"ზოგჯერ იმდენად მიჭირს, ექიმის დახმარებაც კი მჭირდება"
font-large font-small
"ზოგჯერ იმდენად მიჭირს, ექიმის დახმარებაც კი მჭირდება"
რა არ მოსწონს საკუთარ თავში ემოციურ ქეთი ხუციშვილს

ქეთი ხუციშვილი "კომედი ჯგუფის" წევრებთან ერთად "ფორმულაზე" გადავიდა და ახალ სატელევიზიო სეზონში ისეთივე დატვირთვით იწყებს მუშაობას, როგორიც აქამდე ჰქონდა. როგორ უმკლავდება რთულ პერიოდებს, როდის და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება, მეგობრობს თუ არა ეკრანულ პარტნიორებთან და როგორ შეაშინა თაყვანისმცემელმა მამაკაცმა, - ამ ყველაფერს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.


- "კომედი ჯგუფმა" როგორ ან რატომ მიიღო "ფორმულაზე" გადასვლის გადაწყვეტილება, არ ვიცი. ერთ დღეს გადაღებაზე მივედი და მითხრეს, ახალ არხზე გადავდივართო. შეკითხვები არ დამისვამს. მე ამ ჯგუფის წევრი ვარ და სადაც უნდა წასულიყვნენ, გავყვებოდი.
- გადასვლის გადაწყვეტილება ყველამ მიიღო?
- როგორც ვიცი, არხზე ამიკო ჩოხარაძე დარჩა.
- "ფორმულა" შექმნა გუნდმა, რომელთან მუშაობის გამოცდილება გაქვს, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებს" ვგულისხმობ...
- ...(მაწყვეტინებს) დიახ, მაგრამ ყოფილი თანამშრომლები ჯერჯერობით არ მინახავს.
- თუმცა, თავის დროზე მათთან უთანხმოება გქონდა, "რუსთავი 2"-ში მისვლის გამო, არა?
- ჩვენ უთანხმოება არ გვქონია. მე ირაკლი საღინაძესთან მქონდა ლაპარაკი: ვუთხარი, რომ შემოთავაზება მივიღე. მაშინ ჩემი პერსონაჟის ცხოვრებაში დიდი პაუზა იყო, ლუნას სცენარი აღარ იწერებოდა. 9 თვე სამსახურის, შემოსავლის გარეშე ვიყავი. ამიტომ მათთვის ჩემი გადაწყვეტილება გასაგები აღმოჩნდა.
- სერიალის გადაღებები უკვე დაიწყო. ცნობილია, რომ შოთიკო ნოზაძის და ზურა ნიჟარაძის პერსონაჟები დააბრუნეს, შეიძლება ლუნაც ვიხილოთ?
- დიდი იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება. ლუნა ძალიან მენატრება. მგონია, რომ ამ პერსონაჟის ცხოვრება საინტერესოდ შეიძლება განვითარდეს. შემოთავაზებას ველოდები. ამ სერიალში თამაში ყველას უნდა და როგორ შეიძლება, მე არ მინდოდეს?!
- რომ არა ტელევიზია, საკუთარი თავი სად წარმოგიდგენია?
- იურიდიული განათლება მაქვს. გარკვეული პერიოდი იუსტიციის სამინისტროშიც ვმუშაობდი, მაგრამ ჩემთვის იმ საქმის კეთება იმდენად დიდი დისკომფორტი იყო, იმდენად არ მიყვარდა, იმ პერიოდს ფუჭად და დაკარგულად ვთვლი. სამსახურიდან ჩემი ნებით წამოვედი. საკუთარი თავი სად წარმომიდგენია (ფიქრობს)?.. ალბათ სცენაზე უფრო: შემიძლია ვიცეკვო, ვიმღერო... ეს ჩემი სამყაროა, ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს. იძულებით კი ბევრგან შეიძლება იმუშაოს ადამიანმა. ძალიან გამიმართლა - პროფესიით მსახიობი არ ვარ და ყველასთვის მოულოდნელად ისეთ რეიტინგულ სერიალში აღმოვჩნდი, როგორიც "ჩემი ცოლის დაქალებია".
- პოპულარობამ შენში რა შეცვალა?
- მეტი მადლიერების განცდა მაქვს, ვიდრე მანამდე მქონდა, სანამ ფართო საზოგადოება გამიცნობდა. იმდენად მადლიერი ვარ, ხშირად მეტირება. ცხოვრებისგან საოცარი შანსი მივიღე, როგორ შეიძლება, სამყაროს მიმართ მადლიერი არ ვიყო?! ჩემში პოპულარობით სხვა არაფერი შეცვლილა, ძველებურად კომუნიკაბელური ვარ და მაღალფარდოვნებად თუ არ ჩამეთვლება, უბრალოება არ დამიკარგავს. პირველად ეკრანზე 6 წლის წინ გამოვჩნდი და ამ ხნის განმავლობაში იმდენი დადებითი ენერგია მივიღე, ალბათ დარჩენილი სიცოცხლე მეყოფა. ადამიანები სიყვარულს, სითბოს ყოველდღიურად გამოხატავენ. თავიდან ეს ჩემთვის უჩვეულო რამ იყო, თითქოს ვერც ვეგუებოდი. ადვილი არ არის, როცა ქუჩაში ხელს ყველა შენკენ იშვერს. ახლა მივეჩვიე, ბედნიერი ვარ.
- გამოხატვის ფორმებიდან ორიგინალური რა გახსენდება?
- მე და ჩემი და მივდიოდით, ვიღაც კაცმა მხარზე ხელი დამარტყა. შემეშინდა, ვინ არის, რა უნდა-მეთქი?!. ძალიან მოულოდნელი იყო. მივუბრუნდი და დავინახე, მიღიმოდა, - შენ ქეთი არა ხარ?.. რა ჯიგარი ხარო!..
- დღე, რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა.
- ასეთი 2 დღე მახსენდება. პირველი 6 წლის წინ იყო, როცა ჩემმა დამ ცნობილი ვიდეო ატვირთა და მერე ეს ვიდეო ქეთი დევდარიანმა ნახა. საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი... მეორე დღე იყო, როცა სერიალში იტალიური სიმღერა ვიმღერე. იმ სერიის შემდეგ ჩემში სხვა შესაძლებლობები დაინახეს.
- ეკრანულ პარტნიორებთან მეგობრობ?
- ყველასთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ რომ გითხრა, რომელიმესთან 24 საათს ვატარებ და სულ ერთად ვართ-მეთქი, მართალი არ იქნება. რამდენადაც კომუნიკაბელური ვარ და საერთო ენას ყველასთან იოლად ვპოულობ, იმდენად დისტანციურობა მჩვევია, ზოგჯერ ოჯახის წევრებთანაც კი. როდესაც სამსახურში მივდივარ, იქ არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ჩემთან ცუდი ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს.
GzaPress
- საკუთარ თავს რამდენიმე სიტყვით როგორ დაახასიათებ?
- ზედმეტად ემოციური და სენტიმენტალური ვარ. ყველაფერი გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ, ასეთი არ ვიყო, არაფერი გამომდის. გულგრილობა ვერაფრით ვისწავლე. ახლაც რომ გელაპარაკები, მეტირება. რა მჭირს, ამ ბოლო დროს, ძალიან გულჩვილი გავხდი.
- რა მოგწონს საკუთარ ხასიათში და რა არა?
- მომწონს მადლიერება, უბრალოება. არ მომწონს ის აფეთქებები, რაც ზოგჯერ გაბრაზებისას შეიძლება დამემართოს. ბრაზი 5 წუთში გადამდის, მაგრამ სწორედ ეს 5 წუთი არ მიყვარს. ხანგრძლივი დროით ამ მდგომარეობაში ყოფნა ჩემთვის წარმოუდგენელია. ჩხუბი არ შემიძლია, მერე ცუდად ვხდები.
- სირთულეების დაძლევას როგორ ახერხებ?
- ხშირად ძალიან მიჭირს, ვიპოვო ჩემში ძალა, რომ საკუთარი თავი ხელში ავიყვანო. ზოგჯერ იმდენად მიჭირს, ექიმის დახმარებაც კი მჭირდება. ძალიან ცუდადაც ვყოფილვარ და მედიკამენტებით მიმკურნალია.
- ამ ცუდად ყოფნის მიზეზი ყოფილა პირადი ცხოვრება?
- დიახ, პირადი ცხოვრებაც ყოფილა და ყველაფერში "დამნაშავე" ჩემი ემოციური ბუნებაა. კიდევ კარგი, რომ ასეთი შემთხვევა ხშირად არ მაქვს, რაც მქონდა, ძალიან ცუდად მახსოვს. არანაირი ემოცია უკვალოდ არ ქრება, ილექება და სხვაგვარი ფორმით ვლინდება.
- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- სიმშვიდეა. არ არსებობს ადამიანი, რომელზეც ვიტყვი, მასზე მეფიქრება ან მომწონს-მეთქი. როცა იქნება, ვიტყვი.
- რთულ მდგომარეობაში ყოფნისას, ვინ არიან ის ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც წამალივით გჭირდება?
- ამ დროს შინ გამოკეტვა არ მჩვევია, ასე რომ ვქნა, ალბათ მოვკვდები. ადამიანებთან ურთიერთობაა წამალი. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის. ძალიან ხშირად ქუჩაშიც გავსულვარ და სრულიად უმისამართოდაც მიხეტიალია. ესეც რელაქსია, ჩემთვის ეფექტური მეთოდია. ყველას ხომ ინდივიდუალური მიდგომები გვაქვს. დაძაბული მდგომარეობიდან მხოლოდ ხალხთან ურთიერთობას გამოვყავარ.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჯეკოს" რეალური გამოცდილება და ინტერესები
9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს ისტორია და მისი პერსონაჟის "ამქვეყნად დაბრუნების" ამბავი
"ჩვენს მერე, ჯარში პრემიებს აძლევდნენ მეგობრის დასმენაზე"
ვისგან მიიღო თაკო ჭანუყვაძემ შთამბეჭდავი საჩუქარი
ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"
"ვცდილობ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უსიამოვნებისგან დავიცვა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი