როგორი კაცია ყველაზე მდიდარი
font-large font-small
როგორი კაცია ყველაზე მდიდარი
"მშობლებმა საახალწლო საჩუქრები გერმანიიდან გამოგვიგზავნეს"

სკოლის ასაკიდან ლექსებსა და პოემებს წერდა, სპექტაკლებს დგამდა, მაგრამ ამის მიუხედავად, აქტიურობით არ გამოირჩეოდა, მშვიდი და დამჯერი ბავშვი იყო. რასაც ავალებდნენ, ყველაფერს თავის დროზე ასრულებდა. ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ამბობს, რომ ხმაურიანი დაახლოებით 10 წლის მერე გახდა. რა ახსენდება წარსული წლების საახალწლო დღეებიდან და როგორ აღნიშნავს 2021-ს, ამის შესახებ თავად გვიამბობს.


- ბავშვობაში ბებიამ შემიკერა წითელქუდას ფორმა: თეთრი ზედა, შავი ქვედაბოლო, წითელი წინსაფარი, რა თქმა უნდა, ქუდი და კალათიც მქონდა... ახლა გამახსენდა, რა ლამაზი იყო! ძალიან დიდხანს ვინახავდი. მახსოვს ფიფქიას კაბაც, ფენებად იყო აწყობილი მარლისგან - ისიც ბებიას შეკერილი. მუყაოსგან დამზადებულ გვირგვინს თვლებიანი მაქმანი ამშვენებდა. საახალწლო კარნავალებზე ამ კაბებში რამდენჯერმე გამოვეწყვე, ფოტოებიც გადავიღე, მაგრამ ახლა სად არის, არ ვიცი.
- ძველი სათამაშოებიდან რა შემოგრჩათ?
- დედაჩემი ინახავს თავის ბავშვობის დროინდელ სათამაშოებს. რამდენიმე მათგანი, რაც უყვარდა, რელიკვიასავით დაიტოვა. ჩემს საყვარელ სათამაშოს ვერ დაგისახელებთ, რადგან ასეთი ტრადიცია გვაქვს: ყოველ წელს დედაჩემი ოჯახის თითოეული წევრისთვის თითო სათამაშოს ყიდულობს, რომელიც ჩვენი ხელით უნდა ჩამოვკიდოთ დედის მიერ გაწყობილ ნაძვის ხეზე. ახლა, რამდენიმე თვეა, ჩემი მშობლები გერმანიაში არიან და ეს ტრადიცია რომ არ დარღვეულიყო, სათამაშოები საახალწლო საჩუქრებთან ერთად იქიდან გამოგვიგზავნეს. წელს კარანტინის დროს ყველანი აგარაკზე ვიყავით. 6 ძმისშვილი მყავს (4 ბიჭი და 2 გოგო) და თბილისში სახლში გამოკეტვას, იქ ყოფნა არჩიეს - დიდი სახლია, ეზო, სუფთა ჰაერი... 4 უფროსი ბავშვი ონლაინ სწავლობს, ყველაზე პატარები ტყუპია. ჩემი ძმაც იქ არის.
- ნაძვის ხეს აგარაკზეც დგამთ?
- კი, იქაც გვაქვს და თბილისშიც. დედაჩემი ნაძვის ხეს ფანტასტიკურად აწყობს და ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე დგამს. მესამე წელია, ახალ წელს საკუთარ სახლში ვხვდები, თუმცა წინა წლებში საახალწლო ღონისძიებებზე ვმუშაობდი და სახლში არც ვყოფილვარ. საერთოდ, მიყვარს და ახალ წელს ყოველთვის ლამაზად მაქვს სახლი მოწყობილი. წელს ძველი ნაძვის ხის აწყობა ცოტა დამეზარა. განწყობისთვის, არც ისე პატარა, ქოთნის ბუნებრივი ნაძვი ვიყიდე და სათამაშოებით მოვრთე. მკაცრად ვიცავ კორონასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ჩემი მეგობრები დიდი ხანია არ მინახავს და სახლშიც არავის ვუშვებ (იცინის). 2021 წელს ძმისშვილებთან ერთად შევხვდი.
- სუფრის გაწყობა გიყვართ? სვანურ ტრადიციებს რამდენად მიჰყვებით?
- დედაჩემი არაჩვეულებრივი კულინარია, მისი სუფრა ცალკე ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს, ამიტომ საახალწლო სამზადისი მისი პრეროგატივაა. მე ყველაფრის კეთება ვიცი, მაგრამ სადაც დედაჩემია, იქ სხვა არაფერს აკეთებს. დედა სვანი არ არის და ლემზირების (ჯვრისგამოსახულებიანი პურები) ტრადიცია არა გვაქვს. არც ის მახსენდება, რომ ბებიაჩემს გამოეცხოს ლემზირები. სვანური ტრადიციაა, ოჯახის უფროსის მიერ ლანგარზე დაყრილი ხურდების შემოტანა (ბარაქისთვის) და ხარის გაყვანა წყალზე, რომლის რქებზეც სანთლებს ანთებდნენ და შემდეგ ეზოში შემოჰყავდათ. ამას ახლდა ოჯახის, სვანეთის, საქართველოს დალოცვის რიტუალი.
ჩვენი საახალწლო რიტუალი ასეთია: 12 საათზე ვხსნით შამპანურს, მამა ყველას შეგვივსებს ჭიქას, მერე სადღეგრძელოს იტყვის, დედა კი ოჯახის ყველა წევრს, სათითაოდ გვაჭმევს გოზინაყს თავისი ხელით.
- ახალ წელს სვანეთში შეხვედრიხართ?
- სამწუხაროდ, არასოდეს. ისე, სულ მინდა და ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე.
- ბავშვობაში ვინ იყო თქვენი თოვლის პაპა და წერილებს თუ სწერდით?
- ჩემს დროს წერილებს არ ვწერდით. ფეხსაცმელებს კართან ვაწყობდით და ღამის 12 საათზე ან პირველ იანვარს დილით (გააჩნია ასაკს, ზოგჯერ გვეძინებოდა), ამ ფეხსაცმელებში საჩუქრები გვხვდებოდა. აი, ასეთი წესი გვქონდა. ახლა, თოვლის ბაბუას წერილებს ჩემი ძმისშვილები სწერენ. საახალწლო საჩუქრებს ყოველთვის ვუმზადებ. მე ვარ მათთვის "დედა-მამიდა", ასე ვეძახი ჩემს თავს. იმათაც ასეთი აღქმა აქვთ ჩემ მიმართ. უფროსის მომდევნო სამი ძმისშვილი (გოგონა და ორი ბიჭი) ძალიან ხშირადაა ჩემთან. ნიკოლოზი ხომ ფაქტობრივად, ჩემი კუდია... ეჭვიანია, არ უნდა გავთხოვდე და შვილები მყავდეს. ვერ გავაგებინე, რომ არაფერი შეიცვლება და ისევ ისეთი ურთიერთობა გვექნება. ეს ბავშვი ნახევრად ჩემს გულზეა გაზრდილი და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საკუთარი შვილი მასზე მეტად ვერ მეყვარება.
- მეგობრები ახალ წელს ერთად ხვდებოდით ხოლმე?
- ახალ წელს ჯერ სახლებში შევხვდებოდით, მერე დაახლოებით პირველის ნახევრისთვის ერთმანეთთან მივდიოდით სტუმრად. ჩემი სტუდენტობისას, ახალ წელს რესტორნებში კონცერტები იმართებოდა და მეც ხშირად წავსულვარ მეგობრებთან ერთად.
- პანდემიამ თქვენს ცხოვრებაში რა ცვლილებები შეიტანა?
- მთელი გაზაფხული იტალია გამოვიტირე. რას ვიფიქრებდი, რომ ეს დღე ჩვენც დაგვიდგებოდა. კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობას რომ ვიგებ, ცუდად ვხდები. რამდენჯერ ვიტირე... ამქვეყნად რაც რამე მინატრია და მიოცნებია, აბსოლუტურად ყველაფერმა უკან გადაიწია. წუწუნი არ მიყვარს და სულ ვამბობ, რომ ყველაფრისთვის უნდა ვთქვათ მადლობა. იმ წელმა, თუნდაც 1-2-ჯერ ხომ მაინც გაგვახარა... შარშან ტელევიზიით ერთი სიუჟეტი ვნახე: სოფელში მცხოვრებმა ასაკში შესულმა მამაკაცმა, ქუჩის გამოკითხვისას თქვა, ყველაზე მდიდარი ადამიანი არის ჯანმრთელი კაცი. მე, რა ხნისაც უნდა ვიყო, თუ ჯანმრთელი ვიქნები, ყოველთვის ვიმუშავებ. მთავარია ვიყოთ ჯანმრთელად და ყველაფერს შევძლებთო! იმ კაცმა თითქოს ჩემი ფიქრები გაიმეორა. ბევრს ვმუშაობ, ზოგჯერ 12-14 საათი არ დავმჯდარვარ, ღამეებიც მითენებია. კორონამ ტელევიზიისა და რადიოს გარდა, სხვა სამსახურები გამიჩერა. პანდემიამ ჩვენი ცხოვრების ფასეულობები შეცვალა - მთავარია ჯანმრთელობა, ერთმანეთის სიყვარული, გვერდში დგომა და გატანა.
- წინა წელს გაატანეთ ყველა ტკივილი, ცუდი ამბავი...
- რა თქმა უნდა, ცუდი წელი წავიდა. ტყუილად არაფერი ხდება. 2020-მა დაგვანახვა, რომ არ უნდა ვიწუწუნოთ და დავაფასოთ ის, რაც გვაქვს. ახალ წელს ახალი იმედებითა და სურვილებით შევხვდი. ალბათ, მალე ჩავეხუტებით იმ ადამიანებს, ვინც გვიყვარს და ვინც ასე მოგვენატრა.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"...მარტო ამის აღმოსაფხვრელად ღირდა ახალი ხელისუფლების მოსვლა"
რატომ კითხულობდა მაკა შალიკაშვილი ნეკროლოგებს და პოლიტიკურ განცხადებებს ხმამაღლა?
"ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც დუმბაძის გმირებივით ენაკვიმატი ადამიანები ცხოვრობდნენ"
"ჯობს, ერთ-ერთი ბრილიანტი იყო ბევრ ბრილიანტს შორის, ვიდრე ერთადერთი - ბევრ ნაგავში"
რატომ არჩია ბიზნესსა და მეცნიერებას პოლიტიკა დავით ზილფიმიანმა
რას მიიჩნევს ფსიქიკურ აშლილობად ნუკა კვალიაშვილი?
ასმათ ტყაბლაძე: "მუცლის გასაძღომად ყველაფერი არ უნდა იკადრო!"
რას ჰყვება ოთარ რამიშვილის მუსიკოსი შვილიშვილი
ზურა დოიჯაშვილის უკანასკნელი ნატვრა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი