეგობარი".
- ზუსტად ასეა. ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრი მეგობარი არასდროს მყოლია, ნაცნობობა კი ბევრთან მაკავშირებდა. უამრავი ნამდვილი და ერთგული მეგობარი ვერ გეყოლება.
- სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ მარტივად ექცევი?
- არა.
- "თხის წელში დაბადებული ადამიანები, ხელოვნების სფეროში მოღვაწეობის განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებული".
- პროფესია შემთხვევით არ ამირჩევია, განსაკუთრებულ ნიჭზე კი რა გითხრა, თავს ვერ დავდებ.
- "უყვარს კომფორტი და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული".
- სულ მომწონს, ახალგაზრდები მთაში, ბუნებაში კარვებით რომ მიდან და იქ რამდენიმე დღე ცხოვრობენ, მაგრამ ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. შხაპის გარეშე ვერ გავძლებ. შეიძლება სადღაც წავიდე, მთელი დღე ვიხეტიალო, მაგრამ საღამოს შინ უნდა ვიყო. სადაც აბაზანის მიღების საშუალება არ არის, არსად მივდივარ.
- "პერიოდულად, პესიმიზმისკენ მიდრეკილია".
- თინეიჯერობის და ცოტა შემდეგ წლებშიც, პესიმიზმისკენ უფრო მიდრეკილი ვიყავი, ახლა - ნაკლებად. ჩემი შვილის სახით, ცხოვრების ისეთი დიდი სტიმული მყავს, მოსაწყენად აღარ მცალია.
- "მას ლიდერის თვისებები ნაკლებად აქვს განვითარებული".
- ვერასდროს ვიქნები რაღაცის უფროსი, პასუხისმგებელი პირი, დირექტორი... ეს პოზიციები ბავშვობიდან არ მხიბლავდა.
- "მშვიდი ადამიანია, მაგრამ თუ რამეში არ გეთანხმება, რაც უნდა გაუკეთო, ვერაფერს დაუმტკიცებ, თავი დაანებე და ბედნიერი იქნება".
- არგუმენტირებულად თუ დამიმტკიცებ, დაგეთანხმები, ოღონდ მყარი და ჩემთვის დასაჯერებელი არგუმენტები უნდა "დამიდო", აზრის შეცვლა შემიძლია, პრობლემა არ არის.
- ამ შემთხვევაში, გაჯიუტება არ გჩვევია?
- მაინც თხა ვარ, ვირი - არა.
- "თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, მისი მრისხანება საშინელებაა, სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერ გზად შემხვედრს ანადგურებს".
- საკუთარი თავისთვის მსგავსი მრისხანება არ შემიმჩნევია, ამიტომ ასტროლოგებს ბოლომდე ვერ დავეთანხმები. წლების წინ, ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, გაბრაზება მეტ-ნაკლებად მჩვეოდა და ახლა ეგეც კი ძალიან მეზარება. შინაგანად ამ მდგომარეობამდე აღარ მივდივარ. თუ არ მინდა, საკუთარ თავზე კონტროლს არ ვკარგავ. არ მიყვარს აგრესია, მით უმეტეს - ჩხუბი.
- "სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს, ურჩევნია მოხიბლოს და აიძულოს, თავად ელტვოდეს".
- დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ. ჩემთვის მისაღები ურთიერთშეთანხმებაა.
- ცალმხრივად შეყვარებული ყოფილხარ?
- არასდროს, თინეიჯერების წლებშიც კი, მსგავსი რამ არ დამმართნია. სულ ბიჭების გარემოცვაში ვიზრდებოდი და გოგო რომ ვიყავი, ამას ნორმალურად ვერც აღვიქვამდი. ბევრი რამ ჩემთან გვიან მოვიდა, კეკლუცობა ჯერ კიდევ არ მისწავლია.
- ახლა შეყვარებული ხარ?
- არა.
- "ყოველ უსიამოვნო შემთხვევას ვაჟკაცურად ხვდება და დასახული მიზნისკენ მტკიცედ მიიწევს".
- სულით არ ვეცემი. დაბრკოლებებმა შესაძლოა, ცოტათი დამაფრთხოს, შემაშინოს, მაგრამ ვთვლი, ამ ცუდისგანაც კი შეიძლება რაღაც ისწავლო, ამას გამოცდილებად აღვიქვამ - რა თქმა უნდა, ეს ჯანმრთელობის მდგომარეობას თუ არ ეხება.
- ამაყი ხარ?
- ძალიან თავმოყვარე ვარ, მაგრამ ზემოდან არავის დავყურებ.
- როგორ იქცევი, როცა ვიღაც შენს თავმოყვარეობას ცუდად ეხება?
- გააჩნია, როგორ ეხებიან, ამ დროს შეიძლება საკუთარ თავზე კონტროლიც კი დავკარგო, ხარისხს გააჩნია.
GzaPress
- "ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ, მისი ერთგულება უსაზღვროა".
- ერთგულება ის თვისებაა, რომელიც ადამიანებში ყველაზე მეტად მომწონს. ყველა ერთგული ადამიანი დასაფასებელი და გასაფრთხილებელია.
- "მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც მის ცხოვრებას ართულებს".
- რადგან აქამდე არ დავქორწინებულვარ, იმის ნიშანია, რომ მიდრეკილება მაქვს, მაგრამ ეს არაფერს არ ართულებს, კარგია.
- "მას ძალიან უყვარს გარშემო მყოფთათვის საკუთარი ძალებისა და უპირატესობის დამტკიცება".
- ეს ჩემი თვისება არ არის.
- ახლობლებისგან სითბოს, მოფერებას მუდმივად ითხოვ?
- არა, ეგ არც შეიძლება მოითხოვო, ამას ან გაძლევენ, ან არა. მოთხოვნილი სითბოს მომხრე საერთოდ არ ვარ.
- "უკიდურესად ცნობისმოყვარეა. მას ნებისმიერი თავყრილობის ეპიცენტრში აღმოაჩენთ".
- ტყუილია, არავისზე არაფერი არ ვიცი. რაღაც ამბავს, ახლობელ ადამიანზეც კი, 3 წლის შემდეგ ვიგებ და მერე დამცინიან. არასდროს არავის ცხოვრებას არ განვიხილავ. თავყრილობების მოყვარული ვარ, მაგრამ ეპიცენტრში ყოფნის რა მოგახსენო, ამ ნაწილში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. კლუბური ცხოვრება მომწონს, განსატვირთად, გასართობად და ძალების აღსადგენად საუკეთესო საშუალებაა.
- "თავგადასავლების ძიება და სიყვარული სჩვევია".
- მართალია, თავგადასავლების მოგონებაც მახასიათებს. ასე ყოველდღიური ცხოვრება შეიძლება გაიფერადო, მეგობრები ამ თავგადასავლის მონაწილეებად აქციო. როცა რაღაც თავგადასავალს ვიგონებ და ვგეგმავ, თავი ფილმის პერსონაჟი მგონია.
- "იმპულსურია, დიდი ხნით ერთ ადგილზე გაჩერებაც კი არ შეუძლია".
- მართალია, ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება ცოტათი მიჭირს. შინ ყოფნა ძალიან მიყვარს.
- უბოროტო ბუნებიდან გამომდინარე, მტერი, მით უმეტეს - აშკარა, ძალიან იშვიათად ჰყავს".
- ასე ღიად ვინმეს მტრობა არ მიგრძნია ან შეიძლება მყავს და არ ვიცი.
- შენს ცხოვრებაში რომანტიზმი დიდი დოზითაა?
- ძალიან რომანტიკული ვარ, მაგრამ 21-ე საუკუნეში რომანტიზმი რარიტეტი გახდა, რაზეც გული ძალიან მწყდება.
- "ბუნებით რომანტიკოსი და იდეალისტია, სამართლიანობის გრძნობით და დიპლომატიის ნიჭით დაჯილდოებული".
- ვისურვებდი, დიპლომატიის ნიჭი გაცილებით მაღალ დონეზე მქონდეს, პირდაპირობა უფრო გადამძალავს ხოლმე.
- "საკუთარი განცდებსა და პრობლემებზე ღიად ლაპარაკი ნაკლებად ახასიათებს".
- თითქმის არ ვყვები, მაგრამ ხშირად, საუკეთესო დიალოგი საკუთარ თავთან მაქვს, დასკვნებიც ასე გამომაქვს. ჩემზე კარგად არავინ იცის, სად შემეშალა, რა შემეშალა და ამის გაანალიზება პიროვნულ ზრდაში მეხმარება. ყველაზე მეტად გახსნილი სწორედ საკუთარ თავთან ვარ.
- "ამ ადამიანთან ურთიერთობა არც ისე ადვილია, ის ძალიან კრიტიკულია, ნებისმიერ ხარვეზს ამჩნევს".
- ხშირად ისეთ წვრილმანს ვაქცევ ყურადღებას, რაც შეიძლება სხვისთვის საერთოდ უმნიშვნელო იყოს, ჩემთვის კი ძალიან საყურადღებოა.
- გულუბრყვილო ხარ?
- მინდა ვენდობოდე ადამიანებს, არავის მიმართ ცუდი განწყობა არ მეუფლება; მინდა უკეთესის მჯეროდეს, მაგრამ ზოგჯერ რეალობას პირისპირ ვეჯახები.
- "მისი გულუბრყვილობით ზოგიერთი გაიძვერა ოსტატურად სარგებლობს, მაგრამ ის ასეთ შემთხვევებს მალე ივიწყებს".
- არა მგონია, ჩემი გულუბრყვილობით ვინმეს ესარგებლოს. პატიება მარტივად შემიძლია, ამაზე დიდი თავისუფლება არ არსებობს. ვპატიობ და ვიცლები ემოციისგან. დიალოგი აუცილებელია. უნდა აუხსნა, რა გეწყინა ან რატომ გეწყინა, მერე დასკვნას გამოიტან და ნეგატიური ემოცია ჩამოგეხსნება, თუ არადა, ასეთი "წყენების გუდა" მთელი ცხოვრება უნდა ათრიო, ეს კი არასასიამოვნო იქნება.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტა ბარამიძე: "ის ღირსეული პოლიტიკოსი, გულწრფელი ადამიანია"
რატომ დაინტერესდა გვანცა დარასელია პოლიტიკით
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ
"ვერ ვიტყვი, რომ შვილებთან ურთიერთობაში სულ "ათოსანი" ვარ"
"თენგიზმა მითხრა, შვილი რომ გვყოლოდა, ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო"
"ზღვაში არ შევდივარ, რადგან მარილიანი წყალი არ მიყვარს"
ვისთან არ სჭირდება თამაში და ნიღბის ტარება პაატა გულიაშვილს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი