"...ეს ქალი მინისტრია, მაცდურია, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს"
font-large font-small
"...ეს ქალი მინისტრია, მაცდურია, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს"
სასიამოვნო სიახლეები სალომე ჭულუხაძის ცხოვრებაში
"მისგან ნატყორცნი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება. ძალიან რომანტიკული და ვნებიანია, მაგრამ ხშირად მარტოსული. მისი სასიყვარულო რომანები ხანმოკლეა, მაშინვე გარბის, როგორც კი უარის ან იმედგაცრუების სიმწარეს იგემებს. ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობიც კი არის", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის (კატის) წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მსახიობ სალომე ჭულუხაძის ზოდიაქოს ნიშანია.


- ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია. ჩემი ნიშნის დახასიათებისას რა თვისებებიც წამიკითხავს, ჩემს ხასიათთან ბევრი თანხვედრა აღმომიჩენია.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ მშვილდოსნები მოუსვენრობით გამოირჩევით. ასეა?
- წლების წინ მეტად მოუსვენარი ვიყავი, დღეს - ნაკლებად. ეს ცვლილება ასაკმა თავისთავად მოიტანა.
- თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარული ხარ?
- ძალიან, ეს "სიყვარულები" ბავშვობიდან ჩემს ხასიათშია და მგონია, ცვლილება არც არასდროს მოხდება.
- "სხვადასხვა იდეა მას თავში სწრაფად მოსდის, წარმატება კი ხშირად, ინტუიციურ წინათგრძნობაზეა დამოკიდებული".
- ამ შემთხვევაშიც დავეთანხმები. მგონია, რომ კარგი ინტუიცია მაქვს, ხშირად ნაბიჯი გაუაზრებლადაც გადამიდგამს და გამმართლებია. ინტუიცია მკარნახობს, როდის გავჩერდე ან ვიმოქმედო, რა დროს რა ნაბიჯი უნდა გადავდგა.
- პირდაპირი ხარ?
- ძალიან.
- ეს ხომ ბევრ ადამიანს არ უყვარს, არ მოსწონს.
- გეთანხმები, ხანდახან მეც მიშლის ხელს.
- ლავირების უნარის გამომუშავება არ გიცდია?
- რატომ? რა საჭიროა? ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, მით უმეტეს, ახლობლებთან ურთიერთობისას.
- როდესაც თავად შენნაირ პირდაპირ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, მისი პირდაპირობა დისკომფორტის შემქმნელია?
- არანაირად, ჩემთვის ეს სასურველიც კი არის.
- "მისგან ნატყორცნი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება".
- არ ვიცი, ასეა? მწარე ენა არ მაქვს. ადამიანების განაწყენება არ მიყვარს.
- "ის ძალიან რომანტიკული და ვნებიანი, მაგრამ ხშირად მარტოსულია; მას მოვლენების და ადამიანების გაიდეალება სჩვევია".
- ასეა, გაიდეალება მჩვევია, ჩემს ხასიათში ალბათ რომანტიკაც არის. გაიდეალებას რატომ ვახდენ, მართლა არ ვიცი, ეს თავისთავად ხდება. ზოგჯერ შეცვლასაც ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის, ამაზე ბევრს არც ვფიქრობ.
- "მას სიყვარულის და მეგობრობის მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც სწამს".
- მართალია.
- როგორ ახერხებ?
- მეგობრებში იმედგაცრუება არ მქონია, ამაში ნამდვილად გამიმართლა. სიყვარულში იმედგაცრუება ბევრჯერ მქონია, მაგრამ ამ სამყაროში მხოლოდ მე ხომ არ ვცხოვრობ? გარშემო სხვა მაგალითებიც არსებობს. რახან მე არ გამიმართლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარული არ არსებობს.
- იმ ადამიანთან, ვისგანაც იმედგაცრუების სიმწარეს იგემებ, შემდეგ ურთიერთობის გაგრძელება შეგიძლია?
- კი.
- გამოდის, ადვილად პატიობ?
- სამწუხაროდ, ასეა. თავად ხშირად არ ვითხოვ პატიებას, მაგრამ საჭიროდ თუ ჩავთვლი და გავაანალიზებ, რომ შემეშალა, მერე ამ ნაბიჯის გადადგმა არ მიჭირს.
- სიყვარულში იმედგაცრუება, ტკივილი შენში რა კვალს ტოვებს, დამთრგუნველი მეტად არის თუ მოტივაციის მომცემი?
- ალბათ უფრო მასწავლებელია: ეს განცდა ბევრ რამეს მასწავლის. ვცდილობ, მომავალში ის შეცდომა აღარ გავიმეორო.
- "შემოქმედებით საქმიანობაში ხშირად ვერ ახერხებს გაექცეს მიმბაძველობას".
- ამ შემთხვევაში, ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. პირიქით, სულ ვცდილობ, საკუთარ თავსაც კი არ ვგავდე და ყველა როლი ერთმანეთისგან განსხვავებულად ვითამაშო.
- ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ ადვილად ექცევი?
- ძალიან. ასეთი ადამიანები მიზიდავენ, სულ მათთან ყოფნა და ურთიერთობა მინდა.
GzaPress
- "საქმეების სანახევროდ გაკეთება და მიტოვება იცის იმ იმედით, რომ ყველაფერი თავისით გაკეთდება".
- კი, ხან ამ იმედით, ხან იმიტომ ვტოვებ, რომ მბეზრდება. რაც ძალიან მიყვარს და რასაც ჩემი საქმე ჰქვია, ამ ნაწილს არ ეხება.
- "მისი სურვილია, მუდმივად იხეტიალოს".
- სულ რაღაც ახალი ემოცია მინდა მივიღო, ახალი აღმოვაჩინო. სულ სადღაც ყოფნის, ახალი ადგილების მონახულების სურვილი მაქვს.
- "მისი სასიყვარულო რომანები ხანმოკლეა".
- ასე არ არის. 4 და 5 წელი ხანმოკლეა? არა მგონია.
- "მაშინვე გარბის, როგორც კი უარის ან იმედგაცრუების სიმწარეს იგემებს".
- ალბათ ასეა.
- ბევრი გაქცევა გქონდა?
- ბევრი - არა, მაგრამ რამდენი დაშვებაც მქონია, იმდენ გაქცევად შეიძლება აღვიქვათ.
- როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ?
- არ ვიცი, უიღბლო არ ვარ, ვერც იმას ვიტყვი, რომ იღბლიანი ვარ.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ კატის წელში დაბადებული ადამიანები ვარდნის დროს ყოველთვის თათებზე ეცემიან. ეთანხმები? თავად დაცემას უმტკივნეულოდ ახერხებ?
- ალბათ ასეა, ძალიან მტკივნეული დაცემა ჯერჯერობით არ მქონია.
- რისკზე ხშირად მიდიხარ თუ სიფრთხილით უფრო გამოირჩევი?
- თუ საქმე ფიზიკურ ტკივილს ეხება, ძალიან ფრთხილი ვარ, რაც შეეხება ემოციას, ამ შემთხვევაში მძაფრი შეგრძნებები მეტად მიზიდავს.
- "მას კარგი ფინანსური ალღო აქვს".
- ტყუილია, მატერიალისტი არ ვარ, ფულის შოვნის ინტერესი არ მაქვს. როცა ადამიანს მონდომება გაქვს, ყველაფერს იღებ.
- "ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა უყვარს".
- ტყუილია.
- შენზე თუ გაგიგონია ისეთი ჭორი, რომელსაც გული უტკენია, გაუღიზიანებიხარ?
- ჭორი რამდენჯერმე გამიგონია, მაგრამ ასეთი - არასდროს. ჭორაობას ძალიან მდაბიო საქციელად მივიჩნევ. არავის პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს.
- "უყვარს სტუმრების მიღება-გამასპინძლება, მეგობრული საღამოების მოწყობა".
- ვაიმე, ვგიჟდები. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ახლა ვეღარ ვახერხებ. ეს საღამოებიც ხომ მერე მოგონებებად იქცევა. მეგობრულ შეკრებას მიზეზი და თარიღი არ სჭირდება.
- "ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სნობიც კი არის".
- ვერ დავეთანხმები, ეს მე არანაირად არ მეხება.
- "იშვიათად კარგავს წონასწორობას. არ ახასიათებს აფექტური ქმედებები".
- ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ემოციისგან ვიცლები და 5 წუთში მშვიდად ვარ, საკუთარ თავზე კონტროლს იოლად ვკარგავ. ახლობელ ადამიანს ჩემი "აფეთქება" ადვილად შეუძლია. იმ ემოციას ვერაფრით დავიტევ, ვერ შევინახავ, ძალიან ცუდად ვიქნები. აქაც ჩემი პირდაპირობა ვლინდება.
- "ყველაზე მეტად სკანდალი და ხმაურიანი გარჩევები არ უყვარს".
- ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო. სხვა რომ ჩხუბობს, ეგეც კი ძალიან ცუდად მოქმედებს.
- ყოველთვის იცის, რა უნდა, მისთვის სასურველი რამ როგორ მოიპოვოს.
- ასეა და შეიძლება ითქვას, რომ ეს თვისება ცხოვრებას მიადვილებს.
- ასეთია შენი ასტროპორტრეტი.
- საინტერესოა, ბევრი თანხვედრა იყო.
GzaPress
- შენს ცხოვრებაში ახლახან სასიამოვნო სიახლე მოხდა, დედა გახდი. ეს რა განცდაა? ლამარიასთან პირველი შეხვედრის ემოცია შეგიძლია გადმოსცე?
- უჰ! სასწაულია, სიტყვებით როგორ გადმოვცე? როგორ გითხრა? საოცრება იყო, ასეთი მაგარი განცდა ცხოვრებაში არ მქონია.
- ამ ადამიანმა შენში რა შეცვალა?
- მე და ლამარია სულ ერთად ვართ, პანდემია დაემთხვა, თეატრში აღარ დავდიოდი და სულ მასთან ვიყავი. ჯერ პატარაა. თავიდან ძალიან ჭირვეულობდა, ღამეები არ გვეძინა. ახლა აზრზე მოსვლა დაიწყო.
- სახელი თავად შეურჩიე?
- სვანეთში წმინდა მარიამს "ლამარიას" ეძახიან. წლებია, სვანეთში დავდივარ, უშგულში 2 წლის წინ ავედი, ლამარიას ტაძარი მოვილოცე. მაშინ დავფიქრდი, არ გამიგონია, ვინმეს "ლამარია" ერქვას და რატომ არ არქმევენ-მეთქი? მითხრეს, წმინდანია და იმიტომ არ არქმევენო. არადა, ქართველები წმინდანების სახელებს ვატარებთ. "ლამარიას" სახელად ვერ აღიქვამდნენ, მე ძალიან მომწონდა და ჩემს შვილს დავარქვი. სასიამოვნოდ მოსასმენი სახელია.
- სიახლე შემოქმედებით საქმიანობაშიც გაქვს: "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ მოხვდი?
- ეკა მჟავანაძემ დამირეკა, ვიდეო უნდა ჩამეწერა და იმ დღესვე გამეგზავნა, ასეც მოვიქეცი. ცოტა ხანში დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს.
- სცენარი თანდათან იწერება. მესმის, თავადაც არ იცი, რას მოიმოქმედებს შენი გმირი, მაგრამ როგორი მოლოდინი გაქვს, ეს პერსონაჟი რა ემოციას გიტოვებს?
- საინტერესო ქალია, რაღაც ახალი ამბავი იწყება. ეს ქალი მინისტრია, მიზანი აქვს დასახული, მაცდურია, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ზედმეტი პუნქტუალურობით ყველას ნერვებს ვუშლი"
რა აღიზიანებს და რა დროს უცრუვდება გული მეგობრებზე თათია თექთურმანიძეს
"თამთა გოდუაძეზე "გავედით", თუმცა ეს იდეალური ვარიანტი არ ყოფილა"
"ჩვენი ერი 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზეც ვერ გამოვიდა "ძველი აღთქმის" ტყვეობიდან"
რა ესირცხვილება ჯიმი აბესაძეს და რისი კეთება უწევდა ეკრანზე გამოჩენამდე
რის ცდუნებას ვერ უძლებს და რაზე ოცნებობს ნატუკა გულისაშვილი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი