მარტა ბარამიძის პირველი პროტესტი, წარწერები კედელზე და კონფლიქტი რეალობასთან - გზაპრესი

მარტა ბარამიძის პირველი პროტესტი, წარწერები კედელზე და კონფლიქტი რეალობასთან

"ჩვენ ერთმანეთის გაგება გვიჭირს, შეცდომა ვის არ მოსვლია. თანადგომის (არამატერიალური, მხარში დგომა, ლაპარაკი) საკითხშიც პრობლემა გვაქვს. სახელმწიფო სტრუქტურებშიც ბევრი რამ არის შესაცვლელი", - ამბობს მარტა ბარამიძე. რის გამო აქვს კონფლიქტი რეალობასთან, როგორ იხსენებს პირველ პროტესტს, რაში ხედავს პროგრესს და საზოგადოების რა მანკიერ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას? - ამ ყველაფერზე თავად გესაუბრება.

- პირველი პროტესტი, რომელიც გამიჩნდა და მაშინ ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, ბავშვებზე ძალადობას ეხებოდა. ჩემი გამზრდელის დედის ოჯახში რომ მივდიოდი, იქ ბავშვს (ჩემი გამზრდელის ძმისშვილი) იმის გამო სცემდნენ, რომ არ მეცადინეობდა. ძალიან ვმწარდებოდი და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, ბავშვს ხელი დაარტყა? როგორ შეიძლება, ბავშვი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო?

- მაშინ თავად რამდენი წლის იყავი?

- პირველ კლასში ვიქნებოდი. ასაკის მიუხედავად, იმის გაცნობიერება არ გამჭირვებია, რა სისასტიკესაც საკუთარი თვალით ვხედავდი.

- მაშინ პროტესტს რა ფორმით გამოხატავდი?

- ვერ ვლაპარაკობდი, რადგან დაცულობის განცდა არ მქონდა. ახლა ვიცი, მსგავს შემთხვევაში რასაც ვიზამ, მაშინ ხომ ასეთი ძლიერი არ ვიყავი. პროტესტი ხმამაღლა რომ გამომეთქვა, შეიძლებოდა მეც მომხვედროდა, არავინ დამიცავდა, ასეთ გარემოში გავიზარდე. მოგვიანებით ჩემი გამზრდელის და მისი ქმრის მიმართ დიდი პროტესტი მქონდა და ამას ტირილით გამოვხატავდი. სამზარეულოში თეთრი კედელი გვქონდა. ფანქრით ვაწერდი: "მეზიზღებით, მეზიზღებით, ნუ აკეთებთ!"

- ამაზე როგორი რეაქცია იყო?

- ჩემი გამზრდელის ქმარი ყოველ დილით მცემდა.

- გეუბნებოდა, რომ ამის გამო გცემდა?

- კი, როცა მათზე ვბრაზდებოდი, კედელზე ჯიუტად ვწერდი და ვწერდი.

- იმ პერიოდიდან, რაც საკუთარი თავის დაცვა ისწავლე, რა გახსენდება?

- ბაზრობაზე ვმუშაობდი. ერთ-ერთი ადამიანისგან საქონელს ვსესხულობდი და რომ გავყიდდი, მისთვის თანხა მერე მიმქონდა. შევამჩნიე, რომ იმ ადამიანთან შეჩვეული იყო ერთი ბავშვი, რომელიც ნივთებს hპარავდა. ერთ დღეს დავინახე, რომ მოიპარა, დავედევნე, მოპარული უკან დავაბრუნებინე და ახსნა დავუწყე, რამდენად ცუდ საქციელს სჩადიოდა. ის ბიჭი ასაკით ჩემზე დიდი იყო. ამ შელაპარაკის დროს გამარტყა და თავდაცვის მიზნით, მეც გავარტყი...

14 წლის ასაკში მათხოვებდნენ, რა დრო იყო, განა დიდი ხანია. მაშინ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, სულ წიგნებს ვკითხულობდი, განვითარებაზე ვზრუნავდი. დღეს ტაქსიში რომ დაჯდე, მძღოლმა შეიძლება გკითხოს: გათხოვილი ხარ? შვილები რატომ არ გყავსო? შენს პირად ცხოვრებაში ისე ერევიან და ამ სივრცეს ისე უხეშად გირღვევენ, ვერც აცნობიერებენ. ზუსტად აქაა აზროვნებისა და განათლების პრობლემა. წარმოუდგენeლია, 14 წლისას როგორ უნდა შემექმნა ოჯახი, მით უმეტეს, სრულიად უცნობ, 16 წლით უფროს ადამიანთან.

- მაშინ ამ ძალადობისგან თავი როგორ დააღწიე?

- უბნის ბიჭებს ვუთხარი ეს ამბავი და მათი დახმარებით შევძელი. იმ კაცს სამარშrუტო მანქანა ჰყავდა. ჩაფიქრებული ჰქონდათ, რომ უნდა მოსულიყო და მოვეტაცებინე. თან ჩემი გამზრდელისგან იცოდა, ეს ისეთი გოგოა, აუცილებლად გამოგექცევა და შორს უნდა წაიყვანოო.

- დღეს ყველაზე დიდი პროტესტი რის მიმართ გაქვს?

- მყავს მეგობრები, რომლებიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის არიან და მათდამი გამოხატული აგრესია ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ბათუმში ჩემს მეგობარს ორი ბიჭი აედევნა. ჩვენ ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით, იმ დროს იქ შემთხვევით აღმოვჩნდი. სახლამდე მივყევი, ჩანთიდან გასაშლელი დანა ამოვიღე და თავდაცვის მიზნით, ხელში მქონდა. ის ორი ბიჭი სახლის კართან მოვიდა. კარი რომ გავაღეთ, ჯერ ჩემი მეგობარი შევუშვი, შემდეგ მე შევედი და კარი მივხურეთ თუ არა, მოcvivდნენ და ბრახუნი ატეხეს. ჩემს მეგობარს თავისი ორიენტაციის გამო დევნიდნენ. ჩემს მაგალითსაც გავიხსენებ: პირსინგს ვატარებ, ტატუ მაქვს. იმ დღეს რუსთაველზე ვიყავი, აქციაზე და ვიღაც კაცმა შემომაფურთხა, თან მომაძახა: - ფუ, რას ჰგავხარო!

marta-copy-1682953053.jpg

- ტატუს და პირსინგის გამო?

- დიახ. იმ წუთში ჩავთვალე, რომ იმ ადამიანისთვის პასუხის გაცემას, დალაპარაკებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, "კედელზე ცერცვის შეყრა" იქნებოდა, მის ტვინში არაფერი შევიდოდა. ზოგჯერ კი მაქვს სურვილი ადამიანებს მშვიდად დაველაპარაკო, რაღაც ავუხსნა. არსებობს კატეგორია, რომლებიც მისგან განსხვავებულის მიმართ დიდ სიძულვილს ატარებენ და სამწუხაროა, ამით საქართველოში პოლიტიკური პარტიები მანიპულირებენ.

"გირჩში" რომ ვმუშაობდი, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო კანონი მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით შემსუბუქებული და მომხმარებლებს ხშირად იჭერდნენ. ასეთი შემთხვევა მოხდა, ადამიანი, რომელიც კაფეში მეუღლესa და შვილთან ერთად იჯდა, დააკავეს და მოსაშარდად წაიყვანეს. ეს ამბავი რომ გავიგე, ოპერატორთან ერთად წავედი იმ განყოფილებაში, სადაც მიიყვანეს. იქ მისი დამკავებელი 2 პოლიციელი დამხვდა. ერთ-ერთი 26 წლის ახალგაზრდა იყო. ვკითხე, არ გრცხვენია? მთელი ცხოვრება წინ გაქვს და რას აკეთებ-მეთქი? ავუხსენი, შვილთან ერთად, მარიხუანის მოხმარების გამო, ადამიანის დაკავება რამდენად ამორალური საქციელი იყო. მე ვლაპარაკობდი, ის მისმენდა, დიალოგი არ გვქონია. ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ, "გირჩში" მოდის პიროვნება და მეუბნება, რომ ის პოლიციელი იყო, რომელსაც მე ველაპარაკე. მითხრა, შენმა ნათქვამმა ჩემზე ისე იმოქმედა, სამსახურიდან წამოვედიო. იმას არ ვამბობ, რომ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობა ცუდია, იქ ბევრი ღირსეული ადამიანი მსახურობს და ჩვენ მათი იმედი უნდა გვქონდეს.

- რის შეცვლას ისურვებ საზოგადოებაში?

- განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებისადმი მიდგომის შეცვლას, ნარკოპოლიტიკის შეცვლას. მომხმარებლები არ არიან კრიმინალები, ისინი მკურნალობას საჭიროებენ. დღეს ბევრ რამეში ძალიან გვიჭირს. მაგალითისთვის ბახალას (მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი) ამბავს მოვიყვან: მას რომ ველაპარაკე, მითხრა, ყველაზე რთული ციხიდან გამოსვლის შემდეგ, საზოგადოებაში სოციალიზაცია ყოფილაო. ბევრისგან გამიგია, რომ ასეთ დროს მათი სამეგობრო იფილტრება. რაც ar უნდა გვიჭირდეს, მაგრამ ძალიან გვიჭირს, ეს არის შემწყნარებლობა.

- ერთმანეთისთვის შეცდომების პატიება გვიჭირს?

- ერთმანეთის გაგება გვიჭირს, შეცდომა ვის არ მოგვსვლია. თანადგომის (არამატერიალური, მხარში დგომა, საუბარი) საკითხშიც პრობლემა გვაქვს. სახელმწიფოს სტრუქტურებშიც ბევრი რამ არის შესაცველელი.

- წლების წინანდელი და დღევანდელი საზოგადოება რომ ერთმანეთს შეადარო, პროგრესი არ იგრძნობა?

- ჩემი აზრით, პროგრესი ხდება კუს ნაბიჯებით. მთავრობას აწყობს გაუნათლებელი ადამიანები, რადგან მათი მართვა ადვილია. ქვეყანაში განათლების პრობლემა მწვავედ დგას, წაკითხულიდან შინაარსი ბევრს ვერ გამოაქვს. რაც უფრო მეტი თაობა შეიცვლება, საზოგადოება უფრო და უფრო განვითარდება. მახსოვს, უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, შემოდიოდა ლექტორი, გადაყვითლებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ფურცლებიდან ლექციებს მიკითხავდა და ამას ვაპროტესტებდი, თანამედროვე ეპოქაში ყვითელი ფურცლებიდან კითხვა რა უბედურებაა-მეთქი? ამ პროტესტის და შეკითხვების დასმის გამო, რამდენიმე ლექტორის ლექციებზე არ მიშვებდნენ. პირდაპირ მეუბნებოდნენ, - "ბარამიძე, ადექი და გადი".

- ამას შენი ჯგუფელები არ აპროტესტებდნენ?

- არა. უნივერსიტეტებში ბევრგან დღესაც იგივე ხდება.

- ჩვენს რეალობაში რა მოგწონს?

- ახალი თაობა მომწონს, მიყვარს და მეამაყება, მათში ძალიან დიდი მუხტია. რეალურადაც ხომ ახალი ცვლის ძველს, ძველი ახალს ვერასდროს შეცვლის. ამ თაობას უნდა ევროპა, ჯანსაღ გარემოში ცხოვრება.

marta-54538-1682953036.webp

- მარტა, ბოლოს იმ გახმაuრებულ საქმეზეც გკითხავ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მოძალადე რომ ამხილე და მისი დანაშაულის შესახებ ღიად ილაპარაკე. ახლა საქმე რა ეტაპზეა?

- სარჩელი პროკურატურაში შევიტანე და გამოძიება მიმდინარეობს. მე დავადასტურე ყველა ფაქტი, დაიკითხა მოწმე, ჩამიტარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ჭრილობის ექსპერტიზა, რომელიც ბიკო ბირბიჩაძემ მომაყენა. ამ ადამიანმა, გავლენიანი პირების დახმარებით, რამდენჯერმე სცადა საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ ეს ვერ შეძლო. უახლოეს დღეებში გავმართავ პრესკონფერენციას და პროკურატურისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოვითხოვ.

- ამ ხნის განმავლობაში მისი მხრიდან დაშინების, კონტაქტზე გამოსვლის მცდელობა იყო?

- არა, იცის საქმე ისედაც ცუდად აქვს და ერთი ნაბიჯიც რომ გადმოდგას, მდგომარეობას უფრო დაიმძიმებს. მხოლოდ ქვეყნიდან გასვლის მცდელობა ჰქონდა.

- ეს ინფორმაცია საიდან გაქვს?

- ინფორმაცია თავად მოვიპოვე, ეს ადამიანი მოსიარულე მანიაკია. კიდევ მაქვს რაღაც ინფორმაცია, რომელსაც მოგვიანებით გავასაჯაროებ.

თამუნა კვინიკაძე