"ყველა საშობაო ტრადიცია ახალ წელს "გადმოვიდა"
font-large font-small
"ყველა საშობაო ტრადიცია ახალ წელს "გადმოვიდა"
როგორ ეგებებიან დამდეგს ცნობილები

წელს საქართველოში და საერთოდ, მთელ მსოფლიოში უჩვეულო სიტუაცია სუფევს - პანდემიამ ცხოვრების ტემპი შეანელა. წინასაახალწლო სამზადისიც ისეთი აღარ არის, როგორიც წლების განმავლობაში იყო... გადავწყვიტეთ, რამდენიმე ადამიანისთვის გვეკითხა, თუ რას ნიშნავს მათთვის ახალი წლის დღესასწაული, როგორი განწყობა აქვთ და როგორ ემზადებიან.



"უკვე ნაძვის ხის პროფესიონალი ამწყობი ვარ"

ნინო ჩხეიძე:
- საერთოდ, ახალი წლის დღესასწაული ისე მიყვარს, რომ საახალწლო სამზადისს პირველი დეკემბრიდან ვიწყებ, მაგრამ ახლა, რადგან "ჩაგვკეტეს", სამზადისი 20 ნოემბრიდან დავიწყე. ნაძვის ხე ჩემს სახლშიც დავდგი, დედაჩემთანაც, სტუდიაშიც... მგონია, რომ უკვე ნაძვის ხის პროფესიონალი ამწყობი ვარ... ახალი წელი მომწონს თავისი გაფორმებით, ტრადიციებით... ეს არასოდეს მბეზრდება! ზოგი ხომ ამბობს, - ნაძვის ხის აწყობა-დაშლა მეზარებაო? პირადად მე, ძალიან მიყვარს!.. ცუდია, რომ "ჩაკეტილები" ვიქნებით და სავარაუდოდ, არც კონცერტი გვექნება, მაგრამ რას ვიზამთ? მთელი მსოფლიო ასეა... მოგვიწევს, ერთმანეთს განწყობილება გავუხალისოთ და გავამხნევოთ, რომ ეს პერიოდი ცოტათი ადვილად გადავიტანოთ.
- ახალი წლის დღესასწაული ბავშვობაშიც ასე გახარებდათ?
- კი, ბავშვობაშიც ასე მიხაროდა! მხოლოდ ნაძვის ხეს კი არ ვრთავ - დეკემბერში ზედმეტ ნივთებს ვიშორებ, შინ გენერალურ დასუფთავებას ვაკეთებ. სხვათა შორის, ამას ბებიამ მიმაჩვია.
- ახალ წელს თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამე თუ მომხდარა, რასაც ჯადოსნურად მიიჩნევთ?
- ჩემი მშობლები ყოველთვის ჯადოსნურ ახალ წელს მიწყობდნენ: ჩემს ბავშვობაში ყველაფერი ისე იოლად არ იშოვებოდა, როგორც დღეს. მთელი წელი დედაჩემი აგროვებდა, რაც მინდოდა, ახალი წლის ღამეს კი ბევრი საჩუქარი მხვდებოდა... ჩემთვის ახალი წლის ღამე ბავშვობიდან ჯადოსნურია და ყოველთვის განსაკუთრებული განწყობით ველოდები.
- შარშან ახალი წლის დღესასწაულის მეუღლესთან ერთად აღნიშვნა მოახერხეთ?
- კი, შარშან მე, ჩემი მეუღლე, მარიკო და ჩემი ბენდის წევრები მონაკოში ვიყავით. შარშანწინაც არაჩვეულებრივი საღამო გავატარეთ... მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე საქართველოში არ იმყოფება, ახალი წლის დღესასწაულს საზღვარგარეთ ვხვდებით. რა თქმა უნდა, წელს ასე არ იქნება - თბილისში გავატარებ, თუმცა ახალი წლის დღესასწაული ისე მიყვარს, რომ ყველგან სიხარულით ვხვდები.

"ეჭვი მეპარება, გაისად ნაძვის ხე მოვრთო"
GzaPress
ანი ბებია:
- ახალი წლის დღესასწაულზე დიდად არასდროს ვგიჟდებოდი, რადგან მალევე მივხვდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა. ძალიან მეწყინა (იცინის)... არც ჩემი დაბადების დღე არ მიყვარდა, მაგრამ ახლა, ჯერისთან ერთად, ვეჭვობ, ყველაფერი შემიყვარდება - ახალი წელიც, დაბადების დღეც... ყველაფერს აზრი და მნიშვნელობა მიეცა. მგონია, რომ წინ ბედნიერი დღესასწაულები გველოდება. რა თქმა უნდა, საახალწლო დეკორაციები მიყვარს: მსგავსი რაღაცები განწყობას ყოველთვის გვიხალისებს. წელს ჩემი შვილი ნაძვის ხესთან ჯერ დამოუკიდებლად ვერ მივა და ვერ დალეწავს. ეჭვი მეპარება, რომ გაისად ნაძვის ხე მოვრთო, რადგან სავარაუდოდ, ჯერი ყველაფერს დაამტვრევს (იცინის).

"ბენი დღემდე ვერ ეგუება, რომ ჩვენთვის ახალი წელი დიდი დღესასწაულია"
GzaPress
ნუკი კოშკელიშვილი:
- საბჭოთა კავშირმა შობის დღესასწაულის მიმართ დამოკიდებულება შეგვიცვალა. ეს ახლახან აღმოვაჩინე, რაც საცხოვრებლად ამერიკაში გადავედი. იქ ახალ წელს სულ სხვაგვარად აღიქვამენ: ნაძვის ხე ახალ წელთან არანაირ კავშირში არ არის. საბჭოთა კავშირში შობას ხომ არ აღნიშნავდნენ, არა? ამიტომ ყველა საშობაო ტრადიცია ახალ წელს "გადმოვიდა". ჩემთვისაც ახალი წელი ბევრად უფრო დიდი დღესასწაულია. შობას სხვანაირი დატვირთვა აქვს, ფანჯარასთან სანთელს ვანთებთ... საჩუქრები, თოვლის ბაბუა, ეიფორია - ეს ყველაფერი ჩემთვის ახალ წელთან ასოცირდება. ამერიკაში, შობის შემდეგ, ახალ წელს ველოდები, მაგრამ იქ ამ დროს არაფერი ხდება. სამაგიეროდ, შობის დღესასწაული ნამდვილი ზღაპარია - ისეთი, როგორსაც ფილმებში აღწერენ!.. წარმოიდგინე: ჯერ იქაურ შობას აღვნიშნავ, შემდეგ ახალი წელი დგება, მერე - "ჩვენი" შობა, რასაც ძველით ახალი წელი მოსდევს... ფაქტობრივად, ერთ თვეს გართობაში ვატარებ. ამერიკაში ყოფნის დროსაც ყოველთვის ყველაფერს აღვნიშნავ. ჩემი მეუღლე - ბენი ამ რეალობას დღემდე ვერ ეგუება, რომ ჩვენთვის ახალი წელი დიდი დღესასწაულია, რადგან იქ არ აღნიშნავენ, - ფეიერვერკს უშვებენ და მორჩა. იმ დროს ნაძვის ხე სახლიდან უკვე გატანილია... 2 წლის წინ, როცა ორსულად ვიყავი, ჩემი შვილის სქესი სწორედ ძველით ახალ წელს შევიტყვეთ. საქართველოში ვიყავით. ბენმა მაშინ ნახა, რომ ძველით ახალი წელი ახალ წელზე ნაკლებად არ აღინიშნება. მაქსიმალურად ცდილობს, ყველა ქართულ ტრადიციას პატივი სცეს, რაც მსიამოვნებს.
- ახალი წლის დღესასწაული შარშან როგორ გაატარე?
- გაგიკვირდება და - სახლში: მე და ბენი ავად ვიყავით, ვერსად წავედით... ასე "დაგვებედა".
- ახლა შენი საახალწლო განწყობა როგორია?
- ნაძვის ხე მოვრთე. საახალწლო განწყობა დიდად არ მაქვს, რადგან ახალი წელი ხომ მეგობრებთან ერთად საყიდლებზე სიარული, განათებული ქუჩები, ღონისძიებები, თეატრია?!. ეს ყველაფერი რომ "ჩამოგვშორდა", ცოტათი რთულია...

"ახალი წლის დღესასწაული ბაბუამ შეგვაყვარა"
GzaPress
ციაკო ფიფია:
- ჩემს ოჯახში, ახალი წლისთვის სახლის მორთვა-მოკაზმვაში დიდად არასოდეს ვმონაწილეობდი: ხან არ მეცალა, ხან - მეზარებოდა... ახლა, როცა ჩემი შვილი - ალექსანდრე წამოიზარდა, მინდოდა, რომ ახალი წლის დღესასწაული განსაკუთრებული ყოფილიყო. თან, ალექსანდრეს საახალწლო განათებები ძალიან მოსწონს... რადგან დიდად დაკავებული არ ვარ, საახალწლო დეკორაციები თავად გავაკეთე. სხვათა შორის, როგორიც მინდოდა, ისეთი გამომივიდა, - ძალიან მიხარია!.. კერძო სახლში ვცხოვრობთ. ამიტომ ეზოსაც ვრთავთ. ჩემმა დედამთილმა გარე განათება დააყენა. ახალ წელს განსაკუთრებულად ველოდებით. ვამბობდი, - ჰოროსკოპის მიხედვით, 2020 წელი ვირთხის იყო: როგორც ვირთხას უყვარს სოროში ყოფნა, ჩვენც ისე გამოგვკეტა და შინ ჩაგვსვა-მეთქი. ახლა თეთრი ხარის წელი მოდის. ეს თეთრი ხარი გადარეულია! იმედია, ჩვენც "გამოვვარდებით" (იცინის)... ვნახოთ, რა იქნება... ყოველ შემთხვევაში, მინდა 2021 ყველასთვის სიკეთის მომტანი წელი იყოს. მსურს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა სუფევდეს და ბავშვები ნორმალურად, მშვიდ გარემოში გავზარდოთ, ნაკლები სიბინძურე და ბოროტება იყოს...
- ბავშვობაში ახალი წლის დღესასწაულს როგორ ხვდებოდი?
- ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავდით. ღამის 12 საათზე ახალ წელს მთელი ოჯახი ერთად ვხვდებოდით. უფროსები ჭიქებს ერთმანეთს მიუჭახუნებდნენ ხოლმე. ბავშვებიც ასე ვიქცეოდით, ოღონდ - ალკოჰოლური სასმლის ნაცვლად, ლიმონათით სავსე ჭიქებს ვუჭახუნებდით (იღიმის). შემდეგ აუცილებლად ასაფეთქებლები უნდა გვესროლა, ხოლო როცა ოთახში ვბრუნდებოდით, ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები გვხვდებოდა, - ვითომ თოვლის ბაბუამ მოგვიტანა... ახალი წლის დღესასწაულის მიმართ როგორც თავად ვარ განწყობილი, მინდა, ეს ჩემს შვილსაც ვასწავლო, ახალ წელს განსაკუთრებულად შევახვედრო: ვუთხარი, - თოვლის ბაბუას წერილი უნდა მივწეროთ-მეთქი. ბედნიერიაა. არ იცის, რა როგორ ხდება... პირადად მე ძალიან თბილ ოჯახში გავიზარდე, სადაც სულ სიკეთე, სიყვარული სუფევდა. უკვე "დიდი" (18 წლის) ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, - ცხოვრებაში ყველაფერი ხდება... დედასთან საოცარი ურთიერთობა მაქვს. სულ ვამბობ, - ასეთი დედა რომ არ მყავდეს, ალბათ "არაფერი" ვიქნებოდი-მეთქი, რადგან ძლიერი, მაგარი დედაა! რასაც შვილისთვის დედა გააკეთებს, მამრობითი სქესის წარმომადგენელი იმდენს ვერ შეძლებს... მშობლების დაშორების შემდეგ თითქოს სულ ვცდილობდი, ჩემი და-ძმა არავის დაეჩაგრა, რადგან დედა გვერდით არ გვყავდა და არც მამასთან ვცხოვრობდით, - ბებოსთან და ბაბუასთან გავიზარდეთ. მხოლოდ ჩემი კი არა, ბებია-ბაბუის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ჩემი დედმამიშვილები კარგი ადამიანები არიან. ახალი წლის დღესასწაული სწორედ ბაბუამ შეგვაყვარა. მას თავისი წესები ჰქონდა, რომელსაც უნდა დამორჩილებოდი. ეს წესები ჩვენზეც გადმოვიდა: ახალ წელს მთელი ოჯახი აუცილებლად ერთად უნდა შევხვდეთ, მერე კი, თუ ვინმეს სადმე წასვლა გვინდა, მივდივართ.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვისგან მიიღო თაკო ჭანუყვაძემ შთამბეჭდავი საჩუქარი
ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"
"ვცდილობ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უსიამოვნებისგან დავიცვა"
ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ის ინგლისელია
"გადაგდებული" მუსიკოსები და უხერხული სიტუაციის გამო დაკარგული მეგობარი
მსახიობის ცხოვრების მთავარი სიახლეები
რატომ აქვს გასაიდუმლოებული ცირა კობიაშვილს "ფეისბუკის" ანგარიში?
დავით კვირცხალია ქართველ ქალებსა და მისი თაობის ღირსეულ წარმომადგენლებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი