როგორ ებრძვის სტრესს და დაძაბულობას ნატო გელაშვილი
font-large font-small
როგორ ებრძვის სტრესს და დაძაბულობას ნატო გელაშვილი
"დიდი ტრაგედია გამოვიარე და აღარ მინდა, ძველ მდგომარეობას დავუბრუნდე!"

ნატო გელაშვილის შემოქმედებას საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მისი სიმღერები უსაზღვრო ადამიანური სევდითა და სიხარულით არის სავსე, ისევე, როგორც მისი ცხოვრება...
ქალბატონი ნატო ინტერვიუზე მხოლოდ ერთი პირობით დაგვთანხმდა - რომ პოლიტიკაზე არ ვილაპარაკებდით. მასთან ძალიან თბილი, გულწრფელი ინტერვიუ ჩავწერეთ.


- ქალბატონო ნატო, როგორ უმკლავდებით სტრესსა და დაძაბულობას, რომელიც კორონავირუსმა ყველას მოგვიტანა?
- არ დაგიმალავთ, რთული პერიოდი მეც მქონდა. გაზაფხულზე, როცა პირველი კარანტინი გამოცხადდა, პანიკას ავყევი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება, რომ მუდმივ დაძაბულობასა და შიშში ყოფნა დამანგრეველია. ამიტომ ახალ რეალობას, ახალ ცხოვრებას შევეგუე და თანდათან დავმშვიდდი. ყოველ დილით ვლოცულობ, მოვისმინე არაჩვეულებრივი რჩევა პატრიარქისგან: ილოცეთ და სახლში ყველაფერს ნაკურთხი წყლით ჯვარი გადასახეთო. ეს წესები ერთგვარ რიტუალად ვაქციე და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა უკვე მშვიდად ვარ. გარდა ამისა, სულ ვცდილობ, ნაკლებად მოვუსმინო მძიმე ინფორმაციას, რომელსაც ტელეეთერიდან გადმოსცემენ. როცა აქტიურად ვუსმენდი და ყველაფერს ვკითხულობდი, პანიკური შიში დამეწყო და ამან დამანგრია. ამიტომ მცირე ინფორმაციული ვაკუუმი მოვიწყვე, რამაც ძალიან გაამართლა.
- თუმცა, ყველა ვერ ითმენს - მაინც ვრთავთ და მაინც ვუსმენთ მძიმე ინფორმაციებს, რომელიც მართლა დამანგრეველია.
- მე აღარ ვრთავ საინფორმაციო გადაცემებს, რადგან ინტერნეტში რასაც წავაწყდები, ისიც გულს მიმძიმებს. ამას მირჩევნია, მეგობრებს დავურეკო, მოვიკითხო, თუ ვინმეს რაიმე უჭირს, გავამხნევო. მე ეს პერიოდი გადავლახე და ყველას ვამხნევებ, ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცუდზეც აღარ ვლაპარაკობ, მით უმეტეს, შვილები მყავს და სულ ვცდილობ, მათ დადებითი, მშვიდი გარემო შევუქმნა. ისედაც, ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტრაგედია გადავიტანე: სამ წელიწადში მიყოლებით დავმარხე 43 წლის ახალგაზრდა ძმა, დედა და მამა - ამაზე დიდი განსაცდელი ადამიანისთვის რა უნდა იყოს?!. ამ ამბავმა დამანგრია, ერთხანს ვფიქრობდი, რომ ცხოვრება დამთავრდა და ახლა სიკვდილზე ფიქრი აღარ მინდა. ყველაფერს განვიცდი, ყველას ტრაგედია გულს მტკენს და ამიტომაც ვცდილობ, აღარ მოვუსმინო...
- როგორ ფიქრობთ, ძლიერი ადამიანი ხართ?
- არ ვიცი. შეიძლება იმ სტრესმა, რაც გამოვიარე, მართლა გამაძლიერა. მეორე მხრივ, ცხოვრებას დავმორჩილდი და ახლა უარყოფითი ამბების მოსმენა აღარ მინდა. აღარ მინდა, იმავე მდგომარეობაში დავბრუნდე, მეშინია, ისევ დარდმა არ ჩამითრიოს და ირგვლივ სულ პოზიტივს დავეძებ. დილით ძაღლი რომ გამყავს სასეირნოდ, ყველას ვუღიმი, ვესალმები, ყველას ამბავს ვკითხულობ. ადამიანი დაძაბული და შეწუხებული სახით რომ დგას, ვამშვიდებ და ვეუბნები, რომ ყველაფერი გაივლის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემს მეგობრებს, ზოგს კორონავირუსი აქვს, ზოგს სხვა პრობლემები აწუხებს, მეც ცხოვრებაში ბევრი რამ გადავლახე და ვცდილობ, მათაც დავეხმარო, განსაცდელი მათაც გადავალახვინო.
- პოლიტიკაზე კამათში არ ერევით ხოლმე?
- არა, პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი. მე მუსიკოსი ვარ, ჩემი საქმე მაქვს და ამ საქმის პროფესიონალი ვარ. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. მიმაჩნია, რომ ამ სფეროში მოქალაქეების აზრს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ყველაფერს მაინც ისინი არ წყვეტენ. სიმართლე გითხრათ, პოლიტიკა ერთი დიდი საგიჟეთია და ამ პროცესს დიდი ხანია ვერიდები. ჩემს პოზიციას ყოველთვის არჩევნებზე ვაფიქსირებ და ჩემი "პოლიტიკოსობაც" ამით შემოიფარგლება.
GzaPress
- ამას როგორ ახერხებთ?
- ძალიან მარტივად: ვიცი, რომ პოლიტიკას ძალიან ბევრი წახნაგი აქვს, ის თამაშს ჰგავს და ეს ჩემთვის რთული, გაუგებარი თამაშია. რატომ უნდა ჩავერიო გაუგებარ თამაშში, არ მესმის, მით უმეტეს, ადამიანების ლანძღვა ძალიან მაღიზიანებს. ქართველი ერი ჩემთვის ძვირფასია და მას პარტიებად ვერ დავყოფ, ვერ დავჩეხავ! ჩემთვის მიუღებელია, როცა ერთი ქართველი მეორეს უშვერი სიტყვებით ლანძღავს და არ ინდობს. ასეთი მიდგომა ადამიანების მიმართ არ მესმის. ზოგჯერ მგონია, რომ უკიდურესად მდაბიოები გავხდით, რადგან სხვების დაკნინებაზე, დაცინვასა და ბილწსიტყვაობაზე ვართ გადასული. არც კი ვუყურებ, როცა სადმე მსგავსი რამ ხდება. ამის საპირწონედ ვცდილობ, კარგ მუსიკას მოვუსმინო, კარგ ფილმებს ვუყურო, ის საქმე ვაკეთო, რისგანაც სიამოვნებასა და დადებით ემოციებს მივიღებ. ვიღაცის უცენზურო სიტყვებს და კამათს რატომ უნდა მოვუსმინო, ნერვები რატომ უნდა მოვიწამლო? - ამას მირჩევნია, დავჯდე, მუსიკა დავწერო და, როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, ჩემს ხალხს დადებითი ემოციები მოვუტანო.
- ზაფხულში ყველაფერი შედარებით გამოცოცხლდა. იმ პერიოდში თუ მოასწარით კონცერტების ჩატარება?
- ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ყველაფერი დავგეგმე, ბათუმში ჩავედი, სადაც კონცერტი უნდა გაგვემართა და საღამოს მთელი ბათუმი ჩაიკეტა. კონცერტიც ჩაიშალა და თბილისში ძლივს ჩამოვასწარი. რა უნდა მექნა?.. პანიკას ავყოლოდი იმის გამო, რომ კონცერტი ვერ გავმართე? ასეთი მიდგომა უარესია - უკან გვიბრუნდება და სულიერად გვანგრევს.
- თქვენი შვილები ძალიან კარგად მღერიან, გამოდის, რომ ორივეს თქვენი ნიჭი გამოჰყვა.
- მთელი ცხოვრება ბავშვებს სიმღერას ვასწავლი. მოსწავლეები ყოველთვის მყავდა, ლუკა და გიორგი ასეთ გარემოცვაში იზრდებოდნენ, მაგრამ მეშვიდე-მერვე კლასამდე სულ უცხოურ მუსიკას უსმენდნენ, მერე კი უცბად "გრუზინები" გახდნენ და ორივე ქართული სიმღერისკენ გადაიხარა. ვამჩნევდი, რომ თვალსა და ხელს შუა იხვეწებოდნენ და სულ უფრო კარგად მღეროდნენ. რომ გითხრათ, ვიჯექი და ვამეცადინებდი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ალბათ გენი მაინც თავისას შვრება. ისეთ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც სულ სიმღერა ისმოდა და ეტყობა, სიმღერის სურვილმაც უცბად ამოხეთქა.
- ამბობენ, ბიჭები უფრო რთული აღსაზრდელები არიანო. თქვენ როგორ ახერხებდით მათთან ურთიერთობას?
- ლუკასა და გიოს სულ მცირე ასაკიდან ისე ვექცეოდი, როგორც პიროვნებებს და არა - როგორც ბავშვებს. ამ მეთოდმა ძალიან გაამართლა. არასოდეს მიფიქრია, რომ ის ბავშვია, მე დიდი ვარ და ამიტომ ყველაფერი მეპატიება. თუ ვცდებოდი, ბოდიშსაც მოვიხდიდი, როგორც მეგობრებს, ისე ვექცეოდი და ისინიც არ ცდილობდნენ, ჩემთვის რაიმე დაემალათ. ამავე დროს, პრინციპულადაც ვექცეოდი: ჩემი "არა" მათთვის ყოველთვის "არა" იყო. არავითარ შემთხვევაში არ გადავთქვამდი. სამაგიეროდ, თუ რაიმეს დავპირდებოდი, აუცილებლად შევუსრულებდი. ყველაზე სასაცილო კი მათი ჩხუბი იყო - როგორც ყველა ბავშვი, ისინიც ჩხუბობდნენ და ამ დროს ყველაზე მეტად მათი ძიძა ზარალდებოდა: გაშველებისას ხან ბალიში მოხვდებოდა, ხან - სხვა ნივთი... ახლა უკვე დიდები არიან. შეიძლება რაღაც თემაზე იკამათონ, მაგრამ ეს სასიამოვნო საყურებელიც კია. რაც მთავარია, დღეს ორივე აღიარებს, რომ სწორად ვიქცეოდი.
- ქართველი დედების ამბავი ცნობილია... თქვენ თუ აპირებთ მათ პირად ცხოვრებაში ჩარევას?
- არასოდეს. გიორგი უკვე 23 წლისაა, ლუკა - 21-ის, დიდები არიან და თავიანთი ცხოვრება თვითონ უნდა დაგეგმონ. მე მათი პროფესიის არჩევაშიც კი არ ჩავრეულვარ. გიომ თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ბიზნესს და ფინანსებს შეისწავლიდა და ასეც მოხდა, ხოლო ლუკამ - თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა და ახლა ამბობს, კონსერვატორიაში ჩაბარებაც მინდაო. არ გამიკვირდება, ეს ჩანაფიქრიც რომ აისრულოს. რაც შეეხება მათ პირად ცხოვრებას, გეთანხმებით, ქართველი დედები ამ საკითხში მეტისმეტად აქტიურები არიან, მაგრამ მე სულ სხვა მიდგომა მაქვს: მათ გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ. ორივე ისეთ ასაკშია, რომ დაუფიქრებელ, ცანცარულ ნაბიჯს არ გადადგამს და თუ რაღაცას გადაწყვეტენ, რატომღაც მგონია, რომ ეს ჩემთვისაც მისაღები იქნება. ჩემს შვილს ვინმეზე შეყვარებულს თუ დავინახავ, მისი რჩეული ჩემთვისაც სასურველი იქნება.
- ორივე კარგად მღერის, მაგრამ მომღერლად რომელი წარმოგიდგენიათ?
- ალბათ უმცროსი - ლუკა. მან რომ არ იმღეროს, მართლა საცოდაობა იქნება, რადგან ეს ადამიანი მოწამლულია მუსიკით. მისი შინაგანი სამყარო ასეთია - მისთვის მუსიკა სულ სხვა ფასეულობაა. ეს ის ლუკა ჭოხონელიძეა, "მხოლოდ ქართულში" რომ მონაწილეობდა. თავიდან ეს ამბავი დამიმალა, გვიან გავიგე და დიდი ნერვიულობა გამოვიარე. მე და გიო ამ დროს იტალიაში ვიყავით - ტურნე მქონდა და ხუთი კონცერტი - დაგეგმილი. "მხოლოდ ქართულის" ორი ტური ისე გაიარა, საქართველოში არ ვყოფილვარ, მხოლოდ ბოლო ტურში ვგულშემატკივრობდი.
- ოჯახური ტრიოს შექმნაზე არ გიფიქრიათ?
- ამას ვერ ვიტყოდი: მართალია, როცა ჩემი სოლო კონცერტებია, ბიჭებიც მღერიან, ყველაფერს ცოცხლად ასრულებენ, მაგრამ ჩვენ ერთობლივი კონცერტები დაგეგმილი არასდროს გვქონია. უბრალოდ, მსმენელს ძალიან მოსწონს მათი სიმღერა და სცენაზე გამოსვლისას ყოველთვის ოვაციებით ხვდებიან. ისინიც მთელი სულითა და გულით მღერიან - ეს თავისთავად, ბუნებრივად ხდება. როცა საჭიროა, გიორგი თავისი პირველი ხმით ძალიან გვეხმარება, მაგრამ მაინც თავისი საქმე აქვს - იგი მუსიკაში ისე აქტიურად არ არის ჩართული, როგორც ლუკა. ყველაზე მთავარი კი, იცით, რა არის?.. თავიანთ ოჯახებში რომ იმღერებენ და ქართულ სიმღერას შვილებსაც შეაყვარებენ - ეს ყველაზე დიდი სიხარულია ჩემთვის, როგორც დედისთვის და როგორც მუსიკოსისთვის.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვისგან მიიღო თაკო ჭანუყვაძემ შთამბეჭდავი საჩუქარი
ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"
"ვცდილობ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უსიამოვნებისგან დავიცვა"
ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ის ინგლისელია
"გადაგდებული" მუსიკოსები და უხერხული სიტუაციის გამო დაკარგული მეგობარი
მსახიობის ცხოვრების მთავარი სიახლეები
რატომ აქვს გასაიდუმლოებული ცირა კობიაშვილს "ფეისბუკის" ანგარიში?
დავით კვირცხალია ქართველ ქალებსა და მისი თაობის ღირსეულ წარმომადგენლებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი