რატომ მიიღო შოკი ეკა ანდრონიკაშვილმა თოვლის ბაბუის დანახვაზე
font-large font-small
რატომ მიიღო შოკი ეკა ანდრონიკაშვილმა თოვლის ბაბუის დანახვაზე
"ყველა მიყურებდა, თავზე რა ახურავსო?!."

პირველ იანვარს ნაძვის ხესთან ყოველთვის საჩუქრები ხვდებოდა. ამის მოლოდინში წინაღამეს ძნელად იძინებდა, ფორიაქობდა, ადრიანად იღვიძებდა. საჩუქრების გახსნის პროცესი მისთვის განსაკუთრებული რიტუალი იყო ბავშვობაში და ასეა დღესაც. თან, თოვლის ბაბუას სწორედ ის საჩუქრები მოჰქონდა, რაც უნდოდა...
ეკა ანდრონიკაშვილისთვის ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულია.


- ბავშვობიდან საჩუქრების თემა ისე ჩამიჯდა გონებაში, რომ ვგიჟდები მათ შერჩევაზე ახალი წლის წინ. ოჯახის წევრებისთვის წინასწარ ვგეგმავ - ვყიდულობ და ნაძვის ხის ქვეშ ვდებ. თოვლის ბაბუა მე ვარ ჩემი ოჯახის წევრებისთვის. არა მარტო მათზე ვფიქრობ, ვინც მიყვარს, არამედ ყველას, როგორც შემიძლია, მცირედ საჩუქარს მაინც ვუმზადებ. ეს რიტუალი ძალიან მსიამოვნებს და კარგად ვერთობი. წელს, პანდემიის პირობებში რა გამომივა, არ ვიცი. ამიტომ მთავარი იქნება ჩემი შვილი - პატარა ნიკალა, რომელიც ყოველ წელს განსაკუთრებულ საჩუქარს იღებს. პირველად როცა შეხვდა ახალ წელს, ჯერ წლისაც არ იყო. მეორე წელს თოვლის ბაბუა მამამ ელექტრომანქანა (ბავშვის ჩასაჯდომი) მოუყვანა. დიდი ზომის იყო ნიკალასთვის, მაგრამ გადაირია, ისე მოეწონა, თან მუსიკასაც რომ უკრავდა. ახლა ოთხ-ნახევარი წლისაა და ზუსტად ის ასაკია, როცა თოვლის ბაბუამ საჩუქრები უნდა მოუტანოს. ნიკალამ კონკრეტულად იცის, რა უნდა, ამიტომ წერილიც დავწერეთ.
- უფროსი შვილი სწერდა წერილებს თოვლის ბაბუას?
- სიმართლე გითხრათ, წერილები რაღაც არ მახსოვს, მაგრამ ლუკა ისეთი მყავს, რომ მოთხოვნები არასოდეს ჰქონია, რასაც აჩუქებდი, ყოველთვის უხაროდა და დღემდე ასეთია. მინიშნებებით ვიკვლევდი, რა უნდოდა და ვცდილობდი, მისი სურვილები შემესრულებინა. ზოგიერთმა ბავშვმა იცის - "მინდააა" - და ფეხებს აბაკუნებს, მე არ მახსოვს, ლუკა ასე მოქცეულიყოს. დღესაც ცოცხლობს ჩვენთან იმის ტრადიცია, რომ ვფიქრობ - ლუკას რა უნდა მოუტანოს თოვლის ბაბუამ (იცინის).
GzaPress
- თქვენი ბავშვობის მოგონებებიდან რა გახსოვთ განსაკუთრებულად?
- კერძო ბაღში დავდიოდი და ერთხელ, თოვლის ბაბუა მოვიდა, რომლის გამოც აბსოლუტური შოკი მივიღე. მას სათანადოდ ეცვა, წვერიც ჰქონდა, ბავშვები გაოცებული ვუყურებდით (ასეა ბავშვობაში), მაგრამ ფეხებზე რომ დავხედე, უცბად მამაჩემის ფეხსაცმელი დავინახე... რაღაც გაუგებრობაში აღმოვჩნდი, მამას თოვლის ბაბუასნაირი ფეხსაცმელი ჰქონდა თუ ეს მამა იყო? ცოტა დისონანსი გამიჩნდა თოვლის ბაბუასთან - იმდენად არამიწიერი მეგონა, რომ მას ყველაფერი განსხვავებული უნდა ჰქონოდა, თუმცა მამასთან ასოციაცია მესიამოვნა. ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა მამაჩემის მიერ თოვლის ბაბუის როლის განსახიერებამ.
- როდის დადგით ნაძვის ხე და რა ფერებში მორთეთ?
- ნაძვის ხეს ყოველთვის 24 დეკემბერს ვდგამდი, მაგრამ წელს ბარბარობას დავდგი. მისი მორთვა ჩემი პრეროგატივაა, ძალიან მიყვარს ეს პროცესი. როცა ოჯახის წევრები იძინებენ, მე მარტო ვრჩები დიდ ოთახში და მაშინ ვიწყებ ყუთების გახსნას, საჩუქრების ამოლაგებას. ნაძვის ხეს ყოველ წელს სხვადასხვა ფერში ვრთავ და ყველა სათამაშოს არ ვკიდებ (ფერის გამო), მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზებია. წელს თეთრი ნაძვის ხე მაქვს, ამიტომ უფრო ვარდისფერ და ვერცხლისფერში მოვრთე. აუცილებლად რამდენიმე ახალ სათამაშოს ვამატებ და წელსაც ასე მოვიქეცი. პატარა ნაძვის ხე ჩემს საძინებელშიც მაქვს, სადაც მე და ნიკალას გვძინავს. ოთახში კედელზე ლურსმნებით მივამაგრე განათება, რომელსაც ნაძვის ხის ფორმა მივეცი. როცა ანთია, ჯადოსნურ სამყაროს ქმნის. ცალკე ნაძვის ხე დგას ჩემი უფროსი ბიჭის ოთახში.
- საახალწლო კარნავალები გიყვართ?
- სკოლის ასაკში ყოველთვის ვაწყობდით საახალწლო კარნავალს. წლების მომატებასთან ერთად, ცოტა ნაკლებად, თუმცა კარნავალები მიყვარს და ხშირად, დიდი სიამოვნებით ვყოფილვარ ინიციატორი. საერთოდ, ყველა ზეიმი მიყვარს და ჩემი ნება რომ იყოს, ყველაფერს აღვნიშნავდი - ჩინურ, ებრაულ და სხვა ქვეყნების ახალ წლებს. კარნავალი მომიწყვია ჩემი დაბადების დღეს, ზოგჯერ "კინოფართი" გამიმართავს, რომელშიც კინოპერსონაჟები მონაწილეობდნენ ან 30-იანი წლების ჩაცმულობა იყო დრესკოდი და ა.შ. საკარნავალო დღე ძალიან გამორჩეული და დასამახსოვრებელი უნდა იყოს.
- ახალი წელი საზღვარგარეთ გაგიტარებიათ?
- ერთ-ერთ ახალ წელს ნიუ-იორკში ვიყავი. ისე ციოდა, რომ სახლში აღვნიშნეთ ახალი წელი და ვერ გავედით ტაიმს-სკვერზე, ნაძვის ხის ანთებას და საახალწლო ბურთის ჩამოგდებას ვერ დავესწარით. იქ ათასობით ადამიანი იკრიბება და საკმაოდ გრძელი რიგი უნდა გაიარო. ეს სანახაობა მაინც ტურისტებისთვის არის გათვლილი. რადგან საოცარი სიცივე იყო, ალკოჰოლის მიღება კი არ შეიძლებოდა, გარეთ ვერ გავჩერდით. შევხვდით ახალ წელს, მერე მეტროში ჩავედით და მეგობრებთან, ქალაქის სულ სხვა უბანში წავედით, სადაც დიდი საახალწლო ფართი იმართებოდა. მათ შევუერთდით და კარგად გავერთეთ. სხვათა შორის, რომ არ შემცივნოდა, თავზე ქართული ფაფახი მეხურა. ყველა მიყურებდა, დიდი ყურადღება მივიქციე.
- ახალ წელს სურვილებს არ ჩაიფიქრებთ ხოლმე?
- ყოველ წელს, ზუსტად 12 საათზე მინდა, სურვილების ჩაფიქრება მოვასწრო, მაგრამ ჩვენთან ისეთი ჟივილ-ხივილია, რომ ხანდახან მავიწყდება. წელს აუცილებლად ჩავიფიქრებ. "ფეისბუკზე" წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ჩემმა ერთმა მეგობარმა დაპოსტა: მოდი, ზუსტად 12 საათზე ყველამ ერთად ჩავიფიქროთ, რომ კორონა გაქრეს ისე, როგორც გაჩნდა, თითქოს საერთოდ არც ყოფილაო. ახალ წელს სურვილის გაჟღერებას დიდი ენერგია აქვს და იქნებ სასწაული მოხდეს - ვირუსი გაქრეს და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.
ყველას ვუსურვებ სურვილების ახდენას. ახალ წელს გულით რასაც ჩაიფიქრებთ, გჯეროდეთ, რომ ასრულდება!
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"...მარტო ამის აღმოსაფხვრელად ღირდა ახალი ხელისუფლების მოსვლა"
რატომ კითხულობდა მაკა შალიკაშვილი ნეკროლოგებს და პოლიტიკურ განცხადებებს ხმამაღლა?
"ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც დუმბაძის გმირებივით ენაკვიმატი ადამიანები ცხოვრობდნენ"
"ჯობს, ერთ-ერთი ბრილიანტი იყო ბევრ ბრილიანტს შორის, ვიდრე ერთადერთი - ბევრ ნაგავში"
რატომ არჩია ბიზნესსა და მეცნიერებას პოლიტიკა დავით ზილფიმიანმა
რას მიიჩნევს ფსიქიკურ აშლილობად ნუკა კვალიაშვილი?
ასმათ ტყაბლაძე: "მუცლის გასაძღომად ყველაფერი არ უნდა იკადრო!"
რას ჰყვება ოთარ რამიშვილის მუსიკოსი შვილიშვილი
ზურა დოიჯაშვილის უკანასკნელი ნატვრა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი