ესპანეთის სამეფო ოჯახის ქართველი ფიტნესინსტრუქტორი
font-large font-small
ესპანეთის სამეფო ოჯახის ქართველი ფიტნესინსტრუქტორი
როგორც მასაჟისტს, პერის ჰილტონთან მიმუშავია

ქართველ ძმებ თორელებს ესპანეთში თითქმის ყველა იცნობს, როგორც ფიტნესის ტრენერებს. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ესპანეთში პირველად ირაკლი ჩამოვიდა. ცხოვრება 200 დოლარით და იმედებით დაიწყო. როგორც ამბობს, არ დაუკარგავს საკუთარი თავის რწმენა და ყოველთვის იცოდა, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა. იყო გაჭირვება, ქუჩაში ყოფნა ჯიბეში ერთი ევროთი და ბევრი ოცნებით, მაგრამ ფარ-ხმალი არასოდეს დაუყრია.



"ოჯახს პირობა მივეცი, რომ დავეხმარებოდი და დანებების უფლება არ მქონდა, მათ წინაშე დადებულ სიტყვას ვერ გავტეხდი", - ამბობს. ბევრი ბრძოლის შედეგად ეს პირობაც შეასრულა და დღეს ესპანეთის ჩემპიონია ფიტნესში. მისი თქმით, ჩემპიონობა სისხლში აქვს, რადგან მამა მსოფლიოს ჩემპიონი ყოფილა ნარდში და მხოლოდ ესპანეთში ვერ ითამაშა, რადგან აქ არ იციან, ნარდი რა არისო.
წარმატების მწვერვალზე თავმდაბლობა შეინარჩუნო - ესეც ალბათ იშვიათ ადამიანებს ძალუძთ, რაც გიგი და ირაკლი თორელებმა ნამდვილად შეძლეს. დედაც ამაყობს მათი მიღწევებით. ერთი შეხედვითაც ჩანს ამ დიდი ოჯახის ურთიერთდამოკიდებულება, დიდი სიყვარული და პატივისცემა. "ვიცოდი, რომ ესპანეთში სამსახური დახვდებოდა და არაფერი გაუჭირდებოდა, თუმცა მეც და ჩემი მეუღლეც წინააღმდეგები ვიყავით მისი ესპანეთში წასვლის", - გვეუბნება ქალბატონი ნონა ტყეშელაშვილი.
ირაკლიმ არც რჩევები დაიზარა იმის შესახებ, თუ როგორ დავიკლოთ წონაში და ექსკლუზიურად ჩვენი მკითხველისთვის გაიხსენა ესპანეთში გატარებული ყველაზე რთული დღეები, რატომ იჯდა ციხეში, ვინ შეიფარა და გაუწია დედობა, ვინ იყო გოგონა, რომელმაც დახმარების ხელი გაუწოდა და რატომ ვერ შეძლო მან ექვსი წელი ოჯახის ნახვა.
- როგორც ვიცი, საქართველოში გქონდათ კარიერა. რა გახდა ქვეყნის დატოვების მიზეზი?
- ფეხბურთელი ვიყავი, ძალიან მიყვარდა სპორტის ეს სახეობა. ვოცნებობდი დიდი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. 19 წლის ასაკში გადავწყვიტე ესპანეთში ჩამოსვლა, ვფიქრობდი, შრომა აქ უფრო დამიფასდებოდა და ოცნებებსაც ავისრულებდი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მხოლოდ ერთი ნაცნობი მყავდა და ისიც მაფრთხილებდა, არ ჩამოხვიდეო, მაინც გავრისკე. მამა ამბობდა, - თუ წახვალ, ჩემი შვილი აღარ იქნებიო, მაგრამ უნდა წავსულიყავი და ოჯახს დავხმარებოდი.
- 200 დოლარით და არავის იმედად რომ წამოხვედით, არ გეშინოდათ?
- წამითაც არ შემშინებია. ყოველთვის ვაღწევ იმას, რასაც მიზნად დავისახავ. დედამ განვადებით გამოტანილი ტელეფონი გაყიდა და ამ ფულით წამოვედი. ბარსელონაში თურქეთიდან ჩავფრინდი. ერთმა ქართველმა ბიჭმა შემიფარა იმ ღამით და მეორე დღეს გამაცილა სადგურიდან ქალაქში, სადაც ჩემი ახლობელი ცხოვრობდა. იყო მარტივი ცხოვრების შემოთავაზება - ქურდობა, მაგრამ ამაზე არც მიფიქრია. მამა პოლიციაში მუშაობდა და ისე გაგვზარდა, ქუჩაში დაგდებულ ნივთსაც არ ვიღებდით იმის შიშით. სკოლაში ნიშნებს იმიტომ გვიწერდნენ, რომ კარგი აღზრდილები ვიყავით მე და გიგი (იცინის).
- ბევრს შრომობდით, წარმატებული ფეხბურთელი რომ ყოფილიყავით. რატომ თქვით უარი ფეხბურთელის კარიერაზე?
- ვიყავი მეკარე და ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ფეხის სერიოზული ტრავმა მივიღე. იმდენად სერიოზული, რომ დაახლოებით ერთი წელი არ შეიძლებოდა ფეხბურთის თამაში და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ფიტნესით ვიყავი დაკავებული, ეს მეხმარებოდა სტრესის დაძლევაში, მორალურად მაძლიერებდა. შემდეგ ამ სფეროს უფრო სიღრმისეულად შესწავლა დავიწყე (დედა მთელი ცხოვრება ფიტნესით იყო დაკავებული). გავიარე ფიტნესინსტრუქტორის კურსები, ვისწავლე ყველაფერი სწორი კვების შესახებ, ასევე გავიარე მასაჟის კურსები და ფოტოგრაფიაც შევისწავლე.
- საინტერესოა, რატომ აირჩიეთ ესპანეთი?
- დედას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ჰქონდა მოვლილი, ესპანეთის გარდა და ყოველთვის უნდოდა ესპანეთში მოგზაურობა, აქაური ნაციონალური სამოსის ჩაცმა. თმა ყოველთვის გადაწეული ჰქონდა და თმაში ყვავილს ატარებდა... მინდოდა, მისთვის ეს ოცნება ამესრულებინა და ამისთვის ყველაფერი ავიტანე, მეტსაც ავიტანდი.
- ვინ იყო ადამიანი, ვინც გაჭირვების ჟამს მხარში ამოგიდგათ და შვილად მიგიღოთ?
- როდესაც მეგობარმა სასტუმროში მიმიყვანა, სასტუმროს მეპატრონე გავიცანი. ეს პატარა სასტუმრო ცოლ-ქმარს ეკუთვნოდა. ქმარი ესპანელი იყო, ცოლი - შავკანიანი. ყოველდღე ვეხმარებოდი დალაგებაში, მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი და სურდა, თეთრკანიანი შვილი ჰყოლოდა... ის "შვილს" მეძახდა, მე კი - "დედას"... მართლა ბევრი რთული დღე გადამატანინა, შრომის ანაზღაურებას დღეში 10 ევროს მიხდიდა.
- ხელმოკლე ოჯახში გაიზარდეთ და ფიზიკური შრომით შეგროვებული ფულით ესპანეთში შეძელით წასვლა. გახდა თუ არა ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი?
- სიმართლე გითხრათ, გაჭირვებაში არ გავზრდილვართ, საკმაოდ ძლიერი ოჯახი გვქონდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთხანს გაგვიჭირდა და ცუდ დღეში ჩავცვივდით. ამიტომ გადავწყვიტე, ოჯახს დავხმარებოდი და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი გავიტანე.
- შეჯიბრებებში ყოველთვის ესპანეთის სახელით მონაწილეობთ. იციან თუ არა, რომელი ქვეყნიდან ხართ?
- ყოველთვის თან მქონდა საქართველოს დროშა და ყველას ვუყვებოდი ჩვენი პატარა ქვეყნის შესახებ. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ.
- ბრიტანულ სერიალშიც მიიღეთ მონაწილეობა. როგორ მოხვდით იქ და რა როლი გერგოთ?
- იმ პერიოდში უკვე კურორტ მარბელაში ვცხოვრობდი. ერთ დღეს გასარუჯად პლაჟზე გავედი მეგობარ გოგონასთან ერთად, თან ვვარჯიშობდით. რეჟისორმა შეგვამჩნია და სერიალში ორივეს შემოგვთავაზა მონაწილეობა, კარგი აღნაგობის მსახიობები სჭირდებოდათ. იმ სერიალში ერთ-ერთი მთავარი გმირის, მდიდარი ქალბატონის მცველის როლი მერგო.
- რომელ ცნობილ სახეებთან გიმუშავიათ და როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან?
- როგორც მასაჟისტს, პერის ჰილტონთან მიმუშავია. ანტონიო ბანდერასთან მქონდა მეგობრული ურთიერთობა, რადგან ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და ხშირად რეკომენდაციებს ვაძლევდი, თუმცა არ მივარჯიშებია, რადგან თვითონაც საკმაოდ სპორტული ადამიანია. ამჟამად ვმუშაობ მადრიდში სამეფო ოჯახთან - ვავარჯიშებ ესპანეთის პრინცესას, ინფატა ელენას შვილებს და მის მეუღლეს, ხაიმე დე მარიჩალარს, რომელიც ასევე, ძალიან ცნობილი პიროვნება გახლავთ ესპანეთში. 7 წლის წინ ჩემი ძმა, გიგი თორელი ჩამოვიყვანე ესპანეთში და 3 წელია უკვე, დედაც ჩვენთან არის. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში გვქონდა ფიტნესდარბაზი, რომელსაც დედაჩემი და ჩემი ძმა უძღვებოდნენ, მათაც დიდი გამოცდილება დაუგროვდათ და დღესდღეობით ყველანი ამით ვართ დაკავებული. ჩემს ძმასთან ვარჯიშობს ქართველი ბაგრატიონების შთამომავალი, რომელიც კურორტ მარბელაში გაიზარდა, - უგო ბაგრატიონი, ჩვენი კარგი მეგობარი.
მე და ჩემს ძმას გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული სავარჯიშო პროგრამა, რაც კარგს შედეგს გვაძლევს. ვლაპარაკობთ 4 ენაზე, ვავარჯიშებთ 15 ქვეყნის წარმომადგენლებს და ყველასთან ძალიან ახლო კონტაქტი გვაქვს. ზოგიერთს სჭირდება მოტივაცია და კონტროლი, რათა იკვებონ სწორად და დავეხმაროთ სასურველი შედეგის მიღებაში, რაც ჩვენთვის კარგი რეკლამაა.
GzaPress
- სამეფო ოჯახის ფიტნესინსტრუქტორი ხართ. როგორ მოხვდით მათ გარემოში?
- ესპანეთის ჩემპიონატს, რომლის გამარჯვებულიც გავხდი, ესწრებოდა პრინცესა ინფანტა ელენას შვილი - 17 წლის ფელიპე ხუან ფროილანი. მას აინტერესებდა ფიტნესი. მეორე დღეს დამიკავშირდნენ და მამამისს, ხაიმე დე მარიჩალარს შევხვდი. მან შემომთავაზა მადრიდში მისი და მისი შვილების ვარჯიში.
- რატომ აღმოჩნდით ციხეში?
- როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი და ჯერ კიდევ ვერ ვუწყობდი ფეხს აქაურ ცხოვრებას, შეყვარებული მყავდა. შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ სხვაც სწერდა. იმ ბიჭს შევხვდი და ვეჩხუბე. იმანაც არ დააყოვნა - მიჩივლა. ამის გამო დამიჭირეს და ერთი თვე ციხეში ვიჯექი. ყველა საბუთი ჩამომართვეს. უსაბუთობის გამო კი 6 წელი ვერ შევძელი ოჯახის ნახვა.
- ცოტა რამ პირად ცხოვრებაზეც გვითხარით: ახლა თუ გყავთ რჩეული და საერთოდ, როგორი გოგონები მოგწონთ?
- ვფიქრობ, ქართველი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან მსოფლიოში. პირადად მე, საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგონები მომწონს, რომლებსაც თავის მოვლა და სპორტი უყვართ.
- რამდენიმე რჩევაც რომ მისცეთ მათ, ვისაც წონაში დაკლება სურს...
- ჩემი რჩევა იქნება - ვივარჯიშოთ, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით და შევიყვაროთ საკუთარი თავი. მივიღოთ ჯანსაღი საკვები, უარი ვთქვათ შაქარზე, მარილზე და ვახშამი აუცილებლად 7 საათამდე მივირთვათ. შვიდის შემდეგ აღარაფრის ჭამა არ არის რეკომენდებული. ასევე კარგია მწვანე ხილი და ბოსტნეული. ამ ყველაფერზე რეკომენდაციებს ჩვენი "ინსტაგრამ"-გვერდის - Giorgio-torelli13 gigi-toreli-marbella - საშუალებითაც ვიძლევით.
- რა არის თქვენი წარმატების ფორმულა და როგორ ფიქრობთ - ხართ თუ არა დღეს წარმატების მწვერვალზე? თქვენი ვიზუალი თუ დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?
- გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ასეა: ჩემი გარეგნობა ძალიან დამეხმარა წარმატებაში. რომ არ მქონოდა ასეთი სხეული, ყურადღებას არავინ მომაქცევდა. მამა ყოველთვის მეუბნებოდა, ისეთი სიმპათიური ხარ, ვერავინ დაგიწუნებსო და მეც დავიჯერე (იცინის)... თუ გინდა, წარმატებული იყო, პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენა და მიზანი უნდა გქონდეს, რომლისთვისაც თავდაუზოგავად იბრძოლებ. ვფიქრობ, ჯერჯერობით წარმატების მწვერვალამდე არ მიმიღწევია, ბევრი რამ მაქვს გასავლელი. ოქტომბერში დუბაიში "დუბაი მასკლ შოუში" მივიღებ მონაწილეობას, მომავალ წელს კი მაიამიში ჩემპიონატზე უნდა გავიდე, თუმცა ორმაგად ბედნიერი ვიქნები, თუ წარმატებებს მივაღწევ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს ვასახელებ.
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ზედმეტი პუნქტუალურობით ყველას ნერვებს ვუშლი"
რა აღიზიანებს და რა დროს უცრუვდება გული მეგობრებზე თათია თექთურმანიძეს
"თამთა გოდუაძეზე "გავედით", თუმცა ეს იდეალური ვარიანტი არ ყოფილა"
"ჩვენი ერი 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზეც ვერ გამოვიდა "ძველი აღთქმის" ტყვეობიდან"
რა ესირცხვილება ჯიმი აბესაძეს და რისი კეთება უწევდა ეკრანზე გამოჩენამდე
რის ცდუნებას ვერ უძლებს და რაზე ოცნებობს ნატუკა გულისაშვილი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი