"ადამიანები როგორც ბავშვის შეძენისას ემზადებიან, მეც ასე ვემზადებოდი"
font-large font-small
"ადამიანები როგორც ბავშვის შეძენისას ემზადებიან, მეც ასე ვემზადებოდი"
ძაღლი თავად უნდა გყავდეს ადამიანს, რომ მიხვდე, როგორი გულთბილი არსებაა


შოი მალტეზეს ჯიშის ლეკვი გახლავთ, რომელმაც მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარის ოჯახში დიდი ბედნიერება შეიტანა. მართალია, პატარა შოის განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მაგრამ როგორც ჯულიანა ამბობს, - ლეკვი ისეთი საყვარელია, თავად განდომებს, მისთვის ყველაფერი გააკეთო. შოის ისიც შეუძლია, რომ ძაღლების მიმართ არაკეთილგანწყობილ ადამიანებს დამოკიდებულება რადიკალურად შეაცვლევინოს...


- საერთოდ, ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ მალტეზეს ჯიში განსაკუთრებულად მაშინ შემიყვარდა, როცა ოთომ თავისი ძაღლი - მიმი სტუდიის დარბაზში პირველად მოიყვანა. მიმი პატარა თეთრ გუნდას ჰგავდა - ვერ აღგიწერ, როგორი საყვარელი და გულთბილი იყო!.. ალბათ ისეთი გულწრფელი აღფრთოვანებით ვთქვი, - ღმერთო, რა საყვარელია-მეთქი! - რომ ოთო შემპირდა, - როგორც კი მიმი ლეკვებს გააჩენს, ერთ-ერთი შენი იქნებაო. მგონი, მთელი სტუდია ელოდა, მიმი საყვარელ "გუნდას" როდის გააჩენდა. ეს ამბავი წელს, მაისში მოხდა... ლეკვების გარეგნობა ყოველდღიურად იცვლებოდა. წარმოუდგენლად საყვარლები იყვნენ. როცა თვალებიც გაახილეს, მათ ასარჩევად მივედი, ოღონდ - მართლა ყველანი ერთიმეორეზე უკეთესები იყვნენ. ლეკვების მამა - შოი ჰიპერაქტიური, ძალიან მხიარული იყო. ერთ-ერთი ლეკვიც გამორჩეულად "ცოცხალი", სიახლის მოყვარული გახლდათ. სწორედ ამიტომ, ჩემს ბიჭსაც შოი დაარქვეს. თან, როცა ლეკვებთან მივდიოდი, პატარა შოი მეგებებოდა, წამოსვლისას კი - მაცილებდა. ვიფიქრე - ალბათ უკვე გრძნობს, რომ მისი პატრონი ვარ-მეთქი. ამიტომაც, 2 თვის იყო, როცა წამოვიყვანე. მანამდე მეცოდებოდა - მსურდა გაზრდილიყო და დედის გარეშე ყოფნა შესძლებოდა. ჩემთან წამოყვანამდე უკვე სიგიჟემდე მიყვარდა!.. შოიმ ჩემს ოჯახში დიდი ბედნიერება შემოიტანა. ამ სასიამოვნო სიახლის შესახებ სტუდიაშიც ისეთი აღტაცებით ვისაუბრე, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა გადაწყვიტა, თავადაც აუცილებლად მალტეზეს ჯიშის ლეკვი ეყიდა და ასეც მოიქცა, ახლა კი მადლობას მიხდის, რადგან ნამდვილად, საოცარი ძაღლი შეიძინა, რომელიც ოჯახის წევრებს უზომოდ დადებით ენერგიას ჩუქნის.
- შენ და შოიმ შინ ურთიერთობა როგორ ააწყვეთ?
- საერთოდ, როცა რაღაცას ვაკეთებ, საკითხში ჯერ დეტალურად გავერკვევი ხოლმე, რომ ზუსტად ვიცოდე, რა როგორ არის საჭირო. შესაბამისად, მალტეზეს ჯიშის შესახებ ყველაფერი გადავიკითხე, რა შეიძლება და რა - არა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ალერგიულია, კარგი მოვლა სჭირდება... ადამიანები როგორც ბავშვის შეძენისთვის ემზადებიან, მეც ასე ვემზადებოდი. თან, ამაში რჩევებით ბევრი მეხმარებოდა. ვეტერინარშიც ძალიან გამიმართლა: იმ ქალბატონმა შოის დედა - მიმი ამშობიარა, მერე კი - ჩემს ლეკვზე ძალიან კარგ რჩევებს მაძლევდა და მაძლევს... მეუბნებოდნენ, - ჯული, ძაღლს დიდი ყურადღება, მოვლა სჭირდებაო... მართლაც, როგორც ადამიანები ყოველ დილით ლოგინიდან ვდგებით, პირს ვიბანთ და თმას ვივარცხნით, მალტეზეს ჯიშის ძაღლსაც ასევე სჭირდება მოწესრიგება, რადგან ბეწვის ნაცვლად, სტრუქტურულად თმა აქვს, რომელიც ანტიალერგიულია. საკვებთან დაკავშირებით კი ძლიერი ალერგიული ფონი აქვს: საკვები მუდმივად უნდა უკონტროლო... სულ ვფიქრობდი - კარგი, ძაღლი ძალიან მინდა, მოვუვლი კიდეც, მაგრამ როცა შინ არ ვიქნები, დედა არ მეჩხუბოს - რატომ მოიყვანეო?.. ხომ იცი, როცა ოჯახში ბავშვია, მუდმივად ფუსფუსია, პატარის მოვლაში დროს ხარჯავ, მაგრამ ბავშვი ისე გიყვარს, რომ ეს ყველაფერი შემაწუხებელი არ არის. შოის შემთხვევაშიც ასეა: თავად განდომებს, რომ მისთვის ყველაფერი გააკეთო. ისეთ ძლიერ სითბოს გჩუქნის და ისე ძლიერ გიყვარდება, რომ დილით ვარცხნი, აწესრიგებ... ყველაფერი ხომ სიყვარულს უკავშირდება, არა? ამ გრძნობას დიდი ძალა აქვს. ამიტომ შოის მოვლასთან, საკვების გაკონტროლებასთან დაკავშირებული სირთულე მეორეხარისხოვანი ხდება - ეს ლეკვი უზომოდ, გიჟურად გიყვარდება!..
GzaPress
- შოის სად სძინავს?
- პირველივე დღიდან ჩემთან ან დედაჩემთან იძინებს. მორიგეობა გვაქვს დაწესებული. პრობლემა ის კი არ არის, ლეკვი ვისთან დაიძინებს, არამედ - ვისთან არ დაიძინებს (იცინის)... ალბათ ძაღლი თავად უნდა გყავდეს ადამიანს, რომ მიხვდე, როგორი გულთბილი არსებაა. სანამ შოი მეყოლებოდა, ძაღლებთან სხვა ადამიანების ურთიერთობას რომ ვხედავდი, უცნაური მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, - ძაღლს როგორ ეფერება, როგორ კოცნის?!. ძაღლები მეც მიყვარს, მაგრამ ალბათ ასე ვერ ვაკოცებ და ვერ მოვეფერები-მეთქი, მაგრამ ახლა, შოისთან დაკავშირებით პრობლემა არავის გვაქვს: როგორც შეგიძლია, ბავშვს აკოცო და არავითარი ზიზღის გრძნობა არ დაგეუფლოს, შოის მიმართაც ასე ვარ განწყობილი. თან, ამ ჯიშის ლეკვს ძაღლისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი არა აქვს. როცა ვყნოსავ, თოთო ბავშვის სუნი ასდის. 10 დღეში ერთხელ უნდა დაბანო. შოის თავისი სპეციალური შამპუნი აქვს, რომელსაც არაჩვეულებრივი სურნელი აქვს. ამიტომ მაგარი "სუნებით" დავდივართ (იცინის).
- სტილისტი ჰყავს?
- საერთოდ, მცირე ასაკში ლეკვებს გრუმერი (ძაღლების სტილისტი) არ სჭირდებათ, მაგრამ შოი უკვე ასეთი პატარა აღარ არის. ახლახან სტილისტთან პირველად მივიყვანე. ჭკვიანად მოიქცა და შექებაც დაიმსახურა. საერთოდ, ძალიან ჭკვიანი "ბიჭია". აცრებს როცა იტარებდა, "გოგოს" მსგავსად არ ტიროდა (იცინის). თან, ძალიან კაცური ქცევები, ხასიათი აქვს, რაც სასაცილოა. ბოლო დროს, როცა გაიზარდა და "კაცობს", ცდილობს, რომ რაღაცნაირად დაგვიცვას, როცა ქუჩაში გავდივართ...
- სამოსი და აქსესუარებიც აქვს?
- შოისთვის სამოსი ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ ამაზე უკვე ვფიქრობ. საერთოდ, როცა გავიგე, რომ ლეკვი უნდა მყოლოდა, საზღვარგარეთ გამგზავრებას და მისთვის მაგარი რაღაცების ყიდვას ვაპირებდი, მაგრამ პანდემიის გამო საზღვრები ჩაიკეტა... ახლა რაღაცებს ვათვალიერებ. ჩემს ლეკვს ხომ ძალიან კაცური ხასიათი და ქცევები აქვს, არა? შესაბამისად, მის სამოსსა და აქსესუარებზე ბევრს ვფიქრობდი. ბაფთები ასეთ კაცურ "ბიჭს" არ მოუხდება... შავი, ძალიან ლამაზი ყელსაბამი ვუყიდეთ. სამომავლოდ, ძალიან მინდა, რომ შოიკოსთვის მედალიონი შევუკვეთო, თავისი ინიციალებით (იღიმის).
- ოინებს გიწყობს?
- კი, ოინებს სულ აწყობს. ჩემი შოი ასეთია.
- უცხო ადამიანებთან როგორი დამოკიდებულება აქვს?
- ძალიან მხიარულია და სტუმრები უზომოდ უყვარს. თან, როცა სტუმარი პირველად მოდის, არ იცის, შოის სხვა ადამიანების დანახვისას როგორი რეაქცია აქვს, ყველას ჰგონია - სწორედ ჩემ მიმართ აქვს ასეთი გულთბილი დამოკიდებულებაო... ხომ იცი, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვისაც ძაღლები დიდად არ უყვართ? ასეთი ბევრი სტუმარიც მყავდა. შოიმ მათ მიმართ ისეთი გულთბილი დამოკიდებულება გამოავლინა (ხტებოდა, ლოყაზე კოცნიდა...), რომ თქვეს, - არ გვეგონა, თუ ძაღლს ასე შევუყვარდებოდით, შოი რა საყვარელიაო! ყველა ამბობს, - ღმერთო, ასეთი ძაღლი არ გვინახავსო, ეს "მაიმუნი" კი ყველა სტუმრის მიმართ ასეა განწყობილი, ყველას მოსვლა უხარია. სამაგიეროდ, სანამ ასეთ შეფასებას არ მიიღებს - რომ ყველაზე საყვარელია, - არ მოისვენებს (იცინის).
GzaPress
- ანუ შენი გულიც ასე მოიგო?
- არა. მაშინ ძალიან პატარა იყო. ჩემი დანახვისას პირველად შოი მორბოდა, ხოლო როცა მოვდიოდი, მაცილებდა. ოთოც ამჩნევდა - ასე არავის დანახვისას არ იქცევაო... საერთოდ, თამაში უყვარს. იმავდროულად, ძალიან ჭკვიანია. სტუმართმოყვარე ადამიანივითაა: სტუმარს ისე მიიღებს და მოისიყვარულებს, რომ ადამიანს გააგიჟებს! თუ დავსხდებით და საუბარს დავიწყებთ, შოი არ შეგვაწუხებს - ფეხებთან დაწვება და გვიყურებს. თუ იგრძნო, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია აღარ გვაქვს, მაგალითად - ყავის მოსამზადებლად გავედი, სტუმარს უყურადღებოდ არ დატოვებს, არ მოაწყენს... უსაყვარლესია!
- ალბათ სეირნობაც უყვარს, არა?
- რაც შოიმ გასეირნების გემო გაიგო, მას შემდეგ ვცდილობთ, ყველა კარი დაკეტილი გვქონდეს, რადგან გიჟივით დარბის. გარეთ სეირნობა ძალიან უყვარს. თან, სასაცილოდ დახტის. ხომ შეიძლება, უბრალოდ, პატრონის გვერდით იაროს? არა, ოთხივე თათზე ხტუნავს (იცინის)! ასეთ დროს ბედნიერი და მხიარულია... თუ ჩემი ლეკვი ქუჩაში საალერსო სიტყვებს გაიგონებს - ვაიმე, რა საყვარელიაო! - მორჩა, შოი "მისია": ადამიანს ალოკავს, მოეფერება და მისი გულიც მოგებული აქვს.
- შოის უმეტესად, ვინ ასეირნებს?
- დედაჩემი, რადგან სახლიდან დილით გავრბივარ და გვიან საღამოს ვბრუნდები. ახლა, საგანგებო მდგომარეობის გამო, საღამოს 10 საათზე უკვე შინ ვარ, მაგრამ როგორც კი დაბნელდება, ვცდილობთ, შოი გარეთ არ გავიყვანოთ, რადგან დიდი ძაღლების მაინც გვეშინია.
- ცეკვის სტუდიაში თუ მიგიყვანია?
- კი. სხვათა შორის, ჩვენი სტუდიის პირველი სტუმარი შოი გახლდათ. ჯერ სტუდიის სამზადისი დასრულებული არ გვქონდა, მაგრამ ტერიტორია უკვე მონიშნა (იცინის).
- შოი შენი პირველი ოთხფეხა მეგობარია?
- სახლში - კი. აქამდე ლეკვი არასოდეს მყოლია. ასეთი პატარა ზომის, საყვარელი ლეკვი სულ მინდოდა მყოლოდა. სურვილები ხდება - ჩემი სურვილიც ასე ასრულდა...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პაატა ჭონიაშვილის ჩაფიქრებულ-ახდენილი "ლაქშერი" ცხოვრება
"მშობლებმა საახალწლო საჩუქრები გერმანიიდან გამოგვიგზავნეს"
"პარლამენტში და მთავრობაში ოფიციალურ მილიონერებს ვხედავთ და ამ დროს უამრავი ოჯახი მშიერი კვდება..."
ნინი წიკლაური ემიგრანტისა და დიასახლისის ამპლუაში
თაკა კაკულიას ძვირფასი საახალწლო საჩუქარი და შეცდომით გადახდილი მადლობა
შეასრულა თუ არა ქეთი კანტიძემ ფიფქიას როლი და რას ამზადებდა გოგრისგან ლადო კუჭუხიძე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი