რუსკა ქარქაშაძე: "მამაჩემი ცოტა ხანს არ მელაპარაკებოდა..."
font-large font-small
რუსკა ქარქაშაძე: "მამაჩემი ცოტა ხანს არ მელაპარაკებოდა..."
"პროფესიის გამო, დროზე ადრე გაზრდამ მომიწია"

რუსკა ქარქაშაძე 12 წლის იყო, როცა ტელემაყურებელმა სერიალიდან - "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო. ახლა უკვე 17 წლისაა და კიდევ უფრო აქტიურად მუშაობს. შესაბამისად, გარეგნობაზეც იმაზე მეტად ზრუნავს, ვიდრე მისი თანატოლების უმრავლესობა...


- შეიძლება, ვიღაცებისთვის გემოვნებიანი ადამიანი ვიყო, ვიღაცებს კი ასე არ მიაჩნდეთ... საერთოდ, ამ საკითხს ძალიან სუბიექტური გაგება აქვს. პირადად მე, როგორც უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ყველაფერს ისე ვაკეთებ.
- ყველაზე ხშირად, რჩევებს რასთან დაკავშირებით გეკითხებიან?
- სხვათა შორის, "ინსტაგრამზე" სრულიად უცხო ადამიანები საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ რჩევებს მეკითხებიან. მაგალითად - ბიჭი ძალიან მომწონს, მაგრამ ვერ ვეუბნები. როგორ მოვიქცეო?.. რაღაცებს ვურჩევ, ვესაუბრები... არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ასეთი რაღაცები მკითხონ, რადგან ამ საკითხში თავი ძალიან კომპეტენტური არა მგონია. მაგრამ ფაქტია, რომ მათგან დადებითი პასუხები მსიამოვნებს - დიდი მადლობა, რჩევებით ძალიან დაგვეხმარეო.
"ხმამაღალი" ნათქვამი გამომდის, მაგრამ მართლა ბევრს ვეხმარები: მეც და ჩემს მეგობრებსაც გვიკვირს, როცა შეტყობინებებს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით მიგზავნიან - ჩემი აზრი აინტერესებთ, თუ რას ვურჩევ ამა თუ იმ სიტუაციაში...
- თავად შენთვის პირად საკითხებში ვინ არის მრჩეველი?
- მშობლები. მათ ჩემ შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იციან. ასევე დავასახელებ ჩემს დას და ახლო მეგობრებს. სხვათა შორის, სულ 2 ძალიან ახლო მეგობარი მყავს, ვისაც შემიძლია, ნებისმიერ საკითხზე რჩევა ვკითხო.
- ახლო მეგობრებს შორის რომელიმეს შენგან რადიკალურად განსხვავებული იმიჯი, ცხოვრების სტილი აქვს?
- საერთოდ, მეგობრები მაშინ ხართ, როცა საერთო ინტერესები გაქვთ, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებით. მე და ჩემი ძალიან ახლო მეგობრები "ერთ ტალღაზე" ვართ. შესაბამისად, რადიკალურად არ განვსხვავდებით. თუმცა ცხადია, ხასიათი ყველას ერთნაირი ვერ გვექნება. შეიძლება, ზოგჯერ გემოვნების საკითხშიც განსხვავებული აზრი გვქონდეს... ასევე, მყავს ისეთი მეგობრები და ნაცნობები, რომლებსაც ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვთ. ამაში უცნაური არაფერია: რამდენი ადამიანიც არის, იმდენნაირი გემოვნება და აზრი არსებობს.
GzaPress
- მიუხედავად იმისა, რომ მოზარდი ხარ, ხშირად იკეთებ მაკიაჟს, იცვლი ვარცხნილობას... ამას საქმის გამო აკეთებ თუ მოგწონს კიდეც?
- გადაღებების გამო, ყოველდღე მძიმე მაკიაჟის გაკეთება მიწევს. ვერ ვიტყვი, ამ პროცესზე ვგიჟდები-მეთქი და სახის კანისთვისაც არ არის კარგი. შესაბამისად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუკი მეგობრებთან ერთად ვარ, სახეზე საერთოდ არაფერს ვისვამ... პასუხისმგებლობადაც მიმაჩნია: როცა ადამიანი ტელეეკრანზე ჩანხარ, ყველანაირად უნდა ეცადო, მოწესრიგებული იყო... იმიჯს რაც შეეხება, ხშირად არ ვიცვლი. უბრალოდ, გარეგნობაზე ზრუნვას ნამდვილად ბევრ დროს ვუთმობ. თავადაც მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები. ამ მხრივ, ჩემი და ჩემგან განსხვავებულია: მაგალითად, ფრჩხილის დიზაინს 2 კვირაში ერთხელ თუ ვიცვლი, ის ასე არ იქცევა. თავს ვალდებულადაც მივიჩნევ, ეს ყველაფერი გავაკეთო, თუნდაც - ტელევიზიის, სოციალურ ქსელებში აქტიურობის გამო, მაგრამ პირველ რიგში - იმიტომ, რომ თავადაც მომწონს. ერთადერთი, რაც ცოტათი დისკომფორტს მიქმნის, მაკიაჟია, რადგან კარგად ვიცით, ამას რა უკუჩვენებები აქვს. შემდეგ სახის კანზე განსაკუთრებული ზრუნვა მიწევს... არა უშავს. ჩემს პროფესიას ეს სჭირდება, სხვა გზა არ არის.
- საზოგადოებამ ხუჭუჭთმიან გოგონად გაგიცნო. ბოლო დროს სწორი თმით ხშირად ჩნდები. მგონი, სიგრძეც დაიმოკლე...
- მთელი ცხოვრება ხუჭუჭა ვარ და საზოგადოებამაც ასე გამიცნო. ერთფეროვნება ცოტათი მომბეზრდა და გადავწყვიტე, თმა გამესწორებინა. მომეწონა. ამიტომ ბოლო დროს უფრო ხშირად, სწორ თმას ვატარებ.
- როგორ ფიქრობ, თანატოლებისგან მკვეთრად რა განგასხვავებს?
- არ მიმაჩნია, რომ ვინმესგან განვსხვავდები. ისეთივე მოზარდი ვარ, როგორიც ჩემი თანატოლები არიან. ალბათ, პროფესიის გამო, დროზე ადრე გაზრდამ მომიწია. ეს ჩემი ბრალი არაა, ასე მოხდა. მაგალითად, 12 წლიდან გადაღებებში აქტიურად ვმონაწილეობ. დღე და ღამე ვმუშაობდი, როცა ჩემი და და ახლო მეგობრები ერთობოდნენ - შეიძლება, თანატოლებისგან მხოლოდ ამით განვსხვავდები.
- გინანია "ნაადრევად გაზრდა"? გიფიქრია - ნეტავ, ბავშვობა გამეხანგრძლივებინაო?
- არა. ხშირად ჰგონიათ და "ინსტაგრამზეც" მწერენ, - ადრე გაიზარდე, ბავშვობა არ გქონიაო. რეალურად, "ადრე გაზრდაში" იმას ვგულისხმობ, რომ უბრალოდ, ნაკლები დრო მქონდა იმისთვის, რასაც ჩემი თანატოლები აკეთებდნენ. ბავშვობის დიდი ნაწილი მეც გამოვიარე - ეზოშიც ვთამაშობდი (იღიმის). უბრალოდ, 12-13 წლის მერე, ჩემს საქმიანობაში "გადავვარდი". იყო პერიოდი, როცა მიჭირდა, რადგან მეგობრებთან ერთად გართობა და თამაში მეც მინდოდა. ამაში გადაღებები ხელს მიშლიდა, მაგრამ რეალურად, არ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ცუდია: ბევრი ახალი რაღაც პატარა ასაკიდანვე ვისწავლე, რაც მაგალითად, ჩემმა დამ მოგვიანებით ისწავლა... "ინსტაგრამზე" ხშირად მწერენ ზუსტად ამ წინადადებას: "შეირგე ბავშვობა". რეალურად, ეს ყველაფერი დამეხმარა, რომ ბავშვობა უკეთ შემერგო - საყვარელი საქმე მქონდა...
- დღეს შენთვის, 17 წლის გოგონასთვის განტვირთვის, გართობის საუკეთესო საშუალება რა არის?
- მეგობრებთან ერთად, მყუდრო გარემოში ყოფნა, ცეკვა-სიმღერა ძალიან მიყვარს. ე.წ. კლუბური ცხოვრება, ზედმეტად ხმაურიანი ადგილები არ მიზიდავს.
- როგორ ფიქრობ, მაგალითად, შენს ჩაცმულობაში ინდივიდუალიზმი იგრძნობა?
- ალბათ, ეს სხვას უნდა ვკითხოთ, ვინც თუნდაც სოციალურ ქსელში თვალს მადევნებს. თავად ისეთი ტიპის ადამიანი ვარ, რომ სპორტული სტილის მორგებაც მიყვარს და კლასიკურისაც. ჩემი ოცნებაა, სადა ჩაცმულობა მიხდებოდეს. მაგალითად, ჩემს მეგობრებს შორის ბევრია, ვისაც რაც არ უნდა ჩააცვა, თუნდაც - უბრალო, თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი, ძალიან უხდებათ. მგონია, რომ მე არ მიხდება... სამოსს გარკვეულ დეტალებს ვამატებ ხოლმე. მაგალითად, მაისურებს ტოპებად გადავაკეთებ ან ჯინსის შარვალს რაღაცებს ვაწებებ და ა.შ.
GzaPress
- მოზარდებს ტატუები, პირსინგები განსაკუთრებულად იზიდავთ. შენს შემთხვევაში, ამ მხრივ, როგორ არის საქმე?
- 4 ტატუ და ჭიპზე 1 პირსინგი მაქვს. 16 წლის ვხდებოდი, როცა პირველი ტატუ გავიკეთე, ბოლო კი დაახლოებით, 2 თვის წინ. ძალიან მომწონს, მაგრამ ისეთ ადგილებზე მაქვს, რომ დიდად თვალში საცემი არ იყოს. უბრალოდ, ტატუებით სხეულს არ ვიტვრითავ, რადგან ჩემს პროფესიას ძალიან ვუფრთხილდები. ისე, კიდევ რამდენიმეს გაკეთებას ვგეგმავ. თუ ამოვიჩემე - ეს ტატუ მინდა-მეთქი, ამაზე 1 კვირა ვფიქრობ, შემდეგ კი ტატუარტისტთან მივდივარ და ვიკეთებ - არ ვმერყეობ.
- მშობლებს როგორი რეაქცია აქვთ?
- პირველად ჭიპის პირსინგი გავიკეთე, რადგან ვცეკვავდი და თითქმის ყველა მოცეკვავეს აქვს. ლამაზია, გოგოს ძალიან უხდება... როცა ჭიპის პირსინგის გაკეთება ავიჩემე, მშობლები მეუბნებოდნენ, - რად გინდა? ჯერ მოიცადე, მერე გაიკეთეო, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს, თუ რაღაც ამოვიჩემე, არ არსებობს, ის საქმე ბოლომდე არ მივიყვანო... სხვათა შორის, მამაჩემი ცოტა ხანს (ალბათ - 2 საათი) არ მელაპარაკებოდა. შემდეგ მიხვდა, რომ ამის გამო, ერთმანეთის წყენინება არ ღირდა და შევრიგდით. მერე, როცა ტატუს გაკეთება მომინდა, მშობლებს ესეც გავუმხილე. ჩემი მშობლები მკაცრები არ არიან. უბრალოდ, მირჩევენ, რომ დავფიქრდე, ნამდვილად მინდა თუ არა. ამაში ასაკრძალი რა არის? ასაკის მიუხედავად, ყველა ადამიანს პირადი ცხოვრება აქვს. შესაბამისად, თუ ძალიან მინდა ტატუს გაკეთება, ჩემს მშობლებს ეს ტრაგედიად არ მიაჩნიათ. თავად მათ ტატუები არ აქვთ. სხვათა შორის, ბოლო ტატუ რომ გავიკეთე, მამაჩემმა მითხრა: - ტატუს გაკეთება მომინდა. შემდეგს რომ გაიკეთებ, ერთად წავიდეთ, ორივემ გავიკეთოთო (იცინის). ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მთავარია, ადამიანებმა სხვა რაღაცები არ გავაფუჭოთ, თორემ ტატუს გაკეთებით არაფერი დაშავდება.
- წლების წინანდელ შენს ფოტოებს, ვიდეოებს როცა უყურებ, როგორი ემოცია გეუფლება? მაშინდელ რუსკას როგორ აფასებ?
- 2 თვის წინანდელ ჩემს "პოსტებს" რომ დავხედო, ეგეც კი არ მომეწონება. კარგია, რომ ჩემს წარსულში რაღაცები არ მომწონს - ე.ი. ვიცვლები, საკუთარ თავსა და გარემოში რაღაცებს ვცვლი.
- საბოლოო ჯამში, ვინ ან რამ იქონია ძლიერი ზეგავლენა შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე?
- საკუთარმა თავმა. რაღაცები, რაც არ მომწონდა, თავად შევცვალე, სხვისი დახმარების გარეშე (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"...მარტო ამის აღმოსაფხვრელად ღირდა ახალი ხელისუფლების მოსვლა"
რატომ კითხულობდა მაკა შალიკაშვილი ნეკროლოგებს და პოლიტიკურ განცხადებებს ხმამაღლა?
"ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც დუმბაძის გმირებივით ენაკვიმატი ადამიანები ცხოვრობდნენ"
"ჯობს, ერთ-ერთი ბრილიანტი იყო ბევრ ბრილიანტს შორის, ვიდრე ერთადერთი - ბევრ ნაგავში"
რატომ არჩია ბიზნესსა და მეცნიერებას პოლიტიკა დავით ზილფიმიანმა
რას მიიჩნევს ფსიქიკურ აშლილობად ნუკა კვალიაშვილი?
ასმათ ტყაბლაძე: "მუცლის გასაძღომად ყველაფერი არ უნდა იკადრო!"
რას ჰყვება ოთარ რამიშვილის მუსიკოსი შვილიშვილი
ზურა დოიჯაშვილის უკანასკნელი ნატვრა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი