"ვიღაცებს პარტნიორი საერთოდ არ უხდებათ, რადგან შტერდებიან"
font-large font-small
"ვიღაცებს პარტნიორი საერთოდ არ უხდებათ, რადგან შტერდებიან"
რომელი ცუდი თვისება გამოასწორა ვერიკო ტურაშვილმა და რატომ არ სჭირდება სხვებისგან შენიშვნები?

ასაკი: 38 წლის.
პროფესია: მომღერალი.
განათლება: დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: სიმღერა. ასევე, ხელმძღვანელობს საბავშვო მუსიკალურ სტუდიას, სადაც პედაგოგი თავადაა.
ჰობი, რომელიც საქმედ აქცია: ტანსაცმლის დიზაინი.
განტვირთვის საუკეთესო საშუალება: მუშაობა.


- შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევ?
- უპირველეს ყოვლისა - შვილებს, რაც ჩემთვის ყოველთვის მთავარ ადგილზე იყო, არის და სულ იქნება, ასევე - ჩემს პროფესიას, რომელიც ძალიან მიყვარს. მადლობა სამყაროს, რომ მუსიკალურ სფეროში მუშაობის უნარი მაქვს.
- სიმღერის გარდა, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდის?
- საერთოდ, ბევრი სფერო მაინტერესებს, მაგალითად - მშენებლობა, ძველი სახლების განახლება... ქუჩაში სეირნობისას, როცა ძველ სახლებს ვუყურებ, სულ ვფიქრობ, როგორ განვაახლებ, თუნდაც - გარეგნულად. ჩვენს ქალაქში ბევრი ულამაზესი, ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელი შენობაა... ასევე, მიწათმოქმედებაზე ფიქრი და რაღაცების გარკვევა დავიწყე. თან, ისეთი ცხოვრება დაგვიდგა, რომ ჩემი პროფესია "დაპაუზებულია" - შეიძლება, ერთდროულად 10 რამეზე ვიფიქრო, რის გამოც ჩემი შვილი იცინის ხოლმე... სიმღერაზეც ვერ ვიტყვი, კარგად გამომდის თუ ცუდად. უბრალოდ, რაც მაინტერესებს და ხელს ვკიდებ, იმას ძირფესვიანად ვუღრმავდები.
- ოდესმე სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობა მიგიღია?
- მაგალითად, კედლები თავად არ შემიღებავს, მაგრამ დღეში 20-ჯერ "ელიავაზე" სიარულის და მუშების გაკონტროლების დონეზე, სარემონტო სამუშაოებში ვმონაწილეობდი (იცინის). დაახლოებით 3 წლის წინ, სახლი - 2 სართული, რომელიც შუაზე გაყოფილი არ იყო - ვიყიდე. მუშების "ბრიგადა" მოვიყვანე და 2 სართულის კაპიტალურად გაყოფა დამოუკიდებლად მოვახერხე. მოკლედ, "დირიჟორად" გამოვდგები.
- კარგი "დირიჟორი" ხარ? მუშების უპასუხისმგებლობისა და გაწელილი სამუშაოს გამო ხშირად წუწუნებენ...
- რა თქმა უნდა, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მით უმეტეს, როცა "ბრიგადა" გყავს: შეიძლება, მუშა გაიქცეს, დალიოს... საქმესთან გამკლავება მინიმალური დარღვევებით და ყოჩაღად მოვახერხე. თუკი ფულს თავიდანვე არ დაურიგებ, მუშაობა კარგად იციან (იცინის).
- უკვე ნოემბრის დასაწყისში, მაღაზიებში გამოჩენილი საახალწლო აქსესუარები როგორ განწყობას გიქმნის?
- უარყოფითს არა, პირიქით - იქნებ, რაღაცით გავხალისდეთ... პირადად მე, ახალი წლის დღესასწაულის სამზადისში აქსესუარების შეძენის დონეზე ვმონაწილეობ, ნაძვის ხის მორთვას და მსგავს რაღაცებს ოჯახის სხვა წევრები უფრო მხიარულად აკეთებენ.
- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?
- ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი. ვცდილობდი, რაც სწორად მიმაჩნდა, ის გამეკეთებინა, ოღონდ - ჩემი ოჯახის, საზოგადოების აზრის გათვალისწინებით. ნამდვილად ვერ ვიტყვი, საზოგადოების აზრი ფეხებზე მკიდია-მეთქი. თან, 17 წლიდან ჩემს ცხოვრებას უკვე სხვებიც აკვირდებოდნენ... "პათოსში" ვერ ვილაპარაკებ, ჩემთვის მთავარი ფასეულობა რა არის, მაგრამ ყველაფრის გათვალისწინებით ვცხოვრობ, რა.
GzaPress
- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად რას აკეთებ?
- ჩემი ცხოვრების რეჟიმი მრავალფეროვანია, მაგრამ შვილების ცხოვრებაში, საოჯახო საქმიანობაში, პროფესიაში მაქსიმალურად "ჩართული" ვარ. მაგალითად, როცა საოჯახო საქმეს ვაკეთებ, ჩემს პროფესიაზე მაშინაც ვფიქრობ, რაღაცებს ვუსმენ და ა.შ. იმდენი დრო სად არის, რომ 5 საათი მხოლოდ ერთ რამეზე მობილიზდეს ადამიანი? ყველაფერს ერთად ვაკეთებ, მეჩქარება, ბევრი რაღაც უნდა მოვასწროთ...
- შენი სახელი მოგწონს?
- მგონი ბევრს არ ჰქვია ვერიკო და თან, ეს სახელი მიხდება. ვიდრე გავჩნდებოდი, ჩემმა ოჯახმა იცოდა, რომ გოგონა ვიყავი. ჩემთვის ია უნდა დაერქმიათ. შემდეგ მამამ გადაწყვიტა, რომ ბებიის სახელი უნდა მრქმეოდა და დედაჩემთან შეუთანხმებლად, ვერიკო დამარქვა. კმაყოფილი ვარ. ია რომ მერქვას, ცუდი იქნებოდა. მგონი, არც მომიხდებოდა...
- შვილებს როგორ შეურჩიე სახელები?
- ლიზას სახელი თავისმა ბებომ დაარქვა, ნატაშკას - მე, მაგრამ ლიზას სახელი რომ არ მომწონებოდა, აუცილებლად გავაპროტესტებდი. მგონია, ჩემს შვილებს კარგი სახელები ჰქვიათ, თან უხდებათ (იღიმის).
- საკუთარ ხასიათში რა მოგწონს და რა - არა?
- ვამბობთ ხოლმე, ადამიანის გამოსწორება შეუძლებელიაო, მაგრამ მგონია, საკუთარ ხასიათში რაღაცების გამოსწორებაც შეგვიძლია. მაგალითად, არაპუნქტუალური გახლდით. ეს ძალიან ცუდი თვისებაა, რადგან პირადად მე, როცა რაღაცას ველოდები და ვიღაც დროულად არ აკეთებს, ნერვები მეშლება. წინათ ასე სხვას ვუშლიდი ნერვებს... სხვათა შორის, რაც საბავშვო სტუდიაში პედაგოგობა დავიწყე, ჩემი ცუდი თვისება - არაპუნქტუალურობა გამოვასწორე... ვერ ვიტყვი, რომ "ტკბილი ჟელიბონის" ხასიათი მაქვს, მაგრამ ხანდახან რაღაცები საჭიროა, ხანდახან - არა. ამის შესახებ ვიღაცებისგან შენიშვნები არ მჭირდება - თავად ვხვდები, ვაფიქსირებ და ვცდილობ, ცუდი თვისებები გამოვასწორო. ჩემი ხასიათის "პლუსებზე" სხვებმა ილაპარაკონ (იცინის).
- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლია?
- არ ვიცი, მაგრამ როცა მობილური ტელეფონის ბატარეა "მიჯდება" და დამუხტვის საშუალება არ არის, ცოტათი ისტერიკა მემართება. ტელეფონი ღამითაც არასოდეს გამომირთავს. მიყვარს, როცა ვაკონტროლებ, ჩემი შვილები რას აკეთებენ, მშობლები როგორ არიან... "ფეისბუკს" და "ინსტაგრამს" შეველევი - ამის პრობლემა არ მაქვს, ტელეფონის გათიშვას კი ვერ შევძლებ. ადამიანებთან ურთიერთობისას ფხიზლად ყოფნა მიყვარს.
- გახსოვს, პირველი ავტოგრაფი ვის მიეცი?
- არა. ალბათ, ეს ფილარმონიაში, პირველსავე კონცერტზე მოხდა, როცა აჩიკო მეფარიძესთან ერთად დუეტი შევასრულე. შეიძლება, ეს მანამდეც იყო, რადგან ჯგუფში ვმღეროდი, კონცერტებში ვმონაწილეობდი... მართლა არ მახსოვს.
GzaPress
- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?
- კარგი. კარგად ვსწავლობდი. ყველაფერი სიმწრით მახსოვს, რადგან პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა მქონდა. სასწავლო საგანი გვაინტერესებდა თუ არა, ჩვენი ვალდებულება იყო, ყველა გვესწავლა. გაკვეთილზე მასწავლებელს რომ "გამოვეძახე", მე კი ენა დამბმოდა, ჩემთვის ეს სასირცხვილო იყო. შესაბამისად, ყოველთვის მომზადებული ვიყავი.
- ვინმე თუ გძულს?
- საერთოდ, არავინ მძულს. მე და ჩემი შვილი ასეთ თემებზე ხშირად ვსაუბრობთ. მგონია, რომ ყველა ცუდ საქციელს თავისი ღრმა მიზეზი აქვს. უბრალოდ, ბოროტი ადამიანები არ იბადებიან. ასეთ საკითხებს ემოციურად ვუყურებ. ცუდ საქციელს საფუძვლად ძლიერი კომპლექსები უდევს, რომლებიც შეიძლება, ბავშვობიდან იღებდეს სათავეს... შესაბამისად, ვისაც პირადად ჩემთვის ცუდი გაუკეთებია, საერთოდ არ მძულს, პირიქით - სულ მიზეზებს ვეძებ, რატომ გახდა ასეთი ადამიანი და ძირითადად, ვპოულობ...
- საუბრისას უხამს სიტყვებს იყენებ?
- კი, ვიყენებ (იცინის). აი, წეღან ჩემი ცუდი თვისების შესახებ საუბრისას ეს უნდა აღმენიშნა... უცხო ადამიანების თანდასწრებით - არა, მაგრამ ხანდახან ჩემს ემოციებს უხამსი სიტყვებით გამოვხატავ.
- ესთეტიკური მედიცინის ცენტრები რომ არ არსებობდეს, დიდი დისკომფორტი შეგექმნებოდა?
- დეპრესიაში არ ჩავვარდებოდი - ჯერჯერობით, პლასტიკური ქირურგიის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ პერიოდულად, გარკვეული პროცედურების ჩასატარებლად, ესთეტიკური მედიცინის ცენტრს ვსტუმრობ. ასაკი რაც უფრო გვემატება, ეს მით უფრო გვჭირდება. ამიტომ არ ვისურვებდი, რომ ესთეტიკური მედიცინის ცენტრები არ არსებობდეს.
- როგორ ფიქრობ, შეიძლება, ადამიანი მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?
- ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია: ზოგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ჰყავდეს, ზოგისთვის - არა. ვიღაცებს პარტნიორი საერთოდ არ უხდებათ, რადგან შტერდებიან... ჩემს შემთხვევაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ როგორც საკვები და წყალი გვჭირდება, ასევე, პირადი ცხოვრებაც საჭიროა, პირველ რიგში - ჯანმრთელობისთვის.
- ბედნიერებისთვის რა გჭირდება?
- რაც მაქვს, ყველაფერი. ყოველდღიურად, თუნდაც - სოციალური ქსელიდან, ისეთ ამბებს ვიგებ - ვიღაცის შვილს, მშობელს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რომ რაც გამაჩნია, ამაზე მეტი სამყარომ საერთოდ არაფერი რომ არ მომცეს, 4-ჯერ რომ განვიცადო რეინკარნაცია და ამქვეყნად 4-ჯერ მოვიდე, მაინც მადლობელი ვიქნები. აბსოლუტურად საკმარისია, რაც მაქვს. მთავარია, ადამიანები ჯანმრთელები იყვნენ, დანარჩენი (ქონება, სახლ-კარი, აგარაკი...) - წყალსაც წაუღია...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პაატა ჭონიაშვილის ჩაფიქრებულ-ახდენილი "ლაქშერი" ცხოვრება
"მშობლებმა საახალწლო საჩუქრები გერმანიიდან გამოგვიგზავნეს"
"პარლამენტში და მთავრობაში ოფიციალურ მილიონერებს ვხედავთ და ამ დროს უამრავი ოჯახი მშიერი კვდება..."
ნინი წიკლაური ემიგრანტისა და დიასახლისის ამპლუაში
თაკა კაკულიას ძვირფასი საახალწლო საჩუქარი და შეცდომით გადახდილი მადლობა
შეასრულა თუ არა ქეთი კანტიძემ ფიფქიას როლი და რას ამზადებდა გოგრისგან ლადო კუჭუხიძე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი