რისი შიში დასძლია "ქიმიის" გადაღებისას ბუბა გოგორიშვილმა
font-large font-small
რისი შიში დასძლია "ქიმიის" გადაღებისას ბუბა გოგორიშვილმა
"12 წელია, ეს ბედნიერება მაქვს"

"ეს მარტივი როლი არ არის, რადგან თემა მგრძნობიარე და საფრთხილოა", - ამბობს მსახიობი ბუბა გოგორიშვილი. როგორ გახდა ის ექიმი-ონკოლოგი, რას ფიქრობს ამ სერიალზე, რა ენატრება ყველაზე მეტად, რის შიში დასძლია სერიალის გადაღებებზე და რას მიიჩნევს თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. აქამდე სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიფიქრია, მაგრამ ახლა მგონია, ჩემგან კარგი ექიმიც გამოვიდოდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...უთქმელიაო. ამას მეგობრები ამბობენ. ვეთანხმები თუ არა? სიჩუმე მიყვარს, გაჩუმებაც.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შევიტანდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო 15 წლის ასაკში, როცა მუსიკისა და დრამის თეატრში პეპის როლი შევასრულე.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ყველა რეჟისორს, ვისთანაც მიმუშავია.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს ძალიან კარგი ოჯახი, მეუღლე და ერთი ბიჭი. ცოტა ხნის წინ, ერთად ვსეირნობდით, ისინი რამდენიმე ნაბიჯით წინ მიდიოდნენ, ვუყურებდი და ვფიქრობდი, როცა ორ ასეთ კარგ ადამიანს უპირობოდ უყვარხარ, ალბათ ეს არის ბედნიერება. ის წამი ჩემთვის ისეთი ბედნიერი იყო, სხეულში რომ სითბო გეღვრება. ამასთანავე მაქვს პროფესია, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და რეალიზებული ვარ, ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება საინტერესოა.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ახალ რეჟისორებთან მუშაობის.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...მოთმინების უნარი მაქვს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...მაქსიმალისტი ვარ. პირველ ჯერზე თუ არ გამომდის, მერე ხელის ჩაქნევა ვიცი, ეს ცუდია.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...აუცილებლად ვაანალიზებ. არ ვიცი, იმავე შეცდომას მერე რამდენად ვუშვებ, მაგრამ ჩემს ყველა საქციელზე ბევრს ვფიქრობ და ეს ძალიან დამღლელია. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს მარტივად უყურებენ, ზერელე დამოკიდებულებას იჩენენ, მე ეს არ შემიძლია. ჩემმა თავმა დამღალა.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ბევრი რამ. ვისწავლე ის, რომ არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს. წარმოდგენა რომ არ გაქვს, ისეთი რამეები შეიძლება მოხდეს შენს ცხოვრებაში. ვისწავლე, არასდროს ვაწყენინო ადამიანს, მერე ეს ძალიან მაწუხებს.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ეს უნარი ნამდვილად მაქვს, ზოგჯერ უთქმელად, უსიტყვოდ ვპატიობ, ერთი გამოხედვით ვხვდები, რომ მიხვდა შეცდომას და თვალით "მითხრა", მაპატიეო. ამ შემთხვევაში, ძალიან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას ვგულისხმობ.
- ვიბნევი...
- ...უცხო გარემოში, ბევრნაირ და უცხო საზოგადოებაში. დაბნეულობა კი არა, ამ დროს უსიამოვნო განცდა უფრო მაქვს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, არ წავიდე. ამ ბოლო დროს გულით თუ არ მინდა, სხვა ადგილებში აღარც დავდივარ.
- ვნანობ...
- გარკვეულ კინოროლებზე უარი მაქვს ნათქვამი, არადა, შემეძლო მეთამაშა. უარს კამერების შიშის გამო ვამბობდი. არ ვიცი, ეს რამდენად სანანებელია, მაინც მგონია, ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. ვგრძნობ, ჩემს ცხოვრებაში, კონკრეტული რაღაც ზუსტად იმ დროს ხდება, როცა საჭიროა. სერიალს "ქიმია" ჩემი მეგობრები ქმნიან, ეს შიში გადავლახე, მათ ვენდე, ვიცოდი, ჩემში არსებულ ამ შიშს, ერთად დავძლევდით და ასეც მოხდა. მეტიც, ბოლო სერიებისკენ კამერებთან ურთიერთობით სიამოვნებაც კი მივიღე; აღმოვაჩინე, რომ მტერი არ ყოფილა (იცინის). კინოსა და დრამის სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე და კამერა თვალით არ მინახავს. ახლანდელ სტუდენტებს მეტი შეხება აქვთ კამერებთან, ეს კარგია.
- ამ წუთში ძალიან მინდა...
- ...დამთავრდეს და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში კორონა აღარ იყოს. ძალიან მინდა, ჩემს ახალ თეატრში ვიყო და დღეს იხსნებოდეს. ამ ახალ შენობას ბევრი წელი ველოდეთ, ისეთი კარგი გამოვიდა, ისეთი ტექნიკური აღჭურვილობა აქვს, მოუთმენლად ველოდები, როდის დადგება ის დღე, თამაში რომ შეგვეძლება. მინდა, თეატრმა ცხოვრება გააგრძელოს.
- სიყვარული ეს...
- ...ძალიან ძნელი ასახსნელია (პაუზის შემდეგ). დამინახე, დაგინახე და ქიმია გაჩნდა - ეს აუცილებელია, მაგრამ ამის შემდეგ, ურთიერთობაში საჭიროა დიდი პატივისცემა, შენი პარტნიორის პულსზე ხელის დადება. პარტნიორები ზუსტად უნდა გრძნობდნენ ერთმანეთის დღევანდელ მდგომარეობას. ურთიერთობაში ყოველდღე ეს განცდა თუ იქნება, გამუდმებით მასზე თუ იზრუნებ, გაუფრთხილდები, მის აზრებს გაითვალისწინებ, მაშინ სიყვარული დიდხანს გაგრძელდება. 12 წელია, ეს ბედნიერება მაქვს.
- ყოველთვის შეუძლიათ, კარგ ხასიათზე დამაყენონ...
- ...ჩემმა ქმარმა და შვილმა.
- მაკვირვებს...
- ...უკვე აღარაფერი.
GzaPress
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...მიმნდობი გახლავართ, შეიძლება ისე გენდო, უკანაც არ მოვიხედო, მაგრამ გულუბრყვილო არ ვარ. სამწუხაროდ, იმედგაცრუებები მქონია.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...მეგობრებისთვის ხშირად ვერ ვიცლი. პროფესია და ოჯახი დიდ დროს მოითხოვს. როცა სპექტაკლი არ მაქვს, მირჩევნია, თავისუფალი ორი დღე შვილთან ერთად გავატარო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრებზე არ ვფიქრობ. ერთი დღეც არ მინდა, მათ გარეშე ვიარსებო. ძალიან კარგი მეგობრები მყავს.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...ბევრ რამეს (იცინის). მოდი, რას არ შევცვლიდი, მხოლოდ იმას გეტყვი, - თვალებს.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ხაჭაპურის გამოცხობა. მე და ცომი ვერ "ვმეგობრობთ".
- ვიტყუები...
- ...ერთადერთ შემთხვევაში, როცა ვიცი, იმ ადამიანს სიმართლის თქმა დაანგრევს. ეს არასწორია, შენ ამხელა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ უნდა აიღო. სჯობს, იცოდეს სიმართლე და თავად მოერიოს. ტყუილი ყველაზე მეტად არ მიყვარს. ადამიანებს თუ რამეს არ ვპატიობ, ეს ტყუილია.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ბევრს ვიმოგზაურებდი.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...არ დავთანხმდები როლს, რომელიც ჩემთვის საინტერესო არ იქნება.
- მენატრება...
- ...გასტროლები. რა თქმა უნდა ის ადამიანებიც სულ მენატრებიან, რომლებიც ჩემ გვერდით აღარ არიან.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...სახლს ვალაგებ, საუკეთესო თერაპიაა, დაძაბულობა ქრება.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ერთმა კარგმა რეჟისორმა მითხრა: "თეატრზე არასდროს გაბრაზდე".
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...დიდი მადლობა, ჩემით რომ დაინტერესდით და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. ადამიანებს, რომლებიც ეკრანზე მიყურებენ და თეატრში არ ყოფილან, ამ ჯადოსნურ სამყაროში ვეპატიჟები. ჩემი მაყურებელი მიყვარს. ჩვენ გვაქვს სპექტაკლი "მერი პოპინსი", სადაც მერი პოპინსს ვთამაშობ. ამ სპექტაკლზე ბევრი თაობა გაიზარდა. ყველაზე ამაღელვებელია, როცა უკვე გაზრდილი 16-17 წლის გოგონები და ბიჭები "მაკბეტზე" მოდიან; მეუბნებიან, პატარა რომ ვიყავი, მე თქვენ "მერი პოპინსიდან" მახსოვხართ. ხვალ, ზეგ ეს ბავშვები ჩემი კოლეგები გახდებიან. ის ემოცია, რომელიც მაშინ გულით გავეცი, უკან მიბრუნდება, ეს არის ბედნიერება. ყველას ამ განცდით ცხოვრებას გისურვებთ!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ბევრი ადამიანი ხაფანგს დაგიგებს, გეტკინება, მაგრამ ყველაფერი უნდა გადალახო"
"მამამისმა მისი ემოციების ამსახველი ვიდეო გამომიგზავნა..."
"უხერხულია, როგორ შეიძლება, ეს შეკითხვა უცხო ადამიანს დაუსვა"
"მადლობა ღმერთს, რომ ვახერხებ, სცენას არ მოვწყდე!"
"კერძს რომ ვაკეთებ, ვეფერები, გულში ვლოცულობ"
რომელი ცუდი თვისება გამოასწორა ვერიკო ტურაშვილმა და რატომ არ სჭირდება სხვებისგან შენიშვნები?
ვინ უწინასწარმეტყველა მომავალი წარმატებები გელა გნოლიძეს
როგორ აქცია ხათუნა კობახიძემ თავისი ჰობი წარმატებულ ბიზნესად
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი