როგორი მეუღლეა რეალურ ცხოვრებაში შოთიკო ნოზაძე
font-large font-small
როგორი მეუღლეა რეალურ ცხოვრებაში შოთიკო ნოზაძე
"ვხვდებოდი, კარგი განწყობით არ დამხვდებოდნენ, სიტუაცია დაიძაბა"

არცთუ ისე მცირე პაუზის შემდეგ, სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მსახიობი შოთიკო ნოზაძე დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, სერიალიდან წამოსვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო, ამ პერსონაჟზე ფიქრი არ შეუწყვეტია. გახარებულია, "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშის შესაძლებლობა ისევ რომ მიეცა. გამოხმაურება ცხადყოფს, რომ მაყურებელი თენგოს გამოჩენას ელოდებოდა.


- მიუხედავად იმისა, რომ წელიწად-ნახევარია, სერიალში აღარ მითამაშია, სულ მქონდა განცდა, რომ ასეთი დიდი დრო კი არა, ერთი ან ორი კვირა იყო გასული. ეს დრო ვერ შევიგრძენი.
- დაბრუნების მოლოდინი რამდენად გქონდა?
- სადღაც გულის სიღრმეში სულ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, ეს პროექტი თავად დავტოვე, ჩემი გადაწყვეტილება იყო.
- რატომ დატოვე?
- ამ მიზეზზე ლაპარაკი არ მინდა.
- პერსონაჟი, რომელმაც ძალიან პოპულარული გაგხადა და გადასაღებ მოედანზე ყოფნა არ გენატრებოდა?
- მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვთამაშობდი, ამ პერსონაჟზე მაინც სულ ვფიქრობდი, რა მოხდებოდა მის ცხოვრებაში, კონკრეტულ სიტუაციაში რას იტყოდა, როგორ მოიქცეოდა. რას აკეთებდა იქ, სადაც იყო? მოკლედ, ამ პერიოდის განმავლობაში, თენგო ჩემთან ერთად ცხოვრობდა.
- გადასაღებ მოედანზე დაბრუნება, შეხვედრა მსახიობებთან, შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან, როგორი იყო?
- ძალიან სასიხარულო და კარგი. მე - მათი და მათ ჩემი დანახვა გაუხარდათ. რა თქმა უნდა, ეს დაბრუნება ემოციური იყო.
- როგორ ფიქრობ, ამ პერსონაჟს მაყურებელი ელოდებოდა? როგორი იყო გამოხმაურება მას შემდეგ, რაც ანონსში შენი დაბრუნების ეპიზოდი გავიდა?
- მას შემდეგ, რაც სერიალიდან წამოვედი, ერთი დღეც კი არ გასულა არ ეკითხათ, სერიალში რატომ აღარ ხარ, როდის დაბრუნდებიო? ბევრს ეგონა, რომ ისევ ვთამაშობდი და ინტერესდებოდნენ, შენი პერსონაჟი რატომ არ ჩანს? რუსეთიდან როდის ჩამოხვალ? - ჩემ გარშემო, ეს შეკითხვები სულ გაისმოდა. ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, კიდევ მეტად დავრწმუნდი, მაყურებელს ეს პერსონაჟი როგორ ენატრებოდა, ბევრი მოლოცვა მივიღე. "თენგოის" დანახვა ბევრს გაუხარდა.
GzaPress
- დაბრუნების შემდეგ, "თენგოის" ცოტათი უცნაური გარემო დახვდა. ოჯახში მოვლენების ასეთ განვითარებას ელოდი?
- ეს ის შემთხვევა, როცა ვერ იტყვი, რა როგორ იქნება. შესაძლოა ლოგიკას მიჰყვე და სცენარის სავარაუდო განვითარებას მიხვდე, მაგრამ ხშირად, სრულიად ალოგიკური ამბებიც ხდება. ქეთი დევდარიანი ისეთ ვარიანტს ირჩევს, რომელიც ლოგიკისგან ძალიან შორს არის. აქედან გამომდინარე, ვხვდებოდი, ეს კაცი რუსეთში რომ წავიდა, იქიდან დაბრუნებულს კარგი განწყობით არ დახვდებოდნენ და ასეც მოხდა. სიტუაცია დაიძაბა, რაღაცები მოხდა, რასაც ვერ გავამხელ და წინ კიდევ უფრო საინტერესო ამბები გველოდება.
- რეალურ ცხოვრებაში როგორი მეუღლე ხარ?
- მგონი, კარგი მეუღლე ვარ, პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავებული.
- როგორც მეუღლეს, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ, მზრუნველი, ყურადღებიანი თუ...
- ასე დახასიათება და საკუთარ თავზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს. რომ ვამბობ, "კარგი", ეს მზრუნველსაც ნიშნავს და ყურადღებიანსაც.
- უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები არასდროს მიგიღია?
- არა.
- შენი შვილის რეაქცია როგორია, როცა ეკრანზე გხედავს?
- როგორც კი დამინახავს, მასთან ერთად თუ არ ვარ, მეძახის, - მამიკო, მამიკო, ტელევიზორში შენ ხარ! რა თქმა უნდა, უხარია. როცა ვეუბნები, სამსახურში მივდივარ-მეთქი, მეკითხება, - ტელევიზორში უნდა იყოო?
- როგორ ფიქრობ, შენი სერიალში დაბრუნების საქმეში, მთავარი როლი "ფორმულაზე" "კომედი ჯგუფის" გადასვლამ ითამაშა?
- შეიძლება ასე ითქვას. "კომედი ჯგუფის" მხრიდან ჩემთვის სასურველი ნაბიჯი გადაიდგა.
- სერიალში დაბრუნდა ზურა ნიჟარაძეც. საინტერესოა, ქეთი ხუციშვილს ვიხილავთ?
- ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა მგონია, რომ ლუნა საინტერესო პერსონაჟია, სერიალს გაამდიდრებს. ქეთისთან ერთად ნუგოს დაბრუნებაც კარგი იქნება. ჩვენ ცოტათი უცნაური ოჯახი გვაქვს, ეს სერიალის საინტერესო ხაზია.
- სერიალში მუშაობის პარალელურად, "კომედი ჯგუფთან" თანამშრომლობას აგრძელებ?
- რა თქმა უნდა.
- კომედიურ ჟანრში მუშაობა ბევრ მსახიობს უძნელდება, თავად რას იტყვი, რთულია?
- ნამდვილად რთულია, სპეციფიკით სრულიად განსხვავებულია. ყოველდღე სხვადასხვანაირი უნდა იყო და მე ვფიქრობ, ამ ჯგუფთან თანამშრომლობით, როგორც მსახიობი, დიდ გამოცდილებას ვიღებ. ერთი შეხედვით ეს საქმე მარტივი ჩანს, სინამდვილეში ასე არ არის, რთული სამუშაოა. სულ რაღაცას ვსწავლობ და ვამუღამებ, დიდი შრომა და ენერგია იხარჯება. თავდაპირველად ჩემთვის ეს გამოწვევა იყო, ცოტათი გამიჭირდა, მაგრამ შევეგუე.
- ამ ყველაფერთან ერთად ხომ არ გაქვს სხვა შემოთავაზება ფილმიდან ან თეატრიდან?
- ერთ ფილმში გადაღებაზე არის ლაპარაკი, მაგრამ მეტს ვერაფერს ვიტყვი.
- იდეის დონეზეა თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია?
- სასტიკად გამაფრთხილეს, არაფერი თქვაო.
- "ფორმულა" იღებს?
- არა.
- წარმატებას გისურვებ!
- დიდი მადლობა, მეც წარმატებას გისურვებ!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჯეკოს" რეალური გამოცდილება და ინტერესები
9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს ისტორია და მისი პერსონაჟის "ამქვეყნად დაბრუნების" ამბავი
"ჩვენს მერე, ჯარში პრემიებს აძლევდნენ მეგობრის დასმენაზე"
ვისგან მიიღო თაკო ჭანუყვაძემ შთამბეჭდავი საჩუქარი
ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"
"ვცდილობ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უსიამოვნებისგან დავიცვა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი