"სოციალური ქსელით ურთიერთობა უკვე მოსაბეზრებელია"
font-large font-small
"სოციალური ქსელით ურთიერთობა უკვე მოსაბეზრებელია"
მანანიკო ცენტერაძე ემიგრანტ ოჯახის წევრებსა და საკუთარ მონატრებაზე

მანანიკო ცენტერაძე საზოგადოებამ პროექტიდან - "ჩვენ ვარსკვლავები ვართ" - გაიცნო და შეიყვარა. მან არა მხოლოდ ჟიურის დაამახსოვრა თავი ნიჭიერებითა და გამორჩეული გარეგნობით, არამედ ბევრი ადამიანის გულიც დაიპყრო და პროექტის წარმატებული მონაწილეც გახდა.
მანანიკო ქალაქ ფოთში დაიბადა და თავის უკეთ დამკვიდრების მიზნით, ოჯახთან ერთად თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა. ის გვიყვება, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება კონკურსის შემდეგ და როგორია ემიგრანტი დედის შვილობა.


- 14 წლის წინ გადმოვედით თბილისში, რადგან განვითარების ყველაზე დიდი პერსპექტივა ამ ქალაქში მქონდა. ეს გადაწყვეტილება დედამ მიიღო და სწორადაც მოიქცა. დედა, მაიკო გუბელაძე მუსიკოსია და როგორც თვითონ იხსენებს, პატარაობიდან ვმღეროდი. სამი წლისაც არ ვიყავი, როდესაც ფოთის თეატრის სცენაზე დავდექი და კონკიას სიმღერა შევასრულე, მაშინ გავხდი ფესტივალის დედოფალი.
- პატარა ასაკში მოგიწიათ მარტო დარჩენამ, რადგან დედა ემიგრაციაში წავიდა.
- არც ისე პატარა, 19 წლის ვიყავი, როდესაც დედა ესპანეთში წავიდა საცხოვრებლად, შემდეგ მამა და ძმაც წავიდნენ. მარტოობის არ მეშინოდა, მაგრამ რთული პერიოდი იყო, - ბევრი კარგი რამ ხდება შენს ცხოვრებაში, სახლში მისულს კი არავინ გხვდება სიხარულის გამზიარებელი, რთულია. დედა ყოველთვის გინდა, გჭირდება და მასთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე წარმოუდგენელია, სრულფასოვნად და კარგად იგრძნო თავი. ვისაც ეს არ გამოუცდია, ვერ გამიგებს. პირველ წლებში ამას ნაკლებად ვგრძნობდი, რადგან სტუდენტი ვიყავი, შემდეგი ეტაპი უფრო რთული იყო, მაგრამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი.
- რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა პროექტში "ჩვენ ვართ ვარსკვლავები"?
- რატომღაც, ბავშვობიდან წარმოვიდგენდი თავს რომელიმე მუსიკალური პროექტის გამარჯვებულად. მთელი ცხოვრება მჯეროდა, რომ რეალობად ვაქცევდი ამ სურვილს. მინდოდა, საკუთარი შესაძლებლობები, პირველ რიგში, ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა.
GzaPress
- და რა მოგცათ ამ პროექტმა?
- როგორც უკვე გითხარით, საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დამარწმუნა და რაც ყველაზე მთავარია, მომცა ხალხის სიყვარული და ის ემოციები, რასაც ყოველი გამოსვლისას ვიღებდი. ეს ყველაზე მთავარია არტისტისთვის. ქუჩაში რომ გავდივარ და ხალხის სიყვარულს ვგრძნობ, ეს მაბედნიერებს.
- ყველა აღნიშნავდა, რომ მომხიბვლელი ღიმილი და კარგი გარეგნობა გაქვთ. თქვენთვის სტიმულის მომცემი იყო, რომ ხმა და გარეგნობა ერთმანეთს ავსებდა?
- რა თქმა უნდა, როდესაც ნიჭი და ვიზუალი თანხვედრაშია, ესე იგი, ძალიან გაგიმართლა. მოგეხსენებათ, ღიმილს რა შეუძლია. შესაბამისად, ეს სცენაზე დიდი უპირატესობაა.
- მანანიკო, ეს არ იყო პირველი კონკურსი თქვენთვის. როგორ ფიქრობთ, მანამდე რატომ არ გიმართლებდათ?
- ვერ ვიტყვი, რომ ბევრ კონკურსში ვმონაწილეობდი. ვფიქრობ, კონკურსი მხოლოდ ვოკალური მონაცემების გამოვლენა არ არის, ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა, რასაც მყარი ფსიქიკა და შესაბამისი განწყობა სჭირდება. ვფიქრობ, იმ კონკურსებისთვის მზად არ ვიყავი, თან, ერთიც არის - ხანდახან უნდა გაგიმართლოს, იღბალიც ხომ მნიშვნელოვანია.
- რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
- რაღაც ხდება, მაგრამ მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ პირადზე საუბარი არ მიყვარს.
- რამდენად ხშირად ახერხებთ ოჯახის წევრების მონახულებას?
- წელიწადში ერთხელ, რაც არ არის საკმარისი. მათი მონატრება ყოველთვის ჩემში ცხოვრობს. ძნელია ემიგრანტის ოჯახის წევრობა. მუდმივად სიცარიელის შეგრძნება მაქვს. სოციალური ქსელით ურთიერთობა უკვე მოსაბეზრებელია. ძმა ამერიკაში მყავს, მშობლები - ბარსელონაში. მოგეხსენებათ, რომ დროში სხვაობა გვაქვს და ერთმანეთის დალოდება გვიწევს. მე არ შემიძლია ნებისმიერ დროს მათთან დარეკვა, რადგან სამსახურში არიან და შეიძლება იმ დროს სალაპარაკოდ არც ეცალოთ. ყველაზე ახლობლებს ვერ ვუზიარებ ჩემს ემოციას, შორს ყოფნის გამო.
- რას ეტყვით ემიგრანტი დედების შვილებს?
- რთულია რჩევის მიცემა, მორალის კითხვა არ მიყვარს. უბრალოდ, ვეტყვი, რომ ეცადონ, პოზიტიურად შეხედონ ამ სიშორეს და მაქსიმალურად შეინარჩუნონ დედასთან სულიერი, ემოციური სიახლოვე.
- უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვთ? თქვენც ხომ არ აპირებთ საცხოვრებლად უცხოეთში გადასვლას?
- ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კარიერაში პაუზა მაქვს, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამ ეტაპზე ვისვენებ და ჯერჯერობით, არაფერს ვგეგმავ. ვფიქრობ, ჩემი მიზნების მისაღწევად საქართველოში დარჩენა ბევრად სწორი გადაწყვეტილებაა და ახლა კარიერის დასაწყებად ყველაზე კარგი ეტაპი მაქვს.
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორი ადამიანი იმალება ხათუნა ბერძენიშვილის ცივი იმიჯის მიღმა
მსახიობის ყველაზე დიდი "კაიფი" და აზარტი
რამ გააბრაზა სალომე გოგიაშვილი
"მამა მაგიდასთან საბუთებს ჩაჰკირკიტებდა, როცა ოთახში ვეფხვი შევიდა"
"ბავშვებს რომ დავაძინებდი, ფიქრში ღამეებს ვათენებდი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი