"რიონის ხეობას მეც ვიყიდი, 16 ლარად კი არა, თუნდაც, 136 ლარად, დამთანხმდებიან?!."
font-large font-small
"რიონის ხეობას მეც ვიყიდი, 16 ლარად კი არა, თუნდაც, 136 ლარად, დამთანხმდებიან?!."
ასმათ ტყაბლაძე: "მუცლის გასაძღომად ყველაფერი არ უნდა იკადრო!"

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც იძულებული გახდნენ, ცხოვრება ნულიდან დაეწყოთ: საყვარელ საქმეზე უარი ეთქვათ და ბედი სულ სხვა პროფესიაში ეცადათ. ქალბატონი ასმათი დღევანდელ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მისთვის ჩვეული გულწრფელობით აფასებს.


- ხშირად მიფიქრია - რა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ჩვენს სამშობლოში და ყოველთვის ერთ დასკვნამდე მივსულვარ: ჩვენი მთავარი სატკივარი ორად გაყოფილი ქვეყანაა - ორად გაყოფილი საზოგადოება და ორად გაყოფილი პოლიტიკოსები. ცოტაა ხალხი, რომელიც საღად, ობიექტურად აზროვნებს. რომელიმე პარტიაზე ან მის ლიდერზე საყვედურს იტყვი და მისმა მომხრემ შეიძლება იქვე დაგახრჩოს! ასეთებს სულ მინდა ვკითხო: ხომ შეიძლება ადამიანს თავისი აზრი ჰქონდეს?! კრიტიკულად ილაპარაკებ და - "ნაცი" ხარ, მაშინვე ასეთ იარლიყს მოგაკერებენ! არა, ბატონო, - არც "ნაცი" ვარ და არც "ქოცი", ასმათ ტყაბლაძე ვარ. ან რომელ "ნაცობაზე" ლაპარაკობენ? კარგად გადახედეთ, "ოცნების" რიგებში რამდენი ყოფილი "ნაციონალია" და "ნაცი" მერე დამიძახონ!
- რესტორატორთა აქციების დროს თქვენც აქტიურობდით, რატომ?
- პირდაპირ გეტყვით: ამ სფეროში მეც ვმუშაობ, მათი პრობლემები ზედმიწევნით ვიცი და ისიც ვიცი, რომ მართლები არიან. თუნდაც, ჩემი მაგალითი ავიღოთ: მე, მსახიობმა ქალმა, საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე, მთელი ენერგია ჩავდე, რამდენ ადამიანს სამუშაო მივეცი, ბიუჯეტში გადასახადები შემქონდა, არავისთვის მითხოვია, - არიქა, მშიერი ვარ და დამეხმარეთ-მეთქი, ახლა კი ვიღაც მოდის და მემუქრება, დაგაჯარიმებო! მუშაობის უფლება ისეთ დროს მოგვცეს, როცა კაფეში ან რესტორანში არავინ შედის. თანაც, თქვენი კლიენტები ღია სივრცეში უნდა დასვათო. ერთი მიპასუხეთ - ამ სიცივეში ქუჩაში ყავის დასალევად ვინ დაჯდება? ეს მაშინ, როცა ამ სფეროში რეგულაციების დაცვა შეიძლება. თუ სილამაზის სალონებმა შეძლეს, ჩვენ რატომ ვერ შევძლებდით? ამაზე ვინმეს პასუხი აქვს? სიმართლე ის არის, რომ ე.წ. კარანტინის დროს ყველა სფერო მუშაობდა, რომელსაც "ზემოთ" მფარველები ჰყავდა. არც ერთი მშენებლობა არ გაუჩერებიათ, არც ერთი სალონი - იმის გამო, რომ სილამაზის ინდუსტრიაში სერიოზული ინტერესები აქვთ, ამ ბიზნესებს უფრთხილდებიან. სასტუმროებიც აქვთ, რესტორნებიც, ჩვენ კი რა დღეში ჩავცვივდით?!. ერთი პატარა შეცდომა და წასულია შენი საქმე - მაშინვე ჩაგკეტავენ. იცით, რომ კარანტინის დროს, როცა თბილისში ტრანსპორტიც კი არ მოძრაობდა, ამ შეზღუდვების ავტორები დაბადების დღეებს, ნიშნობებს, ქორწილებს ჩვეულებრივად იხდიდნენ?! არ გაგიკვირდეთ - მე ეს კარგად ვიცი, რადგან ამ სფეროში ბევრი ნაცნობი და ახლობელი მყავს.
- მცირე და საშუალო ბიზნესს ყველა ქვეყანაში თვალისჩინივით უფრთხილდებიან, ჩვენთან ეს რატომ ვერ ხერხდება?
- რომელ გაფრთხილებაზეა ლაპარაკი, როცა ხალხს ელემენტარული შეცდომების გამო აჯარიმებენ და იმ კანონით აშინებენ, რომელსაც თვითონვე არღვევენ?! თუ გინდა, თავში ქვა იხალე და ჯარიმები გადაიხადე, - აი, ასე "გვიფრთხილდებიან". როცა ჩვენ, ბიზნესის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციები გავმართეთ, აშკარად გამოვლინდა, როგორ არის დაქსაქსული ჩვენი ხალხი: ბევრი გვსაყვედურობდა - ამ შუაგულ პანდემიაში რა ქეიფი და გრიალი მოგინდათო?.. ნუთუ, ვერ ხვდებიან, რომ ამ სფეროს ჩაკეტვით 300 ათასამდე კაცი უმუშევარი დარჩა?! თითოეულის უკან 2-3 ადამიანი ხომ მაინც დგას! მინიმუმ, 600 ათასი კაცი მშიერი დარჩა რესტორნების ჩაკეტვის გამო! ვერ უნდა მიხვდნენ, ეს რამხელა დანაკლისია?! თავად ექიმებმაც ხომ გვირჩიეს - ვირუსთან თანაარსებობა უნდა ვისწავლოთო! ამიტომ, მე გადავწყვიტე, მუშაობა დამეწყო, ოღონდ - ყველა რეგულაციის დაცვით. ვისაც რესტორანში მოსვლის სურვილი ექნება, მოვა, ვისაც ეშინია და იზოლაციაში ყოფნა სურს, იზოლაციაში დარჩება - ეს თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია.
- ესე იგი, თქვენ ასეთი გამოსავალი მოძებნეთ?
- დიახ. ამ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა შევძლოთ, მაგრამ რომელ თანაცხოვრებაზეა ლაპარაკი, ავტობუსები და მეტროს ვაგონები თუ არ დაამატეს? ჯგროდ რომ უშვებდნენ ხალხს, იმის ნახევარი შეუშვან და აუცილებელი ნორმების დაცვაზე იზრუნონ - სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს. ყველაფრის ჩაკეტვითა და იზოლაციით ხალხი რა დღეში ჩავარდა, ყველამ დავინახეთ! კი ბატონო, დიდი შეღავათია, ოთხი თვე შუქის, წყლისა და ბუნებრივი აირის გადასახადს რომ არ ვიხდიდით, მაგრამ მარტიდან ამ ყველაფერში 50%-ით გაზრდილი ფასის გადახდა მოგვიწევს. დარჩენილი 8 თვის განმავლობაში ამ ოთხი თვის დანახარჯს ბოლომდე ამოიღებენ - ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესზე ზრუნვა?!. ზრუნვა კი არა, ბიზნესს ყოფა უტირეს - სხვა სიტყვას უბრალოდ, ვეღარ ვპოულობ.
- თუმცა, ბევრჯერ გითქვამთ, რომ უფრო რთული პერიოდი გამოგვივლია...
- რასაკვირველია, 90-იანები როგორც ყველამ, მეც გამოვიარე. ისეთ დროს მითამაშია სცენაზე, როცა არც შუქი იყო, არც გათბობა, მსახიობებს შიგნიდან თბილი ტანსაცმელი გვეცვა, მაგრამ მაინც ვიყინებოდით, 7-ლარიანი ხელფასი და შიმშილიც გამომიცდია... როცა შენი პროფესია და ხალხი გიყვარს, ყველაფერს მოითმენ, მაგრამ - როდემდე? ჩემთვის ყველაზე მთავარი დღესაც ჩემი ხალხის სიყვარულია, მაგრამ როცა ვხედავ, როგორ მდგომარეობაში არიან ჩემი ქართველები, ძალიან განვიცდი! კი ბატონო, ყველა მიყვარს, ვინც აქ ცხოვრობს და ჩემს რელიგიას, ქართულ კულტურას პატივს სცემს, მაგრამ ღალატის ტოლფასია, როცა ჩვენს მდინარეებს, ტყეებს, ბუნებრივ სიმდიდრეს თურქებზე, არაბებზე, ინდოელებზე ყიდიან. არადა, უკვე 30 წელია, გამყიდველების ხელში ვართ: ლამის მთელი საქართველო გაყიდეს, ხან ერთმა, ხან - მეორემ, ხან - მესამემ... ვინ არიან ეს მამაცხონებულები?! ხალხს რატომ არაფერს ეკითხებიან, რა უფლებით ყიდიან სახელმწიფოს, ხალხის ქონებას?! ვინ მისცა უფლება, რიონის ხეობა გაეყიდათ და იქ ჰესის მშენებლობა დაეწყოთ?!
GzaPress
- თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ ამ ჰესების წყალობით, მომავალში გაცილებით იაფი ელექტროენერგია გვექნება.
- აქაც იმავე პრობლემას ვაწყდებით - ორად გაყოფილ ხალხსა და ქვეყანას! მე მაგალითად, სულ არ მინდა იაფი ელექტროენერგია, თუ საქართველოს გაყიდიან. მთელ რიონის ხეობას 99 წლით რომ გაასხვისებ და თურქულ კომპანიას წელიწადში 16 ლარად, სიმბოლურ ფასად გადაულოცავ, ეს ღალატია, აბა, რა არის?! ესე იგი, აჩუქეს. თუ არ აჩუქეს, ვიღაცამ ფული აიღო, მაგრამ ეს ფული სად წავიდა? ქართველი მილიონერებიც ხომ გვყავს?! არ ჯობია, ქართველმა იყიდოს, ვიდრე უცხოელმა?! მთელ რიონის ხეობას მეც ვიყიდი, 16 ლარად კი არა, თუნდაც, 136 ლარად, დამთანხმდებიან?!. არ მესმის, რატომ უნდა მიჰყიდო შენი მიწა-წყალი უცხოელს, რომელიც იქ შენს შვილს არ გააჭაჭანებს?! იმის გამო, რომ მუცელი გაიძღოს, ადამიანმა ყველაფერი ხომ არ უნდა იკადროს! ახლა ამბობენ, ბახმაროსაც იგივე ბედი ელისო... წინა ხელისუფლებას ამის გამო არ ვსაყვედურობდით? როგორ შეიძლება, მთავრობამ ქვეყანა ასე გაანიავოს?! 2020 წელს სესხი რომ აიღეს - 8 თუ 9 მილიარდი ლარი, ამ ფულით ქვეყნისთვის რა გააკეთეს?! არ უნდათ, ხალხმა სიმართლე გაიგოს და დაინახოს, ალბათ ამიტომ გვეუბნებიან, თქვენ-თქვენს სახლებში ჩაიკეტეთ და ხმა არ ამოიღოთო. სანამ ჩვენ ჩაკეტილები ვიყავით, ლამის ნახევარი საქართველო გაყიდეს!
- ინვესტიციების შემოსვლაც ხომ არის საჭირო?
- გააჩნია, სად ან რომელ სფეროში... რატომ არ ვუსმენთ ამ დარგის სპეციალისტებს, რომლებიც გვაფრთხილებენ: რიონის ხეობაში არის ადგილები, სადაც მეწყრული პროცესები მიმდინარეობს და ჰესის აგება საშიშიაო?! როგორ, მთელი ქუთაისი წყალმა უნდა წაიღოს? რა მნიშვნელობა აქვს, ეს 15 წლის შემდეგ მოხდება, 50 თუ 100 წლის შემდეგ, - ეს ხომ ჩემი და თქვენი სამშობლოა?! გადაცემა ვნახე, სადაც გვაჩვენეს, ენგურჰესის გვირაბებში წყალი როგორ ჟონავდა. კაცმა არ იცის, როდის რა მოხდება და სიფრთხილე ხომ უნდა გამოვიჩინოთ?!
- თქვენი აზრით, მეტისმეტად ლმობიერები ხომ არ ვართ ქართველები და ეს თვისება ხომ არ გვღუპავს?
- კი ბატონო. ჩეჩნებისგან საკუთარი ყურით მომისმენია: მათი წინაპრები რომ გაასახლეს, იმ ადგილებში ხევსურები დასახლდნენ. როცა უკან დაბრუნდნენ, ხევსურებმა შუაცეცხლი დაუნთეს, ხორცი მოუხარშეს და ცხელ-ცხელი სადილი დაახვედრეს, თავიანთ სახლებში ასე შეუშვესო. ამას თავად ჩეჩნები ჰყვებიან! ეს არის ქართველის ბუნება, მაგრამ ეს იმას კი არ უნდა ნიშნავდეს, ვისაც ჩვენს სამშობლოში რაღაც მოეწონება, ვუთხრათ - აიღე და წაიღეო?! აგერ, თურქეთი ბათუმს გვედავება, აზერბაიჯანი - დავითგარეჯას... ნორმალური ხელმძღვანელი ადგება და ეტყვის: მამაცხონებულო, მთელი საინგილო ფეშქაშად ხომ მოგართვათ მოღალატე სერგო ორჯონიკიძემ, ის ტერიტორია მაინც დაგვითმეთ, სადაც ძირძველი ქართული სალოცავებიაო! აზერბაიჯანელი მეცნიერები, პოლიტიკოსები თუ კულტურის მოღვაწეებიც ამბობენ, რომ დავითგარეჯის კომპლექსი საქართველოს ეკუთვნის. მართლა აზერბაიჯანის საკუთრებაც რომ იყოს, ამის ხმამაღლა თქმა როგორ შეიძლება?! თუ სიმართლეს ვერ ამბობ, ჯობია, გაჩუმდე ან თქვა, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია. ლონდონში უამრავი მუსლიმანი ცხოვრობს, მაგრამ იქ მოლას ძახილი მე არ გამიგონია, არც საფრანგეთში ან ევროპის სხვა ქვეყანაში. აქ კი ჩახვალ ბათუმში და პირველად მოლას ხმას გაიგონებ. აბა, გაუბედე და რამე უთხარი, ფანატიკურად არიან თავიანთ სარწმუნოებაზე შეყვარებული, ქართველები კი ქრისტიანებს დასცინიან. შეიძლება ეკლესიაში ვიღაც აშავებდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანობაა ცუდი! დაბოლოს, ჩვენი ინტერვიუს დასასრულს, ძალიან მინდა ყველას მივმართო: იქნებ როგორმე მოვერიოთ ამ ურთულეს სიტუაციას, შუღლი და დაპირისპირება დავივიწყოთ, ჩვენც გადავრჩეთ და საქართველოც გადავარჩინოთ! - ეს არის ჩემი თხოვნა, სხვა - არაფერი.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"შვილი თავიდანვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ინკუბატორიდან სესიებზე მიწევდა სირბილი"
ნატო დუმბაძის გულახდილი ინტერვიუ
"ჯეკოს" რეალური გამოცდილება და ინტერესები
9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს ისტორია და მისი პერსონაჟის "ამქვეყნად დაბრუნების" ამბავი
"ჩვენს მერე, ჯარში პრემიებს აძლევდნენ მეგობრის დასმენაზე"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი