"დამარცხებული პოლიტიკური ძალა ვალერიანის წვეთებით მოასულიერეს"
font-large font-small
"დამარცხებული პოლიტიკური ძალა ვალერიანის წვეთებით მოასულიერეს"
რატომ არჩია ბიზნესსა და მეცნიერებას პოლიტიკა დავით ზილფიმიანმა

"პატრიოტთა ალიანსის" კვოტით გასულებმა დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ იანვარში ადგილმონაცვლეობის პრინციპით სადეპუტატო მანდატები მიიღეს, შესვლასთან ერთად გაემიჯნენ კიდეც "პატრიოტებს" და ახალი პარტია - "ევროპელი სოციალისტები" შექმნეს. გამოიწვია თუ არა ამ გადაწყვეტილებამ თანაპარტიელების გულისწყრომა, რატომ არჩია ბიზნესსა და მეცნიერებას პოლიტიკა და რა გეგმები აქვს სამომავლოდ? - ამის შესახებ დავით ზილფიმიანი გვიპასუხებს.


- გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში დავიბადე და გავიზარდე. 2 კვირით ადრე გავჩნდი და ვერ მოასწრეს დედას თბილისში ჩამოყვანა. პირველი შვილიშვილი ვიყავი და ვინ გამოატანდა ჩემს თავს იქიდან?! ბებია და პაპა მშობლებს არწმუნებდნენ, ექიმების აზრით, ჩვილისთვის კლიმატის შეცვლა კარგი არ არის და ბარემ აქ დარჩითო. მამა პატარაობიდან კახეთში ცხოვრობდა. მას ძალიან რთული და ტკივილიანი წარსული ჰქონდა: 9 წლის იყო, როდესაც დაობლდა, მისი მამა 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა, დახვრიტეს. ბებიას თურმე გამორჩეულად უყვარდა ის და ერთი წელიც ვერ უცოცხლია ქმრის გარეშე. ერთადერთი დეიდა ჰყოლია მამაჩემს. როგორც ჩანს, მან ვერ მოახერხა საკუთარ თავზე აეღო დისშვილზე ზრუნვა და 1938 წელს შუამთის დედათა მონასტერთან არსებული ბავშვთა სახლისთვის მიუბარებია. 1943-ში, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი, 15 წლისა მამა ომში გაპარულა, იქ ერთ პოლკს უშვილებია, თურმე ძალიან ზრუნავდნენ მასზე. ასეთი ტანჯვით გაიზარდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ კახელი ქალი გაიცნო, მას დაუკავშირა ბედი. სხვათა შორის, მე რომ პროფესიით რადიოფიზიკოსი ვარ, სწორედ მამას დამსახურებაა. ის ოფიცერი იყო, შორეული კავშირგაბმულობის სპეციალისტი. ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს სფერო. მახსოვს, ყურსასმენებს ხაზის რადიოს მივუერთებდი და ისე ვუსმენდი.
- დიდი გზა გაიარეთ წარმატებისკენ - ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, კოსმოსური პროექტისა და ერთი საერთაშორისო პატენტის თანაავტორი, საქართველოში პირველი კერძო ციფრული მულტიპლექს-ოპერატორის "სტერეო პლუსის" დამფუძნებელი, 2014 წლიდან კი საქართველოს კოსმოსური ცენტრის ხელმძღვანელი ხართ. გარდა ამისა, მუშაობდით საზღვარგარეთ ცნობილ უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში, იყავით საქართველოს კოსმოსური კვლევის ცენტრის თანადამფუძნებელიც. რა სირთულეები შეგხვდათ და თქვენი აზრით, რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?
- 16 წლის უკვე უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი. 21 წლისამ დავამთავრე სასწავლებელი, 24 წლისამ კი დისერტაცია დავიცავი. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, საქართველოში უცხოელი მეცნიერები ჩამოვიდნენ, ჩემი დისერტაციისა და მათი კვლევის თემატიკა დაემთხვა. უნდოდათ, ერთად გაგვეგრძელებინა მუშაობა. კარგა ხანს ვერ მოვახერხე ქვეყნიდან წასვლა, რადგან იმ დროს კაპიტალისტურ ქვეყნებში უშიშროების კომიტეტი ასე ადვილად არავის უშვებდა. როგორც იქნა, მოგვარდა ყველაფერი და წავედი. ჯერ მარტო 6 თვე იმას მიხსნიდნენ, როგორ არ უნდა მოქცეულიყო საბჭოთა მეცნიერი უცხოეთში... იტალიური არ ვიცოდი და თავიდან ეს მიქმნიდა ბარიერს, თუმცა 2 წელში ისე ვისწავლე, უკვე სტუდენტებისთვისაც კი შემეძლო ლექციების ჩატარება. ახლა იტალიურთან ერთად, კარგად ვფლობ ინგლისურს, რუსულს. გარდა ამისა, ესპანურად და თურქულადაც ვახერხებ საუბარს. რაც შეეხება თქვენს კითხვას - რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად? - ვფიქრობ, ბევრი რამის ერთობლიობა განაპირობებს ამას. პირველი: ძალიან უნდა გიყვარდეს შენი საქმე. მეცნიერისა და მკვლევრის პროფესია საინტერესოა. ჩემს საქმეს იმდენ დროს ვუთმობდი, ისე მიყვარდა, რომ ოჯახში ფიზიკასა და მეცნიერებაზე ეჭვიანობდნენ (იცინის). ასევე მნიშვნელოვანია ინტერესი: შრომისმოყვარეობა სწორედ ინტერესიდან მომდინარეობს.
- გაიხსენეთ ყველაზე საინტერესო პერიოდი...
- რთულია გამოყოფა - ეს იყო მონაწილეობა ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტებში, საქართველოს სეისმური სამსახურის ხელმძღვანელობის დროს სპიტაკის მიწისძვრის სამეცნიერო კვლევებში ჩართვა. ამის შემდეგ ვიმუშავე ნასას კოლექტივთან ერთად, მერე - რომის უნივერსიტეტში; გავიმარჯვე იაპონიის საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომისიის პროგრამაში და მომიწია ტოკიოს უნივერსიტეტში მაღალი დონის ლაბორატორიაში მუშაობამ. ესეც ძალიან საინტერესო პერიოდი იყო.
- რამ გადაგაწყვეტინათ პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმა და რატომ შეაჩერეთ არჩევანი "პატრიოტთა ალიანსზე"?
- ყოველთვის მხარს ვუჭერდი და გვერდით ვედექი პატრიოტულ მოძრაობას. 2012 წელს ჩვენ, ყველა, თანამებრძოლები ვიყავით წინა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისას. იქიდან მოყოლებული, ირმასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. სასაცილოა, რომ ამბობენ, ვითომდა პრორუსული პლატფორმის გამო ვიდექი მის გვერდით. როდის უნდა მომესწრო პრორუსულობა?.. როდესაც პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, პარტიის ლიდერებმა შემოგვთავაზეს, თქვენ ხომ არ შეხვალთო? ამ პარტიაში სწორი დამოკიდებულებაა წევრების მიმართ, ასე რომ, ეს შეთანხმებულად მოხდა. დავუკავშირდი მეგობრებს ევროპასა და ამერიკაში, მათაც ვკითხე აზრი. მითხრეს, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა. ასე მოვედი პოლიტიკაში, უფრო სწორად, მათ საქმეს ვაკეთებ, თორემ საკადრო პოლიტიკოსი არ ვარ.
GzaPress
- გამოდის, პოლიტიკამ გათქმევინათ უარი ბიზნესზეც და თქვენს საყვარელ საქმეზეც, მეცნიერებას ვგულისხმობ. თუმცა, საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად დაგაბრუნათ.
- შეიძლება ითქვას, მანამდეც საქართველოში ვცხოვრობდი, რადგან ხშირად ჩამოვდიოდი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენმა კომპანიამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა განახორციელა. 2012 წელს, ამ კომპანიის გათიშვის მიზნით, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ დაარბია როგორც "სტერეო+"-ის, ასევე "პირველი სტერეოს" ოფისები, მოიპარა იქ განთავსებული სატელევიზიო და კომპიუტერული აპარატურა, დააზიანა საკომუნიკაციო ქსელები და ავეჯი. მანამდე ბასილ მკალავიშვილის ხალხმაც დაარბია ოფისი, რადგან ტინტო ბრასის ფილმები გავუშვით. ეს იყო 2003 წელს. შემდეგ იყო "ტვ 9", რომელიც აქტიურად ჩაება ბრძოლაში ტირანიად ქცეულ რეჟიმთან, სააკაშვილის რეჟიმს ვგულისხმობ. ციხის კადრების გასვლის შემდეგ კვლავ დაგვარბიეს, მაგრამ მოვახერხეთ და ტყეებში, სიმაღლეებზე გავიტანეთ აპარატურა. იქიდან ვმაუწყებლობდით, რათა ხალხს სიმართლე სცოდნოდა. მოკლედ, რამდენჯერმე თავიდან მომიხდა კომპანიის აშენება. გვინდოდა მაშინდელი რეალობის შეცვლა, მაგრამ ხომ ხედავთ, რაც მოხდა? მოხდა ის, რომ წაგებული და დამარცხებული პოლიტიკური ძალა ვალერიანის წვეთებით მოასულიერეს... დღესაც რთული სიტუაციაა, თუმცა საეჭვოა, რომ დესტრუქციული ძალები და ადამიანები კვლავ მობრუნდნენ ქვეყნის მმართველობაში.
- რას მიიჩნევთ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ყველაზე დიდ შეცდომად?
- "ნაცების" ყველაზე დიდი დანაშაული არის ბოროტება, ბოღმა, საკუთარი ხალხის ზიზღი, მხოლოდ ფულისა და ძალაუფლების წყურვილი; დღესაც იმისთვის იღვწიან, რომ დაიბრუნონ ის სიკეთეები, რაც ჰქონდათ. ბოროტება არ შეიძლება გადაგედოს. სიძულვილის გაღვივება დაიწყო და რამდენიმე წელიწადში თავიანთი სახე დაუფარავად გამოავლინეს კიდეც, მათი ხელისუფლებაში დარჩენა აღარ შეიძლებოდა. "ოცნების" მთავარი შეცდომა კი ის არის, რომ ვინც მართლა დასასჯელი იყო, არ დასაჯეს, დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდა ქვეყანაში. კრიმინალს უნდა ერქვას კრიმინალი და თუ ადამიანს დანაშაული არ აქვს ჩადენილი, პოლიტიკური ნიშნით დევნა არ უნდა ხორციელდებოდეს მასზე.
- როგორ შეაფასებთ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებს - ვგულისხმობ ნიკა მელიასთვის მანდატის გაუქმებას, გიორგი გახარიას გადადგომას. ეს არის "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისიო, ამბობენ ოპოზიციაში.
- კარგა ხანია, მხოლოდ ფრთოსანი ფრაზებით ვიკვებებით... გააჩნია, რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი გუნდი. პარტიები ერთმანეთის გასანადგურებლად არ უნდა იბრძოდნენ, ქვეყანაში ბევრი რამეა გასაკეთებელი. გახარია გადადგა, რადგან არაერთგვაროვანი იყო მიდგომა პრობლემის დარეგულირების ქმედებებში. მან ასე ჩათვალა საჭიროდ... ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა, განათლებული კადრია, ჭკვიანი და ენერგიული. გარდა ამისა, მას ჰქონდა გადაფასების დროც და იმედი მაქვს, თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. რატომღაც, ჩემი ეს დამოკიდებულება ისე აღიქვეს, თითქოს ღარიბაშვილს უპირობოდ ვუჭერ მხარს და მეკითხებიან, - ასე მოქცევა როგორ შეიძლება, თქვენ ხომ ოპოზიციონერი ხართო?! რატომ არ შეიძლება, რომ თუნდაც კონკურენტი პოლიტიკური პარტიიდან აღიარო ღირსეული კანდიდატი?!
- საუბრის დასასრულს, თქვენს ოჯახსა და სამომავლო გეგმებზეც მითხარით.
- 19 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი. ჩემი ერთი შვილი იტალიაში ცხოვრობს, მეორე ჩემს საქმეებს უძღვება საქართველოში. მყავს შვილიშვილებიც.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"შვილი თავიდანვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ინკუბატორიდან სესიებზე მიწევდა სირბილი"
ნატო დუმბაძის გულახდილი ინტერვიუ
"ჯეკოს" რეალური გამოცდილება და ინტერესები
9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს ისტორია და მისი პერსონაჟის "ამქვეყნად დაბრუნების" ამბავი
"ჩვენს მერე, ჯარში პრემიებს აძლევდნენ მეგობრის დასმენაზე"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი