"ეს ჩემი გამოუსწორებელი თვისებაა, ხშირად დავსჯილვარ"
font-large font-small
"ეს ჩემი გამოუსწორებელი თვისებაა, ხშირად დავსჯილვარ"
როგორი ადამიანი იმალება ხათუნა ბერძენიშვილის ცივი იმიჯის მიღმა

"ის ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა? მოუსვენარი და აქტიურია, ხშირად უკიდურესი სიჯიუტე ახასიათებს. ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ თამამად ილაშქრებს. მისი ერთგულება საყვარელი ადამიანის მიმართ ისეთი უსაზღვროა, ხშირად თავგანწირვასაც კი უტოლდება. ინდიფერენტული და ცივი იმიჯის მიუხედავად, ბუნებით დიდსულოვანი და იუმორის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი მსახიობ ხათუნა ბერძენიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.


- არაერთხელ მაქვს წაკითხული, როგორ ახასიათებენ ჩემს ნიშანს ასტროლოგები. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეცნიერების მიმართ ინტერესი მაქვს, პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, სურვილი ნამდვილად მაქვს.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ კეთილი ადამიანი ხართ, თქვენი ნდობა ყოველთვის შეიძლება.
- ჩემი ნდობა ნამდვილად შეიძლება, მგონია, რომ ეს თვისება მოჭარბებულად მაქვს. გააჩნია, ჩემს პიროვნებას ვინ და როგორ მიიღებს. ვიღაც მენდობა, ვიღაც - არა. ვინც არ მენდობა, გულის სიღრმეში იმ ადამიანებმაც იციან, რომ ჩემი ნდობა შეიძლება, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ეს ფაქტორი ვერ ან არ აქვთ.
- "მოუსვენარი და აქტიურია, ხშირად უკიდურესი სიჯიუტე ახასიათებს".
- ძალიან მოუსვენარი და ჰიპერაქტიური ვარ. ვერ ვიტყვი, რომ უკიდურესი სიჯიუტე მახასიათებს, თუმცა ვიცი, ეს რაც არის, ასეთები ოჯახში და მეგობრებშიც მყავს. იშვიათად ვჯიუტდები და ამ შემთხვევაშიც, ჩემს თავს ვვნებ, სხვას - არავის.
- "ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ თამამად ილაშქრებს".
- სულ ასეა, ეს ჩემი გამოუსწორებელი თვისებაა, ხშირად დავსჯილვარ. ზოგჯერ ის მჭირს, ბავშვს რომ ვერ გააგებინებ, სადღაც რაღაც არ უნდა თქვას. ბუნებრივია, ამ თვისების გამო უსიამოვნო სიტუაციაშიც არაერთხელ აღმოვჩენილვარ. უსამართლობა ყველაზე მეტად მაღიზიანებს. მეუბნებიან, სუბიექტური ხარო და ამას ვერ ვიგებ: როგორ შეიძლება, უსამართლობა სუბიექტური იყოს?!
- "უყვარს საიდუმლოების შენახვა".
- ნამდვილად ასეა, ბევრი ადამიანის მესაიდუმლე ვარ. ჩემგან გამჟღავნება? წარმოუდგენელია, მით უმეტეს, როცა მაფრთხილებენ. თამამად შემიძლია ვთქვა, იმედი არასდროს არც ერთისთვის არ გამიცრუებია. ჩემი ნათქვამი წინ არავის დახვედრია.
- შეცდომების აღიარება გიჭირთ?
- კი არ მიჭირს, მიყვარს. ვთვლი, რომ ეს ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ნიშანია. ბოდიშის მოხდა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
GzaPress
- "ძაღლის წელში დაბადებული ადამიანი ქვეყანას დღის საათებში თუ მოევლინა, უფრო მშვიდია, ღამის საათებში დაბადებული - ნაკლებად".
- გამთენიისას ვარ დაბადებული, ხან წყნარი ვარ, ხან - ჰიპერაქტიური. ზოგჯერ თავს ისე ღირსეულად ვიჭერ, მგონია, ყველაზე წყნარი ვარ, მაგრამ ეს თავისთავად ხდება, არასდროს ვთამაშობ.
- "ერთი შეხედვით ინდიფერენტული, ცივი იმიჯის მიუხედავად, ბუნებით დიდსულოვანი და იუმორის გრძნობით დაჯილდოებულია".
- ცივი იმიჯი ნამდვილად მაქვს, ძალიან ბევრ ადამიანს უთქვამს, სხვანაირი ხარ და სხვაგვარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებო. ზოგიერთს ზედმეტად პატივმოყვარე ვგონივარ - ისეთი, ადამიანებს ზემოდან რომ დაჰყურებენ. ვერ ვხვდები, ზემოდან ვინმეს რატომ შეიძლება გადმოხედო? ეს მართებულად არ მიმაჩნია, თუმცა, არც ყველასთან "გათქვეფის" მომხრე ვარ. შესაძლოა, ამის გამო ზოგჯერ სიხისტე გამოვავლინო და ვინმემ ეს სხვაგვარად აღიქვას. როცა კარგად გამიცნობენ, ჩემზე წარმოდგენა რადიკალურად ეცვლებათ. რაც შეეხება იუმორს, ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ყველა მეცოდება, ვისაც იუმორის უნარი არა აქვს. საკუთარ თავსაც კი იუმორით ვუყურებ, ვეღადავები.
- იმ დადებით თვისებებს შორის, რომლებიც დაბადებიდან დაგყვებათ, ასტროლოგები ერთგულებასა და პასუხისმგებლობის გრძნობას გამოარჩევენ.
- თავის ქება გამომდის, მაგრამ ეს ჩემი თვისებებია.
- პერიოდულად თუ გაქვთ განცდა, რომ ადამიანებს თქვენი ნაკლებად ესმით?
- მაქვს. ზოგჯერ შეიძლება ვერც გამიგონ, მიუხედავად იმისა, რომ მარტივად ვსაუბრობ. ზოგიერთს ნება არა აქვს გამიგოს, თორემ არა მგონია, ჩემი გაგება რთული იყოს.
- შრომისმოყვარე ხართ?
- ძალიან მშრომელი ვარ, თუმცა მეტიც შემეძლო გამეკეთებინა. ნაკლოვანების შეგრძნება მაქვს, მაგრამ რისთვისაც მიმიღწევია, სულ წესიერად მიშრომია.
- "საყვარელი ადამიანის მიმართ მისი ერთგულება ისეთი უსაზღვროა, თავგანწირვასაც კი უტოლდება".
- სხვაგვარად მოქცევის უფლებას საკუთარი თავი არ მაძლევს.
- "შეუძლია, საჭირო თანხა ყველა სხვა ნიშანზე იოლად გამოიმუშაოს".
- სამწუხაროდ, ასე არ არის. ფულს ადვილად ვერ ვშოულობ, მაგრამ ადვილად ხარჯვა შემიძლია. ფულთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს. არც მათემატიკა ვიცი, ხურდას არასდროს ვითვლი. არ ვიცი, როგორ გავაკეთო დანაზოგი, თანხა რა მეთოდით შეიძლება გადავინახო. ვინმე ამ სფეროში კარგად ჩახედულისგან მინდა მივიღო კონსულტაცია, ეს საკითხი რომ დამილაგოს და დამარიგოს. ყოველთვის იმაზე მეტი გასავალი მაქვს, ვიდრე შემოსავალი და ეს ცუდია.
- "უყვარს ადამიანები და არა - ხალხმრავლობა".
- ზუსტად ასეა. ხალხმრავლობაც მიყვარს, მაგრამ ქაოსი არ უნდა იყოს. ჩემთვის საინტერესო ინტიმურ ჯგუფთან ურთიერთობა მირჩევნია, სადაც ჩვენ შორის კვანძი იკვრება და საერთო სასაუბრო ენა გვაქვს. ასეთი გარემო ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
- "ჭკვიანია, მაგრამ ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილო".
- ადამიანებს ადვილად ვენდობი, ჰო, ეს გულუბრყვილობაა, ამის გამოც ხშირად დავსჯილვარ. ჩემს ქმარს არაერთხელ უთქვამს, ხომ გეუბნები, ხომ გაფრთხილებ, ყველას რატომ ენდობიო?!. რა ვქნა, ასეთი ვარ.
- "მიუხედავად იმისა, რომ მოუსვენარია, საქმის კეთების დროს აჩქარება არ სჩვევია".
- საოჯახო საქმეებს ყოველთვის ჩქარ-ჩქარა ვაკეთებ. რაც შეეხება ჩემს პროფესიას - კოლეგებს არაერთხელ უთქვამთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი ხარ, ვერავინ წარმოიდგენს, როგორი ჯოჯოხეთური შრომა შეგიძლიაო. ყველა აღნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში სხვა ვხდები, ჩემი პიროვნებისგან ძალიან აცდენილი. თითქოს ჩემში სხვა ვიღაც იღვიძებს. საკუთარი თავისგან მთელი სიმკაცრით მოვითხოვ, ზუსტად გავაკეთო ის, რაც მევალება, ყველა გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხო, რაც შემიძლია, როგორც შემიძლია, ჩემი კვალიფიკაცია, ჩემი პროფესიონალიზმი, რის შესაძლებლობასაც მაძლევს, ბოლომდე უნდა დავიხარჯო.
- "გადაწყვეტილებების მიღება უჭირს. როცა არჩევანს აკეთებს, საქანელასავით ირწევა".
- ძალიან მიჭირს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს დამღლელი თვისებაა.
- "ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?"
- სულ ამ კითხვებს ვსვამ და პასუხები იშვიათად მაქვს.
- "ხშირად მისი გაუბედაობა ყოველგვარ ზღვარს სცდება".
- გაუბედავი ვარ, არც ესაა კარგი თვისება. ხშირად სითამამე უფრო საჭიროა, უფრო სარგებლის მომტანია. თეორიულად ვიცი, რომ უნდა გაბედო რაღაცის თქმა, მაგრამ ეს ხან გამომდის, ხან - არა. სხვების გამო უფრო შემიძლია ვიყო გაბედული, ვიდრე საკუთარი თავისთვის.
- "საკითხის ყველა მხრიდან შესწავლის, ნერვების კონტროლის, მიზნისკენ მიმავალი გზის ზუსტი დაგეგმარების საფუძველზე, მას შესწევს ძალა, ნებისმიერი ბრძოლა მოიგოს".
- ეს ხშირად არ გამომდის. ბოლო პერიოდში სულ ვცდილობ, თანამიმდევრული ვიყო. დავრწმუნდი, რომ ეს უკეთესი შედეგის მომტანია, მაგრამ არ გამომდის.
- ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას რამდენად ცდილობთ?
- რა თქმა უნდა, ვცდილობ, ამას ყველა უნდა აკეთებდეს.
- ეს თქვენს პროფესიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არა?
- აი, პროფესიული კუთხით ყველაზე ნაკლებად ვცდილობ.
- რატომ, ამის საჭიროებას ვერ გრძნობთ?
- დიდხანს ვერ ვგრძნობდი და ახლა მივხვდი, ვცდებოდი. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას საკუთარ თავს როგორ წარუდგენ.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ბევრი ადამიანი ხაფანგს დაგიგებს, გეტკინება, მაგრამ ყველაფერი უნდა გადალახო"
"მამამისმა მისი ემოციების ამსახველი ვიდეო გამომიგზავნა..."
"უხერხულია, როგორ შეიძლება, ეს შეკითხვა უცხო ადამიანს დაუსვა"
"მადლობა ღმერთს, რომ ვახერხებ, სცენას არ მოვწყდე!"
"კერძს რომ ვაკეთებ, ვეფერები, გულში ვლოცულობ"
რომელი ცუდი თვისება გამოასწორა ვერიკო ტურაშვილმა და რატომ არ სჭირდება სხვებისგან შენიშვნები?
ვინ უწინასწარმეტყველა მომავალი წარმატებები გელა გნოლიძეს
როგორ აქცია ხათუნა კობახიძემ თავისი ჰობი წარმატებულ ბიზნესად
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი