"გახარიამ ჩემი ყურადღება ძალიან მარტივად მიიპყრო"
font-large font-small
"გახარიამ ჩემი ყურადღება ძალიან მარტივად მიიპყრო"
ვის ესაუბრება ანი ლოლაძე ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლისას?

სახელი, გვარი: ანი ლოლაძე.
ასაკი: 18 წლის.
განათლება: სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
ამჟამინდელი საქმიანობა: არის ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე, "ინფლუენსერი".
ცხოვრების დევიზი: "საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა".


- ანი, პოპულარობის პირველი განცდა როდის დაგეუფლა?
- ცოტა ხნის წინ, როცა 18 წლის გავხდი: "ფოლოვერების" მატებასთან ერთად, სხვადასხვა კომპანია მიკავშირდებოდა - "გასაპიარებლად", გადასაღებად ვჭირდებოდი... ახლახან ჩემი მიწვევა ტელევიზიებმაც დაიწყეს. ქუჩაში ხალხი მცნობს, ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება უნდათ...
- სოციალურ ქსელში შენი "გამომწერების" რაოდენობის მატება რამ განაპირობა?
- თუნდაც, ნინი ბადურაშვილის კლიპში გადაღების შემდეგ, საკმაოდ ბევრი "გამომწერი" მომემატა. ახლა უფრო მეტი ადამიანი მიცნობს, ვიდრე კლიპში გადაღებამდე. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერც გავაანალიზე, თუ რატომ, რის გამო გავხდი პოპულარული. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ხალხს ჩემი გარეგნობა მოსწონს და აინტერესებს, როგორ ვცხოვრობ, რას ვაკეთებ...
- შენს სამუშაო სფეროში მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევ?
- ყველას, ვინც ჩემ გვერდით ცეკვავს (იღიმის).
- დედასთან უფრო გულახდილი ურთიერთობა გაქვს თუ მამასთან?
- დედასთან, რადგან დედაშვილური კი არა, დაქალური ურთიერთობა გვაქვს. მამაჩემს უფრო სხვა საკითხებზე ველაპარაკები. შეიძლება დედას რაღაცაზე ვეჭორაო, მაგრამ თუ ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას ან რაღაც ისეთის გაკეთებას ვაპირებ, რაშიც მშობლის აზრი მჭირდება, ამ შემთხვევაში მამას მივმართავ.
- მშობლებს ბოლოს როდის ეკამათე?
- ალბათ მაშინ, როცა პირველ ტატუს ვიკეთებდი, ანუ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ. მეუბნებოდნენ, - რად გინდა, რომ დაბერდები, მაშინაც სულ უნდა გქონდესო (ტატუს რომ იშორებ, შემდეგ "შრამი" უარესად გეტყობა).
- ახლა შენს ტატუს მშობლები მიეჩვივნენ?
- კი. უკვე 11 ტატუ, პირსინგები და "მთელი ამბები" მაქვს. მიჩვეულები არიან (იცინის).
- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ურეკავ?
- მშობლებს მე არ ვურეკავ, სულ თვითონ მირეკავენ. თავად ჩემს დაქალს ვურეკავ და ვეჭორავები (იცინის).
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?
- ტელეპორტაციას, თუნდაც - ამ კომენდანტის საათის გამო: სადაც მომინდებოდა, იქ გავჩნდებოდი. არ მინდა ხოლმე, რომ საღამოს სახლში ვიჯდე და ვერსად მივდიოდე...
- როგორი ბიჭები იქცევენ შენს ყურადღებას?
- ინტელექტუალური და შრომისმოყვარე.
- გყავს შეყვარებული?
- "შეყვარებულს" ვერ დავარქმევ, მაგრამ ასე ვთქვათ, რჩეული მყავს. აი, შეყვარებულობამდე ცოტა რომ უკლია, დაახლოებით, იმ ეტაპზე ვართ...
- მის შესახებ კიდევ რისი თქმა შეგიძლია?
- საკმაოდ ცნობილი ადამიანია. მალე გამოვაჩენ (იცინის)...
GzaPress
- შენი საყვარელი კინოგმირი დაგვისახელე...
- არის ასეთი სერიალი - "შუიტს". მასში ერთ-ერთი პერსონაჟი ქალი - დონა არის მაგალითი, როგორიც უნდა იყოს სრულყოფილი, დახვეწილი ქალი, როგორ უნდა აზროვნებდეს. ის ჩემთვის ინსპირაციაა. მსურს, ზუსტად ასეთი ქალი ვიყო.
- ყველაზე სიმპათიურ ქართველ პოლიტიკოსად ვის მიიჩნევ?
- ალბათ, კახა კალაძეს.
- ყველაზე ღირსეულად?
- აუ, პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვერკვევი, მაგრამ ახლახან პოსტი რომ დატოვა (ფიქრობს)... ჩემთვის ყველზე ღირსეული გახარიაა.
- რატომ?
- აუ, არ ვიცი... ისეთი დადებითი აურა აქვს და ხშირ შემთხვევაში, ისეთ კარგ განცხადებებს აკეთებს და კარგად აზროვნებს, რომ ჩემი ყურადღება ძალიან მარტივად მიიპყრო.
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?
- ახლა ვკითხულობ "ტრიუმფალურ თაღს".
- გაგვიზიარე შთაბეჭდილებები...
- ეს წიგნი სიყვარულზეც არის, ფაშიზმზეც... საერთოდ, ისეთი წიგნები არ მომწონს, რომლებიც მხოლოდ სიყვარულის შესახებაა. ისეთ წიგნს ვეძებ, რომელიც ბევრ ინფორმაციას შემძენს.
- 1 თვის განმავლობაში მხოლოდ 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევ?
- ყველაზე მეტად თეთრი მიყვარს, მაგრამ "ასუქებს" და თან, ხანდახან ზედმეტად ნათელია... მაინც შავს ავირჩევდი - შავი აბსოლუტურად ყველაფერს უხდება.
- შენს მაცივარში რომელი საკვები პროდუქტია ყოველთვის?
- სალათის ფურცელი სულ არის. მასზე არ ვგიჟდები, მაგრამ როცა სწორად ვიკვებები, მიწევს, რომ "გავგიჟდე" და მიყვარს (იცინის).
- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?
- "ათოსანი" არ ვყოფილვარ, მაგრამ არც "ოროსანი". სადღაც "შუაში" ვიყავი და ყოველთვის ბევრს ვლაპარაკობდი.
- სკოლაში პოპულარული გოგო იყავი?
- კი, ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა.
- თაყვანისმცემლებს შენთვის ყველაზე უცნაური რა უჩუქებიათ?
- მგონი, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ყველაფერ კარგს მჩუქნიდნენ. ალბათ არაფრის ჩუქება იყო ყველაზე გასაკვირი (იცინის). ყოფილა შემთხვევა, როცა ვიღაცისგან საჩუქარს ველოდი, მაგრამ არ უჩუქებია და ეს უფრო გამკვირვებია, ვიდრე თუნდაც ჩემთვის გამოგზავნილი ყვავილების თაიგული.
- დილით ჯერ საუზმობ თუ სოციალურ ქსელს ამოწმებ?
- საუზმე არ მიყვარს, დილით ვერ ვჭამ. ამიტომ სოციალურ ქსელს ვათვალიერებ.
- დაასახელე პირველი შემოსავალი, რომელიც სოციალური ქსელიდან მიიღე...
- აუ, მართლა არ მახსოვს... უბრალოდ, თავდაპირველად, ბარტერებით დავიწყე - ჩემი პირველი რეკლამა ბარტერი იყო, ოღონდ რა პროდუქცია და ვინ დამიკავშირდა, მართლა არ მახსოვს, რადგან ეს დიდი ხნის წინ მოხდა (იღიმის)...
- ამ ეტაპზე შენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევ?
- იმას, რომ რომ დღეს "თვინსითიში" ვცეკვავ, რადგან როდესაც ცეკვას ვიწყებდი, ჩემი სურვილი სწორედ ამ სტუდიაში ცეკვა იყო. სიტუაცია სხვაგვარად წარიმართა და რატომღაც აქ არ მოვედი. ბოლოს, 4 წლის შემდეგ, მაინც "თვინსითიში" დავბრუნდი. ცოტათი ბრძოლამ მომიწია, რომ აქ გადმოვსულიყავი... კიდევ, ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად ის მიმაჩნია, რომ უამრავი ადამიანი მიცნობს.
- ბედნიერებისთვის რა გჭირდება?
- გარშემო მყოფების კარგად ყოფნა - ყველაზე მეტად ეს მინდა...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჯეკოს" რეალური გამოცდილება და ინტერესები
9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს ისტორია და მისი პერსონაჟის "ამქვეყნად დაბრუნების" ამბავი
"ჩვენს მერე, ჯარში პრემიებს აძლევდნენ მეგობრის დასმენაზე"
ვისგან მიიღო თაკო ჭანუყვაძემ შთამბეჭდავი საჩუქარი
ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"
"ვცდილობ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უსიამოვნებისგან დავიცვა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი