"საქართველო არის ადგილი, სადაც ყველა თავისი თავის ბატონ-პატრონია"
font-large font-small
"საქართველო არის ადგილი, სადაც ყველა თავისი თავის ბატონ-პატრონია"
ქუვეითში პოპულარული ქართველი, რომელიც ემიგრანტებს ეიმედებათ

თუ თქვენ ქუვეითში მოხვდებით და იკითხავთ, სპორტის რომელი სახეობაა ყველაზე წარმატებული ამ ქვეყანაში, აუცილებლად გეტყვიან, რომ ეს ძალოსნობაა, თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ სპორტის ამ მიმართულებაში დიდი წვლილი სწორედ ქართველებს მიუძღვით.


საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს ალბათ არასდროს გვიფიქრია, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც მიუხედავად ყველაფრისა, "ყველა თავის უფალია", არასდროს დავფიქრებულვართ ამ საოცრად მაღალმორალურ ღირებულებაზე, რაზეც ჩვენი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი "მამები": ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა და კიდევ ბევრი სხვა ყოველთვის ოცნებობდა; დღეზე, "როდესაც ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნოდა" და აი, ეს განცდა გაქვს სწორედ მაშინ, როდესაც ცხოვრებას იწყებ სრულიად უცხო გარემოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე უმდიდრეს ქვეყანა ქუვეითში.
ეს ფრაზა კი, რომელიც ინტერვიუს სათაურად გამოვიყენეთ, ქართველ ემიგრანტს, ქუვეითში მცხოვრებ დამსახურებულ ქართველს, ძალოსნობის ტრენერს, სპორტსმენს, ბატონ გოგი თოდაძეს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ გოგის ქუვეითში არც პოპულარობა აკლია და არც ყურადღება ადგილობრივი ქუვეითელების მხრიდან, მისთვის ადგილი, სადაც ყველა საკუთარი თავის ბატონ-პატრონია, სწორედ საქართველოა.
ბატონი გოგი ქუვეითში სპეციალური მოწვევით, 26 წლის წინ ჩამოვიდა, როდესაც ვითარება ჯერ კიდევ რთული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ სპარსეთის ყურეშიც, განსაკუთრებით კი ქუვეითში.
GzaPress
გოგი თოდაძე:
- ომი ახალი დამთავრებული იყო, ქვეყანა ცდილობდა ჯერ სტაბილურობის და შემდეგ განვითარების გზაზე შედგომას, ამდენად, ამ პერიოდისათვის საკმაოდ რთული იყო ფეხის მოკიდება. რომ არა ჩემი მეგობარი, ბატონი ამირან ჭიტაძე, რომელიც წლებია ქუვეითის ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელია, ალბათ ვერც ვიფიქრებდი, რომ აქ მოვხვდებოდი. რა თქმა უნდა, ვსაუბრობ 26 წლის წინ არსებულ მდგომარეობაზე, თორემ დღეს გამარტივებულია ურთიერთობა საქართველოსა და ქუვეითს შორის. თუმცა, ცნობადობა მაინც ნაკლებია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჩემი მუშაობის პერიოდში 5 კლუბი გამოვიცვალე და თითოეულ მათგანს საკმაოდ დიდი წარმატებები ხვდა წილად, როგორც ადგილობრივი ჩემპიონატების, ასევე ყურისა და აზიურ თუ სხვა საერთაშორისო ჩემპიონატებზე. ბოლო 2 წლის განმავლობაში ვარ ერთი და იმავე კლუბის მწვრთნელი, რომელიც ჩემი მისვლიდან ზუსტად ერთი წლის თავზე გახდა ჩემპიონი და 11 წელია, ამ ჩემპიონობას არავის უთმობს, როგორც ასაკობრივ ქვეკატეგორიებში, ასევე ზრდასრული ასაკის ძალოსნებში. ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა 2012-დან 2018 წლამდე პერიოდი - ამ დროის განმავლობაში მთელი რიგი მიღწევები ხვდა წილად ჩვენს კლუბს. 2014 წელს კორეაში გამართულ ჩემპიონატზე, აზიის პირველობაზე დაიკავა პირველი, ხოლო ასაკობრივ ჯგუფში მოასპარეზე სპორტსმენებმა მეორე ადგილი. ჩემთან ხშირად მოდიან კონსულტაციისა და სატრენერო მასტერკლასების გასავლელად სხვადასხვა ქვეყნის დამსახურებული ტრენერები, ამ მხრივაც საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს.
ამჟამად, პანდემიის გამო დროებით დაკეტილია სახელმწიფო კლუბები, ჯერ მხოლოდ კერძო კლუბებმა განაახლეს საქმიანობა, ისიც მკაცრი რეგულაციების დაცვით. ვითარება ამ კუთხით დღემდე რთულია.
- როგორია ქუვეითური ცხოვრება?
GzaPress
- რაც შეეხება ქუვეითში ცხოვრებას, ცხოვრების მაღალი დონეა, მაგრამ არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელიც ერთი შეხედვით რთული შესასრულებელია. ამდენად, ბევრი ადამიანი მალევე ტოვებს აქაურობას, მაგრამ თუ გიყვარს შრომა და შენი საქმე, ხარ პატიოსანი და ერთგული იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებ, ყოველთვის ყველა გაფასებს და პატივს გცემს, განსაკუთრებით აქ - ხაზს ვუსვამ ამას, რადგან ეს არ არის არც ევროპა და არც ამერიკა, სადაც შეგიძლია ყველაფრის კეთება, შეგიძლია გართობა, ვგულისხმობ გასართობ კლუბებში სიარულს, უფრო თავისუფალ მოქცევას, რაც ახასიათებს თანამედროვე მსოფლიოს ახალგაზრდობას. აქ ყოველთვის გაკონტროლებენ, მუდმივად გრძნობ, რომ "გამადიდებელი შუშის" ქვეშ ხარ, თუმცა მაქსიმალურად ზრუნავენ იმაზეც, რომ არავინ შეგაწუხოს, დაცული ხარ ყოველგვარი კრიმინალური საფრთხეებისგან.
- როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე?
- სამუშაო დღე ჩემთვის ადრიანად იწყება. სანამ ეპიდემია გავრცელდებოდა, ორ კლუბში მუშაობა მიწევდა, რაც ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. დასვენების დღე მხოლოდ პარასკევს მაქვს, რადგან ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, არ მეძლეოდა მეტი შესაძლებლობა, თუმცა ამ ვირუსმა კარგად დაგვასვენა ყველა და ახლა ველოდებით, თუ როდის განახლდება ჩვენთვის, ანუ სახელმწიფო კლუბებისთვის მუშაობა და მთელი დატვირთვით შევუდგებით საქმიანობას.
მოგეხსენებათ, ქუვეითური დინარი ერთ-ერთი მყარი ვალუტაა მსოფლიოში, რაც დამაგრებულია ნავთობის უდიდესი მარაგის არსებობით. ამდენად, მდიდარ ქვეყანას სტანდარტებიც მაღალი აქვს, სოციალურ-ეკონომიკური კუთხით... სოციალურ გარემოს რაც შეეხება, ისევე, როგორც ყველა არაბულ სახელმწიფოში, აქაც არსებობს მასკულინური დაყოფა მამაკაცებსა და ქალებს შორის, რაც თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. თუ აქ ჩამოსვლას და მოგზაურობას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეს გარემოება, რადგან ქუვეითის მოქალაქეებს სახელმწიფო განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობას უქმნის და ამდენად, აქ ქცევის წესები, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს თავისებურ პასუხისმგებლობებს აკისრებს. ქვეყანაში აკრძალულია ალკოჰოლი. თუ იგი საზღვარზე გიპოვეს, უკან გაგაბრუნებენ. ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის კარგად განვითარებული ტურიზმი, თუმცა ადგილობრივი მთავრობა ცდილობს, ამ სფეროს და რეგიონალური ვაჭრობის სექტორებს შეუწყოს ხელი, რათა შემცირდეს ქვეყნის დამოკიდებულება ნავთობის ექსპორტზე შემოსავლებიდან. როგორც ცნობილია, ქუვეითი არის მეხუთე უმდიდრესი ქვეყანა დედამიწაზე, აქ მცხოვრები და დასაქმებული ქართველების რიცხვი 200 ადამიანს არ აღემატება, თუ არ ჩავთვლით ახალ შექმნილ ოჯახებს, რომელიც თითქმის ყოველწლიურად იზრდება ქართველი გოგოების დაქორწინების ხარჯზე, რომლებმაც გადაწყვიტეს, ცხოვრება არაბებს დაუკავშირონ.
ბატონი გოგი - ჩვენი რესპონდენტი და ამავე დროს ქართველების უდიდესი ქომაგი, მეგობარია. 26 წლის განმავლობაში ბევრ ახალჩამოსულ ქართველს დახმარებია და დღესაც არაფერს იშურებს ქუვეითში მცხოვრები თანამემამულეებისთვის, მისი ოჯახი კი აქაური ქართველებისთვის, შესაკრებად ყველაზე თბილი და მსუყე ადგილია.
მეუღლე - ქალბატონი ანჟელიკა წარმოშობით ბიშკეკიდანაა. ის კარგად იცნობს ქართველთა ხასიათს, სამზარეულოს და თვისებებს; იცის, რომ ქართული სუფრა მნიშვნელოვანია ტრადიციის მიმდევარი ქართველებისთვის და პატივს სცემს მეუღლის სტუმართმოყვარეობის პრინციპებს და ზოგადად ქართველებს.
საბოლოოდ, ისევე როგორც ყველა ემიგრანტი, ბატონი გოგიც ოცნებობს საქართველოში დაბრუნებასა და ახლობლების გარემოცვაში ცხოვრებაზე. სურვილი აქვს, რომ ქართველებმა შეძლონ, ერთხელ და სამუდამოდ ისწავლონ ერთად დგომა, ურთიერთსიყვარული და პატივისცემა.
P.S. ცნობისთვის, სერიოზული ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ გოგი თოდაძე ინტერვიუზე დაგვეთანხმებინა, რადგან არ უყვარს, როდესაც მის მიღწევებზე საუბრობენ, განსაკუთრებით კი საკუთარ თავზე საუბარი არ იზიდავს. ამდენად, აქ ჩამოთვლილი მიღწევები ბევრად მცირეა იმ დამსახურებასთან შედარებით, რაც მას მიუძღვის ქუვეითში სპორტული წარმატებებისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისთვის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ღირსეული მოქალაქისთვის, ორი ქვეყნის ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და დაახლოების კუთხით.
ლილიანი
"გზის" სპეციალური
კორესპონდენტი ქუვეითიდან

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორი ადამიანი იმალება ხათუნა ბერძენიშვილის ცივი იმიჯის მიღმა
მსახიობის ყველაზე დიდი "კაიფი" და აზარტი
რამ გააბრაზა სალომე გოგიაშვილი
"მამა მაგიდასთან საბუთებს ჩაჰკირკიტებდა, როცა ოთახში ვეფხვი შევიდა"
"ბავშვებს რომ დავაძინებდი, ფიქრში ღამეებს ვათენებდი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი