"თავიდან კი გავბრაზდით, მაგრამ ახლა მინდა, ფოტოს ავტორს მადლობა ვუთხრა"
font-large font-small
"თავიდან კი გავბრაზდით, მაგრამ ახლა მინდა, ფოტოს ავტორს მადლობა ვუთხრა"
კარუსელის ფული რომ არ ჰქონდათ, მამას სთხოვდნენ, - ძია, უფულოდ დაგვსვამო?

2020 წელი მსოფლიოსთვის დაძაბული და რთული აღმოჩნდა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს წელი კარგ მოგონებასთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ასეთი ალუაშვილების ოჯახია, აფრიკის დასახლებიდან, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში გასულ კვირას მოექცა.
ცნობილი ფოტოს ცნობილი გმირების ცხოვრების და ბუმერანგივით უკან დაბრუნებული სიკეთის შესახებ ნუგზარ ალუაშვილის ვაჟი - ალექსანდრე მოგვითხრობს:


- მამამ ბინა 25 წლის წინ გაყიდა, რადგან ბებიას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მკურნალობა დასჭირდა და სხვა გზა არ ჰქონდა. გარკვეული დრო ქირით ვცხოვრობდით, შემდეგ მუშტაიდის პარკში დავსახლდით.
- იქ რატომ?
- მამა პარკში წლების განმავლობაში მუშაობდა და რადგან ბინა არ ჰქონდა, იქ გამოუყვეს საცხოვრებელი ფართობი. 15 წელზე მეტი ამ პარკის ტერიტორიაზე გავატარეთ, მამა კარუსელის ოპერატორი იყო.
- ის პერიოდი თავად როგორ გახსოვთ, როგორ პირობებში ცხოვრობდით?
- იოლი ცხოვრება არც იქ გვქონია, მაგრამ სკოლის მოსწავლე ვიყავი და პრობლემებს დღევანდელთან შედარებით, მარტივად ვუყურებდი. მოგეხსენებათ, ბევრი თბილისელისთვის ეს ძალიან პოპულარული და საყვარელი ადგილია. თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ ბავშვები და კარუსელის ფული რომ არ ჰქონდათ, მამას სთხოვდნენ, - ძია, უფულოდ დაგვსვამო? მამას უარი არასდროს უთქვამს - მსგავსი რამ ერთხელაც არ მომხდარა.
- სამყაროში არაფერი იკარგება, წლების შემდეგ სიკეთე ადამიანს ბუმერანგივით უკან უბრუნდება.
- ასე გამოვიდა.
- ე.წ. აფრიკის დასახლებაში როდის ან რატომ გადახვედით?
- დაახლოებით 2 წლის წინ გადავედით, რადგან მამა სამსახურიდან გამოუშვეს და შესაბამისად, ის საცხოვრებელი დავკარგეთ. დასახლებაში ჩვენი ახლობელი ცხოვრობდა, ჩვენ კი იქ ადგილი წლების წინ შემოვღობეთ. მაშინ იქ სხვებმა სახლების აშენება დაიწყეს, ჩვენ ამის საშუალება არ გვქონდა, მაგრამ ტერიტორიას ნათესავი აქცევდა ყურადღებას. 2 წლის წინ ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ და პატარა სახლი ავაშენეთ, სულ 30 კვმ-ია.
- გამოდის, რომ ეს ტერიტორია წლების წინ თქვენც თვითნებურად დაიკავეთ.
- დიახ.
- როგორც ვიცი, თქვენი მშობლები დაშორებულები არიან. თქვენ მამასთან იზრდებოდით?
- მამა ორჯერ იყო დაქორწინებული. მე და უფროს დას ერთი დედა გვყავს. ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, მამა მეორედ დაქორწინდა და კიდევ 4 შვილი შეეძინა. ჩვენ მამასთან ვიზრდებოდით, ზოგჯერ დედასთანაც მივდიოდით. დედასთან ურთიერთობა ახლაც გვაქვს... მამას მეორე მეუღლე კარგი ქალი იყო, მასთან ნორმალური ურთიერთობა გვქონდა.
- მისი გარდაცვალების მიზეზი რა იყო?
- როგორც ექიმმა გვითხრა, მოულოდნელად გული გაუსკდა. ომიკო მაშინ 3 წლის იყო და ეს ამბავი მძიმედ გადაიტანა. მიცვალებული ოთახში რომ გვყავდა დასვენებული, სულ დედას ეძახდა და რომ არ აგონებდა, ნერვიულობდა. მერე ჭამა შეწყვიტა, ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ.
- იმ დღეს როგორ გაიხსენებ, როდესაც მერიამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მოახდინა?
- როდესაც მერიამ ტექნიკა შემოიყვანა, გვეგონა, იმ ტერიტორიაზე რომელი შენობაც უკანონოდ იყო აშენებული, ყველას დაანგრევდნენ. შინ არ ვიყავი და სასწრაფოდ წავედი. მალე გავარკვიე, რომ ჩვენს მხარეს გადმოსვლას არ აპირებდნენ და მხოლოდ მშენებარე სახლების დემონტაჟი ჰქონდათ დაგეგმილი.
- ომიკოსა და მამათქვენის ფოტო რომ გავრცელდა, თქვენი რეაქცია როგორი იყო?
- ვერ მოვიძიე, ამ ფოტოს ავტორი ვინ არის. თავდაპირველად არ მესიამოვნა, სოციალურ ქსელში ყველა ჩემი ოჯახის წევრების ფოტოს რომ აზიარებდა და ზოგი რას წერდა, ზოგი - რას...
- თუმცა, ეს არის ფოტო, რომელმაც თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.
- ნამდვილად... მერიიდან რომ დაგვიკავშირდნენ, ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. გვითხრეს, რომ მეორე დღეს ბატონ კახისთან შეხვედრაზე უნდა მივსულიყავით. მივედით, გავისაუბრეთ. დაინტერესდა, იქ როგორ მოვხვდით. ავუხსენით, რომ მამა ჯანმრთელობის პრობლემის გამო უმუშევარი იყო - 5 თვის წინ ინსულტი გადაიტანა. დაგვპირდა, რომ სამსახურის პრობლემას მოუგვარებს. შეხვედრის დასასრულს კი გვითხრა, ბინას გჩუქნითო.
- იქ რომ მიდიოდით, ეს ამბავი არ იცოდით? წინადღეს სოციალურ ქსელში დაწერა.
- ჩვენც გავიგეთ, რომ დაწერა, მაგრამ იმდენად წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, ვერ დავიჯერეთ. მერე კი ძალიან, ძალიან გახარებულები ვიყავით, დაშოკილები.
- ომიკო?..
- ომიკო ბატონმა კახიმ უამრავი შოკოლადისა და ტკბილეულის დახვედრებითაც დაშოკა, ამას ახალი ბინის სიხარულიც დაემატა და... ახლა არა მხოლოდ ომიკო, ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, ჩვენს თავს წარმოუდგენელი რამ მოხდა.
- გილოცავთ, ახალ ბინაში ბედნიერად გეცხოვროთ!
- დიდი მადლობა!
- როგორი ბინაა?
- 4-ოთახიანი ძალიან კარგი ბინაა, გარემონტებული.
- ავეჯი, ტექნიკა?
- ყველაფერია. იქ ყველანაირი პირობაა შექმნილი. ჯერ არ გადავსულვართ, მაგრამ ახალ წელს აუცილებლად ახალ ბინაში შევხვდებით.
- მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, ბევრმა ადამიანმა თუ ჯგუფმა დახმარების სურვილი გამოთქვა. რეალურად ვინმე დაგეხმარათ?
- 2 გოგონა მოვიდა, სურსათი და ბავშვებისთვის სათამაშოები მოგვიტანეს. შემდეგ ერთი ბატონი მოვიდა, მაგრამ არც ერთმა საკუთარი ვინაობა არ გაგვიმხილა.
- მამის დასაქმებასთან დაკავშირებით რა ხდება?
- მას ხვალიდან გადამზადების პროგრამაში ჩართავენ და მერე დასაქმებაშიც დაეხმარებიან. მამა ელექტრიკოსია. ჩვენთვის 2020 წელი ბედნიერი აღმოჩნდა. თავიდან კი გავბრაზდით, მაგრამ ახლა მინდა, ფოტოს ავტორს მადლობა ვუთხრა. ეს რომ არ მომხდარიყო, ალბათ ჩვენი ცხოვრება არც შეიცვლებოდა.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვისგან მიიღო თაკო ჭანუყვაძემ შთამბეჭდავი საჩუქარი
ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"
"ვცდილობ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უსიამოვნებისგან დავიცვა"
ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ის ინგლისელია
"გადაგდებული" მუსიკოსები და უხერხული სიტუაციის გამო დაკარგული მეგობარი
მსახიობის ცხოვრების მთავარი სიახლეები
რატომ აქვს გასაიდუმლოებული ცირა კობიაშვილს "ფეისბუკის" ანგარიში?
დავით კვირცხალია ქართველ ქალებსა და მისი თაობის ღირსეულ წარმომადგენლებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი