როგორ ქურდობდა ჯანო იზორია მაიმუნის დახმარებით
font-large font-small
როგორ ქურდობდა ჯანო იზორია მაიმუნის დახმარებით
"90-იანელები ვართ - პასუხი გაცემულია"

სახელი, გვარი: ჯანო იზორია.
ასაკი: 40 წლის.
პროფესია: მსახიობი (დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინომსახიობის ფაკულტეტი).
ამჟამინდელი საქმიანობა: მუშაობს ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრში, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის თეატრში და მიწვევით - ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის სახელმწიფო თეატრში.
ცხოვრების დევიზი: "არასოდეს არ უნდა გაჩერდე".


- რამდენიმე სიტყვით საკუთარი თავი დაახასიათე...
- ემოციური (ფილმების ნახვისას ვტირი, გული მიჩუყდება...), შრომისმოყვარე და ფიცხი, მაგრამ ფეთქებად ხასიათს იშვიათად ვავლენ. როგორც ჰოროსკოპში მიწერია, კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ისე ბრაზდება, რომ საიუველირო მაღაზიაში შეგდებულ გახელებულ ხარს ემსგავსება - ყველაფერს ამსხვრევს...
- პანდემიამდე ზაფხულის გატარებას როგორ აპირებდი და რეალურად, როგორ გაატარე?
- პანდემიამ ბევრი რამ კი შეცვალა, მაგრამ პრინციპში, ვგეგმავ ხოლმე, რომ ყოველ ზაფხულს ფოთში ჩავიდეთ და ჩავედით კიდეც: ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალი ყოველ ზაფხულს ტარდება. წელსაც ჩატარდა, რა თქმა უნდა - რეგულაციების დაცვით. 6 დღე მიმდინარეობდა. მეც ვმონაწილეობდი, სპექტაკლში ვითამაშე... საშუალება რომ ყოფილიყო, გასულ ზაფხულს ბარსელონაში ან ბერლინში წავიდოდი, სხვას არაფერს შევცვლიდი...
- პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინმა და ისევ გამკაცრებულმა რეგულაციებმა პროტესტის გრძნობა ხომ არ გაგიჩინა?
- რადიკალისტებს არ მივეკუთვნები, ვისაც კორონავირუსის ან სჯერა, ან - არა. ეს ვირუსი არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით, სამყაროში ასეთი ამბავი არ უნდა ამტყდარიყო. უარესებიც მომხდარა. დღეს არსებული სიტუაცია უკვე რას ჰგავს, არ ვიცი. ალბათ ჩაფიქრებული აქვთ, რომ რაღაცნაირად, ადამიანები რობოტებად აქციონ. სადაც ადამიანი სულიერი საზრდოს (თეატრი, კინო, ფესტივალი, ოლიმპიური თამაშები, სპორტული ღონისძიებები) გარეშე დარჩება, მხოლოდ ჭამა და რობოტივით სიარული რჩება, რაც ნამდვილად არ მინდა. რა თქმა უნდა, პროტესტის გრძნობა მაქვს. პროტესტი მხოლოდ მე არ გამჩენია - ევროპაში ხალხი სიტუაციის გასაპროტესტებლად გარეთ გამოდის, რადგან რაღაცები ლოგიკას აცდენილია. მაგალითად, ადამიანები ნიღაბს ჯიბით იმდენ ხანს ატარებენ, რომ უკვე ჰიგიენის ნორმებს არ შეესაბამება... საზოგადოებას რაღაცას რომ მიაჩვევ, მერე უფრო ადვილად სამართავია. უკვე ნერვები მეშლება ამ საკითხთან დაკავშირებით, არაფრის მოსმენა აღარ მინდა და არც ვუსმენ, არც ვკითხულობ...
- რომ შეგეძლოს, შენი ცხოვრების რომელ ეპიზოდს წაშლიდი?
- ალბათ - აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომს... საქართველოს "ახლო" ისტორიაში ტერიტორიებს რომ ვკარგავდით, იმ ეპიზოდებსაც წავშლიდი...
GzaPress
- დილით ჯერ საუზმობ თუ სოციალურ ქსელს სტუმრობ?
- ყავას ვსვამ ხოლმე. საუზმეს ახლა ვეჩვევი, თორემ ყოველთვის ისეთი რეჟიმი მქონდა, რომ საუზმე, სადილი, ვახშამი არ ყოფილა (იღიმის). გაღვიძებისთანავე სოციალურ ქსელს არ "ვეტაკები". უფრო "იუთუბს" ჩავრთავ, დოკუმენტალისტიკით ვინტერესდები. ქართველი საინტერესო ადამიანების შესახებ ბიოგრაფიულ გადაცემებს, ინტერვიუებს ვუსმენ და ვუყურებ...
- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?
- კი, ყოფილა ასეთი წამები... ისეთი პროფესია გვაქვს, რომ საკუთარ შესაძლებლობებს, საქმეს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებ. თან, ამ ქვეყანაში ჩვენი სამუშაო სფერო როგორც ფასდება, ამის შესახებ ბევრს ვლაპარაკობ ხოლმე... ამ დროს ზოგჯერ ადამიანს გეფიქრება - უსარგებლო ვარ თუ რა ხდებაო?
- შენი საყვარელი ფილმი რომელია?
- "ჯარისკაცის მამა", რომელშიც ყველაფერია ჩაქსოვილი: სამშობლოს სიყვარულიც, ეპოქაც, მსახიობის "სუპერკლასიც"... გენიალური ფილმია! შესაძლოა ვიღაცებს, ვინც თაობებს მცდარ გზაზე აყენებენ, სამამულო ომი რუსეთის ომი ჰგონიათ, მაგრამ ეს უფრო გლობალური, მასშტაბური იყო... მგონი, "ჯარისკაცის მამა" ისეა გადაღებული, რომ ადამიანი ყველაფერს უნდა მიხვდე - ეს ფილმი არის სამშობლოზე. მასში ბევრი ამბავი და დეტალია...
- შენს ცხოვრებაში ყველაზე უჩვეულო რა მომხდარა?
- ბევრი ისეთი რამ არის, რაც მეუცნაურება, მაგალითად - როცა რეზო ჩხეიძე ფილმში - "მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი" მიღებდა. ეს მისი უკანასკნელი ფილმი იყო. გადაღება გოდერძის უღელტეხილზე მქონდა. როცა დავასრულეთ, ჩემთვის უჩვეულო და გასახარი იყო, რომ კამერის უკან, სკამზე მჯდომ რეზო ჩხეიძეს თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა, ტაში დაუკრა...
- შენი სახელი მოგწონს?
- არანაირი პრეტენზია არ მაქვს. უბრალოდ, ახლა "ჯანსუღით" არც აფიშაზე ვარ, არც - ტიტრებში... ოფიციალურად, ჯანსუღი მქვია, მაგრამ ეს სახელი ალბათ სიბერის ასაკს უფრო მოუხდება (იღიმის).
- მშობლებმა ეს სახელი როგორ შეგირჩიეს?
- მოსწონდათ და დამარქვეს. სხვათა შორის - ალბათ, როგორც ყველა ადამიანს, - მეც მომწონს, მსიამოვნებს და მიხარია, რომ ჩემი სეხნიები წარმატებული ადამიანები არიან: ჯანსუღ კახიძე, ჯანო ბაგრატიონი, ჯანსუღ ჩარკვიანი...
- როგორ სიზმრებს ხედავ?
- ზოგი "სიცხადეში მომაქვს" - ვყვები, მაგრამ ზოგს ვერ "ვალაგებ", არ "მომყვება"... ლამაზ სიზმრებს ნამდვილად არ ვხედავ. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა სიზმარში ცუდ რამეს ვხედავ, ვიღვიძებ და აღმოჩნდება, რომ სინამდვილე არ ყოფილა...
- ოდესმე რამე მოგიპარავს?
- კი: სპილენძი, "ლატუნი", ალუმინი... 90-იანელები ვართ - პასუხი გაცემულია (იცინის)... მოგეხსენება, ფოთი საპორტო ქალაქია. მაშინ ჩვენს ქალაქში მართლა ეგზოტიკური რაღაცები "იჩითებოდა": კაკადუ, მაიმუნი... ხომ იცი, ზღვას ცივილიზაცია და ეგზოტიკაც შემოაქვს... ჰოდა, ჩემს ძმაკაცს მაკაკას ჯიშის მაიმუნი ჰყავდა, რომელსაც ჩიკო ერქვა. ჩიკო ზღვაში ჩვენთან ერთად ბანაობდა, სიმაღლეზე კუდით დაკიდებაც შეეძლო... პატრონის უბეში იჯდა ხოლმე. ადრე ჯიხურები იყო, სადაც შოკოლადი, კანფეტები, საღეჭი რეზინი იყიდებოდა. გამყიდველი ჩიკოს დანახვისას ამბობდა, - უიმე, რა საყვარელია, შეხედეთო! მაიმუნის დანახვა ადამიანებს აბრუებდა, ხიბლში აგდებდა. ამ დროს ჩიკო საქმეს მშვენივრად აკეთებდა: დახლიდან დახლზე ოსტატურად ხტებოდა, რაღაცებს თათებით მობოჭავდა და ძმაკაცის უბეში ყრიდა. მერე მაიმუნს უბიდან რომ ამოვაძვრენდით, კანფეტები, შოკოლადი, საღეჭი რეზინი გვხვდებოდა "დათრეული". ძმაკაცები ყველაფერს ვიყოფდით. რა თქმა უნდა, ჩიკოსაც ვუყოფდით... მოკლედ, მაიმუნი ჩვენი "პადელნიკი" იყო (იცინის).
- ჩიკოს რა ბედი ეწია?
- ცუდი ბედი ეწია: ადამიანებს ისე იყო მიჩვეული, ვერ იფიქრებდა, რომ ძაღლი ერჩოდა... ძაღლმა დაგლიჯა... ის ძაღლიც ოჯახის იყო, მაგრამ ცხოველის ინსტინქტი ხომ იცი, არა?.. ჩემს ძმაკაცს ჩიკო დიდხანს ჰყავდა. ზღვაზეც დაჰყავდა... ბიჭები 5-სართულიანი კორპუსის სიმაღლიდან ზღვაში ვხტებოდით. წარმოიდგინე, ჩიკო ისეთი მაგარი ტიპი იყო, როცა მისი პატრონი ზღვაში ხტებოდა, ისიც უკან მიჰყვებოდა ნებისმიერი სიმაღლიდან... მაშინ ბიჭები ხილსაც ვიპარავდით - სექტემბერ-ოქტომბერში ხეხილის ბაღებს დავერეოდით ხოლმე. ზღვიდან, ვარჯიშის შემდეგ რომ ვბრუნდებოდით (კრივზე დავდიოდით), ვიტამინი ხომ გვინდოდა? 90-იან წლებში მშობლები მარწყვს რომ გვიყიდდნენ, გვითვლიდნენ და ისე გვაჭმევდნენ, ერთი - შენ, ერთი - შენო... ასეთი დრო იყო.
GzaPress
- ხილის ქურდობის გამო პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?
- წარმოიდგინე, ბაღის პატრონები სერიოზულადაც კი მოგვდევდნენ. რომ დავეჭირეთ, კარგა გვარიანადაც გვითაქებდნენ, მაგრამ ვერ გვიჭერდნენ - მაიმუნზე უარესები ვიყავით, ისე დავხტოდით ხიდან ხეზე, ღობეზე... თან, სპორტსმენები ვიყავით.
- ბოლოს გულწრფელი ბოდიში ვის და რის გამო მოუხადე?
- რა თქმა უნდა, იდეალური არავინაა, მაგრამ საკუთარი თავი ისეთ სიტუაციაში არ ჩამიგდია, ვიღაცის წინაშე საბოდიშოდ მქონოდა საქმე, თუმცა, მარტო დარჩენილი, როცა ალბათ შეძლებისდაგვარად, ღმერთს ფიქრით ვუახლოვდები, სინანულში ვარ ხოლმე და ასეთ დროს ვეუბნები, - მაპატიე-მეთქი... კარგია, თუ ადამიანი ისე იცხოვრებს, რომ ბოდიში არ ექნება მოსახდელი, მაგრამ ბოდიშის მოხდა სირცხვილი არ არის, პირიქით - დიდსულოვნებაა. თუ ვინმე გულწრფელად მეტყვის, რომ ჩემი საქციელით გული ძალიან ვატკინე, მზად ვარ, ბოდიში მოვუხადო.
- ცხოვრებაში შენს ქცევას რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?
- ყველაზე ფასეული ურთიერთობაა. როცა ადამიანს გული სტკივა, მწუხარებაშია, მასთან მისვლა, ხელის ჩამორთმევა, 1-2 სიტყვის თქმა არ უნდა დაიზარო; როცა ულხინს, მისი სიხარულის გაზიარებაც უნდა შეგეძლოს. ეს უმნიშვნელოვანესია. იცი, რა მიკვირს? დღეს ტელეფონები არსებობს, მაგრამ დრო ისე გადის, ადამიანები არ დაგირეკავენ, არ მოგიკითხავენ. როცა ტელეფონი არსებობდა, მაშინ როგორი ურთიერთობები იყო, ხომ იცით... ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. გაჭირვებაშიც ვყოფილვარ და ბედნიერების წუთებიც მქონია. ორივე შემთხვევაში მიგრძნია, რა მაგარია, როცა ადამიანი შენთან მოდის ან თუნდაც მოსვლა ვერ მოახერხოს, ტელეფონით გითხრას 1-2 სიტყვა... განვიცდი, როცა ადამიანებს შორის ცივი ურთიერთობებია, მით უმეტეს - ახლობლებს შორის. ყოველთვის ვცდილობ და ჩემთვის მთავარი ღირებულებაა, ადამიანებს სულში ჩავუძვრე: მოვიკითხო, ვნახო, მოვეფერო... ერთ-ერთ ინტერვიუში ნოდარ დუმბაძეს ჰკითხეს, - თქვენთვის "ინტელიგენტი" რას ნიშნავსო? მწერალმა უპასუხა, - იცით, ინტელიგენტი ვინ იყო? ბაბუაჩემი, რომელიც, 4 წლის ბავშვი ჭიშკრიდან ეზოში რომ შემოვიდოდა, ფეხზე წამოუდგებოდა და "გამარჯობას" ისე ეტყოდაო... ურთიერთობა სწორედ აქედან იწყება, ადამიანს ეს გამახსოვრდება, ეს არის ყველაზე ღვთიური, ღირებული და მაგარი. ალბათ - ის საგზალია, რაც 100 წლის შემდეგ ადამიანს მარადისობაში მიაქვს. იქ "მერსედესს", ვილებს, იახტებს ვერავინ წაიღებს. ამ პატარა "ხურჯინით" მიდიხარ - ეს არის, ზეცაში რომ გაფრენს (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"...მარტო ამის აღმოსაფხვრელად ღირდა ახალი ხელისუფლების მოსვლა"
რატომ კითხულობდა მაკა შალიკაშვილი ნეკროლოგებს და პოლიტიკურ განცხადებებს ხმამაღლა?
"ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც დუმბაძის გმირებივით ენაკვიმატი ადამიანები ცხოვრობდნენ"
"ჯობს, ერთ-ერთი ბრილიანტი იყო ბევრ ბრილიანტს შორის, ვიდრე ერთადერთი - ბევრ ნაგავში"
რატომ არჩია ბიზნესსა და მეცნიერებას პოლიტიკა დავით ზილფიმიანმა
რას მიიჩნევს ფსიქიკურ აშლილობად ნუკა კვალიაშვილი?
ასმათ ტყაბლაძე: "მუცლის გასაძღომად ყველაფერი არ უნდა იკადრო!"
რას ჰყვება ოთარ რამიშვილის მუსიკოსი შვილიშვილი
ზურა დოიჯაშვილის უკანასკნელი ნატვრა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი