"თესეას" "ტოლერანტობის ქომაგის" წოდება მიენიჭა"
font-large font-small
"თესეას" "ტოლერანტობის ქომაგის" წოდება მიენიჭა"
"ყველაფერი ცუდ და დაუმთავრებელ სიზმარს ჰგავს"

დღეს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ პროექტებს, გასტროლებსა და ღია სივრცეში გათამაშებულ სპექტაკლებს, გაზაფხულიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თეატრების მუშაობა შეწყვეტილია. ერთ-ერთი ასეთი პროექტი გახლდათ "ციფრული თეატრი", რომლის ფარგლებში ხელოვანებმა სპექტაკლები ათი დღის განმავლობაში ღია სივრცეში წარმოადგინეს. მარიამ ჩუხრუკიძე ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანი იყო, ვინც ახალ რეალობაში აღმოჩნდა და მონაწილეობდა სპექტაკლში "უბედურება". ამავდროულად მუშაობდა სერიალზე "თესეა". ამერიკის საელჩოს გრანტით შექმნილი სოციალური დრამის პირველი სეზონი მაყურებელმა უკვე იხილა და მალე "თესეას" გულშემატკივარს მეორე სეზონის 12 სერიის ყურების შესაძლებლობაც მიეცემა.


- პანდემიის პერიოდში, მოზარდ მაყურებელთა თეატრთან თანამშრომლობის შედეგად, "ციფრული თეატრალური ფესტივალის" სპექტაკლები ღია ცის ქვეშ გათამაშდა. იღებდა 5 კამერა და ინტერნეტში იმართებოდა ლაივ-ჩვენება. "ციფრული თეატრის" შექმნის იდეა ანა სანაიას ეკუთვნის და ჩემთვის როგორც მსახიობისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ახალ რეალობაში მუშაობა. საბა ასლამაზიშვილთან 1-თვიანი რეპეტიციების შემდეგ, დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი "უბედურება" "ამბასადორი კაჭრეთის" ეზოში წარმოვადგინეთ. სპექტაკლში ვმონაწილეობდით: ნიკა ნანიტაშვილი, ნიკუშა ფაიქრიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, ხათუნა ბერძენიშვილი და მე. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პერფორმანსი გამოვიდა. მონატრებულები ვიყავით თეატრს, რეპეტიციებს და ეს ყველას ძალიან გვჭირდებოდა. ამავდროულად, საინტერესო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ თეატრი სხვა რელსზე გადავიდა, რასაც სულ სხვა კუთხით შევხედეთ ჩვენც და ალბათ მაყურებელმაც. ფესტივალის ფარგლებში 5 სპექტაკლი დაიდგა და დღესაც აქვს საშუალება დაინტერესებულ მაყურებელს, გემრიელად მოკალათდეს და ინტერნეტში ნახოს ისინი.
- მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ხარ. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, თქვენ მეტ-ნაკლებად ახერხებდით მუშაობას, გასტროლზე წასვლას...
- დიახ, ისე გამოდის, რომ ჩვენი თეატრი არასოდეს ჩერდება და ვცდილობთ ყველა რეგულაციის დაცვით მუშაობას. ზაფხულში ვაკის პარკის ღია კინოთეატრის კლუბში ვითამაშეთ "აურზაური არაფრის გამო", ოქტომბრის დასაწყისში, სვანეთში ვიყავით გასტროლზე. ღია სივრცეში სხვადასხვა სპექტაკლისგან შემდგარი საბავშვო კონცერტი და "მგზავრის წერილები" წარმოვადგინეთ. თეატრს მონატრებულ ბავშვებში ამან ისეთი ჟრიამული გამოიწვია, ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით.
- გარდა ამისა, კონსერვატორიაშიც სწავლობ ვოკალის ფაკულტეტზე. როგორ ახერხებთ მეცადინეობას?
- კონსერვატორიაში მაგისტრატურაში ჩაბარებამ პანდემიის პირობებში მომიწია. რთული იყო როგორც რეპეტიციები, ისე გამოცდაც. წარმოიდგინეთ: პედაგოგი, კონცერტმაისტერი და ყველა პირბადით, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მოვახერხეთ და გამოცდები ჩატარდა. რაც შეეხება სწავლის პროცესს, ხან ონლაინ და ხანაც კონსერვატორიაში ვმეცადინეობთ, რაც ბუნებრივია, რთულია და ეს არ არის საკმარისი ვოკალისტისთვის. ონლაინ თეორიულ გაკვეთილებს მიიღებ, რაც შეეხება პრაქტიკას, პედაგოგთან რეპეტიციებს - ამას ძალიან ეშლება ხელი. ინტერნეტჩართვის დროს ზოგჯერ შენი ხმა გვიან აღწევს კონცერტმაისტერამდე და ასე მეცადინეობა რთულია. ეს ის შედეგი არ არის, რაც უნდა იყოს და სამწუხაროდ, ბევრ სხვა სფეროშიც იგივე სიტუაციაა.
- ახლა მეტი თავისუფალი დრო აქვს ყველას...
- ასეა. ძალიან მიყვარს აქტიური ცხოვრება, როგორც პროფესიულად, ისე მეგობრების ნახვის და მათთან დროის გატარების კუთხით. კვირაში რამდენიმე სპექტაკლი და რეპეტიცები მქონდა და უცბად ამ ყველაფერმა მეორე პლანზე რომ გადაინაცვლა, მართლაც ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა. მეც, ალბათ ისევე, როგორც ყველა, ვკითხულობ, ვუყურებ ფილმებს, სერიალებს. მეგობრებს ძირითადად მესენჯერით ვურეკავ და ვესიყვარულები. იშვიათად გავდივარ ან თავად მსტუმრობენ ისინი, ვისაც ბევრ ადამიანთან არ აქვთ შეხება. ვსეირნობ და ვმღერი.
- მეზობლები როგორ რეაგირებენ ამაზე? თუ მათთან შენი სიმღერის ხმა არ გადის?
- შეჩვეულები არიან და ძალიან მოსწონთ (იღიმის). ზოგჯერ ეზოში ბავშვები დგანან და მისმენენ. ერთხელ გავედი და ვუთხარი, - ბავშვებო, ხომ იცით, მიყურადება არ შეიძლება-მეთქი, რაზეც ერთ-ერთმა საყვარლად მიპასუხა: რა ვქნათ, ძალიან მოგვწონს და გისმენთო. რაღა უნდა მეთქვა (იღიმის)?!
- მოკლედ, მეზობლის ბავშვებისთვის კონცერტებს მართავ...
- ჰო, ისე გამოვიდა, რომ მეზობლის ბავშვები ოპერას ვაზიარე (იცინის).
GzaPress
- სერიალ "თესეას" მეორე სეზონის გადაღებებზეც მინდა გკითხო, სადაც პირველ სეზონში უკვე გნახა მაყურებელმა. ამჯერად როგორ განვითარდება შენი პერსონაჟის ბედი?
- პირველ რიგში მინდა, სერიალზე ორიოდ სიტყვა ვთქვა. თავიდანვე ვუყურებდი, ძალიან მომწონდა და როცა დამირეკეს, რომ ერთ-ერთ როლზე ვიყავი დამტკიცებული, ძალიან გამიხარდა. პირველ სეზონში ეპიზოდური როლი მქონდა. ჩემს პერსონაჟს ჰქვია ნატალია, რომელიც მიდის ქალაქ თესეაში კასტინგზე, სადაც სერიალის მთავარი გმირი "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით დადგმულ მიუზიკლში ერთ-ერთ როლზე აიყვანს. მეორე სეზონში, სპექტაკლზე მუშაობის პროცესია გადმოცემული და აქედან გამომდინარე, არაერთ სერიაში გამოვჩნდები. გიორგი ლიფონავა ძალიან საინტერესო რეჟისორია, მასთან ადრეც მიმუშავია, თუმცა მცირე ხნით და ახლა "თესეას" გადაღებებზე მომიწია ამ რეჟისორსა და მის გუნდთან ხანგრძლივი დროით შეხვედრამ. ყველა მათგანი მოწოდების სიმაღლეზეა, თავისი საქმის პროფესიონალები არიან და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩემთვის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთელ გადამღებ ჯგუფს და ასევე, ეკა მჟავანაძეს, რომლის წყალობითაც ამ სერიალში მოვხვდი.
- მეტ დეტალს ალბათ ვერ გვეტყვი?..
- დიახ, ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, თუმცა გეტყვით, რომ მაყურებელს ძალიან ლამაზი კადრები და საინტერესო სეზონი ელის.
- სერიალმა ინტერესი გამოიწვია და ბევრი ელის მეორე სეზონის დაწყებას.
- "თესეამ" მართლაც დიდი დაინტერესება გამოიწვია და როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, ტოლერანტობის კულტურაში შეტანილი წვლილისა და ეთნიკური ღირებულებების მრავალფეროვნების სწორად წარმოჩენისთვის, სერიალს "ტოლერანტობის ქომაგის" წოდება მიენიჭა.
- ძალიან ძნელია მოცემულ ვითარებაში მომავალზე საუბარი, მაგრამ მაინც მაინტერესებს, როგორია შენი განწყობა იმ რეალობის ფონზე, რომელშიც აღმოვჩნდით?
- რომ დავფიქრდეთ, თითქოს ყველაფერი ცუდ სიზმარს ჰგავს, რომელიც არ მთავრდება. ერთი მხრივ, მეტი დრო გაქვს, რაც საკუთარი თავის განვითარებისთვის ცუდი არ არის, - შეგიძლია რაიმე დიდი ხნის ჩაფიქრებული საქმე გააკეთო, უცხო ენა ისწავლო, იმეცადინო, - მაგრამ ასე ყოფნა მხოლოდ დროებით არის შესაძლებელი, რადგან ეს არ არის სრულყოფილი ცხოვრება. დღევანდელი მდგომარეობა არსებობა უფროა, ვიდრე ცხოვრება და ყველაზე ცუდი ისაა, ასე უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ გამოსავალი არ გამოჩნდება. ისეთი ვითარებაა, ვერაფერს გათვლი და არაფრის პროგნოზირება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, ხან პესიმისტური განწყობა მაქვს, ხან - ოპტიმისტური. დიდი იმედი მაქვს და მინდა მალე ისევ ისე ვიცხოვროთ, როგორც პანდემიამდე.
- ისიც მითხარი, მოზარდ მაყურებელთა თეატრში რომელი სპექტაკლი გენატრება ყველაზე მეტად?
- ყველა სპექტაკლს დიდი სიხარულით ვითამაშებ - ყველას, რადგან ძალიან მენატრება თეატრი და რეპეტიციები. ციფრული თეატრის ფარგლებში განხორციელებული სპექტაკლები ღია სივრციდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე უნდა გადაგვეტანა და საინტერესო იქნება ეს პროცესიც, თუმცა როდის მოხდება, რთულია თქმა.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვისგან მიიღო თაკო ჭანუყვაძემ შთამბეჭდავი საჩუქარი
ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"
"ვცდილობ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უსიამოვნებისგან დავიცვა"
ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ის ინგლისელია
"გადაგდებული" მუსიკოსები და უხერხული სიტუაციის გამო დაკარგული მეგობარი
მსახიობის ცხოვრების მთავარი სიახლეები
რატომ აქვს გასაიდუმლოებული ცირა კობიაშვილს "ფეისბუკის" ანგარიში?
დავით კვირცხალია ქართველ ქალებსა და მისი თაობის ღირსეულ წარმომადგენლებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი